8 თებერვალს პარიზში ჩატარებულ უეფას კონგრესზე მისმა პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე კენჭს მეტად აღარ იყრიდა. ბრიტანულმა "გარდიანმა" ამ თემასთან დაკავშირებით მაშინ წერილი გამოაქვეყნა და სლოვენიელის შესაძლო მემკვიდრეთა შორის მთავარ კანდიდატად სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაასახელა.

გამოცემა წერდა, რომ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი ფერნანდო გომეში საფეხბურთო წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ ასაკოვანია (75 წლის); რუმინელი რაზვან ბურლიანუ ფიფას აღმასკომის წევრია, ახალგაზრდაა, მაგრამ პრეტენდენტად არ მოიაზრება; გასულ წელს უეფას აღმასკომის წევრად არჩეული კობიაშვილი კი ჩეფერინის თანამებრძოლად და მასთან დაახლოებულ პირად ითვლება.

ახლა იმავე გამოცემის ცნობით, უეფას გააჩნია მოსაზრება, რომ თუ არჩევნებისას შესაფერისი შემცვლელი არ გამოინახა, შეიძლება ის პოსტზე დარჩენაში დაარწმუნონ და თუნდაც კერძო საუბრებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის სურვილი არავის გამოუთქვამს. თუ ჩეფერინმა ისევ გადაწყვიტა, კენჭი იყაროს, მას საშუალო დონის დაახლოებით 20 ევროპული ფედერაცია მოლაპარაკებებისას მხარდაჭერას დაჰპირდა.

ამ ქვეყნებისთვის ჩეფერინის კანდიდატურის მიმზიდველობა დიდწილად განპირობებულია რწმენით, რომ ის იცავდა მათ ინტერესებს დიდი ევროპის ქვეყნებისა და მათი კლუბების ფინანსური სიძლიერის ფონზე. ითვლება, რომ ალექსანდერმა ხელი შეუწყო ფეხბურთის განვითარებას მცირე ევროპულ ქვეყნებში - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 32 კლუბიდან 36-მდე გაფართოებით, შექმნა კონფერენს ლიგა და შეცვალა სახსრების გადანაწილება მცირე ქვეყნებისა და კლუბების სასარგებლოდ.

თებერვალში გამართულ კონგრესზე ორგანიზაციის წესდებაში შეტანილ იქნა შესწორება, რაც ჩეფერინის პირველი ვადის განულებას და პოსტზე 2027 წელს კენჭისყრის უფლებას მისცემს. თუმცა მაშინ მან თქვა, რომ საკუთარ კანდიდატურას აღარ წამოაყენებდა.

ჩეფერინი უეფას 2016 წელს ჩაუდგა სათავეში. იმის გამო, რომ ის პრეზიდენტად დარჩენას აპირებს, მის წინააღმდეგ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გაილაშქრა. აგრეთვე, უეფა პროტესტის ნიშნად ხორვატიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ზვონიმირ ბობანმა დატოვა. ისინი მიიჩნევენ, რომ დემოკრატიული პრინციპების დარღვევას აქვს ადგილი.

პატარა ქვეყნებისთვის თანადგომისა და განვითარებაში ხელშეწყობისათვის საქართველოსთვის ჩეფერინის პოსტზე დარჩენა მომგებიანი უნდა იყოს, რამეთუ სწორედ მისი მმართველობისას პირველად გავიდა ჩვენი ნაკრები დიდ ტურნირზე და თქვა კიდეც მან, რომ ქართველებმა და სლოვენიელებმა ტურნირზე მონაწილეობა დაიმსახურეს და დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს.

გულშემატკივარი
საინტერესოა, ჩეფერინმა სთქვა, კენჭს არ ვიყრიო და იმ წითელში გამოწყობილმა, რა სთქვა ნეტავ?
გულშემატკივარი
ოოო!!! სახეები, და რა გაკვირვებული და განცვიფრებული სახეები.
alexandre
დიდი მადლობა. ნამდვილად არ მეგონა პალიტრა მედიასი თუ იყი. დავიჯერო, დინამოსი არ იყოს, ვერც იმას მოვესწრები, რომ აპოლიტიკური სპორტული რამე გამოცემა იყოს?
alexandre
იშვიათად სტატიას ავტორის სახელი არ ეწეროს!"ის მაინც გაირკვა ამ სტატიით რო მისი ავტორი ზურაბიშვილის მხარდამჭერია,ამ სურათის დადების სხვა მიზანი ვერ გამოვიცანი. მაგარი გაქანება კი აქვს სტატიის ავტორს,შეიძლება ისიც მოღალატეა და სოლიდარულია სალომეს მიმართ" - 100% -იანი. გაიხარე. ვაი მაგ სექტის მხარდამჭერებს, სექტანტებს არაფერს ვერჩი, ხელფასი აქვთ, ამით არსებობენ, ეტყობა სხვა გზა არ აქვთ, მაგრამ მხარდამჭერი????
ჯეჯე
აგიხსნით. სტატია უავტოროა, ანუ სარედაქციოა, ანუ, დიდი ალბათობით ,,სამ კნიაზ" რედაქტორის ნაშრომია. :) ეს სპორტული გამოცემა არის პალიტრამედიის საკუთრება. და თუ თქვენ ბოლო ორი-სამი წელი თვალყურს ადევნებთ პალიტრას პოლიტიკურ სიმპათიებს (ხუხაშვილის, კობერიძის ყოველდრიური ,,ანალიტიკა"), მაშინ კითხვები არ უნდა გიჩნდებოდეთ. კითხვა მე მიჩნდება, ამ კომენტარს საერთოდ გამოაქვეყნებენ, თუ არა. :)
Pepelu
წადი რა კბილები გაიხეხე:))))))))))))
იასონას უდარი
რაში გვადარდებს ჩეფერინი დარჩება თუ წავა ან მის მაგივრად სხვა ცეხავიკი მოვა თუ არა. ის მაინც გაირკვა ამ სტატიით რო მისი ავტორი ზურაბიშვილის მხარდამჭერია,ამ სურათის დადების სხვა მიზანი ვერ გამოვიცანი. მაგარი გაქანება კი აქვს სტატიის ავტორს,შეიძლება ისიც მოღალატეა და სოლიდარულია სალომეს მიმართ. სტატიის ავტორო,თუ საკონსტიტუციო გააუქმებს იმ კანონს,აღიარებთ სალიტას სექტა თუ რას იზავთ? მაინტერესებს,რადგან თუ აღიარებთ,მაშინ სალიტა კონსტიტუციის დამრღვევია და უნდა გადადგეს. სხვანაირად შეუძლებელია,თუ ერთ შემთხვევაში არ აღიარებ სასამართლო გადაწყვეტილებას,ხოლო მეორე შემთხვევაში კი,აღიარებ და გიხარია. მაგარი ქვეყანა ვართ,პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში ცნეს დამნაშავედ,რისი დაცვის გარანტი უნდა იყოს და ის ისევ პოსტზეა. თუ სასამართლო არ გვაქვს და მაგას აწვებით,მაშინ გამოუშვით ყველა პატიმარი გარეთ,თუ ამის შემთხვევაში იყო უსამართლო,სხვის შემთხვევაში რატო იყო სამართლიანი? ხო არის ლოგიკური კითხვა? აბსოლიტურად ყველა პატიმარი გარეთ უნდა გამოუშვან ან თავიდან ჩატარდეს სასამართლო პროცესი,თუ მოხდა სასწაული და ეს სექტა ხელისუფლებაში მოვიდა. მარა იცით რა არის,მაგარი დებილი ხალხი ცხოვრობს ამ ქვეყანაში,ამდენი ლოგიკაც კი არ აქვთ რო ამაზე დაფიქრდეს და დასკვნები გამოიტანონ. იმას რო თავი დავანებოთ რო ევროპა და ამერიკა აქვთ თვით მიზნად ქცეული,არა საქართველოს განვითარება,არამედ ევროპა. თუ საქართველო პროჩინური მიმართულებით განვითარდება,ეს მისაღები იქნება სექტისთვის? რა თქმა უნდა არა,ნომრიანი აგენტები არიან და დავალება აქვთ ეგეთი,ებრძოლონ ყველაფერს,რაც მეტ საშუალებას მისცემს ქვეყანას.ხოდა ვერც დავით აღმაშენებელი უშველიდა ამ ქვეყანას,ბიძო რას უშველის ან უნდა კი ეს ამბავი?
sandrex
თუ მაგარი ხარ უნდა მოხვდე 16 გუნდში,თორემ ასე ხელოვნური მოხვედრით არ მაღლდება ფეხბურთის დონე!შესარჩევი ეტაპი ჯერ კიდევ გადაულახავი ბარიერია ჩვენთვის!აგერ დაიწყება მსოფლიოს შესარჩევი,16 ადგილი აქვს ევროპას,შეიძლება ჩვენთვის სრულიად მისაღები ჯგუფი დაგვიჯდეს და აბა ვნახოთ რისი ერთი ადგილი გვაქვს!ჩვენ თუ გვინდა თამაში იმას არ ნიშნავს რომ 96 გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატი ვინატროთ!
sandrex
ისეთი პრეზიდენტი უნდა მოვიდეს,რომელიც ევროზე გუნდების რაოდენობას ისევ 16-მდე შეამცირებს,თუნდაც ჩვენ შევეწიროთ,მთავარია ხარისხი,აბა ეს რა ჩემპიონატი იყო???ასევე გავლენას მოახდენს ფიფაზე რომ იქაც 32-მდე შემცირდეს გუნდების რაოდენობა,ოღონდ 16 ევროპული უნდა იყოს,რომ მაღალი დონის ტურნირი გამოვიდეს,თორემ ეს რა არის?ოლიმპიადას დაამსგავსეს დიდი საფეხბურთო ტურნირები "მთავარია მონაწილეობა" პრინციპით"!!!
გრიგორი
ვადის განულება, რა პუტინია?!
ნამეტანსაც ნუ გავაბუქებთ
დედას გავს თვალებით.
კობია იაშვილი
ნაადრევად მოტეხილა დედას გორჯისტანა)))
ტიჯანი პაპა
მე ვიყო ჯავაჰარლალ ნერუ, თუ ეგ ფეხბურთს, რაგბს და კალათბურთს ერთმანეთისგან არჩევდეს.))
ვაჰ ცხოვრებას
რომელი ბავშვი ლაზარიკო?
წამწამ ხატულა ლაზარიკო.
ჩემს "პროსტა სალომეზე" რეებს ბაზრობ?
ვაჰ ცხოვებავ რაშიგან ხარ
რა უნდა და ბავშვი მიიყვანა ფეხბურთის საყურებლად.
Gia
სამაგალითოა ზუსტადაც რო შიგნით დაპირისპირებული მხარეები ქვეყნის გარეთ ერთად იცავენ ქვეყნის ინტერესებს
გიუშა
სალომე ბებოს, რა უნდა მანდ?
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "ფრაიბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ალავესს" გაუტანა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონი გამარჯვებით გახსნა
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს
გაყიდვა ახლავე სურთ - ვულვზის ფორვარდის დამატება პრემიერ ლიგის კლუბს სურს
ვან დეიკმა მისი კარიერის შესაძლო დასრულების ჭორებს უპასუხა
[VIDEO] "პსჟ-ისთან თამაშის შემდეგ, ვიტირე" - "მარსელის" მწვრთნელი სუპერთასის შეხვედრაზე
"თავხედი ამერიკელია, რომელიც იმას აკეთებს, რაც სურს" - კავაზაშვილი ტრამპზე და მუნდიალის მასპინძლობის სტატუსის ჩამორთმევაზე
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
ამორიმი შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს - ყველაფერი 2026 წლის მუნდიალის შემდეგ გადაწყდება
გულიაშვილის დებიუტი "ბარსელონასთან" შედგება? - "რასინგს" ზამთარში ახალი ფორვარდი ესაჭიროებოდა
[VIDEO] მამუკელაშვილი "ბოსტონთან" სასტარტოში იყო - სანდროს ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა
შენგელიას კარგი მატჩი - "ბარსელონამ" "პარტიზანი" მარტივად დაამარცხა
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
17 წლის ხარებაშვილი "აიაქსს" დაუკავშირეს - რას წერს ნიდერლანდური გამოცემა ქართველზე?
ილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ პირველი სამართლებრივი დავა მოიგო
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის
ჩაკვეტაძე "ბრისტოლთან" არ ითამაშებს - მიზეზი ცნობილია
ოფიციალურად: სემენიო "სიტის" ფეხბურთელია
"დღევანდელი მსაჯობა მაფიაა" - კაპელოს მკაცრი კრიტიკა და შესაძლო გამოსავალი
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
უეფას მიერ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვებას ბოიკოტი მოჰყვა
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
"ასე რომ მომხდარიყო, პსჟ-ში ვერ ითამაშებდა" - უეფა-ს პრეზიდენტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გაუტკბა პრეზიდენტობა - ჩეფერინმა პუტინის გზა აირჩია
As: "იუვენტუსმა" სუპერლიგა უეფას მხრიდან შანტაჟის გამო დატოვა
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
უეფას პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა - მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
უეფას პრეზიდენტი: საქართველოს ნაკრებმა და კვარაცხელიამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა