საქართველოს 18 წლამდე ქალთა ნაკრებმა საკვანძო მატჩი წააგო და ჯგუფიდან ვერ გავიდა. ეს მოხდა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში, რომელიც კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში მიმდინარეობს. 7 გუნდი იბრძვის ჩემპიონის გამოსავლენად, რომელთაგან პირველობისთვის ბრძოლას 4 გუნდი განაგრძობს.

სამწუხაროდ, საქართველო არაა ამ 4 გუნდს შორის. ლიკა ქაჯაიას და ირინა მელქაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფის პირველი თამაში სომხეთს მოუგო, მეორე აზერბაიჯანთან დათმო და მესამე, დღეს გამართულ შეხვედრაში, აუცილებლად მოგება სჭირდებოდა, მაგრამ… ალბანეთი ბევრად ძლიერი და მომზადებული გუნდი გამოდგა, რომელმაც ისე მოიგო შეხვედრა, ჩვენებისთვის შანსი არ მიუცია.

ალბანეთმა 74:59 გაიმარჯვა და აზერბაიჯანთან ერთად ჯგუფიდან ნახევარფინალში გავიდა. საქართველოს ნაკრები ბრძოლას V-VII ადგილებისთვის გააგრძელებს. რაც შეეხება ალბანეთთან მატჩს, ჩვენიანთაგან მხოლოდ სალომე სვანი ასცდა 10-ქულიან ზღვარს. საკალათბურთო კლუბ "ორბის" წევრმა 11 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. უფრო შედეგიანი კი ეთერ შონია გამოდგა, რომელმაც 7 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.

საქართველოს ნაკრები ხვალ დაისვენებს და ზეგ, 27 ივლისს, A ჯგუფში ბოლო, მე-3 ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება, რომელიც სავარაუდოდ, მალტა იქნება. საქართველო, სომხეთი და A ჯგუფის მესამეადგილოსანი საკვალიფიკაციო ჯგუფს შექმნიან. საქართველოს სომხეთთან მოგება გადაჰყვება და მხოლოდ A ჯგუფის წარმომადგენელს დაუპირისპირდება. საბოლოოდ V-VII ადგილებიც "ა" ჯგუფში დაკავებული ადგილების მიხედვით განაწილდება.

GBF.GE

მალხაზ ჯობავა
ხალხის ფულს ხარჯავენ. აბა გუნდი რომელმაც რამეს მიაღწია ასაკობრივ ჯგუფებში, მე არ მინახია, იქნებ თქვენ ნახეთ და გვიმალავთ?
fani
გაუქმდეს ქალთა კალათბურთი საქართველოში!
დავით
საერთოდ რატომ თამაშობთ, გაძალებთ ვინმე?
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა