ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბუდუ, კიტეიშვილი და შენგელია? - სავარაუდო შემადგენლობა პორტუგალიასთან

ბუდუ, კიტეიშვილი და შენგელია? - სავარაუდო შემადგენლობა პორტუგალიასთან

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება. ასეთ დროს მერვედფინალში გასვლის შესახებ მუდმივი ვარაუდები და გამოთვლაა. ფაქტია, უნგრეთის ნაკრების გამარჯვებამ 2 ქულით საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვედრა გაგვირთულა, თუმცა ამისთვის მაინც თურქეთის ნაკრების ჩეხებთან გამარჯვება გვჭირდებოდა. ეს სიტყვები როგორც უნდა ჟღერდეს, პორტუგალიის ნაკრებთან გამარჯვებით გავალთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია...

მესამე ტურში შემადგენლობაში ცვლილებები უფრო მეტად ხდება. ამის მიზეზი დისკვალიფიკაცია, ტრავმა, გადაღლილობა თუ ტაქტიკის მკვეთრად შეცვლაა. საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრებში ჭარბი ყვითელი ბარათების პრობლემა არ დგას. რაც შეეხება იმას, თუ ვინაა ბოლომდე მზად, რა თქმა უნდა, ამის გარედან ამოცნობა რთულია და სამწვრთნელო შტაბის, რომელიც ამ საქმეში ბოლომდეა ჩართული, დასკვნებს უნდა ვენდოთ. სავარაუდო შემადგენლობაზე მსჯელობა იოლი არაა, იმის მიუხედავად, რომ როგორც წესი, ჩვენი ვარაუდები რეალობასთან ყოველთვის ახლოსაა. ახლაც გავრისკავთ და საკუთარი დაკვირვების თუ სანიოლის მხრიდან მოლოდინების ერთმანეთთან დაკავშირებას ვეცდებით.

მეკარე

ჩეხეთთან ბრწყინვალე მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის როგორც თავდაჯერება, ასევე სატრანსფერო ფასმა კიდევ უფრო მოიმატა და ეს დაცვის ხაზსა და მთლიანად გუნდს დადებითად გადაეცემა.

დაცვა

იქიდან გამომდინარე, რომ საბა კვირკველია ევროპის ჩემპიონატს ბოლომდე მზად არ შეხვდა, წინა შეხვედრაში საკმაოდ დაიტვირთა და ჩვენს ცენტრალურ მცველებს შორის ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელია, ვვარაუდობთ, რომ მის ადგილს გიორგი გველესიანი დაიკავებს. ის ფიზიკურად მშვენივრადაა მომზადებული და საჰაერო დუელებშიც გამორჩეულია.

კაშია და დვალი საუკეთესო "გამსუფთავებლებს" შორის მოწინავე ადგილზე არიან და იმედია, პორტუგალიის ნაკრების შთამბეჭდავი შეტევის პირობებშიც, დამაჯერებლები იქნებიან.

ნახევარდაცვა

ვილი სანიოლის გუნდს პორტუგალიასთან ბურთის ფლობაზე აქცენტის გაკეთება გაუჭირდება, თუმცა, პერიოდულად, ტემპის კონტროლის გარეშე წარმატებაზე ფიქრი რთული იქნება. იმედია, გიორგი ქოჩორაშვილმა ძალები სრულად აღიდგინა, მის გვერდით კი ოთარ კიტეიშვილს ვნახავთ.

გვესმის, რას ნიშნავს, როცა გუნდთან ერთად ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვარჯისობ, მაგრამ მისი შესაძლებლობების გვჯერა და თუ სრულად არა, იქნებ გარკვეული დროით თამაში მაინც შეძლოს. ოთოს ბურთთან ურთიერთქმედება და მახვილგონიერება ძალიან დაგვჭირდება.

რაც შეეხება ნახევარდაცვის მესამე წევრს, ამჯერად ძირითადში ისევ გიორგი ჩაკვეტაძე უნდა ვნახოთ.

ფლანგები

განვლილ მატჩებში პირველ ტაიმში ნაკლებად დამაჯერებელი ოთარ კაკაბაძე ვიხილეთ, რომელსაც მეორე 45 წუთში დაღლილობა ნაკლებად ეტყობოდა და პროდუქტიულიც იყო. ოთო ისევ მარჯვნივ იქნება. რაც შეეხება მარცხენა ფრთას, ლევან შენგელიას ჯანმრთელობის პრობლემა აღარ აწუხებს და ის ერთი მატჩის სათამაშოდ მაინც მზად რომ არ იყოს, მაშინ მონტენეგროსთან შეხვედრაში ეს უნდა შეგვემჩნია. შენგელია დაცვით ფაზაში დამაჯერებელია და თავისი ძალები შეტევაშიც უნდა დაგვანახოს.

შეტევა

ხვიჩა კვარაცხელიას როლი ჩვენს გუნდში განვლილ ორივე დაპირისპირებაში დიდი იყო, მაგრამ "კვარას" საუკეთესო შეხვედრა ჯერ კიდევ წინაა. გიორგი მიქაუტაძე 2 გოლით ბომბარდირთა შორისაა, ის ევროზე თავის მაღალ კლასს ავლენს, პორტუგალიელებიც "ჟორჟზე" ბევრს იფიქრებენ, მაგრამ სანიოლის მხრიდან იქნებ ერთგვარი სიურპრიზი იყოს და როგორც იმავე საბერძნეთთან ფინალში, მიქაუტაძე მეორე ტაიმში ვნახოთ, მისი სისხარტით კი მატჩის სცენარი საჩვენოდ შეიცვალოს. ასეთ შემთხვევაში სასტარტოში ბუდუ ზივზივაძეს ველით.

მას ჯერ ცოტა დრო მიეცა, რაც დამატებითი მოტივაციაც უნდა გახდეს, როგორც ეს ზურიკო დავითაშვილის შემთხვევაში გამოჩნდა.

26-ში გადამწყვეტი მატჩია, გამარჯვება, საქართველო!

ღვთისავარ ანთაძე ვუპერტალიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

• ნინი

მაგ დატვირთვით თუ სული გააძრე და დახოცე ვინღა ითამაშებს მოედანზე⁉️

• Moxeil paturashvil

ბევრს არ მოეწონება, უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ: ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ქართული ფეხბურთი კარგი ტემპით მიდის. მწვრთნელს რათქმაუნდა დიდი დამსახურება მიუძღვის, ფეხბურთელებსაც. ნებისმიერი მიზნის მიღწევა დიდი შრომით ოფლით და ნებისყოფით არის შესაძლებელი. მრწრთვნელის და ფეხბირთელების თავდადების მიუხედავად მაინც კრიტიკული ვიქნები. უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ და სხვა არაფერი. კრიტიკა იმაში მდგომარეობს რომ მეტი მომზადება და შრომაა საჭირო. ფეხბირთელებს 8კგ ტვირთი უნდა აკიდო ზურგზე და ისე ათამაშო ერთმანეთს ფეხბირთი. რათქმა-უნდა ძალიან გაუჭირდებათ, ძალიან გაუჭორდებათ. ეგ კიდევ არაფერია, ბურთის აწაპვმაში და აკენწვლაში წაქცევამდე ვავარჯიშებდი. ასევე დფეხბირთელებს, ყველა მაგარი გუნდების შეხვედრებს და ტაქტიკას ვაყურებინებ გავააზრებინებდი. ასევე გადაქამცვამდე ვათამაშებინებდი ფეხბურთს ერთმანეთში. რათქმ-აუნდა სამხედრო ექიმებს დავუნიშნავდი, ყველაზე მაგრა სამხედრო ექიმებს ესმით ადამიანის ორგანიზმის და ამტანობის შესახებ. ისეთ კვების რეჟიმს დავიწესებდი როგორც განსაკუთრებული სპეცდანიშნულების რაზმებს კვებავენ. სპარტელებივით უნდა მიუდგე, მხოლოდ მატჩების წინა პერიოდში დაისვენებდნენ მაგრა. {ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, ყველას ვერ ვიხსენებ ვინც ძალიან ძლიერია} ვერ დაამარცხებ თუ მათზე მაგრა არ იქნები მომზადებული. მე უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ.

• alexandre

ერთი ის გამაგებია, კაცი წერს სანიოლს ვაცალოთო და ამაზე 3 დისლაიკი აქვს! რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ!

• გიოს

კი ბატონო კაი კაცია, მარა გმირია და ასეთები ნამეტანია.

• გოგას

ვაი, რომ ამათაც მეტი ექნებათ, ვინემ თურქებს და ჩეხებს.დდდ

• რეჯო

რა გააწყაკეთ გული ამ ბუდუთი. კი კაი ბიჭია, მარა მიქა ბევრად უკეთესია, ის კი არა ნაკრებში მამარდა და მიქაუტაძე ყველაზე კარგად გამოიყურებიან. საბას ნაცვლად ბუდუ რო ყოფილიყო იმ კონტრშეტევას ვერ აყვებოდა ესეთ სისწრაფეზე. სანიოლმა ყველაზე კარგად იცის ვინ რა ფორმაშია. მოდი ვაცალოთ და მერე ვილაპარაკოთ.

• გოგა

პორტუგალიასთან გატანის მეტი შანსი გვექნება ვიდრე ჩეხებთან და იმედია გამოვიყენებთ

• გიო

მერე სწორი არ გააკეთა? აბა რისთვის წასულიყო. ჭკვიანი და კაი კაცია

ერთი ზეგ, დანარჩენი პლეიოფში! რას გავიხარებთ!

• ვანგა

პორტუგალიასთან ორი ბურთით დავწინაურდებით. მერე მალევე ერთს გაგვიტანენ. ბოლო წუთები მოგვაწვებიან მაგრამ მეტი გოლი აღარ გავა. საბოლოოდ 2:1 მოვიგებთ. სამწუხაროდ პარალელურად ჩეხეთი მოუგებს თურქეთს რის გამოც მსამეზე გავალთ. თუმცა მესამე ადგილით მერვედფინალს ვითამაშებთ. სლოვენია და ალბანეთი(ხორვატია ბოლოზე გავა) იქნება ის ორი გუნდი რომელიც მესამე ადგილზე გავლენ მაგრამ მერვედფინალს ვერ ითამაშებენ. ჩემი თუ არ გჯერათ ეს კომენტარი დასქრინეთ და მერე ნახეთ :*

• ყარამან შინდაგორიძე

ბუდუს ბოლოს შეიყვანენ, თუ მისაწოლი და ჩასაწოდები გახდა

• ალექს

არ ვიცი მე,კვარას ორი გოლი აქვს პირადად ჩემი ვალი და გაასწოროს !

• ხვიჩა

ყოველი სტატიის ბოლოში წულუკიანს და მის სამინისტროს რომ უხდი მადლობას, რა უბედურებაა? სპორტის სფეროს და სპორტული მედიის მხარდაჭერა ეს მაგ სამინისტროს მოვალეობაა და არა წყალობა!

• ხვიჩა

23

• Footbol-ს

არც არასოდეს არ უპირებდნენ ჯაბას დაყენებას, მიხვდა და დაახვია, აბა მართლა გმირობა და ახაგაზრდებისთვის ადგილის დათმობა კი არ მოუნდა.დდდდდ

• roni

აბა შენ ყოფილხარ.... ესპანეთან გოჩომ კიარა მთელმა ნაკრებმა ჩაისვარა სანიოლის თამადობით და რაღატოა ეხლა ნაკრებში? ან ესპანეთთან გატანილი გოლები ნახე კვერკველიას კიდერზეა რამდენია? მასე უშეცდომო ფეხბურთელს ვერ იპოვი.. კაკაბაძეს რო ქანცი აქვს გაწყვეტილი და სისწრაფეში ჯობნიან გოჩოლეიშვილი უსწრაფესი ფეხბურთელით რომ შეცვალო მაგას დიდი მოფიქრება უნდა? გამოდით ამ სექტიდან და რეალურად იაზროვნეთ

• Xvicha

Portugalia saqartvelo romel saatzea tamashi

• იქნებ გვეცადა?

აბა, იქნებ მოვსინჯოთ 6-7 კაციანი პრესინგიც, ისე რომ ბურთის ამოტანის საშუალება არ მივცეთ. ესე ხომ უფრო იოლადაც წავართმევთ ბურთს და იქვე შევუტევთ. წარმოგიდგენიათ როგორ დაიბნევიან თუ სწრაფ გოლსაც გავუტანთ? ეგრევე მეორეც შეგვიძლია მივაყოლოთ და მერე თამაში ჩვენი კონტროლით წავა. მე მგონია, რომ ამ ბიჭებით შეიძლება 10-15 წუთით მაინც მოწინააღმდეგის პრესის ქვეშ მოქცევა. მით უმეტეს რომ ერთმანეთთან შეუთამაშებელი მეორე შემადგენლობა იქნება და სულ დაიბნევიან. რა ვიცი, ბრაზილიის მეორე გუნდსაც უნდა ვუგებდეთ თავისუფლად, რა გახდა ეს პორტუგალია? ერთი თამაში მაინც ხომ უნდა ვითამაშოთ პირველ ნომრად, მით უმეტეს თუ კიტეც იქნება? როგორც კი ვინმე დაიღლება, მოითხოვოს შეცვლა, სირცხვილი კი არაა. აბა, ზოგს ფერი აღარ ადევს უკვე მეორე ტაიმში და რა აზრი აქვს მის თამაშს? გამოცვალე 53- ე წუთზე. რაღა მაინცა და მაინც 67-ეს ელოდები? ვილი ხომ საერთოდ ძირითადად მე-80 წუთის მერე აკეთებს შეცვლებს ვაისივით. წარმატებები საქართველოს!!!

• Footbol

და სიგუა ? კანკავას რა დროს უპირებდით თამაშს ?

• ronis

რა გოჩოლეიშვილი ბიჭო, დაგავიწყდა ესპანელებმა რა დეში ჩააგდეს? როგორ შეიძლება მაგის პორტუგალიასთან დაყენება?

• დათვი

ვაახ,შენ უნდა იყო ნაკრების მწვრთნელი.აბა სანიოლს ფეხბურთის რა გაეგება?!დილეტანტი ეგა.

• ზაალი

ამ მდგომარეობით 4-4-2-ით თამაში ნიშნავს მინიმუმ 3 ბურთის მიღებას ჩვენ კარში, ეს არის რეალობა... სურვილი ერთია და მეორეა შესაძლებლობა..

• მწარე

საინტერესო შემადგენლობაა. ოღონდ მე მგონი არაშედეგის მომცემი. შემეკითხებით, აბა რომელია შედეგის მომცემი? პასუხი: არცერთი. ჩვენ შედეგი უკვე გვაქვს. მთავარია არ გავნადგურდეთ, რათა ბოლო ადგილზე არ გავიდეთ. ეხლა შოტლანდიას უეჭველი ვუსწრებთ. იქ კიდევ შეიძლება ვიღაც გამოჩნდეს. აი, შედეგი. პ.ს. თქვენ ხომ ჩემზე კარგად იცით, რომ პორტუგალია ჩვენზე ბევრად ძლიერია და ითვლება ერთ-ერთ ფავორიტად. ჩეხებისგან ასეთ თამაშს არ ველოდი, თუმცა მგონია თურქეთი ჯობია. ვნახოთ.

• roni

გოჩოლეიშვილმა გველი შეგიწვათ? თუ სექტის წევრი არაა? რას ერჩიან მაგ ბიჭს ვერ ვხვდები. სიგუასთვისაც მისაცემია შანსი ჩვენი მომავალია უნდა გამოიყვანოს მეორე ტაიმში აუცილებლად. არაა ეს ის შეხვედრა რომ ვერ ვიოცნებოთ მოგებაზე მითუმეტეს რომ მოტივაცია დაკარგული გუნდია და ლიდერებს ასვენებს.. ფეხებსაც გაუფრთხილდებიან ამიტომ აგრესიული ფეხბურთი უნდა შევთავაზოთ და მორიდებით მეზობლის ბავშვივით არუნდა შევციცინოთ თვალებში იქნებ ერთი გოლი გვაჩოთქო... ღირსეულად უნდა გავიდეთ ჯგუფიდან

• zura222

ისეთ მწვრთნელს რა ვუთხარი მარტო ერთი ტაქტიკური მონახაზი რომ აქვს 3 ცენტრალური მცველით და არ აქვს თამაშისთვის სათადარიგო ვარიანტი @ ნაკრებმა იმ ტაქტიკით უნდა ითამაშოს როგორსაც მიჩვეულები არიან ფეხბურთელები--ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების დიდი უმრავლესობა 4-4-2 ან 4-5-1 ტაქტიკით თამაშობდნენ თავიანთ გუნდებში მთელი წელი და ნაკრებში რატომ ურევენ თავგზას @@@ მგონი იდეალური იქნება 4-5-1 ტაქტიკა ასე კვარა დაუბრუნდება თავის მარცხენა ფლანგს პლიუს უკანაც დაზღვეული იქნება მარცხენა მცველით და სამი ცენტრალური ნახევარმცველიდან ერთერთით და მარჯვნივ კი ზურიკო ან ლობჟანიძე იქნებიან წინ რა თქმა უნდა მიქაუტაძე (კაცი დაფრინავს ისეთ ფორმაშია თანაც ორივე გოლი გაიტანა და რა დროს ზივზივაძე და ქვილითაიაა ??)დაცვაში კააკაბაძე გველესიანი კაშია ლოჩოშვილი(ან დვალი) ნახევარდაცვის ცენტრში ჩაკვეტაძე ქოჩორაშვილი კიტეიშვილი(ღმერთმა ქნას ფორმაში იყოს პორტუებთან) ჩაკვეტაძე აუცილებლად ძირითადში უნდა იყოს იმიტომ რომ ისედაც ხო მაგარ ფორმაშია მაგარი გაკვირვებული ვარ როგორ იბრძვის მთელ მოედანზე განსაკუთრებით დაცვაში როგორ აქვს მომატებული ! და კვარა ხანდახან ცენტრში რომ გადაიწევს მარცხნივ ჩაკვე კარგად შეცვლის ! სანიოოოლ შეცვალე ტაქტიკა და ათამაშე გუნდი 4-5-1 სქემით !

• იბრუხ მართალი

ამ ევროპის შემდეგ ახალი კვალიფიციური მწვრთნელი და ნაკრების გადახალისება უნდა დაიწყოს. პირველ რიგში დაცვის ხაზი. მადლობა კვირკველიას და კაშიას მაგრამ უკვე დროა ნიჭიერი პერსპექტიული ახალგაზრდებით ჩანაცვლება. მადლობა კვეკვესკირს ასევე.

• დდდ

ჩემი ვარაუდით, პორტუგალიელებმა ასე 7 ბურთი კი უნდა გაიტანონ... თუ ისეთ წნეხში მოვაქციეთ, რომ იმ 7-დან 4 საკუთარ კარში შეაგდონ, ხომ კარგი, თუარადა, არც მაგისგან უნდა შევქმნათ ტრაგედია - ხომ ვიცით, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია...

• l.t.

საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან უკეთესად ითამაშებს ვიდრე ჩეხეთთან, საქმე ისაა, რომ პორტუგალიას ბევრი კომბინაციური შესვლები ექნება ჩვენს საჯარიმოში, ამიტომ გადამწყვეტი იქნება დაცვისა და მეკარის თამაში. ჩვენი დაცვა და ნახევარდაცვა ჩვენივე საჯარიმოს წინ უმოძრაოდ დგას და პრესინგს არ ცდილობს, რაც პორტუგალიასთან დამღუპველი იქნება. რაც შეეხება თავდასხმას დარწმუნებული ვარ შანსები გვექნება და თუ უიღბლობა უკვე ამოვწურეთ წინა ორ თამაშში მაშინ ორი გოლი მაინც უნდა გავიტანოთ. მთავარია სანიოლმა თავისი უცნაურობები მოიშალოს მარცხნივ შენგელია დააყენოს და დროულ ცვლილებებს მიმართოს 60-65 წუთზე და არა ბოლო წამებზე. შანსი ნამდვილად გვაქვს.

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

კაშია: თურქეთის ნაკრების დამარცხების გვჯერა

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

კაშია, მექვაბიშვილი, აზაროვი და სიგუა კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ