საქართველოს ნაკრები სექტემბრის თვეში ორ მატჩს გამართავს - 7 სექტემბერს "ჯვაროსნები" ჩეხეთს, ხოლო 10 სექტემბერს ალბანეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოახლოებული შეხვედრების წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, გვსურს, რომ ის ზეიმი, რაც ევროპის ჩემპიონატზე ვნახეთ, ისევ გამეორდეს და ქართველმა ხალხმა კვლავ იზეიმოს. თუმცა დღეს ახალ ეტაპს ვიწყებთ და წინასწარ დიდ მიზნებზე საუბარი ნაადრევია.

მიხარია, რომ ირაკლი დაბრუნდა. შენგელიას არყოფნაში მისი დაბრუნება გადავწყვიტე. კონკურენცია საუკეთესო რამ არის, რაც შეიძლება მწვრთნელმა ისურვოს. ყველასთვის და მათ შორის ირაკლისთვის მთავარი არა საუბარი, არამედ მოედანზე გასვლა და თამაშია.

არ ვფიქრობ, რომ ჩემს ეროვნებას რაიმე მნიშვნელობა აქვს. ზოგჯერ ჩემი ოჯახის წევრები საქართველოში იმყოფებიან. თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ზაფხულში რაღაც განსაკუთრებული შევქმენით. მიხარია, რომ ასეთ გასაოცარ ხალხთან, ფეხბურთელებთან და პერსონალთან ურთიერთობა მიწევს.

რაც შეეხება ჯიმი ტაბიძეს, მესმის, რომ რუსეთში თამაში ოპტიმალური ვარიანტი არაა. მას უახლოეს დღეებში გავესაუბრები და გავიგებ მისი მოტივაციისა და გეგმების შესახებ. ჩემი დავალება ნაკრების წარმატებაა და ამ ეტაპზე ამ პოზიციაზე საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე.

კაშიასთან ნაკრებში თამაშის დანებებასთან დაკავშირებით არ მისაუბრია. ვფიქრობდი და ახლა ვფიქრობ, რომ ის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იქნება. ის კარგი ღვინოსავითაა, უკეთესი და უკეთესი ხდება.

სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა. ჩემი აზრით, ლუკა გადრანმა ნაკრებში გამოძახება დაიმსახურა, რადგან მას ყაზახეთის ჩემპიონატში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს. ეს კომპონენტი კი უმნიშვნელოვანესია, რაც ევროპის ჩემპიონატმაც დაამტკიცა.

რაც შეეხება შოთა ნონიკაშვილს, მას 21-წლამდელთა ნაკრებიდან ვაკვირდები. სწორად ვითარდება, ნიჭიერი ფეხბურთელია. იმედი მაქვს, უკრაინაში მისი კარიერა წარმატებულად წარიმართება.

აქამდეც რამდენჯერმე ვთქვი, რომ საქართველოში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს, თუმცა ამ ეტაპზე იქ სამუშაოდ დაბრუნება ჩემს გეგმებში არ შედის.

ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთთან მატჩი ყველაზე რთული აღმოჩნდა. ჩვენი მეტოქის მთავარი პლუსი ფიზიკური სიძლიერეა. მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, ყველა მატჩში მოსაგებად ვიბრძოლებთ. ჩეხეთთან გამარჯვება გუნდში ბრწყინვალე განწყობას შექმნიდა. როდესაც ერთა ლიგა შეიქმნა, ასპარეზობა რანგით ყველაზე დაბალ, D ლიგაში დავიწყეთ, ახლა კი უკვე B ლიგაში ვართ. არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ უმაღლესი დონის გუნდებთან ტოლ-სწორად შეგვიძლია თამაში. კვლავ ამის დამტკიცებას ვეცდებით", - განაცხადა სანიოლმა.

თვითონ შეადარეთ სანიოლს როგორ უყვარს და პატივს სცემს ჩვენს ქვეყანას იმ რუსეთისგან განსხვავებით რომლებსაც საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ მიაჩნიათ
გიორგი
ვერ ვიტან ტყუილს აზაროვი იმიტომ გამოვიძახე რომ შენგელია დაგვაკლდაო არადა ევროპაზე ლევანი ტრამვა მოუშუშებელი წაიყვანა და საერთოდ არ გამოუყვანია მინდორზე ეტყობა სადამსჯელო ვადა ამოწურა ირაკლიმ.
სოსო
რომელი,პაატა?
7
ეგ ხომ ისედაც ვიცით,,,დაპირება დაპირებაააააააააააა
irakli
გულიაშვილი უნდა გამოეძახებინა, კარგ ფორმაშია
მწვრთნელი
ტაქტიკა არ შეცვალო სანიოლ, თორემ დავიღუპებით! დაცვა სამი ცენტრით გველესიანი, კაშია და დვალი. მარჯვნივ კაკაბაძე მარცხნივ ლოჩოშვილი ან აზაროვი!
მირო
ვილი,ჩვენ ისევ იგივეს ველოდებით,ისევ თავდადებული თამაში და მოგებები.ჩეხები ფაქტიურად ჩვენ გავუშვით სახლში ევროპაზე და ეხლა, ჩვენზე გაბრაზებულები,მოგებას მოინდომებენ.ვილი,სწორი ტაქტიკა უნდა აირჩიო,შემსრულებლები გყავს.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ