ერთ-ერთ სარაგბო გამოცემაში შოტლანდიელმა ექსპერტმა "ნარშავების" რიგებში არსებულ ზოგიერთ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრა
მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა. მწვრთნელების აბსოლუტური უმრავლესობა რთული არჩევანის წინაშე დგანან. ზოგან დიდი კონკურენციაა და ვერ გაუგიათ ვინ დატოვონ და ვინ წაიყვანონ. ზოგან კი, სერიოზული პრობლემები აქვთ და არ იციან, როგორ მოაგვარონ.

ასეთთა რიცხვს, რაგბის შოტლანდიელი ექსპერტის იან მორისონის აზრით, განეკუთვნება "სკოტების" ნაკრები და მისი ინგლისელი თავკაცი, ენდი რობინსონი.

ახლახან, ერთ-ერთ სარაგბო გამოცემაში, მორისონმა "ნარშავების" რიგებში არსებულ ზოგიერთ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

ბევრი ბამბა პირველი ხაზისთვის

ენდი რობინსონმა, რაც შეიძლება დიდი რაოდენობის ბამბა უნდა მოიმარაგოს, რათა შერკინების პირველხაზელ ალან იაკობსენს ნაიარაევები დაუფაროს - ფიქრობს მორისონი. საქმე იმაშია, რომ შოტლანდიის ნაკრები ჯგუფში, მსოფლიოში საუკეთესო პირველი ხაზით გამორჩეულ გუნდებთან, ინგლისთან, არგენტინასთან და საქართველოსთან მოხვდა.

ეს პოზიცია, იმდენად პრობლემატურია, რომ მარჯვენა ბურჯებს მარცხნივ დგომსაც ავარჯიშებენ და პრიქით. ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ შოტლანდილებს მსოფლიოზე დიდი ჯაფა დაადგებათ.

დათრგუნული ჯექსონი

შოტლანიის ნაკრების ქომაგებმა უნდა ილოცონ, რომ რუარიდ ჯექსონი ცოტა გონს მოეგოს. "სკოტებს" არ ჰყავთ ექსტრა კლასის მგეზავი, რაც, ცხადია, თავისთავად დიდი პრობლემაა. ამ გუნდს სწორედ ჯექსონი გეზავს, რომელიც თამაშის ზოგიერთ კომპონენტში ძალიან კარგია, თუმცა ბევრ შეცდომებს უშვებს.

ირალდიასთან ამასწინდელ მატჩში მან უხეირო გადაცემით გუნდის ორი სალელოვე შეტევა ჩაშალა. უკანახაზელებმა მეტოქის დაცვის გადალახვა მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეძლეს. ჯექსონი ძალიან დათრგუნული, შებორკილი იყო და თამამ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა. ერთი სიტყვით, თუ რუარიდ ჯექსონმა კალაპოტში ჩადგომა მოახერხა, მაშინ შოტლანდია ნებისმიერ გუნდთან იბრძოლებს, თუ არა და....

მხეცი ჯონი ბითი

გაიხსენეთ 2010 წლის დუბლინი. შოტლანდიის ნაკრების რვა ნომერმა უდიდესი როლი ითამაშა მაშინდელ წარმატებაში. "სკოტებს" აუცილებლად სჭირდებათ ჯონი ბითი თავის საუკეთესო თვისებებით. მათ არ ჰყოფნით მოთამაშეები, ვინც ბურთით ხელში მეტოქის ხაზს გაარღვევს. მან აუცილებლად უნდა ითამაშოს ტესტი ჯერ იტალიასთან, მერე ისევ ირლანდისთან, რათა სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ერთი სიტყვით, ის გუნდს აუცილებლად სჭირდება.

გზაგასაყარზე: თვიდმეტი თუ თექვსმეტი

გუნდების მწვრთნელებს მსოფლიოს თასზე ჩვეულებრივ 16 მორკინალი და 14 უკანახაზელი მიჰყავთ ხოლმე. ახლახან გაირკვა რომ არგენტინას 17 მორკინალი და 13 უკანახაზელი ეყოლება, კულუარული ინფრომაციით იგივეს აპირებს ინგლისისა და საქართველოს ნაკრებების მწვრთნელებიც. რა ქნას ენდი რობინსონმა?

რა რეზონი აქვს მსოფლიოს თასზე ხუთი შერკინების ბურჯის წაყვანას, თუ მატჩში მხოლოდ სამის გამოყენება შეიძლება. რობინსონმა უნდა აირჩიოს: თუ ის გადაწყვეტს ენდი მურეის ახალ ზელანდიაში წაყვანას, მაშინ გუნდის შემადგენლობაში 17 მორკინალი გამოუვა, თუ არა და ერთი უკანახაზელი დაემატება, რაც, ვფიქრობთ, უფრო სწორი გადაწყვეტილება იქნება.

აირჩიეთ ნამდვილი კაპიტანი

ამის თქმა გაცილებით იოლია, ვიდრე გაკეთება. კაპიტნის, როგორც გუნდის ნამდვილი ლიდერის დეფიციტი შოტლანდიის ნაკრებს დიდი ხანია აქვს. კნდიდატები, ერთი შეხედვით საკმარისი და, რაც მთავარია, ღირესულები არიან. მაგალითად, ალისტერ კელოკი და კრის კაზიტერი. თუმცა აქაც პრობლემაა. კელოკი ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, კაზიტერი კი ტრავმირებულია და წავა თუ არა ახალ ზელანდიაში, ჯერაც უცნობია.

დარჩა ერთადერთი კანდიდატურა, რორი ლოუსონი, რომელიც კაზიტერს ლიდერის თვისებებით არ ჩამოუვარდება. სავარაუდოდ, კაპიტანიც ის იქნება. ეს ადვილად მისღები გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელია.

აირჩიეთ იარაღი

რობინსონს ორი ძალიან მართლაც რთული მორაგბე ჰყავს: მაქს ევანსი და ჯო ანსბრო. არადა, ისინი რადიკალურად განსხვავებულნი არიან. ევანსი უფრო მშრომელი და დაცვაში თითქმის გაუვალია, ანსბრო კი უფრო ფეხმარდობით და საკმაოდ მარტივი თამაშის მანერით გამოირჩევა. ამათგან ერთ-ერთი ალბათ მეორე შუამარბის (N:13) პოზიციაზე აღმოჩნდება, მეორეს კი ფრთაზე მოუწევს გარემარბად თამაში. ერთი სიტყვით, ესეც რობინსონმა უნდა გადაწყვიტოს, კონკრეტულ მეტოქესთან, რომელი "იარაღი" იქნება უფრო ეფექტური.

იპოვეთ ფულბეკი

შოტლანდია ამაყობს, რომ კრის პატერსონი ჰყავს. ამ 33 წლის მორაგბემ ეროვნულ ნაკრებში ასზე მეტი კეპი მოიხვეჭა და ვინ მოთვლის გუნდს რამდენი ქულა მოუტანა. მას ფულბეკის გარდა, მგეზავისა და გარემარბის პოზიციებზეც შეუძლია თამაში.

ირლანდიასთან მატჩში პატერსონი მოედანზე იყო კიდევაც და არც იყო. ასე "სკოტებს" მსოფლიოს თასზე ძალიან გაუჭირდებათ. თუ რობინსონი მგეზავად ჯექსონს გაამწესებს (რაც ყველაზე მეტადაა მოსალოდნელი), ფულბეკად აჯობებს რორი ლამონტმა ითამაშოს, რადგან უკნიდან ბურთის ხელით ამოტანა პატერსონზე უკეთ გამოსდის. პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ არავინ იცის, ლამონტს თავში რა მოუვლის.

ერთი სიტყვით, რობინსონმა როგორღაც უნდა ამოავსოს გუნდში არსებული ნაპრალები და რაგბის ღმერთს შესთხოვოს, რომ ახალ ზელანდიაში სულ ზურგის ქარი უბერავდეს. აბა, სხვა რაღა უნდა ქნას?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა