ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ცოტა დრო მატჩამდე - ალბანეთი VS საქართველო - წიტაიშვილი განაცხადს მიღმაა

ცოტა დრო მატჩამდე - ალბანეთი VS საქართველო - წიტაიშვილი განაცხადს მიღმაა

საქართველოს ნაკრებმა მორიგი "ერთა ლიგა" შთამბეჭდავად (ჩეხეთთან 4:1) დაიწყო. კალენდარი მჭიდროა და მეორე ტურის მატჩში დღეს, 10 სექტემბერს, ჩვენი დროით 22:45 საათზე, ალბანეთის ნაკრებს ტირანის "ეარ ალბანიაზე" (22 500 მაყურებელი) ვესტუმრებით. მოგეხსენებათ, ვილი სანიოლის განკარგულებაში 24 ფეხბურთელია, თუკი წინა შეხვედრაში განაცხადს მიღმა ლუკა გადრანი იყო, ფრანგმა მწვრთნელმა ახლა 23-კაციან სიაში გიორგი წიტაიშვილი არ შეიყვანა.

ალბანელებს ქართველებთან მუდამ უჭირდათ და წარმატებას იშვიათად აღწევდნენ. ბოლო დროს ბევრი ამხანაგური დაპირისპირება იყო, უკანასკნელ ოფიციალურ შეხვედრაში კი, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ზუსტად ამ სტადიონზე (2:3) წავაგეთ, სადაც ახლა ვითამაშებთ.

ალბანელებმა პირველ ტურში უკრაინის (2:1) დამარცხება მოახერხეს, იმის მიუხედავად, რომ აგებდნენ. ჩვენი უახლოესი მეტოქე ბურთს მხოლოდ 45%-ით ფლობდა და კარში ხუთჯერ დაარტყა, ორი გოლის გატანა კი მაინც შეძლო. მომავალი დაპირისპირება იქნებ პირველი ადგილისთვის ბრძოლაც იყოს.

ერთ დროს "ბარსელონას" ფეხბურთელი სილვინიო ალბანელებს ევროპის უკვე მეორე ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლაში ვერ დაეხმარა. რაც შეეხება "ერთა ლიგის" ბოლო გათამაშებას, "შავ-წითლებმა" მხოლოდ დისკვალიფიცირებულ რუსებს აჯობა და B ლიგაში ადგილი ამით შეინარჩუნა, ისრაელსა და ისლანდიას კი ჩამორჩა; ალბანელებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავეს და ჩეხებსაც აჯობეს. ბოლო ათ მატჩში 3 მოგება, ამდენივე ფრე და 4 მარცხი - ეს სილვინიოს შედეგია. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "შეგვპირდნენ", რომ ხვიჩა კვარაცხელია ორმაგი მეურვეობის ქვეშ იქნება. ევროპირველობაზე ამ ამბავს ჩვენი გუნდი მშვენივრად იყენებდა და მეტ სივრცეს ითვისებდა. ალბანელი ფეხბურთელები იტალიის ჩემპიონატში საკმაოდ გვხვდებიან - "ინტერი", "ლაციო", "ემპოლი", "ლეჩე". აქვე არიან სხვა საშუალო ევროპული კლუბების წევრებიც.

ჩეხებთან საქართველოს ნაკრების ბურთის ფლობაც 45 პროცენტი იყო, თუმცა სანიოლის გუნდი მხოლოდ კონტრშეტევების იმედად არ ყოფილა და მოწინააღმდეგის პრესინგის გარღვევას თამამად ცდილობდა. ვნახოთ, ახლა, სტუმრად, როგორი დაპირისპირება იქნება.

პოსტზე 2021 წლის თებერვლის შემდეგ მოღვაწე სანიოლს "ჯვაროსნებთან" ერთად ახლა საუკეთესო პერიოდი აქვს. საქართველო "ერთა ლიგაზე" შთამბეჭდავ სვლას აგრძელებს და ამ ტურნირზე უკანასკნელი 7 დაპირისპირებიდან მეექვსე მოიგო. სულ აქ 19 შეხვედრიდან 12 გამარჯვება, 6 ფრე და 1 მარცხი გვაქვს. თუკი ასე განვაგრძობთ, შორს არც "ა" დივიზიონი და ელიტარულ ნაკრებებთან თამაში იქნება!..

"ჯვაროსნების" მხრიდან დისკვალიფიკაციის საშიშროება ქოჩორაშვილს, ნონიკაშვილსა და კვარაცხელიას აქვთ, რომლებიც ჩეხეთთან გააფრთხილეს.

სავარაუდო შემადგენლობები (წინა მატჩებისგან უცვლელია):

ალბანეთი (4-2-3-1): სტრაკოშა, ჰიუსაი, ისმაილი (უკრაინასთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. გაიტანა), კუმბულა, მიტაი - რამადანი, ასლანი - ასანი (უკრაინას გაუტანა), ბაირამი, ლაქი - მანაი (საგოლე პასი უკრაინასთან);

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - გველესიანი, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე.

მსაჯი: ლამბეხტსი (ბელგია).

• სოსო

ჰო ზვიად,ეგ მუჯირის ნათლულია,სხვაც რამდენიმე,ზოგიც ხიზანიშვილის მონათლულია,ზოგი იაშვილის,ზოგი,სანიოლის და ზოგიც კობიაშვილის. მთელი ნაკრები ნათელ მირონები არიან! ნათლიების სიყვარულით და დარიგებით,ერთმანეთის გვერდზე დგომით და სიყვარულით კი აღწევენ შედეგებს,აქამდე რომ არასოდეს მიგვიღწევია.ძნელი მატჩი იქნება,მაგრამ ახლაც გამარჯვებას ვუსურვებ,ჩვენს "კორუმპირებულ"ბიჭებს.

• დავიდუსი

მთავარია კონცენტრაცია არ დავკარგოთ,მკაცრად ვითამაშოთ დაცვაში! შეტევა ძალიან ძლიერი გვყავს, სანიოლიმ იცის გუნდსა რა უთხრას! მწვრთნელი და გუნდი ერთად იზრდება და ძალიან კარგი ნაკრები ყალიბდება! საქართველოს გაუმარჯოს. ღმერთით დღეს ჩვენი ბიჭები გაგვახარებენ!

• დელიკა

ძალიანაც ნუ გაართულებთ, ამ თამაშს უეჭველი მოვიგებთ უკრაინის დამარცხებით ნუ გავხდით ალბანეთს დაუმარცხებელს,თუ დაუკვირდებით სულ სხვა დონეს თამაშობენ ბიჭები...ასე რომ დღეს სამი ქულა გვაქვს უეჭველი.

• ზაკო

ლოჩოშვილი ვილის ერთ-ერთი საუკეთესო მიგნებაა ფლანგზე და ტვინს ნუ ღუნავთ, თან ყველა თამაშში ჯიგარს დებს და ბოლომდე იხარჯება, ასე რომ დაიოკეთ თქვენი აზრები და ყველა გაამხნევეთ თამაშის წინ ღვარძლის ფრქვევის გარეშე

• გია

დიდი ალბათობით დღევანდელი თამაში ფრედ დამთავრდება, მინიმუმ არ წავაგებთ

• ჯუდო

წიტაიშვილი თავის თავზე ფიქრობს ნაკრებში თამაშისას,როგორ გამოიჩინოს თავი კარგ გუნდში მოსახვედრად.მაგრამ ცუდად გამოსდის,ვერც თავს იჩენს და გუნდის ნაწვალ ნადაგსაც წყალში ყრის _პასებს არ იძლევა.

• იკა

შენ არ იყავი ლამის მთელი ნაკრები რომ მიწაში ჩადე, არაფრის შანსი არ გვაქვსო რომ ამბობდი?

• tngh

ძალიან მძიმე თამაში გველის... ალბანეთი ფრიად ათლეტური და უხეში გუნდია!!! მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს!!! წარმატება საქართველოს!!!

• ლაშა

წიტაიშვილისთვის განაცხადს მიღმა დატოვება მისთვის დამატებითი მოტივაცია უნდა გახდეს, რომ კიდევ უფრო უკეთ ითამაშოს…

• ეეე

ნამეტანი ნუ მოგვივა რა.

• გიორგი

ალბანელებსაც დაადუღებენ ბიჭები დღეს .

• დავით 67

რომ წერთ რთული თამაში იქნებაო რომელია ადვილი? ასეთ დონეზე ყველა თამაში რთულია. ფრეც კარგი შედეგი იქნება მე თუ მკითხავ, რადგან მეორე მატჩს თბილისში გავმართავთ და აქ ნამდვილად მოვუგებთ. მთავარია დღეს ხვიჩამ და ქოჩორამ ყვითლები არ აიკიდონ, ორივე ჰაერივით გვჭირდება გმირი ერის ნაკრებთან სათამაშოდ.

• ზვიადი

ვისი ნათლულია ლოჩოშვილი, მუჯირის?

• ტოტტი

რას ვერ ვხდებით რო უკეთეს გუნდებში უფრო რომ განვითარდებით. ეგრე თუ ფიქრობთ მაშინ რაგბშიც არ გვინდა ექვს ერში და ვიყოთ რაგბი ევროპაზე და ვეთამაშოთ რუმინეთს და პორტუგალიას სულ

• d

მოვიგებთ დარწმუნებული ვარ :) დღეს საქართველოს ნაკრები შედის ევროპის ტოპ 10 ნაკრებში

• gio gio

დღევანდელი ნაკრების სიძლიერე სწორედ იმაშია რომ გვყავს ისეთი მოთამაშეები რომლებიც კარგად გამოიყენებეთ თავისუფალ სივრცეებს რომელიც დარჩებათ კვარას ორმაგი მეურვეობით.წარმატებები ბიჭებს

• Levani

C 100% ახლა რო ითამაშოს გუნდმა გავარდნაზე,ხიშტების პრემიასავით მომდევნო გათამაშებაზე უფრო დაბალი დივიზიონიდან მიიღებს შანსს და იქაც უნდა გავარდეს და ბოლო დივიზიონიდან არ უნდა ამოვიდეს სულ ლიტუვებთან და სან მარინოებთან გაინაღდებს ფინალურია საგზურს

• გიო

დღეს კვარაცხელია თავის ორმაგ მეურვეებს გააყვითლებს:))) რონალდოს მოვუგეთ თავისი პორტუგალიანად და რა ალბანეთი, რის ალბანეთი თუ ძმა ხარ

• კახა

ელიტურ დივიზიონში თუ გადავალთ ეგ იქნება იმის ანალოგი, როგორც წინა დივიზიონიდან გადმოვედით და ევროპის ჩემპიონატზეც მოვხვდით. ელიტურში თუ გადავალთ ძალიან დიდი ალბათობით მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდებით, ხოლო მერე ელიტურში თუ ვერაფერს გავხდებით და დავქვეითდით "ბ" დივიზიონში, მაშინ ისევ კარგი შანსი გვაქვს ჩვენნაირებთან ავიღოთ 1 ადგილი და მერე პლეიოფში მოვხვდეთ. მოკლედ, ეს ერთა ლიგა არის ჩვენთვის ზედგამოჭრილი.

• გოჩა

ის მნიშვნელობა აქვს,რომ ძლივს დავაღწიეთ თავი გიბრალტარს,სან მარინოს და ა.შ.რაც უფრო ძლიერ გუნდებთან გვექნება ჭიდილი მით უკეთესი.

• ჯეჯე

ერთა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება იძლევა ორ ოპციას: - მსოფლიოს/ევროპის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს; - ზედა ეშელონში აღზევებას. ანუ, პირველი ადგილის გარეშე, მსოფლიოს/ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთა ლიგიდან ვერ მოხვდები და თუ არ გინდა მაგისთვის იბრძოლო, მაშინ დაიკავებ ჯგუფში 2-3 ადგილებ, იტრიალებ იგივე დონეზე ყოველ ჯერზე და ერთა ლიგა ამხანაგური მატჩების ფუნქციას შეიძენს შენთვის. მოკლედ, პრიორიტეტების თემაა, ვის რომელი ურჩევნია. :)

• ქუთაისელი

"A დივიზიონში იმიტომ არ გადავიდეთ, რომ შანსი არ გვაქვს" - იგივეა, რომ თქვა "მსოფლიო ჩემპიონატზე რომ გავიდეთ, არ უნდა წავიდეთ, იმიტომ რომ შანსი არ გვაქვს". ზოგი ვერ მოახერხებს წასვლას ევროპაზე ან მსოფლიოზე და 3 ტოპ გუნდი თუ ჩამოვა, მაგას რა ჯობია. თან სატელევიზიო უფლება უფრო გაიყიდება, და ესეც შემოსავალია. პრესტიჟი + შემოსავალი + სანახაობა

• მერაბი ბებია

ყველაზე სძლიერი ადამიანი მსოფლიოში ლაშა ტალახაძე ცხოვრობს საქართველოში ეს უფლის წყალობითაა დგეს უფალი ქართველი იქნება წინ საქართველო გამარჯვებისკენ

• C-ს

ელიტასთან თამაში ცუდი რატომაა, აბა სხვა რა მიზანი უნდა გქონდეს ფეხბურთში. გასვლას რაც შეეხება, უკეთესია, კი, რადგან გრანდები შესარჩსვიდან გავლენ ევროპის ჩემოიონატზე და შანსი გაგვეზრდება

• კაჭკაჭი

ამ ფოტომ გამახარა, იქნებ აზაროვი ან წიტაიშვილი დააყენოს

• C

ამ ერთა ლიგის პრინციპს ვერ ვიგებ, თუ ელიტურ დივიზიონში გადავალთ ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ხომ ეგრევე იკლებს და რა აზრი აქვს, ან რატომაა კარგი? იმ ელიტურ გუნდებს არ სჯობს ჩემპიონატზე შევხვდეთ? რა უაზრობაა. ან ვინმეს თუ ესმის რა უპირსტესობაა ზედა დივიზიონში გამოსვლა იქნებ დაწეროს ც

• ნოე

d "ასო". შენ ერთი რამ გავიწყდება. "გამარჯვებულებს არ ასამართლებენ". ამიტომ აიკიდე ამდენი დისლაიქები. ხალხის ამაღლებულ ნოტას შენ ვერასოდეს შეცვლი, ის მხოლოდ ფეხბურთელებს შეუძლია. ესაა მხოლოდ მიზეზი დისლაიქებისა, იასნა პრაფესორ.

• ზაალი

რა თქმა უნდა. წინა ტურში გამარჯვებული გუნდის შემადგენლობა, თარ როგორი გამარჯვების, ფაქტიურად არასოდეს იცვლება.

• კიდევ გოლი და გოლი

უნდა გვახსოვდეს ერთი გოლი არ არის ხოლმე საკმარისი გამარჯვებისთვის !!!

• tngh

ასეთი სწრაფი წინა ხაზი საქართველოს არასდროს არ ჰყოლია... ყველა სლავა მეტრეველის სიჩქარით მოქმედებდა. მადლობა ბიჭებს!!!

• Levani

წიტაიშვილი კიდევ ერთი დაფარული ჯოკერია ამ გუნდის-გუნდის დამრტყმელ ძალას ზრდის და თან რატო უნდა დააყენოს გეტყვით ჩემს აზრს- თავისი სასარგებლო გამვედაობისთვის. საბერძნეთთან როგორც შეძვრა და თითქმის პრნალტებამდე მოგვაგებინა მაგ ბიჭს ახასიათებს მასეთი არასტანდარტული მოქმედებები.

• რაბუ

ალბანეთი 0-2 საქართველო

• ზიზ

ანა-ბანა, ანა-ბანა… ვის ყავს გუნდი ჩვენისთაბა!?.. ობიექტურად- ჯერ არ ვართ მისული იქამდე რო ბურთი დიდი ხნით დავიჭირით, ჯერ მარტო სწრაფი იერიში მიტანა შეგვიძლია, მაგრამ იმდენი ტექარსენალი და ფანტაზია კი გვაქ რო ნებისმიერ გუნდს გაუტანოთ! დაცვაში ორგანიზებული თამაშიც შემდგარი ფაქტია!

• careca

ჩენების მოგებაზე მეც მედო კვარაცხელია გაინარს და 3:1, კვარაცხელია გაიტანს და 2:1, კვარაცხელია გაიტანს და 2:2. ეს ბოლო რა ჯანდაბად მინდოდა (მაინც შემეშინდა მოგების), დაწერე ბარემ 4:1 იც, რა... ((((. ) 3:1 ს გოლის გატანით ქონდა 64 და 4:1 ს 98,8... უუხ ვენაცვალე, თავიდან რა სიამაყით დაიწყეს ჩეხებმა თავხედურად ბურთის გორება და პრესინგით ზეწოლები, ხომ მოამტვრიეს რქები?!.. ეგ ჩაჯვები ეგენი.. მიდით ბიჭებო, ეგრე გააგრძელეთ..

• ჯეჯე

არ ვარ დარწმუნებული, რომ სანიოლს დანამატი არ აქვს ხელფასზე ხუტა უფროსისგან.

• d

სად დავთვალე და კიტე პლეიმეკერიც დაცვაზე იყო ორიენტირებული ასევე ქოჩორაშვილი კარგად ითამაშა ნაკრებმა. უბრალდო ასეთი დაცვითი ფეხბურთით 4 გოლის გატანა სასწაულის ტოლფასია

• მირო

ამ ვილის ხელფასის მომატება არ ეკუთვნის???სირცხვილია არაა,კაცმა ამდენი სახელი მოგვიტანა და ევროპაში ყველაზე დაბალ ხელფასს რომ ვაძლევთ???.

• gio

იგივე შემადგენლობა უნდა დააყენოს, მაგრად ითამაშეს

• d

ხო რაიყო დისლაიკისტებო რა დავწერე ტყუილი?? :) არაა პრობლემა სეცვლები? :) არასდროს მომხდარა ამ ფორმაციის ნაკრებში შეცვლით გარდატეხის შეტანა. ბოლო თამაშშიც შეცვლების მერე მოხდა კვრამ და ქოჩორამ ყვითელბი რო აიკიდეს და დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან :) რა არ არის დაცვითი სემადგენლობის ჩვენი ნაკრები? აბა დაწერეთ ნამეტანო ჭკვიანებო თქვენი ბრძნული აზრები. მარტო დისლაიკი რო იცით :)

მეტი რა უნდა გააკეთოს ამ კაცმა რო ეს ფროფესორული პრეტენზიები შეწყვიტოთ!!? გამაგიჟებს ეს ხალხი :/

• ირაკლი

სად დათვალებ7 დაცვითი ფუნქციის მოთამაშე? 5-ზე მეტი არ არის. გველესიანი, კაშია, დვალი, კაკაბაძე, ლოჩოშვილი.. მეტი ვინ?

• d

გეთანხმები ზოგადადა მოთამაშის მტავარი სიტემა უნდა იყოს ბუკმეიკერის სეცდომაზე გამოჭერა :) საქართველოზე 300 ლარი მედო. ეხლაც თავიში ვირტყამ ხელს როგორ არ დავდე მეტი ალბანეთთანაც იგივე შეცდომაა აუცილებლად 2 ან ფრეზე გაყრით 2 . ასეღები კუშია :)

• d

ისე ამ სემადგენლობას რომ ვუყურებ მიკვირს როგორ გავიტანეტ 4 გოლი ძირითადში 7 დაცივთი ფუნქციის მოთამაშეა პლიუს მეკარე :) ჯერ-ჯერობით რაც ვერ მოგვარდა შეცვლები. ვერ ხერხდება შეცვლებით თამაშის რიტმის არათუ ცვლლიება არამედ შენარცუნება. დავიჯერო 11 კაცზეა დამოკიდებული ნაკრები და არ გვყავს რეზერვი?

• მანფრედ კალტცი

არადა, ორივეს აზაროვი სჯობს.

• ამე

ლოჩოს ნაცვლად წიტაიშვილს ველოდები

• დდდ

დამიჯერე, ბუქმეკერები უამრავ მამაძაღლობაზე ფიქრობენ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად კი - ვინმეს დაკნინებაზე...

• მერაბი ბებია

მეგობარო ყველაფერს რომ დისლაიკს აკეთებ გახსოვდეს და იამაყე რომ იცი უძველესი დამწერლობა ასომთავრული ხუცური და მხედრული ეს ყველაფერი чვენს წელთა აღრიცხვამდე არის გაკეთებული და шედის მსოფლიოს თოთხმეტი დამწერლობაში მადლობა წინ საქართველოვ

• არჩი

დააბიჟა ფეხი ტერფზე - ეს გაფრილებაა. ებრაელმა მსაჯმა კარგად იმსაჯა

• ვოოტ

იმსახურებდა... სამწუხაროდ... უფრო იმიტომ იმსახურებდა, რომ მის წინააღმდეგ ამგვარად ხშირად უხეშობენ და მშვენივრად იცის, რასაც ნიშნავს ფეხზე დაბიჯება...

• მერაბი-1960

ეს ბუქმეიქერები განაგრძობენ ჩვენს დაკნინებას. თვლიდნენ, რომ თბილისში ჩეხებს მეტი შანსი ჰქონდა მოგების, ვიდრე ჩვენ. ახლა ალბანეთის მოგებას ფიქრობენ. არაუშავს, ეგონოთ მათაც და მეტოქეებსაც. ჩვენ უკვე სერიოზული ნაკრები გვყავს. მოგვიგროვდა მაღალი კლასის მოთამაშეები. კვარას და მამარდაშვილს უკვე მთელი საფეხბურთო სამყარო იცნობს. ჩაკვეტაძეს, კიტეიშვილს, ქოჩორაშვილს ყველა არ იცნობს? მალე გაიცნობენ... ჩეხებმა უკვე კარგად იციან...

• მწვრთნელი

ალბანეთი ისეთი გუნდია, რომელიც შეცდომებს არ პატიობს! უნდა ვითამაშოთ ორგანიზებულად და მკაცრად, რომ შევუზღუდოთ სივრცეები! დანარჩენი ვნახოთ! არა მგონია ალბანეთის დაცვა ჩეხეთის დაცვას სჯობდეს! უკრაინელებმა ბევრი მომენტები ვერ გამოიყენეს!

• ვენეციის კომისია

კვარას ტყუილად მისცა მსაჯმა ყვითელი და ქოჩორამ კიდევ ტყუილად აიკიდა...

• ტოტტი

ისე კვარას ტყულა მიცა მსაჯმა ყვითელი და იქნებ გაასაჩივრონ საერთოდ არ იმსახურებდა ყვითელს

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ