სამხრეთ აფრიკის ნაკრები ხვალ დურბანში, სამი ერის გათამაშების მორიგ შეხევდრაში ავსტრალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება
სამხრეთ აფრიკის ნაკრები ხვალ დურბანში, სამი ერის გათამაშების მორიგ შეხევდრაში ავსტრალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. "ბოკეს" თავკაცმა, პიტერ დე ფილიერსმა განაცხადში 13 ახალი მორაგბე შეიყვანა, რომლებსაც ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში წაგებულ მატჩებში არ უთამაშიათ.

აღსანიშნავია, რომ 21-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, ნაკრებს დაუბრუნდნენ ფური დუ პრი და ჰაინრიხ ბროსუ. მათ ბოლოს "ბოკეს" რიგებში ირლანდიასთან მატჩში 2009 წელს ითამაშეს და იმ დიდი გუნდის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი იყვნენ, რომელიც ყველაფერს იგებდა.

მათ გარდა დე ფილიერსმა მეორე ხაზში დააბრუნა მსოფლიოს საუკეთესო დუეტი, ვიქტორ მეტფილდი და ბაკის ბოთა. პირველ ხაზში საეჭვო იყო კაპიტნის, შერკინების კვაჭის ჯონ სმიტის თამაში, თუმცა ჯონი აბა რისი ლიდერია, გუნდი გაჭირვების ჟამს მიატოვოს. ერთი სიტყვით, ის მწყობრშია და აქეთ-იქედან ბურჯები ტენდაი (მხეცი) მთავარირა და იან დუ პლესი ამოუდგებიან.

მესამე ხაზში ჰაინრიხ ბროსუს დაბრუნებაზე უკვე ვთქვით, ტრავმა მოირჩინა და ისევ ფლანკერად ითამაშებს ნომინალური მეორეხაზელი დენი როსუ. დე ფილიერსმა ისევ რვა ნომრად გაამწესა ამ პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო მორაგბე პიერ სპისი.

საკმაოდ სახეცვლილია უკანა ხაზიც. მგეზავი მორნი სტეინი სათადარიგოთა სკამზე დაიკავებს ადგილს. მის ნაცვლად ბუჩ ჯეიმზი ითამაშებს, რომელიც "ბოკეს" ძირითად შემადგენლობაში ბოლოს 2008 წელს გამოჩნდა.

ფულბეკად დე ფილიერსმა ფრანგული "მეტრო რასინგის" უკანახაზელი ფრანსუა სტეინი გაამწესა. საკმაოდ გამოცდილი და მრისხანე იქნება შუამარბების, ჟაკ ფურისა და იან დე ფილიერსის წყვილი. "ვოლაბების" ლელოში შეღწევას ფლანგებიდან ჯეი პი პიტერსენი და ბრაიან ჰაბანა ეცდებიან.

ერთი სიტყვით, პიტერ დეფილიერსმა გუნდი საკმაოდ გამოცდილი, ძლიერი მორაგბეებით დააკომპლექტა, რომლებსაც ეროვნულ გუნდში, ერთად აღებული, 810 კეპი მოუხვეჭავთ.

"ჩვენ კიდევ გვყავს რამდნიმე ძალიან ძლიერი მორაგბე, რომელბიც თამაშს ტრავმის გამო ვერ ახერხებენ. თუმცა ჩვენ მაინც მოვახერხეთ იმ მოთამაშეების დიდი ნაწილის შეკრება, რომლებმაც 2009 წელს ტრიუმფალურ სეზონში შესანიშნავად ითამაშეს.

ძალაინ მიხარია, რომ დუ პრი და ბროსუ ნაკრებში დაბრუნდნენ. ეს მათი პირველი ნაბიჯი იქნებ,ა "ბოკეს" შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად.

ავსტრალიასთან თამაშს ძალიან დიდი ფსიქოოგური მნიშვნელობა აქვს ჩვენი გუნდისთვის. "ვოლაბები" ძლიერი გუნდია და მათთან გამარჯვება, პრობლემებით დატვირთულ "ბოკეს" დიდ შვებას მოჰგვრის" - თქვა სამხრეთ აფრიკის ნაკრების თავკაცმა პიტერ დე ფილიერსმა.

სამხრეთ აფრიკა: 15. ფრანსუა სტეინი, 14. ჯე პი პიტერსენი, 13. ჟაკ ფური, 12. იან დე ფილიერსი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. ბუჩ ჯეიმზი, 9. ფური დუ პრი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ჯონ სმიტი, 3. იან დუ პლესი, 4. ბაკის ბოთა, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6. ჰაინრიხ ბროსუ, 7. დენი როსუ, 8. პიერ სპისი.

16. ბისმარკ დუ პლესი, 17. ხუთრო სტენკამპი, 18. გერხარდ მოსტერტი, 19. იან დეისელი, 20. ფრანსუა ჰაუგარი, 21. მორნი სტეინი, 22. ხიო ეპლონი.

ამასობაში საბრძოლო შემადგენლობა დაასახელა ავსტრალიელთა მთავარმა მწვრთნელმა რობი დინსმა. მან ბენ მაკკალმენის ნაცვლად რვა ნომრის პოზიციაზე სკოტ ჰიგინბოთამი გაამწესა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა. ის რამდნჯერმე იყო გამოძახებული ეროვნულ გუნდში, თუმცა თამაშში მუდამ სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა. მისი დებიუტი 2010 წელს საფრანგეთის ნაკრებთან შედგა, როცა "ვოლაბებმა" "ლე ბლე" 59:16 გაანადგურეს.

მეორე ხაზში დაბრუნდა ნათან შარფი, რომელმაც გასულ უქუმეებზე კლუბში შესანიშნავად ითამაშა და დინსს დაუმტკიცა, რომ ამ პოზიციაზე ალტერნატივა არ ჰყავს. მოკლედ, ავსტრალიის ნაკრების შემადენლობაში ცხრა ისეთი მოთამაშეა, ვინც შარშან ბლუმფონტეინში გამართულ დრამატულ მატჩში იასპარეზა. მაშინ "ვოლაბებმა" სამხრეთ აფრიკის ნაკრები ორი ქულის სხვაობით - 41:39 დაამარცხეს.

დინსმა უცვლელი დატოვა უკანა ხაზი, რომელიც თამაშიდან-თამაშამდე იხვეწება და მრისხანე ხდება. ვილი გენიასა და ქუადე კუპერის წყვილი ამ გუნდის

მამოძრავებელი ძალაა. კვალავ ვერ მოხვდა განაცხადში შუამარბი მეთ გიტო, რომელზეც, როგორც ჩანს, დინსმა ხელი საბოლოოდ აიღო.

"გასულ უქმეებზე ჩვენმა გუნდმა უძლიერსი მორაგბეებით დაკომპლექტებულ ახალი ზელანდიის ნაკრებთან ითამაშა. როგორც ცნობილი გახდა, არანაკლებ გამოცდილი და ძლიერი გუნდით დაგვიხვდება "ბოკეც".

მიუხედავად ამისა, ჩვენ არც ოქლენდში დაგვითმია იოლად რამე და არც დურბანში ვაპირებთ უბრძოლველად დანებებას." - თქვა ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელმა რობი დინსმა.

ავსტრალია: 15. ქართლი ბეილი, 14. ჯეიმზ ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. პიტ მაკკები, 11. დიგბი იოანი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. სეკოპე კეპუ, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. ნათან შარფი, 5. ჯეიმზ ჰორვილი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. სკოტ ჰიგინბოთამი.

16. სიაი ფაინგაა, 17. სალესი მააფუ, 18. სიტალეკი ტიმანი, 19. ბენ მაკკალმენი, 20. რადიკე სამო, 21. ლუკ ბარჯესი, 22. ენტონი ფაინგაა.

სატურნირო მდგომარეობა

1. ახალი ზელანდია - 9 ქულა, 2. ავსტრალია - 5, 3. სამხრეთ აფრიკა - 0

13 აგვისტო

სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

20 აგვისტო

სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდია

27 აგვისტო

ავსტრალია-ახალი ზელანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა