"მანჩესტერ სიტი" "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Nacional-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ქალაქელები" "ღამურებს" ქართველის თაობაზე იმ შემთხვევაში დაუკავშირდება, თუ "სიტის" ედერსონ მორაეში დატოვებს.

"სიტის", დიდი ალბათობით, ედერსონ მორაეში დატოვებს, ბრაზილიელს ერთი სული აქვს, არაბეთში როდის გაემგზავრება. მას კონტრაქტი უკვე მაგიდაზე უდევს და კლუბებს შორის საბოლოო შეთანხმებას ელოდება.

ედერსონს სურს, რომ "ქალაქელებმა" მის გეგმებს ხელი არ შეუშალოს და ტრანსფერს წინ არ დაუდგეს. თავის მხრივ, პეპ გვარდიოლას ბრაზილიელის შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს. საუბარი ლა ლიგაში მოთამაშე გიორგი მამარდაშვილზეა.

ქართველი მეკარე უკვე რამდენიმე სეზონია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და ევროპის ჩემპიონატზე, ალბათ, ტურნირის საუკეთესო მეკარეც გახლდათ, გრანდებს კი მისი ასპარეზობა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. გვარდიოლა თვლის, რომ თუ გიორგი ფეხით თამაშს გააუმჯობესებს, მსოფლიოში საუკეთესო გახდება", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიასთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.

გიო
მე ბაიერნის ადგილზე ვიყიდდი და გავანათხოვრებდი მაგრამ ეტყობა ფასების დაწევას ელოდებიან
ნაპოლეონი
იმისთვის რომ აუტებში არ იშრომოს წარამარა ან მოწინააღმდეგეს არ ჩააბაროს ბურთი და საგოლე შეტევა არ მიიღოს სწრაფად. . აი ამისთვის. . . ის რომ ფეხები ჯერჯერობით მხოლოდ სასიარულოდ აქვს ეგ ნაღდია
ნაპოლეონი
როგორც ვატყობ ვალენსისთან ერთად სეგუნდა დივიზიონში უნდა ამოაყოფინონ თავი ამ ვაიჭურნალისტებმა
ზაკო
აუჰ, გამოხტა ექსპერტი, ქეიფი კი არა ელემენტარულად დაკვირვება უნდა რა სტილის ფეხბურთს ათამაშებს გვარდიოლა და რა სტილის მეკარეები აყავს გუნდში, თუნდაც ტერ-შტეგენის ტრანსფრის დროს რას იძახდა ეგ უნდა გაიხსენო, ან ბრავოს ტრენსფერში რას ანიჭებდა უპირატესობას როცა ბარსაში მიყავდა, არავინ უარყოფს გამოსვლეზე აქცენტებს და ინტუიციას, მაგრამ ეგ კომპონენტი ხაზზე თამაშით შეიძლება დააბალანსო, მაგრამ როცა ნოიერს ლამის ლიბეროობა ასწავლა შენი არგუმენტი აღარაფერზე მეტყველებს
ზაკო
თამაშის ხიბლით ალბათ არის კიდევაც უკვე
ვახო
ხალხო გიორგი არის უძლიერესი მეკარე, მაგრამ გვარდიოლას ყოვეთვის მიყავს მეკარეები რომლებსაც ფეხით თამაში უკვე აქვთ ძლიერ მხარედ და მერე კი არ აუმჯობესებინებს. ანუ მზა პროდუქტი უნდა და ვინმეს რამე გააუმჯობესებინოს მაგის არც დრო აქვს და არც ინტერესი სავარაუდოდ. ამის გამოა, რომ ეს ინფორმაცია ტყუილი გვგონია
ნოდო
კარგით რა ხალხნო მიქაუტაძის და წიტაიშვილის ამბევის შემდეგ სანამ ხელის მოწერას არ დავინახავ ჩემი თვალით ჭკუა ვისწაცლე რო ეს ჭორები აღარ დავიჯერო
jordan beli
პეპი ფეხით თამაშს ითხოვსო ისე იძახით გეგონება გუშინაც ერთად იქეიფეთ ,,პეპისთან".ვიღაცისგან რაღაც გაიგეთ და იმეორებთ.ფეხით თამაში რისთვის არის საჭირო იმაზე უკეთესად ვიდრე თამაშობს მამარდა მაშინ თქვით. ფეხით თამაში კი არა გამოსვლებზე აქ მოსამატებელი,მაგრამ ჩემი აზრით გამოსვლებზე თამაში დარჩება მამარდას სუსტ წერტილად.იმიტომ რომ განხვავებული ინტუიციაა საჭირო ხაზზე და გამოსვლაზე.მრავალი დიდი მეკარის თამაში მინახია და ბევრს ვერ ვიხსენებ ვინც თანაბრად ძლიერი იყო ხაზზე და გამოსვლებზე.დასაევი იყო ასეთი.სლავა უკრაინშიკებო და შიგ ევროპელებო დასაევი რუსი არ არი-თათარია.
ნეტავ ნეტავ
ევროს მერე გიო მართლაც იმსახურებს ტოპ-კლუბს, ძალიან გამიხარდება თუ ეს მოხდება
აკო
ზუსტადაც გვარდიოლას ხელში მაგ კომპონენტსაც მაქსიმალურად გააუმჯობესებს. იმედია გადავა
გელა
იმიტო არ ვამბობ რახან გიო ქართველია,მაგრამ შეხედეთ მის მოგერიებებს.სიმაღლის მიუხედავად დაბალ ბურთებზე რა სასწაულად თამაშობს.კაცს ევროტურნირებზე არ უთამაშია და მაინც რა დონეზე ავიდა ამ2-3 წელში.გიო იმსახურებს ლიგაზე თამაშს.წარმატებას და განვითარებას ვუსურვებ
KAXA
სიტი,,, ნეტა მართლა.
G.LA
ხოოოო, აი ეს კი ძალია მაგრად გამიხარდება. ნეტავ მართლა სიტიში ვიხილოთ ჩვენი მამარდა.
ზაკო
გასაგებია და ყველაზე მეტად ეგ თვითონ გიმ იცის, რომ ფეხით თამაში მოსამატებელი აქვს, მაგრამ აბა თვალი გადაავლეთ პრემიერლიგის და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ წოდებულ ალისონის პერფომანსებს ლივერპულში, მისი შეცდომებით რამდენჯერ იზარალა ლივერპულმა, თუმცა კლოპისთვის ყოველთვის ხელშეუხებელი იყო, ამიტომ გიოს ვინც წაიყვანს არ წააგებს და დანარჩენი მონდომების საქმეა, რომელიც მამარდას არ აკლია, არც მონდომება და არც შრომა არ ეზარება, ასე რომ წარმატებები გიოს
დავალაიქე, მარა მაინც ...
ყოფნა იმას ერქვა, ქინქლაძე რომ იყო და ის ქართველიც, ყველას ახსოვს . დანარჩენი 4, "ისე რა" . ჰოდა, თუ მამარდაშვილის ვარიანტი გამოვა, მეორე ქართველი(ც) ეგ იქნება ! :)
არ უნდა წავიდეს?
აუტსაიდერში გადავიდეს, ვისაც ფარჩაკი დაცვა ყავს და სულ ფორმაში იქნება???
Pepelu
ნეტა! ნეტა!! ნეტა!!! თუმცა ფეხით თამაში არის ერთადერთი რამ რაც მამარდას ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს დანარჩენი უმაღლესი კლასი!!!
არ უნდა წავიდეს
მამარდაშვილის მინუსი ფეხით თამაშია,ამიტომ არ უნდა წავიდეს.შეიძლება ამის გამო სათადარიგოზეც დასვან.ასევე სიტის ისეთი დაცვა ყავს მეკარეს ნაკლები საქმე ექნება და პრაქტიკისთვისაც ცუდია.ვალენსია სულ დაცვაშია და მეკარე დიდ გამოცდილებას იღებს.ჩემი აზრით სიტი ცუდი ვარიანტია.
გეგი
აუუ პეპთან ძალიან მაგარი იქნება ნეტავ გადავიდეს.
გივი
უეჭველი მსოფლიოში საუკეთესო კლუბი გახდება სიტი.
გენა
ზღაპარია.არ დაიჯეროთ. მამარდა კარში მგელია, მაგრამ ფეხით.... სიტი ეგეთ მეკარეს არ იყიდის. თუ იყიდის, მეორე მეკარედ
დათო
ეგ არის ცრუ ინფორმაცია, გვარდიოლა არასდროს არ წაიყვანს მეკარეს რომელსაც ფეხით თამაში უჭირს, მეტიც გვარდიოლას მეკარე ტექნიკური მინდვრის მოთამაშესავით უნდა თამაშობდეს ფეხით
SLR
აუფ, თუ ეს სიმართლეა, ძალიან მაგარი ინფორმაციაა. აბა რაა!!!
რრრ
კარგია, მარა პეპი ლამის მოედნის მოთამაშესავით ითხოვს მეკარისგან ფეხით თამაშს და ეგ მაფიქრებს.
ჟორა
ნეტა ეს საქმე გამოვიდეს მეხუთე ქართველი იქნება სიტიში
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
"ცრუ ცხრიანით თამაშობდა, მაშინ როცა სხვებმა არც კი იცოდნენ ეს რა იყო" - "ლიდსის" მწვრთნელმა გვარდიოლასადმი კომპლიმენტები არ დაიშურა
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლას თხოვნით მიმართა
გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" დაემშვიდობება - "ქალაქელები" სამ კანდიდატურას განიხილავენ
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო