საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ჩავიდა, სადაც ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ჩაატარებს. ვილი სანიოლის გუნდი ალბანეთში 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ჩავიდა.

ალბანეთის ნაკრებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, 9 სექტემბერს, ვილი სანიოლის გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართავს. ტრადიციულად, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ჩატარდება საქართველოს ნაკრების მატჩსიწინა პრესკონფერენცია.

ალბანეთის და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 10 სექტმებერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო. 7 სექტემბერს, პირველი ტურის შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ჩეხეთის ნაკრები 4:1 დაამარცხა. ალბანეთის ნაკრებმა კი, პირველ ტურში უკრაინას 2:1 სძლია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

9 სექტემბრის განრიგი (ალბანეთის დროით)

17:30 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

18:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)

18:30 ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

19:15 ალბანეთის ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)

nakrebi.ge

gel-1000-s
ვაახ? ვგიჟდებოდი, როცა ვილი სანიოლსაც და ჩვენს ბიჭებსაც ცუდი ფორმით ლანძღავდნენ და დამამცირებლად აკრიტიკებდნენ? ეხლაც ჩეხეთთან წინასწარ გაჰყვიროდნენ, რო საქ. ნაკრები გაფარჩაკდებოდა და გაპაზორდებოდა, ახდა ამ "ჩასაფრებულების" სიტყვები? შენი თქმისა არ იყოს, ეხლა მაინც შერცხვეთ და ბოდიში მოუხადონ, ვილისაც და ჩვენს ბიჭებს. ბიჭებს წარმატება ალბანელებთან!
არაღვთისავარ
ალბანელებთან დაცვაში არ უნდა ჩავჯდეთ და არც თავაწყვეტით შეტევაა კარგიძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ,თუკი რაჰმანის არ ათამაშებს,მწვრთნელი,თუ მეთორმეტე მოთამაშეს არ "შევუშინდით",მოგება შეგვიძლია და უნდა მოვიგოთ კიდეც
gel-100
ჯერ კიდევ ველოდები იმ მოღალატეების ბოდიშებს რომლებიც ვილის წასვლას მოითხოვდნენ და მწვრთნელად საერთოდ არ ცნობდნენ, ჩვენს ნაკრებს ბოლო ადგილს და წაგებებს უწინასწარმეტყველებდნენ და საკმაოდ უზრდელურად მოიხსენიებდნენ ნაკრებს ბიჭებს და მწვრთნელებს,,გამოდით და ბოდიში მოიხადეთ, აღიარეთ რო შეცდით და სასიამოვნოდ გაკვირვებულები ხართ თორე ყველას სახელი და კომენტარი მოიძებნება და შეგრცხვებათ ნაკრებზე თქვენი დაწერილი კომენტარები
დავით 67
3 ქულა დაგვხატავს. მგონი 9 ქულით ჯგუფის მოგება შესაძლებელია. 2 მოგება 3 ფრე საკმარისი უნდა იყოს.
იკა
შენ არ იყავი რომ ამბობდი ამ ჯგუფში საქართველოს ნაკრები უშანსოდ არისო?
ჟორა
დარწმუნებული ვარ უქულოდ არ წამოვალთ.
Gomako
ისე მაგრად ითამაშეს რომ რა თქმა უნდა მოგებას ველი,ამ შემართებით თუ ვიქნებით ავინაცვლებთ A ლიგაში
qomagi
თუ არ ჩაიკეტებიან, ტექნიკურები არიან, ძალიან ლამაზი თამაში გამოვა და მოვიგებთ. თუ ჩაიკეტებიან, ლამაზი თამაში არ გამოვა და მაინც მოვიგებთ. ალბანელებს სულ ვუგებდით შინ და გარეთ, ახლა კი ისტორიაში უმძლავრესი გუნდი ვართ. აზრზე ხართ, ხალხო? D ჯგუფიდან დავიწყეთ და А ჯგუფში გადასვლასთან ვართ ახლოს, ტოპ-ნაკრები გავხდით, ევროპის საფეხბურთო რუკა გავაფართოვეთ! არავითარი სხვა შედეგი, გადაახიეთ ბურთი თავზე, ლომებო!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ალბანეთი
უკრაინელთა წამყვანმა ფეხბურთელმა შეიძლება საქართველოსთან ვერ ითამაშოს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?
ალბანეთი - ჩეხეთი 0:0 - "ჯვაროსნებს" ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ [VIDEO]
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ