Youtube-ზე "ლაი-ლაის" გვერდზე დიმიტრი ობოლაძისა და ნოდარ სიმსივეს სპორტული გადაცემის სტუმარი საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გველესიანი გახლდათ.

ერთ-ერთ ეპიზოდში მან იმის შესახებ ისაუბრა, თუ რის ხარჯზე მიაღწია "ჯვაროსანთა" რიგებში მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა წარმატებას:

"ხალხი ფიქრობს, სანიოლმა წარმატებას რის საფუძველზე მიაღწია, რა ტაქტიკა და სქემა შეარჩიაო... სანაკრებო სპეციფიკა არ იძლევა მაგის საშუალებას, რომ სისტემები დაამუშავო... მაგის დრო არ გაქვს და ნაკრებში გამოძახებულმა ფეხბურთელებმა ისედაც უნდა იცოდნენ, როდის რა გააკეთონ.

ვილის მხარე უფრო ფსიქოლოგიურია. არიან მწვრთნელები, რომლებიც თამაშის ისეთ ტაქტიკურ ანალიზს გაგიკეთებენ, გაოგნებული დარჩები... ვილის კი შეუძლია შეხედოს ადამიანს და ამოიცნოს ის.

ჩემი მაგალითია ასეთი... თამაშისთვის ვემზადებოდით და ვარჯიშზე ტრავმა მქონდა, ამის შესახებ არავინ არ იცოდა, ცოტა მაწუხებდა და ისე ვვარჯიშობდი. ბურთი მომცეს, გავაჩერე, სხვას გადავაწოდე და ჩემთან ეგრევე სანიოლი მოვიდა.

მეუბნება, დღეს შენ აშკარად კარგად ვერ გრძნობ თავსო. მე კიდევ ვფიქრობდი, რომ ამ ტრავმაზე არსად არ მეთქვა, რათა თამაშზე გავლენა არ მოეხდინა და შემადგენლობაში მოხვედრის შანსი მქონოდა. ვილიმ კი მითხრა, თუ ვერ გრძნობ თავს კარგად, ჯობია დაისვენოო...

მონტენეგროსთან მქონდა დებიუტი... მატჩის წინ შეკრიბა გუნდი თეორიაზე. შემადგენლობა წაიკითხა და ჩემი გვარის გაგონებაზე ავფორიაქდი, ტანში ჟრუანტელმა დამიარა.

შემდეგ სანიოლმა ბიჭებს მიმართა: "თქვენ თუ იცით, გიორგის რა რთული გზა აქვს გავლილი, მინდა, რომ გიორგის მივცე შანსი და ვიცი, ის ამ შანსს გამოიყენებს".

ეს რატომ თქვა? - ამით მან დაძაბულობა მომიხსნა, ჩემი გული გაათბო და მისთვის ყველაფრისთვის მზად ვიყავი", - თქვა გველესიანმა.

სიმენონი
ქეცბაიას დროს ბოლოსწინა ადგილზე წინ არ გავსულვართ, რეკორდი იყო მართლაც არაფრის მომცემი.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
მასე, ქეცბას გუნდმა რეჯორდი მოხსნა არ წაგებუკი თამაშებით, იმ გუნდის შემადგენლობაში 23 დან 15 ფეხბურთელი უთამაშებელი იყო თან
Pepelu
კი ადრე ერთა ლიგა არ ყოფილა თუმცა საქართველო უსუსტეს ქვეჯგუფებშიც კი სამწუხაროდ ბოლოზე ან ბოლოსწინა ადგილზე გადიოდა! გუნდი დაყოფილი იყო ჯგუფრბად სოფლელებად და ქალაქელებად, ახალგაზრდებად და ვეტერანებად და ათას ჯანდაბად და ოხრობად!! ამიტომაც არ იყო შედეგი. მოლდოვასთან, ლიტვასთან და ლატვიასთან და ასეთ გუნდებთან რომელი ერთა ლიგა ჭირდებოდა?? უბრალოდ სიმართლეა ის რომ არველაძეებს ქონდათ დიდი გავკენა და ამ გავლენას სათავისოდ იყენებდნენ, რაც დანარჩენ გუნდს, მწვრთნელებს და ფედერაციას არ მოწონდა და იყო მუდმივი დაპირისპირება!!! ამიტომაც არ იყო შედეგი!!
ჯუჯი
სანიოლზე მეტ წარმატებას ჩივაძემ და გუცაევმა მიაღწიეს. მათი ნაკრებები უკეთეს შედეგებს დებდნენ ჯგუფურ ეტეპებზე.უბრალოდ მაშინ ერთა ლიგა არ იყო და იმიტომ ვერ გადიოდნენ ევროპაზე.
ჯუჯი
ვახტანგ ქორიძე საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებდა,იმიტომ რომ მაშინ უკვე ორმოცს იყო გადაცილებული. სსრკ-ს ნაკრებში კი ითამაშა ადრე რამდენიმე მატჩი.
სოსო
გიორგი გველესიანს.გიორგი,ახალკაცის დროინდელ დინამოში,ძალიან კარგი ნახევარმცველი გვყავდა,ვახტანგ ქორიძე.30 წლისა,როგორც იქნა,ნაკრების კანდიდატებში დაასახელეს და იმისათვის რომ ნაკრებში ეთამაშა,ტრავმა დამალა.შედეგად,ტრავმა გაუმწვავდა და ნაკრები კი არა,ვეღარც დინამოში ითამაშა.კაცმა ჭირი მალა და ჭირმა,თავი არ დამალაო!
სოსო
სტატუსქვო,წინ ერთი სიტყვა დაუმატე,შენ პოსტს!-"ძალიან!" დიახ,ძალიან კარგი ბიჭია,გიორგი გველესიანი.
შოთა
გადაცემა ლაი ლაის დამთავრების შემდეგ მიშა სააკაშვილის დედა აუგად მოიხსენია შავმა დიმამ და იქვე შემთხვევით მყოფმა კაკო ბობოხიძემ რომ გაიგო დიმას აგინა! დინას ელიზბარაშვილი ეგონა, იმისგან გატრუხებული აქვს, მაგრამ ახლა ამისგანაც აიტანა!
შოთა
გადაცემა ლაი ლაის დამთავრების შემდეგ მიშა სააკაშვილის დედა აუგად მოიხსენია შავმა დიმამ და იქვე შემთხვევით მყოფმა კაკო ბობოხიძემ რომ გაიგო დიმას აგინა! დინას ელიზბარაშვილი ეგონა, იმისგან გატრუხებული აქვს, მაგრამ ახლა ამისგანაც აიტანა!
status quo
კარგი ბიჭია გველესიანი.
aburjga
პირდაპირ ვეხის ტყაოსნის ფურცლებიდან გადმოაბიჯა!
alexandre
გიორგი, შვილო! ყურადღებით ვაკვირდებოდი შენ კარიერას ბოლო წლების მანძილზე, რას წერდნენ შენზე, ინტერვიუებს ვკითხულობდი ყურადღებით, როგორ გულით გინდოდა ნაკრებში თამაში; გიძახებდნენ, არ გათამაშებდნენ. ისე, მართლა მაგარია ვილი, როგორი ალღო აღმოაჩნდა, როგორ ჯოკერივით გამოგიყენა, არავინ იცოდა შენ შესახებ და ამ დროს დაცვის ცენტრი ისე გაამაგრე, სიხარულით იმედები კიდევ უფრო გამიმაგრდა ევროსთვის! მიხარია შენი წარმატებული თამაში. დიდი იმედიც მაქვს სამომავლოდ! ახალ გამარჯვებებს გისურვებ მომავალში! და მთავარი! დიდი მადლობა ევრო2024-თვის! გაიხარე!
T.q
სანიოლი არის საქართველოს ისტორია!
ზაკო
ღირსეული ქართველი ყველა გაგებით, წარმატებები მომავალში
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
გველესიანის მეხუთე კლუბი ირანში? - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ახალი ვარიანტი აქვს
გველესიანი ირანისა და ისრაელის შეიარაღებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა
"მათხოვრობა ჩემი მორალი არ არის" - გველესიანმა ირანულ გამოცემას ინტერვიუ მისცა და "პერსოპოლისზე" ნაწყენია
"ამის გამო გველესიანი "პერსოპოლისიდან" განაწყენებული წავიდა" - ირანული კლუბის წარმომადგენელმა ინციდენტის მიზეზი განმარტა
კვლავ ირანში - გველესიანი ყოფილ კლუბში დაბრუნდა
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს