ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

განცდა ყველაფრის შეძლებასა და დაუძლეველი ბარიერის არარსებობაზე - საქართველომ მართლა მაგრად დაიწყო!..

განცდა ყველაფრის შეძლებასა და დაუძლეველი ბარიერის არარსებობაზე - საქართველომ მართლა მაგრად დაიწყო!..

ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა იმაზე მეტად გაგვახარა, ვიდრე შეიძლება გვეფიქრა. ემოციები დადებითია, ისევ ჩვენ მიერ გატანილ გოლებს ვიხსენებთ თუ ვუყურებთ, ამავდროულად კი, შეხვედრის ირგვლივ მსჯელობაც საინტერესოა...

რას ველოდით...

რა თქმა უნდა, დაპირისპირების წინ მთავარი სწორება საქართველოსა და ჩეხეთის მიერ ევროპირველობაზე ჩატარებულ მატჩზე იყო. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩეხებისთვის ბურთის დათმობა მომგებიანი ვერ იქნებოდა, რადგან ისინი ჩაწოდებებით მაშინ ბევრ ხიფათს გვიქმნიდნენ. ფრთხილი შეფასება გამოვთქვით, "ჯვაროსნების" მწვრთნელს სხვა ტაქტიკის სურვილი, რესურსი და დრო რამდენად ჰქონდა; იქვე ოთარ კიტეიშვილის მნიშვნელობას აღვნიშნავდით, სამი თვის წინ რომ ვერ ითამაშა, გიორგი ჩაკვეტაძე კი იქ სასტარტოში არ ყოფილა. უნდა ვთქვათ, იმ შეხვედრისგან განსხვავება საჰაერო ორთაბრძოლებში გიორგი გველესიანის დამაჯერებელი ასპარეზობის დამსახურებაცაა (კაშია და დვალიც უნდა შევაქოთ).

მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებმა შეძლო, მოწინააღმდეგის მთავარი უპირატესობები "განეიარაღებინა", თავად კი პრესინგის დაძლევისა და იერიშების წარმართვის უნარები გამოავლინა, რამაც დიდებული შედეგი მოგვცა.

სტარტი

შეხვედრის საწყის ათწუთეულში განცდა იყო, ისევ ჰამბურგის "ვოლკსპარკსტადიონზე" ვიყავით და ის შეხვედრა გრძელდებოდა. ჩეხებმა ბურთთან კვლავ "არ მიგვაკარეს", ისევ ჩაწოდებებს მიმართეს; კუთხურები, გიორგი მამარდაშვილმა რთული ბურთი მოიგერია... ის ის იყო, ვიფიქრეთ, ვილი სანიოლი კვლავ ძველი ტაქტიკის ამარა დარჩენილა და ახალს ვერაფერს გვთავაზობსო, მატჩის დანარჩენმა ნაწილმა სულ სხვა შთაბეჭდილება დატოვა.

შეხვედრის საწყის ნაწილში იყო ეპიზოდი, როცა ჩაკვეტაძემ მარჯვნივ შეტევის გაგრძელების ვარიანტი ვერ იპოვა და კარში დაარტყა. სავარაუდოა, კაკაბაძეს მწვრთნელისგან დავალება ჰქონდა, საკუთარი კარიდან შორს წასვლას მორიდებოდა, რათა ჩეხებისთვის ფლანგური იერიშების საშუალება მოესპოთ (ფლანგებზე ბალანსს დიდი მნიშვნელობა რომ აქვს, გოჩოლეიშვილის შემოსვლის შემდეგაც დავრწმუნდით). სწრაფ გოლს რომ გადავურჩით, სანიოლმა (პრესკონფერანციაზეც თქვა) შემტევებს წინ დარჩენა და სივრცეების გათავისუფლება დაავალა, ხსენებული კაკაბაძე (ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა) კი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მეტოქის წინააღმდეგობების აქტიურად დაძლევა, შეტევაში წასვლა და იერიშების განხორციელება დაიწყო; მიქაუტაძისთვის გაკეთებულმა საგოლე პასმა დაგვარწმუნა, ლოჩოშვილის შეტევითი უნარები რომ იზრდება.

შემადგენლობა

გასაგებია სათამაშო ფორმაში ყოფნა, კლუბში არსებული მდგომარეობა თუ როტაციის საჭიროება, თუმცა ვილი სანიოლმა გამოკვეთა ის თერთმეტეული, რომელთაც მეტად დაეყრდნობა. რეალურად, განსაკუთრებული მოლოდინი არც ყოფილა და მხოლოდ ორ პოზიციაზე იყო მსჯელობა.

კარგი იყო ზურიკო დავითაშვილის შემართება (მეტოქე მასზე მოკლე დროში სამჯერ დაჯარიმდა), მაგრამ ის ახლა ჩაკვეტაძის შემცვლელის სტატუსით უნდა განვიხილოთ; აზაროვის დაბრუნების მიუხედავად, ზემოთ განხილული ბალანსისთვის უპირატესობა ლოჩოშვილს მიენიჭა; ბუდუ ზივზივაძის შედეგიანობაზე ვიცით, თუმცა გიორგი მიქაუტაძე კვლავ თავიდანვე ვიხილეთ. "ჟორჟი" ძალიან კარგი იყო გუნდურ ოპერაციებში, მოძრაობაში, გახსნაში, ჩაკვეტაძის დიდებული რეიდისა და გოლის დროს ძალიან სწორად იმოძრავა და მცველები დააბნია, უმაღლესი კლასის გოლი გაიტანა. სეზონის სტარტზე საკლუბო დაულაგებლობას უნდა დავაბრალოთ, მანამდე მიზანი რომ ვერ გაისწორა. საქართველოს ნაკრებმა პოზიციური შეტევები ცენტრიდან განახორციელა და ასეთ დროს მიქაუტაძე პროდუქტიულია. იყო დრო, მას მხოლოდ მაღალი ჩაწოდებების ამარა ვტოვებდით და შედეგიც ცუდი იყო...

და გავა დრო...

ფეხბურთი სამართლიანი ალბათ მაინც არის, მაგრამ გარკვეული მიმართულებები აქვს. მაგალითად, გავა დრო და ამ მატჩის შესახებ გაიხსენებენ გოლის ავტორებს, "ჩაკვეს" (ძველი და ახალი უნარების მიქსი რომ შემოგვთავაზა) არაამქვეყნიურ საგოლე პასს ქოჩორაშვილზე და იქნებ ნაკლებად ახსენონ (გუნდურ ფოტოებშიც იშვიათადაა, იმდენად თავმდაბალია) ოთარ კიტეიშვილი. მისი თამაში აღმაფრთოვანებელი იყო. ოთოს შეუძლია, ბურთი ნებისმიერ სიტუაციაში დაიმორჩილოს, მოწინააღმდეგეებს შორის გააძვრინოს და ძალიან მწვავე შეტევა წამოიწყოს, ერთი პასით ყველა "ჩატეხოს"; ეს ბიჭი ტრავმებმა არ შეაწუხოს და ასეთ მატჩებს სტაბილურად, 90 წუთით შემოგვთავაზებს.

"კიტე" განსაკუთრებით რატომ აღვნიშნეთ, უკვე დავწერეთ. ყველაზე ინდივიდუალურად მსჯელობა გაგვიჭირდება. ჯერჯერობით ხვიჩა კვარაცხელიაზე არ გვითქვამს. "კვარას" თამაშზე ყოველ კვირას ვწერთ და ერთხელაც გავიმეორებთ - მიუხედავად იმისა, რომ დიდია, მაინც როგორ მუშაობს საკუთარ თავზე. მხოლოდ თერთმეტმეტრიანის შესრულებაზე ვთქვათ - ცუდ დროს ვერ გამოიყენა, ამან ხასიათი გაუფუჭა, ცოტა ხანი ამ საქმისგან თავს შორს იჭერდა და ამ დროს ალბათ რა შემართებით მუშაობდა და მხოლოდ პრაქტიკულად? დარწმუნებული ვართ, როგორც წარმატებულ პენალტისტებს აკვირდებოდა, ასევე იმათ, ვინც ეს საქმე შემდეგ სრულყვეს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ლიონელ მესია; ხვიჩა მოედანზე დიდი პერსონაა, მას ძალიან უფრთხიან. ასე ეშინიათ, ის ორ მეურვეს შორის მოქცეული მაინც იპოვის გასასვლელ გზას და იძულებულები არიან, ჯარიმით შეაჩერონ. ასე მიდიან პირდაპირ დარღვევაზე საჯარიმოში, როცა ის თითქოს ნაკლებად სახიფათო ზონისკენ მიდის. რჩება განცდა, "კვარას" ყველაფერი შეუძლია, მისთვის დაუძლეველი ბარიერები არ არსებობს!..

სანიოლი

ფრანგი მთავარი მწვრთნელისთვის ეს მატჩი სერიოზული გამოცდა იყო - როგორ გაუმკლავდებოდა ევროს შემდეგ მიღებულ ემოციებს და რა ისწავლა მან ჩეხეთთან წინა შეხვედრიდან. სანიოლმა თითქმის ყველა გამოცდა უმაღლეს დონეზე ჩააბარა.

ახლა მთავარია, ფრანგმა ასევე გააგრძელოს, გუნდი ბოლომდე ტონუსში დატოვოს და ასეთი გამარჯვების შემდეგ მობილიზება არ დაკარგონ. როცა შეხვედრის შედეგი გადაწყვეტილია, ამდენი გაფრთხულების მიღება დაუშვებელია. იყო გარკვეული მოდუნებაც, ცვლილებების უმეტესობამ ვერ გაამართლა... წინ "ერთა ლიგაზე" ბევრი მატჩი და შემდეგ შესარჩევი ეტაპია.

ვილი ჩასაფრებული პოზიციიდან არასდროს გაგვიკრიტიკებია, მის მიმართ თუ რამეს ვამბობდით, ნაკრებს "ბ" გეგმა უნდა ჰქონოდა და კარგია, ძალებს უკვე შეტევაშიც რომ ვცდით. ასეთი შემოქმედებითი და დაუღლელი ნახევარმცველებით გაერთიანებული სამეულითა და უძლიერესი შემტევებით ყველაფერი, ყველაფერი შესაძლებელია, ამ ბიჭების თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნოა!..

• jaagazz

ზოგიერთი ლანძღვის ხიბლში რატო ხართ

• ჯუსიფრუტ

ლიონელ რინეშზე ამბობთ? აი ბარსაში რო ბრწყინავდა? თუ კრისტიანუ რინეშზე რეალში რო თამაშობდა? ლიონელ-კრისტიანუ დო სანტუს რინეშბაუერის გარეშე საერთოდ სხვა გუნდია ჩეხეთი

• მე-9 ბლოკის თაობა

ანუ რინეში წყვეტდა 4-1 წააგებდნებ თუ არა?

• სოსო

მადლობა ძმობილო!ნამდვილი გულშემატკივრის და ქვეყნის კაცის საქციელია.აქამდეც გაფასებდით და ახლა უფრო მეტად ამაღლდით,ჩემ თვალში.

• ჭორლეონე

მე დავბრუნდი ფეხბურთში.

• გიორგი რაზმაძე

დიდი ხანი შოკიდან ვერ გამოვედი, ეს რა იყო, 42 წელი ველოდი და აი დადგა, შედგა, ერთადერთი რაზეც გული მწყდება საქართველოში არ ვარ და სტადიონზე ვერ ვიყავი. "ბიჭებო თქვენ შემოგევლეთ", სიტყვები არ მყოფნის, ალბათ მიხეილ მესხის სული მანდ ტრიალებდა. ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ აზრები მეფანტება. ყველას ერთად მინდა ჩაგეხუტოთ. მეამაყებით, მიყვარხართ და ა/შ.

• Porto

საკუთარ თავზე მუშაობა გმართებთ!! ფედერაციის და მწვრთნელების გადადგომა გასულ წლებშიც შეგეძლოთ მოგეთხოვათ, რაც არ მახსენდება გაგეკეთებინოთ!! პროფესიონალებს უნდა ვაცადოთ საქმის კეთება თუ არასწორი გზით წავლენ მერე მოვითხოვოთ გადადგომახ და გადმოდგომაც!!!

• რრრ

რინეში არა ნედვედი ვერ უშველიდა, თავის საუკეთესო წლებში, კაი რა.დდდდდ

• ლადო

კარგი ანალიზია! პ.ს. სულ ვიძახდი და ვამბობ, ქართველებმა უნდა ვითამაშოთ შემტევი, ლაღი და ტექნიკური ფეხბურთი! ეს არის ჩვენი და ამით შევძლებთ წარმატებსასც და სიყვარულის მოპოვებასაც! არც იტალია ვართ, რომ კატენაჩოები ვაკეთოთ, არც გერმანია, რომ ფიზიკური გამძლეობით და მანქანური ფეხბურთით პროგრამულად ვიმუშაოთ, ამიტომ უნდა გავააქტიუროთ ჩვენი გენეტიკური შესაძლებლობები! მითუმეტეს, როდესაც გუნდში გვყავს კვარა, ჩაკვე, ჟორჟი, კიტე და სხვეა ტეხნარები!

• Conte

რას ეტყოდით ხვიჩას სანაკრებო პაუზის შემდეგ, თქვენ რომ კონტე იყოთ. მე ვეტყოდი: "ხვიჩა, ჩაკვეტაძიის ტელეფონის ნომერი მინდა!"

• ირაკლი ქუთაისელი

რა მოხელე ჩიქვანია მაგ ვინცხა ოხერი?

• მერაბი ბებია

ნეტავ სად არის ქვეყანა სადაც ორი უდიდესი მსოფლიო ჩემპიონი ქალბატონები ცხოვრობს чადრაკшი სადაც ულამაზესი დროшა გვაქვს და უძველესი და სადაც ჰიმნшი არის სიტყვები თავისუფლებას დიდება მეგობრებო წინ გამარჯვებისკენ

• ქ. გ.

კარგი კომენტარია. სანიოლი რომ მოიყვანეს და აქ მის შესახებ პირველი სტატია რომ წავიკითხეთ, უმრავლესობამ დავიწუნეთ. თავიდან თვითონ სანიოლმაც არ იცოდა, თუ როგორი გუნდი ჩამოყალიბდებოდა.

• ადმინს

იანტალ იააკობიშვილის უნგრეთის განადგურებაზე სტატია გამოგრჩა. სათადარიგოში იყო ჩვენი დამწუნებელი

• gel-100

ვულოცავ საქართველოს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას,,26-მარტს დაიბადა ახალი ნაკრები თავისი გულშემატკივრით და მწვრთნელით და დღემდე იზრდება ყოველ მომდევნო თამაშში ერთიც მეორეც და მესამეც,,ადრე მოსაგებ თამაშებს ვაგებდით ხოლმე, მერე ნელა-ნელა ვისწავლეთ როგორ არ წაგვეგო ისეთი თამაშები სადაც მთლად ჩვენ არ ვიყავით დომინანტები, ახლა უკვე საბედნიეროთ იმდენი გვაქვს ნასწავლი შეგვიძლია მოსაგებიც მოვიგოთ, წასაგებიც მოვიგოთ და საერთოდ ყოველი მომდევნო თამაში მოვიგოთ და საბოლოოთ იმდენჯერ მოვიგოთ რო ფინიში ან ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის თასი იყოს,,საბერძნეთშიც ვერაფრით წარმოიდგენდნენ 2004-წელი თუ ეგეთი ექნებოდათ,,2026-2028 წლების მსოფლიო-ევროპამდე დროც არის უფრო გასაზრდელად და დასახვეწად და ქართველებზე მეტი მეოცნებე ერი თუ სადმე არსებობს არ ვიცი

• სოსო

კარგი სტატიაა!რომელ სტატიასაც იხსენებ,ისიც კარგი იყო, ღვთისავარ!უფრო ფართო და დაწვრილებით ანალიზი რომ ყოფილიყო,უფრო მეტი სიამოვნებით წავიკითხავდი.გაფრთხილებებს რაც შეეხება,კარგად არ ჩანდა,მაგრამ ვფიქრობ,კვარა ტყუილად გააყვითლა მსაჯმა.ქოჩორაშვილმა და ნონიკაშვილმა კი,ტყუილად აიღეს ბარათები.ისეთი გაჭირვება აღარ გვქონდა,რომ მოედნის ცენტრში შეგნებულად წასულიყვნენ,ყვითელ ბარათზე.ეს განსაკუთრებით ქოჩორას შეეხება,რომლის გარეშეც,საქართველოს ნაკრები დღეს უკვე წარმოუდგენელია და ის აღარ არის,რაც მასთან ერთად.ეს გაფრთხილება,სამომავლოდ შესაძლოა დიდი უსიამოვნებების წყარო გახდეს.ბრძოლის აზარტში ამაზე ფიქრი ძნელია,მაგრამ უმძიმესი თამაშები გველის, მორიგი ყვითელის შემთხვევაში კი,მის გარეშე დავრჩებით.ერთბაშად ოთხი ცვლილებით და წამყვანი ფეხბურთელების დასვენებით,სანიოლი შეგნებულად წავიდა საკუთარ კარში გოლის თუ გოლების გაშვების რისკზე,ქოჩორამ კი,კომპრომისი ვერ დაუშვა და რა თქმა უნდა ეს შეცდომა იყო.

• ჯეჯე

ეგ ჩვენი, ქართული სენია.

• სოსო

მქნელმა ერთი გააფუჭა,დამბრალებელმა ათასიო!კარგია რომ მიხვდით შეცდომას და კიდევ უფრო უკეთესია,რომ აღიარებთ და ფაქტობრივად ბოდიშს უხდით.ისინიც ადამიანები არიან და რა ძნელია ცრუ ბრალდების ატანა,ალბათ ყოველ ჩვენგანს გამოუცდია.

• გიორგი

სანიოლი ნაკრებთან ერთად იზრდება. თავიდან კი შემეშინდა, მაგრამ მერე უბრალოდ სიამოვნებას ვიღებდი ჩვენების თანაშიგან, ბრაზილიელებივით ათამაშდნენ. ლიდერის მნიშვნელობა კარგად გამოჩნდა აქ. ჩეხების იყო დასაწყისი და მაგრად იყვნენ დარწმუნებულები საკუტარ უპირატესობაში. ხვიცას და ჩაკვეს ორმა შეტევამ მოიტანა გარდატეხა; ჩეხები უცბად ჩაქრენ და ნერვიულობა დასაკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა გაუჩნდათ. მაგას ჩიოდა მწვრთნელი და ტავს აბრალებდა, მაგრამ ეს ჩვენი ლიდერების მოქმედებების შედეგი იყო, და არა სხვა რამის. ფაქტია რომ საწყისი 10-15 წუთი არანაირი ნერვიულობა ჩეხებს არ ეტყობოდათ, თავდაჯერებულად გვაწვებოდნენ. გილოცავთ!

• ბს

ძირითადად გეთანხმებით, ოღონდ გუშინ თამაშის დროს ვთქვი და ახლა გავიმეორებ: ქოჩორაშვილმა არა მხოლოდ ღირსეულად ჩაანაცვლა ჩვენი ჯიგრიანი კაპიტანი, არამედ ქოჩორა შეიძლება ითქვას არის ,, გაუმჯობესებული კანკავა " და თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით დარასელიასაც კი მაგონებს.

• ბს

არა! სურათი მაშინ შეიცვალა როცა საკუთარი საჯარიმოდან მოგერიება შევწყვიტეთ და ტექნიკურად, თუმცა ერთი შეხედვით რისკიანად, დავიწყეთ საკუთარი კარის მისადგომებიდან ბურთის ამოიტანა. პირველად 10-ე წუთზე, მერე ისევ რამდენიმე წუთში და მერე და მერე უფრო ხშირად, ამან შეცვალა თამაში და არა ორ მეტრაზე ამხტარი ჩეხის ცუდად დახტომამ.

• ბს

ეგ კიდევ თამაშობს? მეგონა დიდი ხანია ჩამოგკიდა ბუცები კისერზე))

• ბს

ჩეხეთმა ცუდი ტაქტიკა კი არ აირჩია, ის ითამაშა რაც იციან! პირველი ათი წუთი ბურთი რომ ვერ ამოგვქონდა და მხოლოდ ვიგერიებდით შორს , ეგ არის მაგათი ტაქტიკა. პირველად რომ პირდაპირ საკუთარი საჯარიმოდან ერთი შეხედვით ძალიან სარისკოთ გველესიანმა კაკაბაძემ და კიტეიშთილმა რომ ერთმანეთში ბურთის გათამაშება დაიწყეს და დრიბლინგის ხახჯზე ამრვიწიეთ ეგ იყო ჩვენი თამაში და ჩეხებისთვის ხელის გამოსმა. და მაგის საწინააღმდეგო ჩეხებს არაფერი აქვთ, ძალიანაც უნდათ მარა არა აქვთ სხვა ტაქტიკა. აი ალბანეთი კი ცნობისათვის სხვა ფეხბურთს თამაშობს და მათთან უფრო გაგვიჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ მათი დამარცხება მათსავე მოედანზე შეგვიძლია. მიუხედავად ალბანეთის უკრაინაზე გამარჯვებისა ჩვენ ჯგუფში მაინც უკრაინა მიმაჩნია ყველაზე ძლიერ გუნდად. რომელსაც ტექნიკური თამაშიც შეუძლიათ და ძალისმიერიც, არც გამძლეობა არ აკლიათ და არც ტაქტიკური მომზადება. უნაკლო გუნდი ნამდვილად არ არის მაგრამ ძლიერი და მრავალმხრივია

• მასტერს

გაიხარეთ, სწორს ბრძანებთ- მადლობა ეკუთვნის ყველას, ვისაც ბევრი იმედგაცრუების მიუხედავად, არ შეუწყვეტია სტადიონზე სიარული და გულშემატკივრობა! წარმატებული გუნდის გულშემატკივრობა ადვილია (ერთი ეგაა, ბილეთის შოვნაა ძნელი :) :) ) ბარაქალა თქვენ ყველას, ვინც ბიჭების გვერდით იდექით არც ისე კარგ დროს და წარმატება საქართველოს!

• დათო

თამაშის სურათი კარდინალურად შეიცვალა, როდესაც ჩეხებს ნახევარმცველი რინეში დაემტვრათ 26-ე წუთზე…

• თორელი

ცოდვა გამხელილი ჯობიაო და ერთერთი მეც ვიყავი იმ მრავალი გულშემატკივარიდან, რომლებიც სანიოლის წასვლას, ფედერაციის გადადგომას და ფეხბურთელების პროტექციით მიყვანაზე ვჩიოდი სულ რაღაც ერთი წლის წინ, როცა ნაკრებს ცუდი პერიოდი ქონდა. ადვილია წარმატებული ნაკრების გულშემატკივრობა, აი ნამდვილი გულშემატკივარის გამოცდა კი ვერ ჩავაბარე როცა ნაკრებს ცუდი დროება ედგა. მოვლენების ასეთმა სასიკეთო შემოტრიალებამ გვიჩვენა , რომ მოთმინებით და გეგმაზომიერი მუშაობით ესეთი მაგარი შედეგები მიიღწევა.

• თორელი

კარგია ასეთ თემებზე რომ შემიძლია ვიკამათო, ნაკრებში განსხვავებას ერთი კაცი ქმნის და ეს არის კიტეიშვილი, კიტეთი ესპანეთსაც ვუგებდით სანამ კუნთი არ გაიჭიმა და იმ მომენტშივე გავუშვით გოლი, აგერ სანიოლმა თქვა გუშინდელ პრესკოფერენციაზე თვითონ, ვინ არის გუნდის ხერხემალი.

• 555

რომ ვამბობ zura222 ნაგავიათქო არ მეთანხმებით?

• 555

მადლობა იასონ ბიძია!გულიდან წამოსული სიტყვებით დაამშვენეთ სტატუსი და ბევრი ჩვენთაგანის ნაფიქრალი თქვით.

• სიმენონი

ცოტა ცუდად გამომივიდა ყველა ძალიან კარგია თავის პოზიციაზე, უბრალოდ მე ჩაკვეტაძის შეტევების განვითარების ძალიან მეიმედება.

• ვერელებო! გიერთდებით, ნახალოვკიდან.

აბა გიჭახუნებთ ჭიქებს და ვადღეგრძელებთ ფეხბურთელებს, თქვენ გაიხარეთ ლომებო! ეგ ერთი და სხვა მრავალი, ბიჭებს გაუმარჯოს, ჯოს, ჯოს ჯოს!

• სიმენონი

კარგი ანალიზია, ჩეხეთმა ცუდი ტაქტიკა აირჩია ძალიან და ჩვენმა გუნდმა ადვილად აუღო ალღო, თვითონაც არ იყვნენ დალაგებულები. ფაქტი ისაა რომ გაცილებით უკეთესი ფეხბურთელები გვყავს. ძირითადში ბუდუს და ზურიკოს ადგილი რო არ რჩება და არაბიძეს რომ საერთოდ არ ვიყენებთ, ეგ უკვე პასუხია ყველაფრის. ჩაკვეტაძე, რომ რეალში არ თამაშობს ჩემთვის პირადად ძალიან უცნაურია, ალბათ ფიზიკა აკლია ათიანისთვის? ან სტაბილურობა? ფაქტია ჩაკვეს გარეშე ჩვენი ნაკრები სულ სხვა გუნდია, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ხვიჩაზე, მამარდაზე, ქოჩორაზე, კიტეზე თუ ჟორჟზე, რომლებიც შეიძლება უფრო მაღალი კლასისაც კი არიან, ჩაკვე არის ამ ნაკრების აბსოლიტური ლიდერი და ერთადერთი შეუცვლელი ფეხბურთელი

• იასონას უდარი

მახსოვს დრო,როცა სტადიონზე სიცარიელე იყო და ვინც მიდიოდა,მალე ტოვებდნენ ხოლმე ტრიბუნებს. იმ პერიოდში იყო ასეთი ფანკლუბი "ჯვაროსნები" და ამ ხალხთან ხშირად მისაუბრია პერიოდზე,როცა ბილეთების ყიდვა ძნელი იქნებოდა და იმაზეც თუ როგორ შეიძლებოდა ამის მიღწევა. მე მარტივი პასუხი მქონდა,თავდაჯერებას უნდა მოეტანა ეს ამბავი და დღეს სწორედაც რო თავდაჯერებას მოაქვს წარმატება. მაშინაც და ახლაც იგივენაირად ვფიქრობ,ყველამ თავის საქმე უნდა აკეთესთქო ვამბობდი,სტადიონზე მისვლა არ უნდა ყოფილიყო თამაშის შედეგზე დამოკიდებული,თუმცა იყო და ვცდილობდი ერთი ადგილი შემევსო.ბევრი წაგების მიუხედავად,მაინც დავდიოდი სტადიონზე და დღეს უკვე ეს აღარ არის საჭირო. წყვეტა მიდის ბილეთებზე,ხოდა თქვენთვის დამითმია. ახლა,შემიძლია რო მშვიდად ჩავუჯდე ტელევიზორს და ვუყურო კარგ თამაშს სავსე ტრიბუნებით. ჩემი საჭიროაება აღარ არის სტადიონზე. მე და იმ ხალხმა ვინც შედეგის მიუხედავად სტადიონზე დავდიოდით,აქამდე მოვიტანეთ ეს ამბავი და ვცადეთ ნაკრები მარტო არ დაგვეტოვებინა,ხოდა ახლა ჩვენი საქმე შესრულებულია. ძალიან ბევრი მატჩი მაქვს ნანახი და არ გახდები ის ადამიანი,ვინც მამას ან ბაბუას ხელს შეუშლის შვილის ან შვილიშვილის თამაშზე წასვლაში. გუშინ,სტადიონზე ბავშვების სიხარული ვნახე,ეს არის ის რაც ყოვლეთვის მინდოდა,გახარებული ბავშვები ამ ქვეყანაში. ჩემმა თაობამ ვერ შეძლო ეს ამბავი,გასაგები მიზეზები იყო,მაგრამ მაინც. ალბათ,ამიტომაც არის მნიშვნელოვანი გახარებული ბავშვების ხილვა,თან ხალისიანი თაობა ხალისიან ქვეყანას ნიშნავს. წარმატებები

• ჰაჰა

კაი ახლა, ბოღმა ცოფისგან ნუ გადაირევი მთლად!)))

• zura222

ისე ძაან სლაბი გუნდი იყო ეს ჩეხეთი. ზედმეტათ ნუ გავიგიჟებთ თავს. ბევრი არაფერი უნდოდა მაგათ მოგებას.

• ვერელი, გიჟი ფეხბურთის ფანები!

შევიკრიბეთ საძმაკაცო და თქვენს სადღერძელოს ვსვავთ ბიჭებო! თქვენ გაგიმარჯოთ ჩვენი გახარებისთვის! აბა ფანებო, ერთხმად შევძახოთ, ჩვენს ნაკრებს გაუმარჯოოოოოოს!!!!!!!!!!!!!

• გიორგი

სასწრაფოდ, ფედერაციამ, უნდა გაუზარდოს სანიოლს ხელფასი რომ დარჩეს. მას ეხლა ამ წარმატებით ძალიან ბევრი შემოთავაზები ექნება, და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ იგი შევინარჩუნოთ!!!

• შენი ლოგიკა ...

ანუ, გასაგებია რომ შენ გაგიხარდა უკრაინის წაგება ფეხბურთში. და ომში(ც) ? --------- რუსეთს და პუტლერს, "დიდება" ! შენც ასევე "გაიხარე" , რუსეთის მოყვარულო, ქართველო "პატრიოტო"!

• გენა

გოჩოლეიშვილის მაგივრად გელა ნუგზარაშვილი უნდა შემოეყვანა

• 123

ბალკანეთის ქვეყნებს ვხნავთ ფეხბურთში. თან სასტიკი ანგარიშებით.

• G.LA

შეიძლება ვაჭარბებ და გადამეტებულად ვაფასებ ამ თამაშს ჩეხებთან. ჩემი აზრით ამ ჯგუფში თამაშს არ წავაგებთ. ადვილი არც ერთი თამაში არ იქნება ეს ხომ ბ ჯგუფია სადაც გიბრალტარის ნაირი გუნდები არ არიან. მაგრამ ეს თამაში იყო ის რამაც აღფრთოვანება გამოიწვია ჩემში. ასეთი საქართველოს ნაკრები მე არ მახსოვს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი თამაშიდან მოყოლებული მახსოვს ნაკრები. ასეთი ხარისხიანი თამაშით ჩვენი ნაკრები ამ ჯგუფში თამაშს არ წააგებს. ალბანელებმა შეიძლება თავის მოედანზე ფრეს მიაღწიონ. ვიცი რომ ბევრს გადამეტებულად მოეჩვენება ჩემი ნააზრევი, მარა მალე დავრწმუნდებით ყველა ერთად. პ.ს. ოთო შტურმში, ქოჩორა სეგუნდა დივიზიონში, ჩაკვე პრემირშიფში…)))?? ჩეხები პრემიერ ლიგაში, ბუნდეს ლიგაში! საგიჟეთია თუ ბნელა ამ ბიჭების გარშემო?

• ივანიშვილოვის ბოტი სახელად "ლიბერალი"

ნაჩალნიკ! დავწერე კომენტარი. 10 რუბლი გადმომირიცხეთ.

• მთავარი მწვრთნელი

ალბანეთის მეკარე შორიდან დარტყმულ ბურთებს რომ იგერიებს, დამაჯერებლად არ გამოიყურება. ეს უნდა გამოვიყენოთ.

• მთავარი მწვრთნელი

ჩეხებთან გველესიანი იყო საჭირო. ალბანეთი მაღალ ბურთებს არ აწვდის ისე ხშირად, როგორც ჩეხეთი. უფრო ბალახზე აგორებენ ბურთს და "მატაობენ". ამიტომ მაღალი გველესიანის მაგივრად უფრო სწრაფი მცველი არის საჭირო.

• მირო

ალბანეთი თუ გადავტეხეთ წელში,უკვე ჯგუფის მოგებაზეც შეგვიძლია ფიქრი.ძალიან ჯიუტი გუნდია და უკრაინასთან მოგებამ თვითდაჯერება უნდა შემატოს.უფრო ძნელი თამაში გვექნება ვიდრე ჩეხებთან,მაგრამ ინდივიდუალურად ფეხბურთელებით ბევრად ვჯობივართ და უნდა მოუგოთ.

• Ბაბუაწვერა

გოჩოლეიშვილი ასეთი თამაშით ნაკრებში გამოძახებას არ იმსახურებს. როგორც ლოჩოშვილს მოუძებნა ახალი ამპლუა ნაკრებში სანიოლმა ისე ვინმე უნდა მონახოს კაკაბაძეს შემცვლელი-სხვა გზა არ არი,გოჩოლეიშვილი ძალიან სუსტი იყო დაცვაში.

• ნაკრების კარგი "შეთავაზება"

ანთაძემ კარგი სტატიით დააგვირგვინა ! :) კარგი თამაშიც, შედეგიც, სტატიაც ... მადლობა ნაკრებს! ყოჩაღ, ხვთისავარ!

• ლიბერალი

ტრაური გვაქვს ლიბერალებს, საქართველოს ნაკრებმა მოიგო. ისევ ჩასაფრება მოგვიწევს და დალოდება, როდის წააგებს საქართველოს ნაკრები ნებისმიერ სპორტში. თან უკრაინამაც წააგო გუშინ, საშინელი დღე იყო.

• კორბენას

ის,რომ არგენტინა საერთოდ სხვა დონეა ეს ისედაც ყველამ იცის.მე ვგულისხმობ წმინდა საფეხბურთო ატმოსფეროს. ურთიერთობას გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს შორის.(მამარდაშვილის გადასვლა ქომაგებშიც ამას ადასტურებს) თვითონ ფეხბურთელებს შორის და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი დიდი ოჯახივით არის სიტუაცია აწყობილი. ნაკრების თამაშზე ქვეყანა ჩერდება და დიდიან პატარიანად ყველა მათ უყურებს. პატივისცემა მაროკოს მაგრამ სუფთა იდილიის თვალსაზრისით შესაშური სიტუაცია გვაქვს ნაკრებში

• ლუკა

წარმატებები ბიჭებს!წინ საქართველო!მთავარია არ გავჩერდეთ,ჩვენ ნელ-ნელა ვიბრუნებთ ჩვენ კუთვნილ ნიშას მსოფლიო ფეხბურთში.აშკარაა,რომ მსოფლიო ფეხბურთს ჩვენ ძალიან დავაკლდით-სურნელი აკლდა!

• Video

https://youtu.be/m-orwqCqwJ4?si=nZTREzVi_o_f-KM8

• კორბენა

ყოველი წარმატებული თამაშის შემდეგ ასეთი არაადექვატურები ვხდებით გულშემატკივრები. არგენტინა არგენტინაა და დღეს მართლაც სხვა დონეზეა. და იქვე ჩვენ ?! და რატომ მაროკო არა, მაგალითად ?! ან თუნდაც კანადის ნაკრები ???

• გელა

კარგი სტატიაა.ასე თუ ისე განიხილა ავტორმა.ისე კი ამ შედეგს არავინ ელოდა მგონი,მაგრამ შედეგზე მნიშვნელოვანი იყო ის თუ როგორ ითამაშა გუნდმა.დიახ ბატონებო გუნდმა.აღარაა გათითოკაცებული შემადგენლობა.მოკლედ არც სიტყვები არ მყოფნის და ემოციისგანაც დავიცალე. იმედით ველოდები ალბანეთთან თამაშს.ღვთიშობელი ფარავდეს საქართველოს

• გოგა

კარგად ჩანს ისედაც და ძალიან კარგია, რო მწვრთნელები და ფეხბურთელები მეგობრობენ და ერთმანეთი უყვართ, ეს კრავა გუნდს და ყოველთვის გამარჯვების წინაპირობა, ყველას უხაროდა ერთმანეთის გოლები, ბიჭები ერთმანეთან მეგობრობენ იდეალური რამეა ეს

• იბრუხ მართალი

გუნდში ატმოსფეროს რამხელა მნიშვნელობა ჰქონია. არ არიან ზარმაცი და ეგრედ წოდებული მოძველბიჭო ელემენტები. შედეგიც სახეზეა

• ქართველი

სანაკრებო ფეხბურთის პატარა ანალიზი რო გავაკეთოთ, დღეს მსოფლიოში ალბათ ერთადერთი არგენტინის ნაკრებია სადაც საოცარი პოზიტიური განწყობა ატმოსფერო და შედეგებია და მეორე ჩვენ. ყველა ნაკრების სოციალურ გვერდებს ვაკვირდები შედეგებს და ესეთი ურთიერთობა ფეხბურთელებს შორის. თვითონ ქომაგებსა და ფეხბურთელებს შორისაც არსად არ არის.

• 123

ულაპარაკოდ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი ნაკრები გვყავს. გუნდში შესანიშნავი განწყობაა და ბიჭები გიჟდებიან ერთმანეთზე ისე უყვართ. მწვრთნელები ჯიგრები რასაც ქვია. გულშემატკივრებიც მაგარ ფორმაში ვართ. მთავარია კონცენტრაცია შევინარჩუნოთ და ეგარის ნაბიჯ ნაბიჯ ყველაფერი იქნება

2007 წლიდან ვუყურებ ნაკრების თამაშებს (ასაკიდან გამომდინარე) უამრავი ადამიანი ხართ ვინც უფრო დიდი ხანია ადევნებთ თვალს. ღმერთია მოწმე რამდენი მტკივნეული წელი გავიარეთ, სულ მარცხი. დამარცხებულის მენტალიტეტი გვქონდა. 26 მარტს დასრულდა ჩემი 17 წლიანი ტკივილი და ამდღეს დაიბადა სრულიად ახალი ნაკრები

• მწვრთნელი

"მიყვარს ბომბარდირი"! ასე აღნიშნავდა გულშემატკივარი მიქაუტაძის გოლს! ძნელია ისეთ ტექნიკურ მოთამაშეებთან თამაში როგორც კვარაცხელიაა, ჩაკვეტაძეა, მიქაუტაძეა და კიტეიშვილია! როცა თითო ასეთ მოთამაშეს ორი კაცი უნდა მეურვეობდეს! ამ მოთამაშეებს ყველას ახასიათებს ერთი რამ, სასტარტო სისწრაფე და ჩეხეთის ფორმაციის ნაკრებმა ალღო ვერ აუღო! ასეთი მოთამაშეების გაჩერება მხოლოდ ბურთის დამალვით ან დარღვევით ჯარიმის ზღვარზე შეიძლება! ახალკაცის დინამოშიც ასე იყო! სასტარტო სისწრაფეების ხარჯზე გადიოდნენ გარღვევაზე გუცაევი, შენგელია, დარასელია, ყიფიანის ზუსტი გადაცემების შემდეგ! სანიოლი დიდი იღბალის მწვრთნელი გამოდგა, გუნდში შეკრიბა ერთად ასეთი მოთამაშეები და კიდევ ერთი დიდი რამ, ქოჩორაშვილმა მთლიანად ჩაანაცვლა კანკავა ჩამშლელის პოზიციაზე და დაცვამაც ამოისუნთქა, აღარაფერს ვამბობ მამარდაშვილზე! ასე, რომ წინ მხოლოდ გამარჯვებები და ლოდინია ისეთ ნაკრებებთან თამაშის, როგორებიც არიან ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, იტალია, ინგლისი, არგენტინა, ბრაზილია და ა.შ.!

• გიო

აბა რა ორ გოლის გატანა უნდა იყოს მიზანი მინიმუმი...მარტო ერთი გოლით რისკია ყოველთვის რომ ვერ მოიგო

• ჟორა გაბრიჭიძე

ბიჭებმა ისწავლეს ძლიერების დამარცხება, გილოცავ საქართველო დათო ყიფიანის გაცოცხლებას, ზუსტად ყიფოს პასი გაუკეთა ჩაკვემ ქოჩორას, რომელმაც დიდებული ბურთი შეაგდო. ჩაკვე სწორედაც ყიფიანივით დირიჟორობს გუნდს მოედანზე, რაც ყველა გულშემატკივარს გვახარებს. სანიოლი გენიოსია.

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

Geo Team-ი მიქაუტაძის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - "ვილიარეალი" ფრეს დასჯერდა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

[VIDEO] "ლიონს" დამძიმებული გულით ვტოვებ - მიქაუტაძემ ფრანგული გუნდის ფანებს მიმართა

უპრეცედენტო შემთხვევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში - რა შეიცვალა მიქაუტაძის "ვილიარეალში" გადასვლის შემდეგ?

[VIDEO] თვისობრივად დიდი ნახტომის განხორციელების საშუალებას მოგვცემს - მიქაუტაძე "ვილიარეალის" ფეხბურთელია

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი