იტალიური მედია დეტალურად გადმოსცემს "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე მიღწეულ წარმატებას და აღწერს, თუ როგორი სიხარული სუფევს ამჟამად საქართველოში. ხვიჩა კვარაცხელიას პორტუგალიასთან დიდებულმა თამაშმა და ნამატჩევს მისმა Rai Sport-თან ნათქვამმა, რომ არ იცის, დარჩება თუ არა "ნაპოლიში", იმდენად დააფრთხო კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომ მეორე დილით 7 საათზე გადაფრინდა გერმანიაში და თან სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა, გენერალური დირექტორი ანდრეა კიაველი და ადვოკატი მატია გრასანი იახლა.

დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ განაცხადა, რომ შეხვედრა დიუსელდორფის აეროპორტის მახლობლად სასტუმროში შედგა, ორ საათს გასტანა და პოზიტიური შედეგი გამოიღო.

ANSA-ს მტკიცებით, მინი-სამიტზე კვარაცხელიას ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა და კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ მასში გაწყვეტის პუნქტის შეტანა შესთავაზეს, რაც ძალიან მაღალი თანხის გადახდის შედეგად იქნება შესაძლებელი და რაც მომავალში სატრანსფერო ბაზარზე დიდი წინადადებების მიღების საშუალებას მისცემთ.

"რეპუბლიკის" ცნობით, შეხვედრამ დადებითი შედეგები გამოიღო, რადგან საკმაოა ფეხბურთელის პსჟ-ის მიერ გადაბირების საშიშროება და მხარეები მოლაპარაკებებს ევროპირველობის შემდეგ განაახლებენ.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მოთხოვნა გააჟღერა, რომელიც "კვარას" გუნდის პროექტში ცენტრალურ ფიგურად მოიაზრებს და ქართველს ვერ შეელევიან.

ამასთან დაკავშირებით რადიო Marte-ს ეთერში ჟურნალისტმა ენრიკო ფედელემ ისაუბრა: "წარმოგიდგენიათ, "ნაპოლის" ოთხი ხელმძღვანელი გერმანიაში ხვიჩასთან სასაუბროდ ჩავიდა. ამ სიშორეზე ხელშეკრულების გასახანგრძლივებლად წავიდნენ. წინასწარი შეთანხმება რომ არ ჰქონოდათ, არ გაემგზავრებოდნენ. ასეთ საკითხებში საკმაო გამოცდილება მაქვს, ვიცი, ადრე შეცდომები იქნა დაშვებული, ეს ცუდი მმართველობის შედეგია, ზოგიერთი დეტალი კონფიდენციალურად უნდა დარჩეს, მაგრამ ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი და მთავარი კვარაცხელიასა და დი ლორენცოს გუნდში დატოვებაა".

გია
კუზიანს სამარე გაასწორებს მხოლოდ...
zura222
ანუ ისე გამოსწორდა რომ ზურგი ეფხანება და მალე ფრთები ამოუვა ? DD ყველამ უნდა გაითვალისწინოს და პირველ რიგAში კვარას მხარენ რომ ეს ბებერი აფერისტი წარმოსობით^კაპიტალისტი და საქმოსანია მესამე თაობის და ბავშვობიდან აქვს ცაბეჭდილი ტვინში როგორ გააცუროს სხვა და როგორ გააკეთოს ამით ბევრი ფული ! ერთხელ უკვე გააცურა გამოუცდელი პერეგავორა და ჩალის ფასად ცაიგდო ხელში ბრილიანტი და ათმაგს მარტო ფულის მოგებას ნახავს მისი გაყიდვით არაფერი რომ ვთქვათ სკუდეტოს მოგებაზე (კვარას გარეშე საკუთარი ყურებივით რომ ვერ ნახავდნენ) და კვარას სახელით მოგებულ ფულზე -როგორც ამბობენ კვარას მისვლიდან დღემდე 170 მილიონზე მეტი სუფთა მოგება ნახეს (ფორმის გაყიდვით რეკლამით და სხვა) და რა თქმა უნდა ეხლა ყველაფერს გააკეთებს რომ ოქროს კვერცხების მდებელი მამალი ხელიდან არ გაუშვას და გერმანიაში კი არა წალენჯიხაში ჩააკითხავს და ათასნაირი პირობებით მოთაფლავს @ აი ამიტომ მაგრა უნდა დაუდგეს კვარა და თუ ჯუღელი ვერ ქაჩავს მაშინ 1-2 თვით დაიქირავოს მაგარი აგენტი და ადვოკატი და სანამ მოთხოვნილ ხელფასს 7 მილიონს არ ჩაუწერენ კონტრაქტში და რაც უფრო აუცილებელია--ადეკვატურ გამოსასყიდ თანხას არ ჩაუწერენ არავითარ შემთხვევაში არ მოაწეროს ხელი ახალ კონტრაქტს ! პლიუს ასეთი მუხლიც უნდა ჩააწერინონ--როგორც კი გამოჩდება გუნდი რომელიც გადაიხდის 85 მილიონს(ტრანსფერმარკეტში კვარას შეფასებულ ფულს) ეგრევე გაყიდიან ყოველნაირი დაბრკოლების გარეშე და ეს მუხლი ბევრ ფეხბურთელს აქაქვს კონტრაქტი ვისაც გამოცდილი და მაგარი აგენტი ყავს !
დავით 67
გვარით ესპანელია და ალბათ ესპანელების საქმეს აკეთებს. არ აძინებს წესიერად.შეიძლება ხვალაც დაადგეს))
ამატაკი
თავდაპირველად მეც ვეთანხმებოდი პოზიციას, რომ ხვიჩა აუცილებლად უნდა გაცლოდა ნაპოლის. მაგრამ ეხლა სურათი ძლიერ შეიცვალა. ლაურენტისმა როგორც ჩანს შეცდომები გაათვიცნობიერა, რადგან ასეთი დონის მაღალანაზღაურებად მწვრთნელთან გააფორმა კონტრაქტი. კონტე არ არის ხელწამოსაკრავი ფიგურა ფეხბურთში და ზოგადადაც, როგორც პიროვნება. სწორედ მისი წინაპირობაა ხვიჩასა და დი ლორენცოს ტრანსფერის გამორიცხვა. ამიტომაც იკადრა ბატონმა და მენეჯერებითურთ გაუწია გერმანიისკენ. ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მიეცა შანსი ჯუღელს, გამოასწოროს თავდაპირველად დაშვებული შეცდომები. სრულიად ხელსაყრელი მდგომარეობა შეიქმნა სასურველი პირობებით კონტრაქტის განახლებისათვის. წესიერი ხელფასი და რეალური გამოსასყიდი მომდევნო სეზონიდან, არ იქნება ცუდი ვარიანტი და აი რატომ:- ხვიჩა შეჩვეულია ამ ქალაქს და გულშემატკივრის კერპია, გუნდში ცენტრალური ფიგურა შეიქმნება და თამაში მის ირგვლივ აეწყობა. ამასთანავე კონტე დიდი მწვრთნელია და მისგან შეიძლება ბევრი რამის კიდევ უფრო დახვეწა და განსწავლა ტაქტიკურ ფეხბურთში. მართალია არ ექნება ევროპა, მაგრამ ამასაც აქვს პლიუსი, ამ გადატვირთული პერიოდის შემდეგ არ ექნება კიდევ ერთი გადამღლელი სეზონი. ცოტას დაისვენებს, ძალებს მოიკრებს, უფრო მეტის ჩვენებასაც მოახერხებს. ცოტა ვიეგოისტებ და ნაკრებსაც სჭირდება ნაკლებადგადაღლილი ხვიჩა! კარგი სეზონის შემდეგ კი, უკვე ჩამოყალიბებულ სრულფასოვან ვარსკვლავად გადავა რომელიმე მისთვის შესაფერის გრანდში.
დავით იაშვილი
ვერ დაგეთანხმებით კომენტარებში...სპორტსმენს დილით ღვიძავ ყოველთვის ეგ ერთი და მეორე ის რომ პირიქით დამშვიდდება კაცი აღარ იფიქრებს ცვლილებაზე და პსჟ გადასვლაზე
zura222
ესეიგი რა დონის არაკაცია @ დააცადე რაა კაცს ასეთი თამაში აქვს წინ და რომ დაადექი დილაადრიან @@ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს კვარა მაგასთან ! ეგ არ იყო რომ ამბობდა-არ მაინტერესებს იქეთა (ანუ კვარს) მხარის აზრები კვარას კონტრაქტი აქვს და ჩემი მონაა 2027 წლამდეო @ ანუ არ ყოფილა მონა და კვარას თავისუფლად შეუძლია კონტრაქტის გაწყვეტა და იმ კონტრაქტის გაწყვეტას არ მოყვება ისეთი დამღუპველი სანქციები ზოგიერთი რომ გვაშინებს ! ასე რომ არ იყოს ჩავიდოდა ამ გაგანია სიცხეში შეიწუხებდა თავს და თან მთელ ამალას იახლებდა ?? არა რა თქმა უნდა იჯდებოდა არხეინად და დაელოდებოდა "თავის მონა კვარას"დაბრუნებას და პლიუს მისი დასჯის ვარიანტებსაც განიხილავდა--როგორ გაბედა მონამ რომ დაელაპარაკა სხვა გუნდსო !
ლაშა
გასაგებია ნაპოლის თავის ინტერესები აქ მარა დილაუთენია თავზე დაადგეს სალაპარაკოდ ფეხბურთელს რომელსაც დასვენება და კონცენტრაცია ჭირდება. მოეთმინათ კიდე ცოტა. მართალია ხათრის გამო არ უნდა დარჩეს ხვიჩა ახალი გამოწვევები მეტი ხელფასით მეტი თასის მოგების პერსპექტივით ჯობია. ნაპოლი ის გუნდია რომელიც 20 წელში ერთხელ აღწევს წარმატებას. პსჟ სხვა ვარიანტი ჯობია მარა ამ ნაპოლის პსჟ კი არა დორტმუნდი ან მონაკო გერჩივნოს
თეორეტიკოსი
თუ არ გჯერა, მაშინ ეს წაიკითხე https://www.easportslaw.com/news/unilateral-termination-of-a-football-players-contract
თეორეტიკოსი
საპატიო მიზეზით კონტრაქტის გაწყვეტას რას მიადექი მერე, ან ვინ გითხრა, რო საპატიო მიზეზით გაწყვეტაზეა საქმე ?? კონტრაქტი გაწყდება მარტივად "ცალმხრივი გაწყვეტა მიზეზის გარეშე", დანარჩენი სტანდარტუკად: მცირე კომპენსაცია გუნდს და მცირევადიანი დისკვალიფიკაცია
ნაპოლი ფსკერია
ეს კლუბი უკვე ჩაიძირა და კარგა ხანი ვერ შესძლებს სამეულშიც მოხვედრას, საკმარისია რაც ფარული დაპირებები აძლიეს და დაცინვა მივიღეთ. გამოსასყიდ თანხას იმხელას მოითხოვენ უნდათ მონად დარჩეს ნაპოლიში. ნებისმიერი ნორმალური აზროვნების გუნდი გერჩივნოს ამ ოდიოზურ ამპარტავან თხის წვერებიანს.
გია
ხვიჩა, ხათრის გამო არ დარჩე ნაპოლიში, ეს გუნდი შენი კარიერისთვის ჭაობია. კონტეც დიდხანს ვერ მოითმენს ლაურენტისს, წავა და მერე შენ უნდა დარჩე არეულ გუნდში.
alexandre
რა უბედურებაა, რა დროს მათთან 2 საათიანი ლაპარაკია? იმედია ხვიჩა არ ინერვიულებს. მაინც ძალიან კეთილი და კარგად აღზრდილი კაცია ჩვენი ბიჭი, თორემ წესით უნდა უარი ეთქვა შეხვედრაზე. ეხ, ლაურენტის!, იმედია ცუდი ფეხი მაინც არ გაქ. თან იურისტიც წაიყვანა, წესებით და კანონებით რომ ელაპარაკა.
ე
დამპაალი ბებერი ღოორი...
მამუკა
არ უნდა დარჩეს ხვიჩა ნაპოლიში. ნაპოლის ხელახლა დაქოქვას დრო უნდა, რომელიც ხვიჩასთვის დაკარგული იქნება.
დიდი ბრიტანეთი
დე ლაურენტისი,ნიჭიერი ბიზნესმენია,თეთრი და შავი პოზიციებიდანაც,მყარად ძლიერი,ფიქრობს მხოლოდ მაქსიმალურ ფულად მიგებაზე,სადაც გამოუვა მაქსიმუმით,და სადაც ზოგჯერ ნაკლებად, და მცირედად,როდესაც სულ ვერ გამოსდის.კვარაცხელიას გარემოცვა ნაკლებად პროფესიონალებია ამ სახის ბიზნესში, და და მესამე წელია იღებენ მინიმუმს ანაზღაურუბით,ფეხბურთელის უნარების სიძლიერის გათვალისწინებით.მაგრამ ხვიჩამ შეიძლება მოიგოს ბიზნეს ბრძოლა დე ლაურრენტისთან,ორი ნაბიჯით,პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა,პორტუგალიასთან ღირსეულად,თამაშით, და დარჩა ესპანეთთანაც ღირსეული თამაშის ჩატარება და ამგვარად საქმესთან მიდგომით,ყველაფრითაც დაიჯაბნება ნებისმიერი ფულის მკეთებელი,თეთრად თუ შავად, ძლიერი მოწინააღმდეგე,წინ ქართველებო,სამშობლოს სიყვარულით და უშიშრად გარჯით .
ID
ძაან ცუდი დროა ბიზნესისთვის... მოეთმინა ორი დღეც და მერე ჩასულიყო...
მირიან
ბოსმანის წესის შესახებ იცის ხვიჩას მხარემაც და მიტომაა არხეინად. იცის სოვდაგარმაც და იმიტომ ცდილობს ახალი კონტრაქტის დადებას, რომ სამწლიანი საშეღავათო პერიოდის ათვლა ახლიდან დაიწყოს.
მირიან
ვინც ვერ ან არ იგებს იმათთვის ვიმეორებ:ბოსმანის წესი ისაა, რომ დავუშვათ ფეხბურთელს აქვს ხუთწლიანი კონტრაქტი, თუ ის 28 წლამდეა, კონტრაკტის შეწყვეტა შეუძლია, მისი დადებიდან, სამი წლის შემდეგ. ოღონდ დაედება ფინანსური სანქცია, რომელიც ტოლია დარჩენილი მისაღები ხელფასისა.ხვიჩას შემთხვევაში-მას შეუძლია კონტრაქტი შეყვიტოს ცალმხრივად 2025 წლის 1 ივლისიდან და გადაიხდის ორი წლის ხელფასის ტოლ თანხას 2.88 მილიონს და ჩიტივით თავისუფალია. ამის გარდა ნებისმიერ ფეხბურთელს,ნებისმიერ დროს შეუძლია კონტრაკტის დარღვევა და გარდა ფინანსურისა დაედება აგრეთვე სპორტული სანქცია-ოთხთვიანი(განსაკუთრებულ შემთხვევაში-ექვსთვიანი) დისკვალიფიკაცია. ამათ გარდა არსებობს აგრეთვე იტალიის შრომის კანონი, რომლიც საკმაოდ ლიბერალურია დაქირავებულის მიმართ, ოღონდ ამას დასჭირდება სასამართლო და გარკვეულ დროს წაიღებს.
მირო
ლაურენტისი ისეთი კაცია,რომელიც მხოლოდ თავისკენ წველის და სხვას ყოველთვის აძლევს მინიმუმს.ასეთი კაცი,როცა ხედავს რა სლაბი და უავტორიტეტოა ხვიჩას აგენტი,იმიტომაც მიდის პირდაპირ ხვიჩასთან სალაპარაკოდ.ფიქრობს ალბათ,რომ ჯუღელი ბევრს ვერაფერს წყვეტს და ჯობია პირდაპირ კვარა დაკეროს.აქ უკვე ხვიჩასა და მამამისზეა დამოკიდებული რა გზას ამჯობინებენ განსავითარებლად.
kaxa
ლაურენტისი ძალიან ცუდად მოექცა ინსინიეს,კულიბალის, ზელინსკის,ისევე როგორც ელმას,ლოზანოს და სხა არაერთ ვარსკვლავს ვინც მას არ ემონა. ან რატომ გაიქცა სპალეტი? კაცმა რომელმაც ასეთი ბრძოლისუნარიანი კლუბი შექმნა!?
ABARA
გასაგებია, რომ 21 საუკუნეში ფეხბურთი დიდი ბიზნესია და აქ მეგობრობა არ არსებობს, თუმცა უნდა არსებობდეს ადამიანობის და სინდისის მინიმალური სტანდარტი. პირდაპირ ვთქვათ, კაპიკებში ნაყიდი პერსპექტიული ახალგაზრდა ვინგერი, პირველივე წელს რომ ხდება სერია ა-ს საუკეთესო მოთამაში, საუკეთესო დრიბლიორი, საუკეთესო ასისტენტი, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე და ამის შემდეგ შენ მაინც ამბობ, რომ მას 4 მილიონზე მეტს არ მისცემ, მაშინ როცა იმდენივეს წლების განმავლობაში იღებდა ნაპოლის არაერთი ფეხბურთელი, რომელთა მარგი ქმედების კოეფიციენტი კვარასაზე მინიმუმ 10 ჯერ ნაკლები იყო - ხარ უნამუსო! უნამუსო ადამიანები არ ვარგა, არც მეგობრობაში, არც სპორტში და არც ბიზნესში, შესაბამისად, ეს საგანგებოდ ჩასვლა გერმანიაში, საკუთარ ჯიბეზე და კვარასთვის თავის მოქონვაზე ზრუნვაა და სხვა არაფერი. პრინციპულად არ უნდა დარჩეს ნაპოლიში, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გათვალისწინებით და თუ დარჩება, იმ ზომის ანაზღაურება უნდა წაგლიჯოს, რომ გასული ორი წელიც სრულფასოვნად დაუკომპენსირდეს და ღიმილით ერთი შალაბანიც ჩაადოს დე ლაურენტისს...
ვანდა ჯიქია
აქაც, იქაც, მამლუქივით ქორვაჭრების წნეხშია ჯერ ხვიჩა. გაძლება და წარმატება.
d
ისე კი მაინც არ მინდა კვარა პსჟ-ში მაინც დაბალი დონეა საფრანგეთის ლიგა. თუ ვერ გადადის სუპერ გრანდში ისევ ჯობია დარჩეს ნაპოში, ნუ რათქმაუნდ არა კაბალური ხელშეკრულებით
d
ეს მაგარი თუქსუსია. იმის ეშინია საქართველო ევროპის ჩემპიონი არ გახდეს და კვარა არ ამახიონო. და თადარიგს იჭერს :)
kaxa
იტალიური პრესა წერს მეგობარო ჩვენ კი არა! რა ჰქვია არ გვწყინდება,თემა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისათვის!
ნაიარევი სახე
ისეთი საუბარი შედგა ომარი რომ ეხვეწება დაჭრილ ტონი მონტანას
ჟორა გაბრიჭიძე
გაუგებარია რატომ არ გწყინდებათ ასეთი სისულელეების წერა? ხვიჩამ და მისმა აგენტმა გასაგებად განაცხადეს, რომ ევროს თამაშებზე არიან კონცენტრირებული და ხვიჩას მომავალზე არავისთან არ აწარმოებენ მოლაპარაკებას. თქვენ კი იმეორებთ ვიღაცის დაწერილ სისულელეს, რომ ლავრენტი დიუსელდორფში ჩავიდა, აეროპორტის სასტუმროში ხვიჩა გამოიძახა და 2 საათი ესაუბრა. ეს რომ მომხდარიყო ხვიჩას ამისთვის ნახევარი დღე გაუცდებოდა, რის უფლებასაც მას არც ბატონი სანიოლი მისცემდა და არც საკუთარი სინდისი.
გაიგე ანზორი?
არანაირი ხელფასის სანაცვლოდ არ უნდა დარჩეს ნაპოლიში. ერთი კი არა შეიძლება 2 სეზონიც ვერ ითამაშოს ევროტურნირებზე. არადა შემოდგომიდანვე აქვს შანსი ჩაებას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. ხვიჩა კი არა, მარადონაც რო წამოდგეს, მაგ გუნდს დიდი ხანი არაფერი ეშველება. ცოცხი ორჯერ არ ისვრის, ერთხელ შეიძლება შემთხვევით მართლაც გავარდეს. წადი ხვიჩა, წადიიიი.
რეალობა
კონტრაქტის შეწყვეტა არის რთული პროცესი. აქ ზოგიერთები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. ვისაც სიმართლე გაინტერესებთ, ეს წაიკითხეთ. https://www.easportslaw.com/news/terminating-a-contract-between-football-club-and-a-player
ალიკა
ჯუღელია ხვიჩას ნაპოლისთან ასეთი პრობლემების თავი და თავი,ამანაც და ზურიკომაც უნდა მოიშორონ თავიდან ეგ არსება,მშვენივრად გაუძღვებიან თავიანთ კარიერას აგერ მამა ყოფილი ფეხბურთელი ყავს და არა მგონია რამე შეეშალოს
გივიკო
მეგობარო, ,,ბოსმანი წესი” რა შუაშია ხვიჩასთან ? ტიპს ამჟამინდელი ხელშეკრულება უმთავრდება 2027 წელს… რა კავშირშია აქ ბოსმანი… ნუ ატყუებთ ხალხს და შეგყავთ შეცდომაში
ქქქ
ეს ჯუღელს მიაწვდინო იქნება მეგობარო. არამგონია იცოდეს, არანაირი პიროვნული შეურაცხყიფა, უბრალოდ მგონია რომ არ ესმის ევროპული ფეხბურთის ,,მაფიები” და პოსტ საბჭოთა სივრცეშია ძლიერი, პერეგავორებში
რეალობა
გუტის საუბარი ჟურნალისტთან: - კარგი ბიჭია. - კი, კი. ძალიან კარგი ბიჭია. ცოტა გაბრაზებული ვარ ხვიჩაზე. - რატომ? - შემპირდა, რომ მაისურს მომცემდა, და დღესაც არ მაქვს მისი მაისური. - გამოაგდებს ესპანეთს ევროდან და საქართველოს ნაკრების მაისურს გაჩუქებს. გამოართმევ? - კი! სიამოვნებით ჩამოვკიდებ სახლში მის მაისურს.
Რერო
ლაურენტისი როგორც ჩანს ძალიან გამწარდა,მთელი თავისი ამალით ეახლა ხვიჩას. არადა 10 დღის წინ ნაპოლის ოფიციალურმა გვერდა ძალიან მედიდურად განაცხადა მამების და აგენტების საქმე არაა სად წავა კვარაო, მას ჩვენთან აქვს 3 წელი კიდევ კონტრაქტიო. ფაქტიურად დატუქსა კვარას მხარე. თუმცა მათ ბოლომდე ვერ გათვალეს ვისთან ჰქონდათ საქმე. ხოდა მამების შემდეგ კვარა გადავიდა შეტევაზე და აგრძნობია რომ არც მასე მარტივადაა საქმე და არც მასეთი უვიცები არიან. იმედია ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს და კვარას გუნდი არ შეუშინდება ნაპოლის მუქარას და მიირებს მათვის სასურველ შედეგს. ან ბევრად გაზრდილ ხელფფასს ან პსჟ ში ტრანსფერს.
მირიან
კვარა არ უნდა წამოეგოს ამ სოვდაგრის ხრიკებზე. უნდა დატოვოს გუნდი. ლაურენტისი ცაიტნოტშია.თუ კონტრაქტი არ განაახლა, ხვიჩას ყოველგვარი სანქციის გარეშე შეეძლება ერთ წელში დატოვოს ნაპოლი(ე.წ.ბოსმანის წესი), უბრალოდ გადაიხდის 2,8 მილიონს.ან ახლავე გაწყვიტოს და 2,8 მილიონთან ერთად დაედება სპორტული სანქცია-ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია.სამაგიეროდ ლაურენტესი პრაქტიკულად ვერაფერს მიიღებს(სად 110 და სად 2,8 მილიონი). წესით ის დაცინვა და დამცირება რაც ხვიჩას შეხვდა ნაპოლისგან(იტალიის საუკეთესო ფეხბურთელს 2,6 მილიონ ხელფასს რომ თავაზობდნენ და ისე თითქოს დიდ მოწყალებას სჩადიოდნენ) ასე უბრალოდ აარ უნდა გაატაროს.
რეალობა
კარგი ვიდეო. გუტი კვარას შესახებ https://youtu.be/9Hcw8Kz13bE?si=Uvlvz_7eGoY0ab1V
რეალობა
აურელიომ იცის, რომ ევროზე უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს საქართველო და ხვიჩას ფასი ასტრონომიული გახდება.
G.LA
მაგ გაიძვერა ლავრენტას ხვიჩა იქ არ ყავდა გერმანიაში რომ არ ჩასულიყო? თუ შეიტანენ გამოსასყიდ თანხას რა მნიშვნელობა აქვს პსჟ მაინც გადაიხდის. ლავრენტას გონია ჯგუფიდან გასვლაა საქართველოს მაქსიმუმი და ამიტომ აჩქარდა. კომპიუტერსაც ბევრი სლეობა ეგონა მაგრამ ნაგავზე მოისროლეს და ლავრენტაც მოსასროლია. ჩვენს ლომებს ზღაპარში ვყვართ და ძალიან გაუტკბათ ვიცი. ხოდა მერე რამე რომ იყოს პსჟ ყველანაირ თანხის გადამხელი იქნება. მგონი მაქვს ფანტაზიის უფლება, ბიჭებმა ამის იმედი მომცეს.
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს