სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი სხვა კლუბში გადავა
ტაბლოიდებისთვის ცნობილი გახდა, რომ "არსენალი" ნებას რთავს თავის 24 წლის ნახევარმცველ სამირ ნასრის გადავიდეს "მანჩესტერ სიტიში", მაგრამ... ახლა უკვე ისტლენდელებისთვის უთქვამთ შეფებს, პენიც აღარ დახარჯოთო.

შეგახსენებთ, რომ "სიტიმ" მეთოფეებს ნასრის სანაცვლოდ 22 მილიონი ფუნტი შესთავაზა. ფრანგ ნახევარმცველს ჩრდილოლონდონელებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს.

და აი, "სანმა" შეიტყო, რომ გასულ უქმეებზე "არსენალისა" და "სიტის" წარმომადგენლებს შორის კიდევ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომლებიც, თითქოსდა, შედეგიანად დასრულდა: "მეთოფეთა" მწვრთნელ არსენ ვენგერს "დამარცხება" უღიარებია. მას გასულ ხუთშაბათს უშუალოდ ნასრისთანაც ულაპარაკია პირისპირ. ერთი სიტყვით, ფრანგის ისტლენდზე გადაბარგება გადაწყვეტილი ამბავია, მაგრამ წარმოიშვა ახალი პრობლემა: როგორ უნდა გადაიზადოს "მანჩესტერ სიტიმ" ფული? გაზეთები წერენ, რომ სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ესეც გადაწყდება.

"სანი" წერს, რომ ისტლენდელებს ჩრდილოლონდონელებისთვის უთქვამთ, თავდაპირველად მხოლოდ 15 მილიონ ფუნტს გადაგიხდით, შემდეგ კი, ხუთი წლის განმავლობაში დავაკვირდეთ და ვნახოთ, თუ ნასრი "ეტიჰედ სთედიუმზე" წარმატებით გამოვა, დარჩენილ თანხასაც მოგართმევთო. დაყაბულდება ასეთ ფორმას ვენგერი, რომელსაც ახალი ფეხბურთელების ყიდვა სურს ანუ თანხა დღესვე სჭირდება?

შეგახსენებთ, რომ ნასრის "მანჩესტერ იუნაიტედიც" ეპატიჟებოდა და, რამდენადაც ცნობილია, დაახლოებით ისეთსავე ხელფასს სთავაზობდა, როგორსაც ისტლენდელები დაუნიშნავენ - ლაპარაკია კვირაში 125 ათას ფუნტზე - მაგრამ ფრანგმა რობერტო მანჩინის გუნდში გადასვლა ამჯობინა. როგორც ჩანს, "სიტი" მაინც დაპირდა რაიმე განსაკუთრებულს.

ცნობისთვის: "მანჩესტერ სიტისთან" დაკავშირებულმა წყაროებმა ტაბლოიდებს უთხრეს, რომ კლუბში ინტერის ჰოლანდიელი გამთამაშებლის, 27 წლის ვესლი სნეიდერის ყიდვაზეც სერიოზულად ფიქრობენ. როგორც ცნობილია, სნეიდერის შეძენაც "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს.

"სიტის" ამბებიდან კიდევ იმის აღნიშვნაა საჭირო, რომ გუნდს როგორც იქნა დაუბრუნდა 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი რომლის ამბავიც მთელმა მსოფლიომ იცის - მანჩესტერიდან წასვლა უნდა, რადგან შვილების გარეშე ვერ ძლებს, ბავშვები კი ცოლს ჰყავს ბუენოს აირესში. მანჩინიმ ტევესს "კოპა ამერიკას" შემდეგ სხვებზე მეტი, 21 დღიანი დასვენება უბოძა და აი, ის დაბრუნდა, თუმცა, ამბობენ, რომ კაპიტანი აღარ იქნება - სამკლავურს 25 წლის ბელგიელ ვენსან კომპანის გადააბარებსო.

სატრანსფერო ბაზარი ჯერ არ დახურულა და, რასაკვირველია, შანსი იმისა, რომ არგენტინელი თავდამსხმელი აგვისტოში სადმე გადასვლას მოახერხებს ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ რამდენად დიდია, არავინ იცის. ერთი სიტყვით, ტევესს ჯერჯერობით ისტლენდზე მოუწევს დარჩენა და მანჩინიმ უთხრა კიდეც, რომ თუ მისი ფიზიკური მდგომარეობა დააკმაყოფილებს, პირველ ტურში, "ეტიჰედზე", "სუონსისთან", ცოტა ხნით შეიძლება ათამაშოს კიდეც.

"სანმა" ტევესის "სიტიში" დაბრუნებას საგანგებო ყურადღება დაუთმო და აღნიშვნის ღირსად ჩათვალა ის ფაქტი, რომ ფეხბურთელი ვარჯიშზე შავი "ჰამერით" მივიდა, სანამ საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე შევიდოდა, დაცვასთან შეჩერდა, იხუმრა, შემდეგ თანაგუნდელებს შეუერთდა და მათთან ერთად, წვიმაში, დაახლოებით 20 წუთი ივარჯიშა. გაზეთი ხაზს უსვამს, რომ არგენტინელი მთელი ამ ხნის განმავლობაში კარგ გუნებაზე იყო და იცინოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა