ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.

32-ე წუთზე კრეიჩმა "კვარა" საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა.

ხვიჩას დარტყმულ პენალტს იტალიური გამოცემა Calcionapoli24 გამოეხმაურა.

"კვარამ" მეკარეს ჰიპნოზი გაუკეთა, კოვარი რამდენიმე წამით თითქოს გაშეშდა", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს 10 სექტემბერს, სტუმრად, ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

გია
ჩელე ფეხს რომ მოიქნევდა თითქოს დასარტყმელად ბურთის გვერდით დგამდა, მეკარე ხტებოდა და მეორე ფეხით საპირისპირო მხარეს ურტყამდა
გია
შვედთან მაქვსო გატანილი, თვითონ თქვა და შვედეთს აუცილებლად ექნება იმ თამაშის ჩანაწერი.
ქართველი-ს
ნეტავ, არ მიაც-მოაცვამდე რა. რა სისულელეებს წერ? ასე ვითომ პატრიოტულს რომ აწვები, იცი, რომ სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებთან, ყველასთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს გარდა რუსეთისა? რა, არც უკრაინის არქივში ვეძებოთ, არც სომხეთის, არც აზერბაიჯანის, არც ლიტვის და ა.შ.? ჩაეჭიდებით ეს ერთუჯრედიანი ხალხი რაღაც სისულელეს და აღარ გაეშვებით ხოლმე.
ქართველი
goga,ერთი არ აბრახუნებდეთ,ჩელეს თამაშის ვიდეოების პოვნაზე,ყოფილ იმპერიის ჩემპონატის,ყოფილ გუნდების,ვიდიოარქივებში,ჯერ ეს ერთი,ძლივს გამოვედით,მოვშორდით,იმპერიის არაობიექტურ მიკერძოვებულ ჩემპიონატებიდან,თავის დროზერაც მათ,ქართული და არა მარტო ქართული ,კლუბები დაჩაგრეს,,თავის არაობიექტურ,მაიმუნურ ჩემპიონატებში და მეორეც,ჩელეს ათობით ქართველი ფეხბურთელი სჯობდა მისი თამაშისას სსრეკას ჩემპიონატში,რომ მისი ვიდიოკადრები ვეძებოთ ქართველთათვის არამეგობრულ ქვეყანაში მათ კლუბების არქივებში ხეტიალით,თუ კვლავ მონობისკენ გვექაჩებით?ამგვარი არასასურველი კონტაქტებით,სხვათა დამპყრობებთან,სხვათა
საქართველო
სამწუხაროდ მე შემხვდა ფეისბუქზე ერთ-ერთი სკოლის პედაგოგის პოსტი: "ბუდუს თუ არ ათამაშებთ წააგებთო". შეფასება თქვენთვის მომინდია. სხვაც ბევრი შემხვდა, ბიძინამ ჩააწყო ეს თამაში,დიდი ფული გადაიხადა და 4-0-ზე ძალით გაუშვეს გოლი რომ 4-1 დამთავრებულიყოო, 41-ის ვარიანტში. ეს ყველაფერი ხუმრობის გარეშე დაპოსტეს,ალბათ ადვილად წარმოსადგენია რა დონის და შეგნების ადამიანები წერენ მსგავს პოსტებს. აი ესეთ ბედნიერ წუთებშიც კი არსებობენ ადამიანები,ვინც უარყოფითს ხედავენ. საბედნიეროდ ძალიან ცოტანი არიან ესეთები.
goga
მართლაც საცოდაობაა, ჩვენთან რომ აღარ არსებობს ჩელეს კლასიკური პენალტის ჩანაწერი. ამიტომ ყვებიან ზღაპრებს და იგონებენ სისულელეებს. ჩელეს რამოდენიმეჯერ მართლაც აქვს დარტყმული "არათავისი" პენალტი და რატომ, მიზეზი ალბათ თვითონ იცის. რაც შეეხება მის პენალტს - სწრაფი გამორბენი არ ჰქონდა, არც პაუზას აკეთებდა და ეს იყო ზუსტად საოცრება, ამ პაუზის გარეშე რატომ ხტებოდა მეკარე ასე ნაადრევად გაუგებარი იყო. მეტწილად მეკარის ნახტომის შესრულების შემდგომ გზავნიდა ბურთს კარებში. იყო შემთხვევები მეკარეს დაწყებული მოძრაობა აღარც გაუგრძელებია და უბრალოდ გაჩერებულა, ვინაიდან ბურთი საპირისპირო კუთხისკენ მიდიოდა. და კიდევ ერთი, ჩელე ბურთს ისე ნელა აგორებდა გრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მეკარე დროზე რომ წამომხტარიყო და საპირისპირო კუთხისკენ დაძრულიყო ბურთს აიღებდა. მის პენალტს ერთი კურიოზიც უკავშირდება, თუ არ მეშლება მიხეილ სტუპარმა გააფრთხილა, იყო ასეთი მსაჯი, გოლის გატანის შემდგომ ყვითელი ბარათი უჩვენა და დაამატა - "მეკარის აბუჩად აგდებისთვისო". რაც მახსოვს, ჩელეს გაფუჭებული აქვს ერთი პენალტი, აუღო მოსკოვის ცსკა-ს მეკარე ასტაპოვსკიმ, ორჯერ დაინიშნა ერთ თამაშში, პირველი, თავის სტილში შეუგდო, მეორე ვერა. ახლა მთავარი, წარმოუდგენელია, რომ სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკების ტელევიზიების არქივში არ არსებობდეს ერთი ჩანაწერი მაინც. ვფიქრობ საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულმა რედაქციამ, უნდა ჩამოაყალიბოს სამუშაო ჯგუფი და მოიძიონ სტატისტიკა, კონკრეტულად რომელ თამაშებში აქვს შესრულებული ჩელეს პენალტი და ამ კონკრეტული თამაშების ვიდეოჩანაწერების ძებნის პროცესი წამოიწყონ ყოფილი სსრკ-ს ტელევიზიების მაშტაბით, დიდ საქმეს გაუკეთებენ ქართველ გულშემატკივარს.
555
მ.ზ.-ს,ამდენი სისულელე ერთად კარგა ხანია არავისგან მომისმენია.
დურუ
ვულოცავ ჩვენს ნაკრებს და მთელ საქართველოს ღირსეულ გამარჯვებას და ამ ფონზე არ გვინდა ნიშნის მოგებით საუბარი, უმჯობესი იქნება წაგების შემთხვევაშიც გჯეროდეს შენი გუნდის, თორემ ამჟამად ფეხბურთზე ლაპარაკობს ხალხი, რომლებიც ევროპის ჩემპიონატიდან გულშემატკივრობენ ქართულ ფეხბურთს და ეს ძალიან კარგია, ფეხბურთის პოპულარობა იზრდება. ეხლა რაც შეეხება პენალტებს, სლავა მეტრეველიც და რევაზ ჩელებაზეც ბურთს არ უყურებდნენ ისე ურტყამდნენ პენალტებს, ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელი მეკარეს უყურებს და მის რეაქციას ელოდება, რაც შეეხება ბატონო ჟორა მიშა მესხს, მის გაცილებაზე ჩამოსული იყო ურუგვაის მონტევიდეოს ნასიონალი.
სოსო
მეგრელს-ს.სოკრატესი მართლაც ექიმი იყო პროფესიით და მთელი კარიერის განმავლობაში,სიგარეტსაც ეწეოდა!ჩელე მართლაც არ აკეთებდა მსგავს პაუზებს,თუმცა როცა მეკარე დარტყმას დაელოდა,მისი პენალტიც აუღიათ.კვარაც ისე ურტყამს,მეკარე ადგილიდან თუ ვერ დაძრა,პენალტს აუღებს.საბედნიეროდ მეკარე დაწვა,თორემ ბურთი მისგან ახლოს გაგზავნა და მოგერიება შეიძლებოდა.ასეთი შესრულების დროს,ყოველთვის არის ამისი რისკი.არ ვიცი,წინა წლებში გაფუუჭებული პენალტების შემდეგ,კვარამ ამაზე იმუშავა თუ არა,მაგრამ სათადარიგო ვარიანტად,ძელთან ახლოს საკმაოდ ძლიერი დარტყმა უნდა ჰქონდეს ალტერნატივად.ჩელეს ჰქონდა ასეთი ბ გეგმა,როცა მეკარე მის დარტყმას ელოდა და წინასწარ არ ხტებოდა.იმედი მაქვს კვარამაც გაითვალისწინა წინა გამოცდილება და ბოლო წამს დარტყმის შეცვლაზე ნამუშევარი აქვს.
ჟორა
მიშას გაცილებაზე ბრაზილიის გუნდს ვეთამაშებოდით. ტაიმის დამთავრების შემდეგ მიცვივდნენ დინამოელები მიშას, აიყვანეს ხელში და გაყავთ მოედნიდან. ბრაზილიის ტრენერს უკითხავს -რა ამბავია სად მიყავთ ეს ფეხბურთელიო, უთხრეს კარიერა დაამთავრა და ფეხბურთიდან აცილებენო. ასეთებს თუ აცილებს ვიღას ტოვებთო, უთქვამს ბრაზილიელს.
მეგრელს
სოკრატესი იყო ექიმი თუ ჩელე ? ვიცი , რომ ექიმები სხვა რამეს ურტყამენ მაგრად ( კერძოდ სასმელს ), პენალტებს თუ ურტყამდნენ კარგად, არ ვიცოდი.
555
ქომაგი,სად გაგახსენდა სლავა შე ოხერო შენა.სლავას და მიშა მესხის გაცილებაზე სტადიონზე ვიყავი.მიშა 1969 წელს ლოკომოტივის(მესხის)და სლავა 1971 წელს დინამოს სტადიონიდან გააცილეს.ორივე ისეთ ფორმაში იყო საცოდაობა იყო მათი ფეხბურთიდან წასვლა.აფსუს რა ფეხბურთელები გვყავდა.
ქორ-პარიკმახერი
თბილისში და ბაბუა შენთან ერთად თუ იყავი ვინ გყავდათ გარშემო ასეთი რომ ჩვენი გამარჯვება არ უხაროდა?
ძველი ქომაგი
სლავა მეტრეველი ამბობდა,ვარტყამ ძელთან "პრიტირკაში"დაბალ კუთხეში,"შოჩკით",აუღებლად ურტყავდა,ერთ ერთი უნიჭიერესი,ქართველი ფეხბურთელი იყო,ყველა დროის.ჩელებაძეს,საწყენად არ ვამბობ,ტრიბუნებიდან ეძახდენ კეთილად ხუმრობით,"ჩაკბეჩილ ბია მსხალივით რომ მიგიგავს თავი,სად ურტყამ ასეთი სიძლიერით ბურთს",კარში რომ ვერ ახვედრებო",ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო,თავდამსხმელი.დიდი ბრიტანეთი!ჭკვიანი ბიჭი ხარ ,გესმის ფეხბურთი,ქართული,არა საჭირო ველოსიპედის გამოგონება,თუ კი უკვე გამოგონილია,მოარტყი უბრალოდორმოცდაათ სანტიმეტრიან მანძილზე კუთხეში,ბურთი,საქართველოს ნაკრების წინსვლას გარდაუვალს,გაუმარჯოს!
მეგრელი
მაგარი იყო, მართალი ხარ, პირველი ეგ ურტყამდა ეგრე, თან ექიმი იყო პროფესიით.
საბა
მადლობა ჩვენს საამაყო ნაკრებს! გილოცავთ ყველა გულშემატკივარს. საკუთარი თვალით ვნახე, რამდენს არ გაუხარდა წუხანდელი ბრწყინვალე თამაში და საქართველოს ნაკრების თითოეულ გოლზე შეზანზარებული თბილისი. ვისაც გვიხარია და გვეამაყება, „გაგვატარეთ“, როგორც ბაბუაჩემმა თქვა წუხელ.
Qutaisi
Sokratesi brazilieli urtyamda mase.da meore chele
did britaneTs
რა ზღაპრებს ჰყვება ეს დიდი ბრიტანეთია თუ ვიღაცა. ჩელებაძე როდის იყო ძალაზე ურტყამდა. როდის ნახე მისი ცხრიანში გატანილი ან და ტრიბუნაზე გაფრენილი ბურთი.
ჯეჯე
არ მიმდა ამხელა შრომა წყალში ჩაგიყაროთ, მაგრამ ხომ მშვიდობა გაქვთ?
zura222
ჩელე ასეთ პაუხას არ აკეთებდა დარტყმის მომენტში აკეთებდა პაუზას
დიდი ბრიტანეთი მ.ზ.
პირველ ოც წუთში ისრაელელი მსაჯი არაობიექტური იყო ჩვენს მიმართ,ნაგვობდა,მერე ქართველები ისე ათამაშდა რომ სხვა გზ არ ჰქონდა,გამოსწორდა ისრ კი ეგ ებრაელი ინგლისელის გვარიY ყველა ჩვენა მატჩს სუსტად სჯიდა,არაობიექტურად,ჩვენდამი,ბევრი ფეხბურთელი პენალტის დარტყმის ძებნაშია,პაუზა დარტყმისას სარისკოა,შეიძლება გამორბენის გაჩერება დაგიფიქსირონ და არ ჩაგითვალონ გოლი,ჩელებაძე ახსენეთ,მაგრამ იგი ყოველთვის ძალაზე ურტყამდა და ან ახვედრებდა ცხრიანში ან ტრიბუნაზე აფრენდა,ყველაზე მაგარი პენალტი,დამრტყმელი ფეხის დაბალ კუთხეში ირტყმება,ტერფის შიგნითა მხრით,როგორც ზუსტი პასის შესრულებისას ათ-თორმეტ მეტრის მანძილზე,ზუსტი პასი კი არის სამოცდაათ დიუიმში მოხვედრა ბურთის,მიმღები ფეხბურთელლის აფეხებში,ამგვარ რადიუსში ბურთის მოხვედრა ტოპ ფეხბურთელისთვის ანბანის ცოდნისავითაა,ვალდებულია,ძელთან გაიტანოს ხუთში ხუთი დარტყმა,ასე ურტყამდა მეტრეველი,შეუცდომლად.კარი მტრიულ სისტემაში შვიდი და რაღაცაა,მეკარე დგას ცენტრში,ფიზიკურად,რაც არ უნდა რეაქცია ჰქონდეს,ვერ გადახტება ადგილიდან,სამ ნახევარმეტრზე მეტ მანძილზე,ჰარში ფრენის დაკარგული დროის გამო ვერ ასწრებს ზუსტად დაბალ კუთხეში,ძელთან,დარტმულის აღებას,გადადგმული ნაბიჯით,წესებს არღვევს,დაAღებულს არ ჩაუთვლიან,ასე რო არაა საჭირო,რაღაცის გამოგონებისა,უკვე "გამოგონებულისა",იტალიურად,რომ ვთქვათ-რიგორის დარტყმისას.ამგვარი სიძლიერის,გუნდურად ნაკრები,გვყვავდა მხოლოდ 1981წელს,ინდვიდუალურად,უფრო ნიჭიერებიც გვყოლია,ეხლაც ოთხი-ხუთი ფეხბურთელი ევრო ტოპია,დანარჩენი ბიჭებიც,მაგრებია,წინ ქართველებო!
ლაშა
როვალდო ურტყამდა მაგავსად. ახლა კი ასე ნეიმარი ურტყამს პენალტს!
რრრ
ეტყობა ჩელესთან გაიარა კონსულტაცია.დდდ
გიგა
მთელი, სულითა და გულით ვულოცავ ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს, გუშინდელ ლამაზ გამარჯვებას! ყოჩაღთ ბიჭებო! მგონი წარსულს ჩაბარდა უსახური არაფრის მომცემი თამაშები. რაც გუშინ ვიხილეთ ჩვენი ფეხბურთელების ბრწყივნალე თამაში, ეს უკვე იმის დასტურია, რო აწი გველოდება მაგარი თამაშები! ასე ითამაშეთ ბიჭებო და წარმატებებიც არ დააყოვნებს! ეხლა მინდა მივმართო: ჩასაფრებულ "ვაი ვითომ ქომაგებს" როგორ იყო? რო წერდით ჩეხები შეჭამენო ქართველ ფეხბურთელებსო და გაფარჩაკებულად წააგებენო, ეხლა რას იტყვით? ვინაა გაფარჩაკებული და შეჭმული? ამიტომ ბოდიში გაქვთ მოსახდელი ჩვენი ნაკრების მიმართ! წარმატებები და გამარჯვებები ჩვენს ნაკრებს!
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
პარალელები დონარუმასთან - რა პოლიტიკის დაგეგმვას ცდილობს პსჟ და რატომ შეიძლება არ განაახლოს კონტრაქტი დემბელემ
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
"საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ" - ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
კვარაცხელია: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ
საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და B ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს [VIDEO]
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
"გამარჯვება დავიმსახურეთ, ახლა კი ჩვენი მთავარი მიზანი ესაა..." - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
ფარერებთან წაგების შემდეგ ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი გადააყენეს
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
ჰაშეკი