"არსენალმა" ევროპულ განაცხადში სესკ ფაბრეგასი და სამირ ნასრი შეიყვანა, სადაც "მეთოფეები" იტალიურ "უდინეზეს" ხვდებიან
სესკ ფაბრეგასი და სამირ ნასრი "არსენალმა" ევროპულ განაცხადში შეიყვანა - შეგახსენებთ, რომ დადგა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპი, სადაც "მეთოფეები" იტალიურ "უდინეზეს" ხვდებიან. წყვილში გამარჯვებული ლიგის ჯგუფში "ჩაჯდება".

ჩრდილოლონდონელებმა როგორც ესპანელი, ასევე ფრანგი ვარსკვლავი, რომლებიც ტოლები, 24 წლისანი არიან, 25 კაციან სიაში ჩაწერე და უეფას გადასცეს.

ამას, დიდ ყურადღებას იმიტომ ვუთმობთ, რომ ორივე ფეხბურთელს "ემირეიტ სთედიუმიდან" გაქცევა უნდა, ფაბრეგასს "ბარსელონაში", ნასრის კი "მანჩესტერ სიტიში". საკმარისია ერთმა ან მეორემ "უდინეზესთან" რომელიმე შეხვედრაში, შინ ან სტუმრად, მოედანზე თუნდაც ერთი წამით შედგას ფეხი, რომ იმავე შეჯიბრებაში სხვა გუნდის შემადგენლობაში ვეღარ ითამაშებს. სხვა სიტყვებით, მათ სატრანსფერო საქმე გაუფუჭდებათ და შესაძლოა "ბარსამ" და "სიტიმ" ყიდვა გადაიფიქრონ კიდეც.

ნასრის უფრო გაუმართლა, პირველ შეხვედრაში დისკვალიფიცირებულია. ახლა ვნახოთ: "არსენალისა" და "უდინეზეს" პირველი შეხვედრა შემდეგ სამშაბათს ჩატარდება, საპასუხო კი რვა დღის შემდეგ - სხვა სიტყვებით, მანამდე ჯერ დიდი დროა და ფრანგს შეიძლება ეშველოს, "სიტიმ" იყიდოს. ფაბრეგასს კი ორივე შეხვედრაში მონაწილეობისთვის გზა ხსნილი აქვს, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მისი ევროგანაცხადში შეყვანა "არსენალის" მხრიდან "ბარსელონას" დასაჩქარებელი ხრიკიც იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა