ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის 2:0 დამარცხების და პლეი-ოფში გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ფეხბურთელების მიმართ მთავარი გზავნილი ეს იყო - ითამაშეთ! როცა არ გაქვთ ბურთი, დისციპლინა დაიცავით; როცა გაქვთ, ითამაშეთ. მართლაც შესანიშნავად გაისარჯნენ და ყველა მოლოდინს გადააჭარბეს!

დღეს ბევრის თქმა არ შემიძლია, გაანალიზება უფრო გვიან ხდება. ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების დამრიგებელი ვარ, საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს. მთავარი იყო, რამე არ გვენანა. როცა დებიუტანტი ხარ, განსაკუთრებული წნეხი არ გაქვს. მთავარი იყო, საქართველოსთვის სიამაყე მოგვეტანა და ასეც გავაკეთეთ!

როცა საქართველოში ჩავედი, ცოტა სხვა ფეხბურთი იყო. ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ბევრი გააკეთა. ბიჭებს სურთ, არა მხოლოდ მოიგონ, არამედ კარგი თამაშით გაიმარჯვონ.

ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. რაც შეეხება კიტეიშვილს, ევროპის ტოპ-ლიგებში თამაშს იმსახურებს. ჩვენ არც კი გვიცდია მომავალ მეტოქეებზე წინასწარ მსჯელობა. კვლავ ბოლომდე ვიბრძოლებთ!

მსაჯის სასტვენი სანამ არ გავიგეთ, მანამდე შედეგზე ფოკუსირებულები არ ვიყავით".

ღვთისავარ ანთაძე - ვუპერტალი - გელზენკირხენი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

ტვ ფორმულა
ზივზივაძე რატომ არ ათამაშე??...ან ქოჩორას პენალი რატომ არ დაარტყმევინე??
რეალობა
სანიოლის ინტერვიუს ვიდეო ქართულად https://youtu.be/CyR3WviW1y8?si=A69WnW0TzzzbqOw-
tngh
იმედია,ეს თაობა კიდევ ბევრ სიხარულს მოგვიტანს....
alexandre
მადლობა ჩვენ ლომ-ბიჭებს! ღვთის ნებით და დახმარებით, მეოთხედფინალში ვნახოთ ჩვენი ნაკრები! ღირსი არიან! თავდადებისთვის! და რაც მთავარია - ერთ მუშტად რომ არიან შეკრული, მართლაც რომ ერთი ძლიერი, ბედნიერი ოჯახივით! ნახეთ გოჩოლეიშვილი, ისე იქცეოდა, ვითომ 0-0ზე ბოლო წუთზე გოლი გაიტანა. და მართლაც ასეა. ერთის წარმატება - ყველას წარმატებაა! ერთის შეცდომას ყველა ერთნაირად განიცდის! წარმატება ბიჭებო! გაიხარეთ და გაგვახარეთ! მთელი საქართველო თქვენზე ლოცულობს. გვიყვერხართ!
Lobotka
კიდე იმ ჭკუაზე ხართ ზოგიერთები,რომ სანიოლი გავაგდოთ,კვარა სკამზე დავსვათ,ბუდუ მიქატუძის მაგივრად ვათამაშოთ და ა.შ. ცოტა მაინც არ გიტყდებათ? მაგრამ თქვენნაირ " კულს პრუწი აყვაო" ტიპებს არაფერიც არ გიტყდებათ. არაფერი თქვენაირებისკენ არ ყოფილა და არ იქნება არასდროს.... საქართვრლო კიდე სულ ასეთი გახარებული და ერთიანი მენახოს სულ.... ვისაც გულით და სულით ეს ყველაფერი გიხარიათ გენაცვალეთ გულებში....
alexandre
ილია დათუნაშვილმა 5 გოლი გაუტანა არარატს! ეჰ! თუმცას აგერ გვყავს კობიაშვილი - 3 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე! ლუქსემბურგზე მაგარ გუნდებზეა ლაპარაკი, მოდი კობი დავაბრუნოთ! ამით ბუდუს კი არ ვუკარგავ რამეს! ოქრო ბიჭია! დიდი გულით და დიდი სიყვარულით ქვეყნის მიმართ! მეგობრების მიმართ! გილოცავთ ყველას! წინ, ახალი გამარჯვებებისაკენ!
კი
სპორტალსა და მის გუნდს ვულოცავ და სულ კარგი ამბები ეკომენტაროთ. ღვთისავარ, გილოცავ, კარგო კაცო და მოქართულევ!
ლუკა
გილოცავთ ფეხბურთელებს,მწვრთნელებს და საქართველოში ამ დიდ წარმატებას.საქართველოს ნაკრები ფავორიტებში არ იყო და არც იქნება,მაგრამ ამ ტურნირზე ყველაზე გამორჩეული გუნდია!წინ საქართველო!
ვანდა ჯიქია
აქ ვართ კრიტიკოსები. გაიხარე ვილი და ჩვენც გვიხარია შენი პირადი წარმატება. თამაშის დისციპლინის ფილოსოფისთვის კი დიდი მადლობა, იმედია ეგ გაგება, რომ თამაში უნდა ითამაშო და არა იჯაჯგურო და იჯიუტო ძალიან გვაკლია თითქმის ყველგან. ზოგ ფეხბურთელს - გვარს არ დავასახელებ, ეგ გუშინაც არ ესმოდა. წარმატება კაშკაშა შუქია წამში რომ გვაბრმავებს. და აქ გთხოვთ მოეშვით ბოღმიანობას, მადრიდისტა vs კულეებად დაყოფას და ა.შ.
"მე თქვენ გეკიტხებით არის თუ არა ეს ბილეთი"
ვინც სანიოლს ლოჩოშვილის პოზიციისთვის ლანძღავდა, ხომ ნახეს ვისი დამსახურებაა მეორე გოლი? ბურთიც ლოჩოშვილმა მოიპოვა, ფლანგიდან შევდიდა საჯარიმოში და რომ არ ჩაერტყათ ფეხში პრინციპში მცველს გვერდიც აუარა. დაცვაც ეჭირა, ფალგზე კარგადაც კარგად მოძრაობდა და შეტევაშიც გაახრხა. არ გამოდგა მწვრთნელი მართალი?
სიმართლე
შენ კომენტარს ორი პასუხი მოუხდება სირცხვილი და უნამუსობა გუშინდელის მერე, შენი ნათესავი თუა ბუდუ გვითხარი
ნოდო
თქვენი არ ვიცი მარა იმ არაფრის მომცემ აჟიოტაჟზე ჰეშტგი ბუდი ძირითადში ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა მართალია ის ხალხი ვინც აყევით ნებსით თუ უნებლიეტ პროვოკაციულ თემას ვითომ პოლიტიკური გამო ისჯებოდა ვილი აზრზე არ იყო მწვრთნელობის თქვენსას მაინც არ მოიშლით და მადლობა ღმერთს გუშინდელის მერე ეგ თემა დაიხურა რისი გულისთვის იყო ის 4 დღიანი აურზარი ყველამ თქვენს გულში ჩაიხედეტ და ერთი კონკრეტული გვარის ფანობას თავი დაანებეთ ნაკრები არის ერთ კაცზე მეტი საბედნიეროდ
Გლახუნა
ყველას გილოცავთ! კარგია მაგრამ ბუდუ რატომ არ ათამაშა ამას ვერ ვხვდები.ზივზივაძე კიდევ დამატებით გოლს გაიტანდა. მან ლუქსემბურგს 2 გოლი გაუტანა.
G.LA
ვილი მე თურქეთან წაგების მერე დავწერე რომ თამაშს იგებენ ფეხბურთელები და აგებენ მწვრთნელები. ეს თამაში შენ მოუგე ბიჭების დახმარებით მარტინეს. შეცდომები ყველა მწვრთბელს აქვს, მაგრამ მგონი ფეხბედნიერობა ყველას არ აქვს. მადლობა ამ დღისთვის, თუმცა მარტო ეს დღე არ გვაჩუქე და იყო სხვაც.
თომა
მადლობა!
ალექს
სრულიად ლოგიკურია, რომ ვილის გადაწყვეტილებას ლოჩოშვილთან მიმართებაში ყველა არათუ ვაკრიტიკებდით, საერთოდ არ გვესმოდა რატომ და რა შუაში იყო?! ის ხომ საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგებოდა ფაქტიურად,რადგან ამ პოზიციისთვის ორი ფეხბურთელი შეარჩია და აზაროვი დატოვა, ასევე გოჩოც არ ათამაშა და არც დვალი,რომელთაც გამოცდილება მაინც აქვთ მარცხნივ თამაშის. ანუ ამ პოზიციაზე მოაზრებული 5დან არცერთი..ამათ ამჯობინა ტლანქი ცენტრალური მცველი, რაც ნამდვილად ექსპერიმენტია ზედ ევროპაზე. არ ვიცი ეს როგორ უნდა შეფასდეს. მართლა მგონია,რომ ღვთის ხელია. ალბათ რაღაც ჩაესმა ვილის სიზმარში რომ ეს უნდა გაეკეთებინა თორემ ახსნა სხვა ამ გადაწყვეტილების, რომელმაც ფაქტიურად გაგვიყვანა მერვედფინალში, მე არ მაქვს. კვარა რომ დაეყენებინა ჩამშლელად ან კაშია თავდამსხმელად დაახლოებით იგივეა.
იასონას უდარი
მალადეც სანიოლი,შენ ყოფილხარ კაცი კაცური,ბევრი კრიტიკოსი კი გყავს,თუმცა საქართველოში საქმის მკეთებელს ეგრე სულ ყავს და ეყოლება. ვაღიარებ,არ მჯეროდა მოგების,უფრო არასაფეხბურთო გარემოს გამო.ვფიქრობდი რო ასეთი დაქაქსულობის მერე გუნდს ვერ შეკრავდი,მარა შეკარი და მადლობა ამისთვის. ფედერაციამაც შესანიშნავად იმუშავა,ასეთი დაძაბულობის ფონზე მოახერხა ერთიანობის შენარჩუნება. ასეა,მოტივაციას დიდი მნიშვნელი აქვს,ფონდმა ქართუმაც კარგი საქმე გააკეთა,30 მილიონი უკვე ანგარიშზეა,გავასამოცოდ უნდა,იმ კაცს ფული აქვს და იხდის,მოდით ესპანეთიც გავაგოროთ. შეიძლება ბევრს ვითხოვ,მარა ეგრე წარმოუდგენლად ჩანდა ეს მოგებაც,თუმცა უკვე წარმოსადგენია. ერთი ანტონიო სილვა ესპანეთსაც ეყოლება,მოთმენა და ლოდინი,შანსი იქაც იქნება. მოკლედ მადლობა ყველას,ვინც ამ დამოუკიდებლობის პერიოდში თავისი წვლილი შეიტანა,ერთი ბილეთის მყიდველიდან დაწყებული სანიოლით დამთავრებულს.
სიმართლე
ვილი, მე ვარ ერთ-ერთი ვინც გაკრიტიკებდი ბოლო მატჩებში, ხოლო ახლა ერთიანად გიხდი ბოდიშს! უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები და უდიდეს მადლობას გეუბნები ჩვენი ასეთი გახარებისთვის!
ლევანი
მადლობა ვილი! დიიდი მადლობა! დიდება საქართველოს!
გეგი
მადლობა ვილი!!!
მამუკა
მთელ საქართველოს ვულოცავ ვისაც მართლა უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება. რაზე ვღადაობ იცი, ის ხალხი რომ არსად არ ჩანს ვინც სანიოლს აკრიტიკებდა ეს ორი კვირა, სხვათაშორის ჩეხეთთანაც ზუსტი შეცვლები გააკეთა, ჩაკვეს პასით საბა გავიდა პირისპირ და საბამ 100% მომენტი ვერ გამოიყენა, თორემ მაგ თამაშსაც მოვიგებდით.
სოსო
სანიოლი ნულია!ფედერაცია მაფიოზები,რომლებმაც ქართული ფეხბურთი დააქციეს!ვინც ამას ამბობდა და მათ ლანძღვა გინებაში იყვნენ,აღიარებენ რომ არ არიან მართლები და ბოდიშს მოუხდიან მათ,ფეხბურთელებს და საქართველოს?
miro
ვილი, ბოდიში ყველა კრიტიკისთვის... მ ა დ ლ ო ბ ა ! ! ! აშკარა იყო შენი როლი დღეს.
მეზღვაური
დღეს ყველაფერი სწორად გააკეთა ვილიმ,უკვე 2026წლის მუნდიალზე გასვლაც არ იქნება სასწაული!ფიფას რეიტინგში დავწინაურდებით და ეგება მესამე კალათაშიც ავღმოჩნდეთ წილისყრისას.ისლანდიამ სწორედ 2018წლის მუნდიალზე გასვლაც მიაყოლა ევრო სასწაულის მერე! ჩვენც მათ გზას ვიმეორებთ! ყველაფერი ხდება გადაბერებულ ხორვატიასთან 3-0 არ უნდა შეგვაშინოს! და დონარუმასავით მამარდასაც საოცარი სეივები აქვს! თან ვიცით ესპანეთთან როგორ ვითამაშოთ,გვაქვს გამოცდილება!
Pepelu
ვილი შენ ხარ უმაგრესი მწვრთნელი!!!! და კიდე უკეთესი ადამიანი!!!!
სტალინი
ქართული ზღაპარი ევროზე გრძელდება! დავიწყეთ მოკრძალებულად, შემდეგ ვიგრძენით საკუთარი ძალები და ბოლოს მოედანზე თვით რონალდუ წავშალეთ. რაც მთავარია, კვარადონა ათამაშდა, რომელიც პირველ შეხვედრებში შედარებით ჩრდილში იყო. ახლა როგორც არ უნდა დამტავრდეს მატჩი ესპანეთთან, ეს ბიჭები უკვე გმირები არიან სსრკ-ს დაშლის შემდეგ პირველად დავბრუნდით დიდ ევროპულ ფეხბურთში. უკრაინის გავარდნის შედეგ კი ერთადერთი ქვეყანა ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვინც აგრძელებს ბრძოლას. როგორ მაგონებს ეს 1980-81 და 1981-82 წლების ევროსეზეონებს, როგორც სტაჟიან გულშემატკივარს. Так держать ბიჭებო!!!
ლაშა
ვილი შენ ყოფილხარ კაცი. სიტყვის კაცი. ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს რაც გააკეთე ჩვენთვის. მადლობა ეს ის მცირედია რაც შეილება ვთქვათ. მადლობა მადლობა მადლობა
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
სანიოლის კაპიტულაცია
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
რონალდომ თანანაკრებელებს ძვირფასი საჩუქრები გაუკეთა