ლეგენდარული პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანო რონალდო სოციალური ქსელის მეშვეობით თავისმა დამ, კატია ავეირომ, გაამხნევა.

მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში დამატებითი დროის 105-ე წუთზე "ალ ნასრის" ვარსკვლავმა პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მისმა გუნდმა მეტოქეს თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთს დაუპირისპირდება.

ავეირომ კრიშტიანოსა და რობერტო მარტინესის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: "თავი ასწიე, ჩემო მეფეო".

ინფორმაციისთვის, რონალდოს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გოლი არ გაუტანია. ის 21-ე საუკუნეში გახდა პირველი ევროპელი ფეხბურთელი, რომელმაც მუნდიალსა და ევროპის ჩემპიონატზე 3 პენალტი ვერ გაიტანა.

მანამდე პორტუგალიელმა უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად 2016 წლის ევროზე ავსტრიასთან, ხოლო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანთან ვერ გარდასახა.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალია-სლოვენიის დაპირისპირებას კრიშტიანოს დედა მარია დოს სანტოს ავეიროც ესწრებოდა, რომელმაც შვილის ტირილის დანახვაზე ცრემლები თავადაც ვერ შეიკავა.

roni
რონალდუს ვაფასებ უმაგრესი და სასწაული კარიერა ჰქონდა მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული... ეს ჩარჩენილია ძველ დროში ალბათ ისევ ჰგონია რომ ძველებურად მაგარია და უბრალოდ არ უმართლებს.. ასაკი თავისას შვება ამის სხეული შეიძლება მზად არის 120 წუთის სარბენად მაგრამ ტვინს და აზროვნებას რას მოუხერხებს? საფეხბურთო აზროვნება დაუბერდა გოლის ალღო დაეკარგა მომენტი როარ ექმნება თამაში და ერთი ორი როცა ექმნება და იმასაც ვერ იტანს ეგ არის ის ბოლო ნიშანი რომ უნდა დაასტოპო.... მასე იყო ბატისტუსაც ბოლო სეზონში ცარიელ კარებშიც ვეღარ იტანდა გოლებს.. მესმის უყვარს ფეხბურთის თამაში მაგრამ ეგ ყველას უყვარდა ვინც თავი დაანება.. კროოს არ უყვარს> მაგრამ იცის რომ ნელ ნელა მისი დრო მიდის და სკამის ხეხვა დამცირება იქნება მისთვის...პეპეც რო ითიშება თამაშის დროს.. რა ბურთი აჩუქა და რა ვერ გაიტანეს იმათმაც..... ასაკი ბიძიიიი დროს ვერ გავაჩერებთ ფული კი გაქვთ ბევრი მაგრამ დრო არ იყიდება და არც ბრუნდება
კახა
მიუხედავად იმისა, რომ რონალდოს ფანი არ ვარ და მესის ფანი ვარ, როგორ შეიძლება რონალდო არ დააფასო, დიდი ფეხბურთელია და მაგის წასვლის მერე ვინ დარჩა ევროპაში? არავინ, თუ მოგწონს კი ბატონო დატკბი მბაპეთი და რიშარლისონით. 39 წლის ასაკში რომ ტირი და ბრაზდები გამოუყენებელ მომენტებზე ეგ იმას ნიშნავს რომ პროფესიონალი ხარ და გამარჯვებულის მენტალიტეტი გაქვს, მაგრამ ეგ რომ გაიგო მინიმუმ უბანში მაინც უნდა გქონდეს ფეხბურთი ნათამაშები და ნაჩხუბარი გოლი იყო თუ ძელის მაგივრად დადებულ ქვებს გადაახტა ბურთი
მამუკა
გ ლ ი ს მასტერს თავი რა ადგილზე აბია
Gia
ჩემო მეფეო რა ნარიმანი კი არ არის, ნუ მკრეხელობთ
Master
კაი რა,39 წლის კაპიტანი რომელიც ტირის და სხვები აწყნარებენ. მართლა კრისტინა ყოფილა. მწვრთნელი კი ვერ ცვლის იმის შიშით, რომ ამ ფსიქოპათმა რამე სკანდალი არ მოაწყოს. პეპე და რონალდო ერთი ხელის მუხრუჭია, მეორე კი ფეხის მუხრუჭი პორტუგალიისთვის.ამ ორი ფსიქოპათის გამო კარგავს პორტუგალია მაგარ თაობას.
სოსო
ამ ხნის კაცია,ფეხბურთში,თითქმის ყველაფერს მიაღწია,მაგრამ ისევ იმ პატარა ბიჭად დარჩა,დამარცხების,ან წარუმატებლობის გამო ტირილი რომ შეუძლია და ყოველი გამარჯვებისათვის თავდავიწყებული ბრძოლა.სწორედ ამის გამო აფასებს და უყვარს ამდენ გულშემატკივარს,ჩემი ჩათვლით.გულით ვუსურვებ ამ ჩემპიონატზეც გოლების გატანას, წარმატებებს და კიდევ დიდხანს მაღალ დონეზე თამაშს.სანამ ის წარმატებით თამაშობს,მისი წამხედურობით,სხვა ასაკოვანი ვარსკვლავებიც არ იჩქარებენ,კარიერის დასრულებას.
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"პატივი ეცი შენს თავს, მოხუცო, 75 წლის ხარ..." - რონალდოს დამ კრიშტიანო დაიცვა და პერესს პასუხი გასცა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
კრიშტიანო რონალდოს თავისი და ამხნევებს
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
რონალდოს და: კორონავირუსი სიცრუეა - კრიშტიანო ღმერთის მიერაა მოვლენილი
რატომ არ იყო რონალდო დიოგო ჟოტას დაკრძალვაზე - კრიშტიანოს და ამ ამბავს გამოეხმაურა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"თავზე გვაწვიმდა, აგურით დამაგრებულ 2 ლეიბზე 4 ბავშვს გვეძინა..." - რონალდოს და კრიშტიანოს ცხოვრების უმძიმეს პერიოდზე ჰყვება