ფონდი „ქართუ“ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს, - ამის შესახებ ფონდმა განცხადება 23 აპრილს გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები EURO 2024-ზე ითამაშებდა.

გარდა ამისა, ფონდი "ქართუს" განცხადებით, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ნაკრები დამატებით კიდევ 30 მლნ ლარს მიიღებს.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე გუშინ, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში, საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა. შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

წყარო: bpn.ge

ლალი
საიდან ამდენი ბოღმიანი და უსულგულო ქართველი? ეკუთვნით, ღმერთმა შეარგოთ, აძლევს ეს კაცი ხომ არ ართმევს. სადმე მაინც შეეშვით ამ პოლიტიკას და გაიხარეთ მთელი გულით. ვახ რა ვინ ხართ მართლა და რას დაემსგავსეთ.
საღოლ ძმაო ბიძინას
ასე უნდა .. 3.5 მილიონიანი ქვეყანა პირადად ბოსტნად აქციო, კაპიკები გადაუგდო, 4 წელძი ერთხელ არჩევნებზე 5-10 კგ კარტოფილი, იქ ფეხბურთზე 8%იანი ალბათობაზე 30 ვერცხლი ბოდიძი მილიონი გამოყო და ხალხიც ბედნიერი გეყოლება... მერე რა რომ სახლში შვილები ნახევრად მშივრები ყავს, ცოლს ევროპაში გაუშვებს თუ ძაან გაჭირდა საქმე ... აბა ბიძინას კი არ მოთხოვს პასუხს რამეზე ... მთავარია ნაცები არ მობრუნდნენ მავათი სინსილა გაწყდა ( ოღონდ ყოფილი ნაცები ახლა ქოცები რომ არიან, ეგენი კარგად იყვნენ).... ივანიშვილების გვარი უნდა გახდეს საქართველოს ახალი სამეფო დინასტია ... ყველაზე ლოგიკური და სწორია ... აქვს ბიძინა I-ს ამხელა ღვაწლი ივერიის წინაშე და უნდა დავუფასოთ ერმა ... უფალი ფარავდეს საქართველოს მეფეს, ბიძინა I ივანიშვილს
საქართველო
გუშინ ვნახე სტატიები გერმანულ ენაზე,SkySport, sport.de, ran და გერმანელების ასი კომენტარიდან ასიევ იყო,რომ ღმერთმა შეარგოთ,დაიმსახურეს ისე როგორც არავინ,მშვიდობაში მოიხმარეთ და ა.შ. კომენტარებს გადავხედე აქ და რა დღეში ხართ,რას დაგამსგავსათ პოლიტიკოსებმა.განსაკუთრებით აქტიურობენ უცხოეთიდან არაფრის კეთებაში დაფინანსებული ადამიანები. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველა თეთრი რასაც კი ქართული სპორტი მიიღებს.მითუმეტეს ამ სიტუაციაში ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს და გადატრიალებულად დაწერო რამე.

რას ეწევი??

რომელი ხალხის ? საწვიმარს , სათვალეს და ლობიანს მიტინგზე რომ ურიგებენ ?
გურულო
აბა რა,ქლიბო! სულ ევროპელების ფულია.ვაი შენს პატრონს:))
გურულო
კომენტარებს რო ვკითხულობ ილიას სიტყვები მახსენდება , ფურთხის ღირსი ხარ საქართველოო,, .უმადური,სულ,რჯულ,სქეს გაყიდული ნჯეოშნიკების ფეხის ხმას აყოლილი ფარა ხართ. 5 ლარს ვერ იმეტებთ ბილეთისთვის და 30 მლნ სხვისი ჯიბიდან გაცემული გეცოტავებათ მაზ თხოვრებო.თქვენი დიზლაიკები თქვენს კეთილებს უბოძეთ უკან.
ჯეჯე
ნუ, თუ წესი მაგას მოითხოვს, დანარჩენი შენ დაამატე არისტოფან.
ბტნ ბძნ
აუ მართლა მოიგეს ჩემი, რა მინდოდა ვერ გავაყენე ენა?
ASD
შენ რამდენი ჩადე?
ანდუყაფარი
რა ჟმოტია 50 მილიონი უნდა ჩადოს წესით.
AGikOD
მე მგონი რომ ჩვენი ლომები მაგ ვითომ ბანკის მარკეტინგის სამსახურის ხელძღვანელს საბოლოოდ შეიწირავენ. ისე საინტერესოა, მუშაობს თუ უკვე გააგდეს სამსახურიდან?))
123
სერიოზული იუმორის პატრონი ხარ ძმა... ყოჩაღ... სად მოიფიქრე ასეთები . . .
ოვანეს თუმანიანი
ბიჯო, კაცს თავისი გაჭირვება არ ეყოფა? ამდენი ფული დაუყადაღეს და ახლა თქვენ დაუწყეთ სისხლის წოვა წურბელებივით? რა ამბავია ამდენი მოგება? გეყოთ რა, ვააა? ეხლა თქვენ ისეთ ხოდზე ხააართ რომა, ესპანეთსაც ზედ მიაყოლებთ პორტუებს. მოგივიდათ არა მადა ჭამაში? გაგეხსნათ კიშკა? სტოპ, სლუში სტოოოპ. გიკითხიათ როგორ არის ის კაცი? იქნებ შია, ცივა ან სწყურია? ძალიან ნამეტანსაც ნუ იზამთ, თორე ეგრე შეიძლება ჩემპიონებიც გახდეთ. მააშ. მერე რა ქნას იმ საწყალმა კაცმა, მართლა ციდან ხო არ აწვიმს ფულები? დღე და ღამე შრომაშია, კაპიკს კაპიკზე აწებებს და თქვენ კიდენა ბაც -მაიტა ტრიცატ ლიმონა, საიდან მამაძაღლი? იქნებ იხუმრა? ეხლა ერთი ტყუილი არ შეარჩინოთ რააა, თქვენმა მზემა.)))
ეყოფათ რო?
ცოტაა. აი თითო კაცზე რომ 5-5 კგ ხახვი და კარტოფილიც დაემატებინათ, ეგ უკვე სულ სხვა საქმე იქნებოდა. თუ თითო ბოთლ ზეთსაც მიაყოლებდნენ, საერთოდ სერიოზული პრემიალურები გამოვიდოდა))))))))))))))))) მერე ნამდვილად ვეღარ გაუძლებდნენ ცდუნებას საარჩევნოდ.))
მე არ ვარ ბოროტი
ესენი იმდენს იზავენ, გააკოტრებენ ბიძინას.
სოსო
ქართული სარაგბო ინფრასტრუქტურა,სწორედ ივანიშვილის ფულით(იგივე ქართუს) არის შექმნილი.სააკაშვილის დროს ფეხბურთის ფედერაციასაც შესთავაზა ფულადი ინვესტიცია და პირობად მხოლოდ ის დაუდო,ამ ფულის მეთვალყურედ,ჩვენი კაცი უნდა გვყავდეს,რომ ფული დანიშნულებისამებრ დაიხარჯოსო.ფედერაციამ ცივი უარი განუცხადა,ჩვენგან ფინანსების ხარჯვაზე,არავის ჩავაყოფინებთო ცხვირს და მაგით დამთავრდა ყველაფერი.სამაგიეროდ მრავალი სტადიონი,სავარჯიშო ბაზა და სპორტის აკადემია დაანგრიეს და მშენებლობებისათვის გაყიდეს.სწორედ მაშინ იყო,საქართველოს ნაკრების რეიტინგი,154 ადგილამდე რომ ჩამოვიდა.ბათუმში,2006 წელს,სრულიად გამართული და წესრიგში მყოფი სტადიონი დაანგრიეს და სასტუმრო ააშენეს,ხალხს კი შეჰპირდნენ,ახალ სტადიონს,სამ წელიწადში აგიშენებთო.სტადიონის გარეშე დარჩენილი ბათუმი,უმაღლესი ლიგიდან გავარდა და მთლიანად დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.მხოლოდ ოცნების მთავრობამ მოაბა თავი და ააშენა ახალი,თანამედროვე სტადიონი.სხვა ქალაქებშიც,ან ახალი ააშენა,ან კიდევ ძველები განაახლა და თანამედროვე სტანდარტებზე აიყვანა.მწვრთნელთა მომზადების და გადამზადების პროცესიც მოაგვარა. ასე რომ სრულიად ბუნებრივია,ამ მთავრობის ხელში რომ კვლავ აღმავლობის გზაზე დადგა ქართული ფეხბურთი.
ეუსებიო
ეგ არის ბიძოს მიერ ბიჭების მოსყიდვის მცდელობა, მაგრამ ბიჭები პრემიასაც,(ხალხის ფულს)აც აიღებენ და სწორ არჩევანსაც გააკეთებენ, ევროპასა და რუსეთს შორის.
ეუსებიო
როგორც ბორენკა იტყოდა, ნააბაროტ, ზოგჯერ ბორენკაზე უკეთესებიც ცდებიან ანგარიშის გათვლაში.
რკს
26 ქართველების რიცხვია,26 ოქტომბერს იბერია გაბრწყინდება,ნაცების მზე საბოოლოდ ჩაესვენება
კარგია
1/4 ფინალში გასვლა კიდევ 2,5 მლნ ევრო.
კკკ
ხაზარაძემ 3 000 000 გამოყო სესხი ნაკრებისთვის
გაბო-ს
კი, მაგარი ღვაწლი აქვს, ხალხის გამათხოვრება და ქვეყნიდან გაქცევა. ეს ნახირი როდის მოშორდებით ამ ქვეყანას, რომ ნორმალური არჩევანი გავაკეთოთ ერმა.
ქიტესა
ბოღმიანებო, ფრანკლინის კლუბში სხვა ვერაფერი ისწავლეთ ?
Გაბო
ხაზარაძემაც გაიკრას ხელი ჯიბეზე არ აქვს თუ რა. ან ვაშაძემ.
კარგია!
ამას დავუმატოთ უეფასგან ევრო2024-ზე ჯგუფურ ტურნირზე გასვლის 9.25 მლნ ევრო. ჯგუფურ ეტაპზე ფრე - 0.5 მლნ ევრო, ჯგუფურ ეტაპზე მოგება 1 მლნ ევრო. 1/8 ფინალში გასვლა 1,5 მლნ ევრო.
მიშა
უკან გაიკეთოს ბორინკამ თავისი სისხლიანი ფული
გიო
მაგის გადახდას იქნებ მაღალი დონის საფეხბურთო ბაზა აშენდეს სადაც ქართული გუნდები მოემზადებიან ევროტურნირების წინ
სვანი
პოლიქრონიონ!!!
მამარდა და ქოჩორა
ოეე, ბონდოოო, დიდხანს ველოდოთ ფულის ჩარიცხვას? დაუჩქარე მეხაშეეეე))))
Გაბო
ქართველი ხალხი გვიან მიხვდება ბიძინას ღვაწლს , ბევრს ალბათ უნდა შერცხვეს. უმადურობა დიდი ცოდვაა.
tngh
ალალია ფეხბურთელებზე!!! მადლობა "ქართუს"!!! რა ეშველებათ "ბოღმის" ბუკეტებს...
შოფერი
დაიძრა ოფშორებიდან 30 მილიონით დატვირთული ტრაილერი გერმანიისაკენ)))))) მალე ჩავა ნეტააა?)))))))))))))
ჯუმბერი
ხალხის ფული მაგიდაზე!!!!!!
ბათუმელი ექსპერტი
დროზე გაეცით თანხა სანამ დასავლურმა საერთაშორისო აქტორებმა შეწყვიტეს მაგ ფონდში თანხის ჩარიცხვა. ხომ არ გგონიათ ეს თანხები ჩვენი "ექვთიმესია"!?
სოვდაგარი
ეგ პრემიალურები დღესვე უნდა გადაეცეს ბიჭებს მეტი სტიმულისათვის!!!
პატრიოტი
არარა კი არა არარაობას, შეეშვით პოლიტიკას
ასეა ეს-ს
ჩვენი ძმა! შენც ჩამოდი, რა უარს გეტყვის ვინმე? მაგრამ შენაირებს "კაპიკს" გააგდებინებ?!
აჩი
ევროზე გასვლის 30 მილიონი სად არის??
ABARA-s
ნაცებმა არ ჩაგვაშხამონ თავიანთი "ანტი რუსული ფობიებით". ქართულ კანონზეც "რუსულის დარქმევა" მაგათი შემოგდებულია. დაკვირვებული ვარ როცა ერი ხარობს, მაგ დროს აქვთ ნერვიული შემოტევა ნაცებს და იწყებენ არევ-დარევას, ეგენი ვერ იტანენ საერთო სიხარულს!
გოგა
შერგოთ და იმედია ამ 30 ზე არ გაჩერდებიან, ფინალის ჩათვლით კაი ბლომად გამოვა ბიჭებო, წარმატებები

ავადმყოფი ხარ შვილო სამკურნალო
ჯეჯე
პირადად შენ რამდენს გაიმეტებ, სხვის ფულს რომ ითვლი?
მადლობა ნაკრებს, მის პერსონალს და ფედერაციას!
ძალიანაც კარგიიი! ყოჩაღ, ქართუ ფონდს! იმხელა სიხარული და ბედნიერება მოგვანიჭეს ბიჭებმა თავიანთი კარგი თამაშით, რო ნამდვილად იმსახურებენ!
ABARA
ერი ისეთი ბედნიერია უკვე მეშინია ემანდ რამე "აგენტების შესახებ კანონი2" არ შემოაგორონ :D, ხასიათში მოსაქმება იცოცხლე ქე ეხერხებათ:D
ასეა ეს
ალალი და უსაყვედურო ყოფილიფოს ქართველი ხალხის ფული ჩვენი ბიჭებისათვის. ეგ ფული ხალხისაა, ქართუ არა გუტენტრაკენი კიდევ.
Levani
დაერხა ესპანეთს,ქოჩორა ლევანტეში დარბის რაღაც პესოებზე. სხვებსაც არ ასკდება ფული,ასეთი პრემია კიდე დამატებითი მოტივაციაა ბიჭებისთვის
ირაკლი
ეგ გამისწორდა მაგრა. დაიწყება ახლა ფეხბურთელებით ვაჭრობა. უპირობოდ 30 მლნ:), ველოდებით სბანაკო ამონაწერს, გამჭირვალედ:)
თენგაბი
კარგია, ყოჩაღ ფონდი „ქართუ“, დიდი ფინანსური მოტივაცია და სტიმულია ნაკრებისათვის.
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი