ცნობილმა ესპანელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა გუტიმ El Chiringuito TV-სთან ინტერვიუში "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, დაახლოებით 1 წლის წინ "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა "კვარას" საკუთარი მაისური გაუგზავნა, რომელსაც თან წერილი ახლდა: "იმედი მაქვს, მაისური მოგეწონა და შენი ოცნებები ახდება. გელოდებით მადრიდში".

გუტის თქმით, ის ქართველზე ცოტათი გაბრაზებულია, რადგან "ინსტაგრამზე" პირად მიმოწერაში ხვიჩა შეჰპირდა, რომ საკუთარ მაისურსაც გაუგზავნიდა.

"კვარაზე" ცოტათი გაბრაზებული ვარ, რატომ? "ინსტაგრამზე" მიმოწერა გვქონდა და თავის მაისურს დამპირდა, რომელიც ჯერ კიდევ არ მიმიღია. მას აქედან მივმართავ, იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრების მაისურს გამომიგზავნის, რომლითაც ახლა ევრო 2024-ზე ასპარეზობს. ძალიან მსურს, რომ მისი მაისური სახლში მქონდეს. თუმცა ის მაისური არ მინდა, რომლითაც ესპანეთს გააგდებს", - განაცხადა გუტიმ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მე
ეგ არ მინდაო გუტიმ:)
ნინო
რომ მოვუგებთ ჯობია მერე გაუგზავნოს რომ არ დაავიწყდეთ საქართველოს მოგება
ქომაგი
რა კაი ტიპია!
ზურაბ სუხაშვილი
აჩუქე რაა ხვიჩა! კაი ბიჭია ეგ, ნამდვილად!
1122
გუტი, ანუ გუტიერესი, რონალდუს ოდნავ წინა თაობის მართლა მაგარი ფეხბურთელი იყო. ეტყობა ხვიჩას არ ახსოვს
ქართველი
აჩუქე ჯიმა, კაი კაცია მაგი! რაფერ გეხვეწება ბიჭო!რა დრო დაგვიდგა ნაკრების მაისურებს გუტი და რონალდუ გვეხვეწებიან! წინ საქართველო!
დავითს
თითს ვხრი შემეშალა სიტყვა! გმადლობ, განმანათლე დავით. აწი დავუძახებ ტუალეტს, შენ კი წამოახტი თავით!
დავით
ტვალეტი არა, ტუალეტი. წერა ისწავლე
ხათუნა
ხვიჩუნა, თუ შეპირდი, უნდა შეასრულო კიდეც, სიტყვა სიტყვაა

შინ თუ გარეთ , ყველას კვარასთან აქვს პრეტენზია. "შინაურები" მაღიზიანებენ და გარეულების კი - დიახაც მესმის. იმიტომ , რომ კვარა არის STAR .
უეჭველი
:D
KOSTAKURTA
ხვიჩა, აი კვირას ესპანეთს რომ დააშამათებთ, გუტის ეგ შენი ხელმოწერილი მაისური გაუგზავნე, ძალიან გაუხარდება....
bd-ს
"0" (ნული) და ერთფეროვნება არ უყვარს ეტყობა და შეფასებების გრაფა გაამრავალფეროვნა ! :) ---------- P.S. ამ/ასეთ "ქართულ ფენომენზე": აუცილებლად საწინააღმდეგო აზრის გამიხატვის დაუძლეველ სურვილზე, გურამ დოჩანაშვილი წერს კარგად - "ხორუმი ქართი ცეკვაა"- ში. თუ არ წაგიკითხავს, როგორც თავად გ.დოჩანაშვილი იტყოდა, "მომილოცავს, დიდი სიამოვნება გელის", როცა წაიკითხავ ... :)))
გუგა
გერმანიას რომ გააგდებს მეოთხედფინალში ის მაისურია შენს სახელზე, ელოდე.
ნიკა
დიდი ხანია ვერ ჩანდნენ, დადუმდნენ, საბაბს ეძებდნენ კლავიატურის ლომები, ტვალეტის გველეშაპები წამოიშალნენ ნთხევით-გესლის, ნაღველის, ბოღმის რაშიც ხართ ჩემპიონები აქ ყველამ კარგად ვიცით!
რეალობა
ხვიჩა პორტუგალიასთან https://youtu.be/xbuwIVpls90?si=5b2HRtLRlr_hMMVK
Levani
რა მოგვთაფლა ტიპმა მაისურისთვის,შენს პირს კოკლოზინა
ბოკინიო
იუმორიც კარგი რომ აქვს. ადამიანობაც.
Master
საიდან გამოხვალთ ხოლმე ეს ინტრიგები. კაშიას ეშლება და შენ მაგარი კაცი ხარ ძმაო...
Master
აშკარად სხვა თამაშებს უყურებ
G.LA
გენაცვალე ჯიგარში. აი ეგ არის რწმენა რაც ყველამ ერთმანეთს გადავდეთ და ბიჭებმაც მოგვცეს ამ რწმენის იმედი.
ალალუშულკანონს
კაპიტანს და ფეხბურთელებს დაანებეთ ფეხბურთელი თუ ჩუმად არის ეს მისი საქმეა ნუ შოვინიზმობთ ძალით გინდათ ათქმევინოთ ალა ლუშულ კანონს!!! რომ სდომოდა დაფიქსირებდა და იტყოდა იქნებ თვქენს მოსაწონს სულაც არ აფიქსირებს კაშიას მხოლოდ ერთადერთხელ შეეშალა მაშინ როცა ლგბტ სამკლაური გაიკეთა ჩემო დაო
გიორგი
ჯიგარი))
კაკო
სოსო მართალი ხარ. მაგრამ ამ ვითომ ფანებს რას შეაგნებინებ . მაგათთვის კაშია მარადონაც არი ზიდანიც და დელ პიეროც . დაავიწყდათ მისი წარსული და ,,,გმირობები,,,,
ტოპმიოლერი
დაცვის ხაზი ესპანეთთან კაკაბაძე გველესიანი კვირკველია დვალი ლოჩოშვილი. კაშია გაუშვან დროა უკვე მეტოქეებმა უკვე ბევრჯერ გააჩერეს და ბევრი გოლი გავუშვით მის გამო. მორატას მარტო გველესიანი ჩაისვამს ჯიბეში .
zura222
ფორინერი DDDDD
ირაკლი
ეს რა ბედნიერ დღეებს მოვესწარით ხალხო! რას წერს მსოფლიო პრესა და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები. გენაცვალეთ ლომებო! ასახელეთ საქართველო!
ABARA
თუმცა ის მაისური არ მინდა, რომლითაც ესპანეთს გააგდებს! გუტი, ძმა ხარ! :D
ბიზინეი
ხვიჩა, ლილოში იყიდე და ის გაუგზავნე, რას მიხვდება? დამიჯერე, მაგრა იაფად გამოხვალ.
სოსო
კაშიას მარტო სამკლაურის დროს არ შეშლია კვარასთან შეეშალა როცა მესამე ადგილზე გაიყვანა. ყაზაიშვილთანაც შეეშალა როცა ვაკო ნაკრებიდან გაუშვეს ეს ,, კაპიტან'' ჩუმად იყო აქციების დრსაც ჩუმად იყო. მოკლედ ბევრჯერ ჩაიჭრა უკვე .
bd
დიზლაიქი რატო? რატო?
ფორინერი
,,ბადრი ქალსა ჰგავს ლამაზსა, საქმარედ გამზადებულსა . . . ", უკვდავია ქართული ეპოსი.
გოგა
გეტყობა შენ არაფელი შეგშლია ბადრია და კრისტალი ხარ:) რა გეშველებათ:)
ზაკო
შენი ნათქვამი არც ხუმრობაში ჯდება, არც სიყვარულში, არც ქართველობაში, არც ერთობაში და არც..... აღარ დავამთავრებ, გამგები გაიგებს, მე მაპატიე, მაგრამ ეგრეა. კვარას მაისურს კი კიდევ ბევრი ინატრებს, ისევე როგორც მამარდასას, კაშოსას, ჟორჟისას, ქოჩორასა, ჩაკვესას და მალე მთელ ევროპაში ხუთჯვრიანი დროშა იფრიალებს და საქრთველოს ნაკრების ნებისმიერი წევრის მაისური სანატრელი გახდება, ხოლო ვილის იმდენი შეთავაზება ექნება ამ ევროს შემდეგ, რომ სახვეწნელი გაგვიხდება მისი შენარჩუნება, მაგრამ მე პირადად მასაც უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ მომავალ კარიერაში და პირად ცხოვრებაში
ქართველი
კვარა ის მაისური არ გაუგზავნო ესპანეთს რითიც გააგდებ. გაუგზავნე გერმანიას რითიც გააგდებ. გუტი შენ პირს შაქარი. იმედია ესპანეთს გაუშვებთ სახლში ჩვენზე ადრე.
სოსო
სეხნიავ,ევროვიზიაში გეშლება.ან ახლა მაგაზე ლაპარაკი,ცამდე მართალიც რომ იყო,საქართველოს ნაკრებს მხოლოდ რომ ავნებს,მაგდენს ვერ ხვდები?კაშიამ არც ნამუსს უღალატა და არც თანაგუნდელს,იმ სამკლაურის საკითხზე კი,პირველი თუ არა,მესამე მაინც ვიყავი,ვინც გააპროტესტა,მაგრამ ერთი შეცდომის გამო კაცზე ხელს აღება,არსად მოსულა.ერთი ალილუია კი,მღვდელსაც შეეშლება.გურამ კაშია,საქმით ამტკიცებს საქართველოს ღირსეულ შვილობას და ნაკრების ღირსეულ კაპიტნობას.
zura222
კვარაა შეგეშალა გუტისთან თუ მართლა შეპირდი მაისურს ! გაუგზავნე მალე და ზუსტად ის მაისური რომლითაც ესპანეთს გააგდებ )))
ბადრი
ბევრჯერ შეეშალა კვარას, არა მარტო ამ შემთხვევაში.
ALONZO
კვარა გაუგზავნე ამ კაცს სამი მაისური: ნაკრების,ნაპოლის და ბარემ რუბინისაც...
იასონას უდარი
გუტი მაგარი კაცია და კვარას რა გაუხდა,ერთი მაისური გაუგზავნოს. თან მაგარი თქვა,იმედია რო იმ მაისურს არ გამომიგზავნის,ჩვენ რო გაგვაგდებდსო. დამწყები ფანებისთვის ვიტყვი,გუტი არის რეალის და ესპანეთის ნაკრების ლეგენდა ფეხბურთელი. წარმოიდგინეთ,ეს რო ქართველს ეთქვა,რა ამბავი ატყდებოდა,თუმცა ესპანეთში ასეთები ესმით. ეს იყო საქართველს და კვარას დაფასების ხაზგასმა. მადლობა ხოსე მარია გუტიერეს,არ დაგივიწყებთ ამას.
G.LA
“ის მაისური არ მინდა რომლითაც ესპანეთს გააგდებს” DDD. რა გიჟი ყოფილხარ? მიყვარხარ გუტი ❤️ მოშურნე ბოღმიანი რუსები როგორ უნდა შეადარო ამ გულიან ადამიანებს? ფეხბურთის ნამდვილი მოყვარული განა დაიბოღმება როდისმე სხვისი წარმატებით?
ტოტტი
რას მოესწრო თავისი კუმირი მაისურს თხოვს . საღოლ კვარა
სოსო
რუსეთის კაპიტანმა ჯიქიამ კვარა პირველ ადგილზე გაიყვანა და სამკალურიანმა კაშიამ მესამეზე ისიმს კითხვა ვინაა ობიექტური ვინ შურიანი?
leoke
კვარაააააა დადე მაისური !!!
სიომინი: ხვიჩა "ნაპოლიში" მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა - "ოქროს ბურთი" შეიძლებოდა მიეცათ
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "ფრაიბურგთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ალავესთან" მატჩში?
რა ხდება პსჟ-ში - ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "ფრაიბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ალავესს" გაუტანა
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს
გაყიდვა ახლავე სურთ - ვულვზის ფორვარდის დამატება პრემიერ ლიგის კლუბს სურს
ვან დეიკმა მისი კარიერის შესაძლო დასრულების ჭორებს უპასუხა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
ამორიმი შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს - ყველაფერი 2026 წლის მუნდიალის შემდეგ გადაწყდება
შენგელიას კარგი მატჩი - "ბარსელონამ" "პარტიზანი" მარტივად დაამარცხა
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
17 წლის ხარებაშვილი "აიაქსს" დაუკავშირეს - რას წერს ნიდერლანდური გამოცემა ქართველზე?
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის
ჩაკვეტაძე "ბრისტოლთან" არ ითამაშებს - მიზეზი ცნობილია
ოფიციალურად: სემენიო "სიტის" ფეხბურთელია
[VIDEO] ოფიციალურად: გიორგი გულიაშვილი კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
მენტალური მონსტრი ხვიჩა და ის, რაც დიდ მატჩებს აკლია
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მან ჩვენ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა" - ლუის ენრიკემ ფეხბურთელი გამოარჩია
"არსენალს" 14 ქულით სწორედ ამიტომ ჩამოვრჩებით" - არნე სლოტი
"დღევანდელი მსაჯობა მაფიაა" - კაპელოს მკაცრი კრიტიკა და შესაძლო გამოსავალი
"მოგწონთ რაც იამალმა გააკეთა? მე არ მომწონს" - გუტიმ "ბარსელონას" ვარსკვლავზე ისაუბრა
იქნება თუ არა მსუბუქი ტრავმის შემდეგ დღეს ხვიჩა ძირითადში - ფრანგული მედიის ვარაუდი
კვარაცხელიას გარეშე - გუტიმ სხვადასხვა კრიტერიუმით იდეალური ფეხბურთელი შექმნა
"ამ ჯილდომ ყველანაირი პრესტიჟი დაკარგა, როდრი პრემიერლიგის სიმბოლურ გუნდშიც კი ვერ მოხვდა" - გუტი "ოქროს ბურთის" დაჯილდოებას გამოეხმაურა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] პსჟ-მ დრამატულ სუპერთასზე "მარსელს" მოუგო - კვარაცხელიამ პარიზულ გუნდში მეექვსე ტიტული მოიპოვა
"ვიცი, პერესი მბაპესთან დაკავშირებით რას აპირებს" - გუტიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
სიომინი: ხვიჩა "ნაპოლიში" მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა - "ოქროს ბურთი" შეიძლებოდა მიეცათ
მენტალური მონსტრი ხვიჩა და ის, რაც დიდ მატჩებს აკლია
გუტი ლუნინს "რეალის" მთავარ მეკარედ ხედავს
"ფლორენტინო პერესზე მეტს აკეთებ" - გუტიმ დანაპირები შეასრულა და კვარაცხელიას თავისი მაისური გაუგზავნა