ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ალბანეთი 1:0 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა ისევ არ შეცვალა. თავიდან ტემპი მაღალი არ იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, გამწვავებაზე წასვლას ერიდებოდნენ, პირველი სახიფათო მომენტი „ჯვაროსნებმა“ შექმნეს, მაგრამ ფლანგიდან კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთს კვარაცხელია ვერ მისწვდა. შემდეგ მიქაუტაძემ ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: შანსი მიქაუტაძემ ვერ გამოიყენა. მერე მისი დარტყმული ბურთი ისმაილიმ დაბლოკა, ხოლო კაკაბაძემ მიზანს ვერ უწია. 71-ე წუთზე კი ქოჩორაშვილმა შორიდან დალაშქრა სტრაკოშას კარი. სანიოლმა ჯერ კვარაცხელია დავითაშვილით, ხოლო შემდეგ მიქაუტაძე ზივზივაძით შეცვალა. 88-ე წუთზე ზურიკო მცველებს გაექცა და მისი დარტყმული ბურთი სტრაკოშამ მოიგერია. ცოტა ხანში მეკარემ გატანა ჩაკვეტაძეს არ დაანება და უკეთესმა გუნდმა მშვიდი, აკადემიური სტილით ისე გაიმარჯვა, რომ მეტოქეს კარში არ დაარტყმევინა.

ჩვენი გუნდი 6 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 11 ოქტომბერს უკრაინასთან გამართავს.

ტირანა. „აირ ალბანია“

ალბანეთი - საქართველო 0:1

გოლი: ქოჩორაშვილი (71)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი (ალთუნაშვილი 90+3), კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია (დავითაშვილი 75), მიქაუტაძე (ზივზივაძე 86)

დავით 67
ეგ ყველაფერი ეროვნულ ჩემპიონატში კარგი იქნებოდა, მაგრამ ეგ ხომ აბსურდია. ვინც ოდნავ პერსპექტიულია იმას საქართველოში თამაშს ვერ მოსთხოვ. შესაბამის ანაზღაურებას ვერ მისცემ
დავით 67
სოსო-ს.ძნელია შენთან კამათი. რატომღაც ისე გამოდის შენი კომენტარიდან რომ მე თითქოს ძველ ხელისუფლებას ვაქებ და ამჟამინდელს ვაძაგებ. წინა ხელისუფლება რაც იყო ყველამ ვიცით, მე პირადად არ ვიყავი მაშინ საქართველოში, სწორედ მათ გამო არ ჩამოვდიოდი, თუმცა მათ დროსაც მოხდა ბევრი რამ კარგი, რასაც შენ არ ამბობ. ამდენი წერა არ შემიძლია, რამდენიც შენ დაწერე. ვფიქრობ პირისპირ რომ გესაუბრებოდე დაგარწმუნებდი ჩემს სისწორეში. შენს კომენტარის დასაწყისში რასაც წერ მაგას ჰქვია ფულის მოტეხვა ( ატმივანიე დენეგ) ქართულად უფრო სიზუსტით არ გამოდის ეს ქმედება.
სოსო
ფედერაციამ რა გააკეთა,არა ჩანს?ფედერაციამ,სახელმწიფოსთან ერთად ეროვნული ჩემპიონატის გუნდების სტადიონებზე ახალი ბალახის საფარი დააგო,რამდენიმე ახალი სტადიონი ააშენა და ან რეკონსტრუქცია გაუკეთა,საფეხბურთო აკადემიები ააშენა,თავისი სათამაშო მინდვრებით,მწვრთნელებისათვის სწავლების და ცენზის ამაღლების სისტემა შექმნა,საქართველოში და სწორედ აქედანაა,ამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი რომ გამოჩნდა თვალსაწიერში.მიუხედავად იმისა,რომ უზარმაზარი მიგრაციის გამო,ქვეყანაში სულ უფრო ცოტა ბავშვი იბადება და არჩევანის საშუალება,სულ უფრო ცოტა ბავშვიდან ირჩევა,მაინც წინსვლა გვაქვს.წინა კომენტარში შენც წერდი,266 სათამაშო მოედანი ააშენესო,ნაცებმა.სათამაშო მოედანი,ე.წ."კაროპკა"უბრალოდ სათამაშო მოედანია და საფეხბურთო მოედანს ვერ დაარქმევ,ზომაში მრავალჯერადი სიმცირის გამო.აი სტადიონები და საფეხბურთო სკოლები კი,დაუზოგავავად ანგრია წინა მთავრობამ და მის ადგილზე ზოგან კორპუსები ჩადგა,ზოგან კი ავტოსადგომები.სწორედ ამიტომ იყო,წინა მთავრობის დროს,ასეულს კარგა მაგრად რომ დავშორდით და ამდენი შესანიშნავი გამარჯვებების მიხედავად,ამ ორი გამარჯვების შემდეგ,მხოლოდ 67 ადგილამდე ავმაღლდებით.კვარა,ზურიკო და მათი თაობა,2001 წელს არიან დაბადებულები,2012 წელს,როცა ოცნება მოვიდა მმართველობაში,ისინი ჯერ მხოლოდ 10-11 წლისანი იყვნენ და ისინი,სწორედაც ამ მთავრობის,ამ ფედერაციის დროს გაიზარდნენ,როგორც ფეხბურთელები.ვერც თბილისის დინამოს აკადემიას ჩაითვლის ძველი მთავრობა,თავის აქტივში,რადგან დინამოს პატრონი,ბადრი პატარკაციშვილი,სწორედ მათ გაისტუმრეს საიქიოს და ფიფიასაც მათ წაართვეს ბიზნესი,რის გამოც მხოლოდ აკადემიას ამუშავებს ნორმალურად.სპორტის აკადემიაც მათ გაყიდეს და საქართველო მწვრთნელების მომზადების გარეშე დატოვეს.მათ დანგრეულს ნაბიჯ ნაბიჯ ასწორებს,ეს ფედერაცია და რამდენიც არ უნდა სძრახოთ,შედეგები თვითონ ლაპარაკობენ ყველაფერზე.ნაკრების ასეთი წინსვლა,ცარიელ ადგილზე არ ხდება,უზარმაზარი სამუშაოა ყოვედღიურად ჩასატარებელი და რაკი შედეგი გვაქვს,ესე იგი მუშაობენ კიდეც.წინა ფედერაციას,ივანიშვილმა შესთავაზა,რაც გჭირდებათ ფულით დაგეხმარებით,გავაკეთოთ საქმე,მაგრამ ამ ფულის განკარგვას,ჩემი ნდობით აღჭურვილი პირიც უნდა აკონტროლებდეს,ვიღაცამ ჯიბეში რომ არ ჩაიდოსო.ცივი უარი მიახალეს,ფული სად მიგვაქვს,არავის ჩავახედებთო და მანდ დამთავრდა ეგ ამბავი.აი რაგბის ფედერაციამ კი,სიხარულით მიიღო ეს პირობა და დღეს ქართულ რაგბის მშვენიერი მატერიალური ბაზა აქვს.ფეხბურთის მაშინდელ ფედერაციას საკუთარ ჯიბეზე რომ არ ეზრუნა და საქმის ინტერესი ჰქონოდა,დღეს ქართული ფეხბურთი,გაცილებით წინ იქნებოდა.ისიც გაიხსენე,რა გაუკეტეს ფედერაციის პრეზიდენტად არჩეულ გიორგი ნემსაძეს,იმ მთავრობის მოთხოვნით.ოცნების მოსვლის შემდეგ,ივანიშვილმა ფეხბურთშიც საკმაო ფინანსები მიახმარა და მისი წვლილიც არის დღევანდელ გამარჯვებებში.ბათუმის სტადიონი რომ დაანგრიეს,ორი კვირით ადრე მოვხვდი იქ,სტადიონზე გარედან შევიხედე და მუშები,მინდვრის საფარს არემონტებდნენ.დანგრევის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.ორი კვირის შემდეგ კი,დაიწერა,სტადიონი დაანგრიეს და სამ წელიწადში ახალს ავაშენებთო.კი გახსოვს,როდის და ვინ ააშენა ბათუმის სტადიონი,მანამდე კი,ბათუმში ფეხბურთი ფაქტობრივად მოკვდა და გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა.ეს მნიშვნელობა აქვს სტადიონს."კარობკაში"ბავშვები ითამაშებენ,გაერთობიან,მაგრამ ეს სპორტი ვერ იქნება.ფეხბურთს საფეხბურთო მოედანი სჭირდება. რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს,იქ კერძო გუნდები თამაშობენ.ფედერაცია,მათ სათამაშო ბალახის საფარის დაგებით დაეხმარა,ბევრგან სტადიონებიც ააშენა,მაგრამ ყველა გუნდს,საკუთარ ბალანსზე ვერ დასვამს.გუნდის ხელმძღვანელებმა კეთილი უნდა ინებონ და თუ გუნდი უნდათ,მის შენახვაზეც იზრუნონ.მანდ სახელმწიფო ვერ ჩაერევა,ვერც ფედერაცია.ისედაც იმაზე მეტს აკეთებენ,ვიდრე წესით მოეთხოვებათ.უბედურება ისაა,რომ კლუბებში მენეჯმენტი არ ვარგა და ვფიქრობ ბნელი ოპერაციებიც არ უნდა იყოს უცხო ხილი.ყოველ ნახევარ წელიწადში გუნდების და მწვრთნელების მუდმივი ადგილმონაცვლეობა,ფეხბურთს ვერ ამოასუნთქებს.ვერც ახალგაზრდა ფეხბურთელებს დააკავაბენ ძალით,ისინი კი,პირველივე თითის დაქნევაზე უცხოეთში გარბიან და საამისოდ სრულიად მოუმზადებლებს,გზის გაკვალვა ძალიან უჭირთ,ქართული გუნდები კი ვერც მათი გაზრდით და გაყიდვით იღებენ ნორმალურ შემოსავალს და ძალიან ადრე მათი გაქცევის გამო,ვერც თვითონ ძლიერდებიან,რაღაცა შედეგამდე რომ მიაღწიონ.ჯერჯერობით სამი აკადემია მუშაობს მისაღებ დონეზე.აი როცა სხვებიც სათანადო ხარისხამდე შეძლებენ ბავშვების გაზრდას,აქაც გაიზრდება კონკურენცია და რაკი ყველა ვერ წავა უცხოეთში,აქ დარჩენილები,აქვე აიმაღლებენ კლასს და თავის კლუბებსაც ახეირებენ.აქ რაღაცა კანონმდებლობითი საშუალებაა გამოსაძებნი,რომ არც კლუბები დაზარალდნენ და არც ფეხბურთელები.იმედია რაღაცა გამოსავალს მიაგნებენ.საქართველო შუა ევროპაში რომ მდებარეობდეს,ჩვენ ბავშვებზე ტაციაობა იქნებოდა,მაგრა ევროკავშირის წევრები არა ვართ და აქედან ფეხბურთელის წასვლა,გაცილებით ძნელი და ძვირი უჯდებათ ევროპულ კლუბებს.ერთი ამიტომაცაა, ჩვენ კლუბებს რომ შედარებით ნაკლებს უხდიან და ფეხბურთელებიც ნაკლებნად მიჰყავთ,ეს ფედერაციის ბრალი არ არის.დღევანდელი წარმატებების ფონზე,ვფიქრობ საქართველოს ჩემპიონატის მიმართაც გაიზრდება ყურადღება.შესაძლოა ინვესტიციებიც წამოვიდეს და გუნდები გააძლიერონ.ისე კი უცხოური გრანდი კლუბების აკადემიები,აქ რომ იხსნება,მათთვისაც და ჩვენთვისაც მომგებიანი შეიძლება გახდეს,თუ მათთან ჭკვიანურად ვიმუშავებთ და მხოლოდ ტალანტების გამწოვ ტუმბოებად არ ვაქცევინებთ,ამ აკადემიებს.რამდენიმე წელიწადში უკვე ევროპაში ნათამაშები ქართველი ვეტერანების ნაწილი მაინც, ფეხბურთში გააგრძელებს მოღვაწეობას და ზოგიერთი მაინც აქ რომ დაბრუნდებიან,გუნდების მართვის იქაურ კულტურას,აქ ჩამოიტანენ.სხვათა შორის,ეს ფედერაცია,ნაკრების ვეტერან ქართველ ფეხბურთელებს,სამწვრთნელო კურსებს უტარებს და კარიერის დასრულებისთანავე,ისინი უკვე მწვრთნელობის ლიცენზიის მქონე სპეციალისტები იქნებიან.რა თქმა უნდა ესეც ასარგებლებს ქართულ ფეხბურთს. ვიცი ბევრი დამეტაკება(აქამდეც ასე იყო)ეს მეოცნებეაო.არ ვარ მეოცნებე,მაგრამ სწორი დიაგნოზი რომ დასვა,ყველაფერი ობიექტურად უნდა შეაფასო.ამ მთავრობას უამრავი ნაკლი და ცოდვა აქვს,მაგრამ რაც გააკეთეს,არც ის უნდა დაუკარგო.ზუსტად ასევეა ფეხბურთის ფედერაციაც.შეცდომებიც ჰქონდათ,ზოგან ალბათ რაღაცა დანაშაულებიც კი,მაგრამ ბევრიც კეთდება და ყველაფერს წყალი არ უნდა გადავასხათ.
zura222
ზაზა-ს! იმიტომ ალბათ რომ გულით არ არის ნათქვამი
DAVE
გადაერქვას მოსკოვის გამზირს სახელი და დაერქვას ეროვნული ნაკრების გამზირი, ან 26 მარტის გამზირი. ასევე გაჩნდეს თბილისში ვილი სანიოლის სახელობის ქუჩა.
ამაშია საქმე
ამ თამაშებმა დამანახა რომ ნაკრები მარტო ხვიჩაზე აღარ არის დამოკიდებული.გვყავს შესანიშნავი სამეული ქოჩორა,კიტე და ჩაკვე რომლებსაც თამაში მიყავთ.მადლობა სანიოლს რომელმაც მიაგნო ისეთ ტაქტიკას სადაც ზოგიერთ შედარებით დაბალი კლასის ფეხბურთელს მაქსიმალურად იყენებს.
ჯეჯე
Emre-ს ნახეთ მეგობარო, გუშინდელი ზეიმი კონკრეტულად ალბანეთის ძლევას იმდენად არ უკავშირდებოდა, რამდენადაც იმ რწმენას, რომ ჩვენი გუნდი უფრო მაღალ დონეზე ასული დავინახეთ. ყოველგვარი ზედმეტი ფაციფუცის გარეშე, დახარჯეს იმდენი ძალა და მცდელობა, რამდენიც კონკრეტული მეტოქის დასამარცხებლად იყო საჭირო. არ დაგრჩათ განცდა რომ ჩვენი ნაკრები იმდენზე მოუმატებდა თამაშს, რამდენიც საჭირო იქნებოდა? ეს კი, მაღალი კლასის გუნდის ნიშანია. მოედანზე ვხდავდით თავის თავში დარწმუნებულ გუნდს, რომელსაც ყოველ წამს შეეძლო მოემატებინა და ეს გუნდი საქართველოს ნაკრები იყო. არ გვაქვს ზეიმის საბაბი? :)

ქართველებს ყველაფრის მარაზმში გადაყვანაში ვერავინ შეგვედრება
დათო
ბოღმიანი ადამიანებზე მეტი საშინელი არაფერია..როგორმე ღვაძლი და დამპალი ენა ატრიალონ..მადლობა ყველას ვინც ჩვენ ბიჭებს სიტყვით საქციელით გვერდით უდგას..
Irakli Apkhaidze
მოიცა ერთი კაცო, ძლივს რაღაც გვიხარია და რატომაც არ უნდა ავღნიშნოთ, რა ჯობია ამდენი ბედნიერი სახის დანახვას? ალბანეთთან მოგება ნამდვილად გვაქვს წესად ქცეული 90-იანებიდან.
გენა
დავწერე გუშინ წააგებენ მეთქი და აჰა. იმდენი დისლაიქი მივიღე. აგე თუ არ წააგეს. შეეგუეთ რა. ხო ზუსტად ვიწინასწარმეტყველე - კვარას თამაში არ გამოუივა მეთქი, ზურიკოს შემოიყავენნ დ აუაზროდ ირბენს მეთქი. მიქაუტაძე მოედანზე გინდ ყოფილა, გინდ არა მეთქი. და შედეგიც სახეზეა. ისევ წაგება. ეეეჰჰჰჰ...
Emre
გილოცავთ ყველას გამარჯვებას და მინდა ერთი რამე ვთქვა, ყველას ძალიან გვიხარია გამარჯვებები, მაგრამ დროა გულშემატკივარიც გავიზარდოთ და ალბანეთისნაირ ნაკრებთან მოგება ნორმად ვაქციოთ. ჩემი აზრით ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და ალბანეთთან მოგებას ერთნაირად არ უნდა ავღნიშნავდეთ და ქალაქებში ღამის რევოლუციებს არ უნდა ვაწყობდეთ სიგნალებით და ღრიანცელით.
Tazo-s
თაზო არ გიტყდება ყანდიაშვილის და რამიშვილის ერთჯერადი ტროლი რომ ხარ? მოგიყვანეს მოქმედებაში….
Tazo
შეურა წ ყოფა-არასწორია!სწორია-შეურა ც ყოფა! ვიმეტყველოთ და ვწეროთ -ქართულად,გრამატიკულად.ეს ერთი,მეორე მაგ ,,შტანგისტის,, მწვრთნელი, რომ პარლამენტის წევრი იყო ნაცებიდან, მაგაზე არ გაგჩენია პროტესტის გრძნობა? თუ, ის კი იყო ნაცებიის სიიდან, მაგრამ ოქსფორდი ქონდა დამთავრებული და მაღალი IQ აქვს?
შე გალსტუკიანო
ხო გეუბნებოდი გაფრინდებიან მეთქი.
მწარე
დავიდ 67 მოდი შევთანხმდეთ, პოლიტიკაზე ან არ ვლაპარაკობთ ან პასუხს მიიღებ. იცი რაშია საქმე? როცა ამბობ წარუმატებლობაზე ეს ფედერაციის ბრალია, მაშინ წარმატებაც იმ ფედერაციას მიეწერება. გვარებს არ ვასახელებ. მეც ევროპა მინდა, მაგრამ ასეთი ლაპარაკი მაღიზიანებს. (და არა მარტო მე მაღიზიანებს.) ცივ წყალსაც დავლევ თუ საჭიროა, უბრალოდ როცა ამბობ ა--ს უნდა თქვა ბ-ც.
ზაზა
ამ პოსტზე დისლაიქი რატომ უნდა გააკეთო არ მესმის
თენგაბი
კიდევ ერთხელ გილოცავთ! ჩემი, როგორც გულშემატკივრის მიზანი ასრულდა! საქართველოს ნაკრები იზრდება და თანდათან ყალიბდება ტოპ გუნდად, როგორც „ფეოლაში“ ჩვენი უკვდავი იპოლიტე ირონიულად ამბობს: - მოვიგეთ ფეოლა! - გაგიჭირდებოდათ?! ჩვენი შემდგომი სამიზნე გრანდები არიან - ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, ბრაზილია, არგენტინა. ამის გაფიქრებაზეც ტანში ჟრუანტელი მივლის! ლაშა ტალახაძემ, ლაშა ბექაურმა და გენო პეტრიაშვილმა, ასევე ბევრმა ცნობილმა და წარმატებულმა სპორტსმენებმა, ჩვენმა ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონებმა, ახლა საქართველოს ეროვნული ნაკრებმა - ეს ის ხალხია, რომლებიც გვაძლევენ რწმენას, რომ ჩვენ შეგვიძლია ცხოვრების სხვა სფეროებშიც, სახელმწიფოს მშენებლობაში, ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ. ასევე წარმატებულები ვიყოთ. ოღონდ უნდა მოვინდომოთ, ბევრი ვიაზროვნოთ, მეტი ვიმუშაოთ და წარმატებებიც მოვა. მიღწეულზე არ უნდა შევჩერდეთ და გავაგრძელოთ შრომა და ძიება ახალ სიმაღლეებზე ასასვლელად. კარგია, რომ ფეხბურთელებთან ერთად ჩვენი სამწვრთნელო შტაბიც იზრდება. სანიოლმა თამაშის კომენტირებისას აღნიშნა, მეორე ტაიმში გუნდს მოვუწოდე აგრესიულობისაკენ და მეტი მოძრაობისაკენო. ჩემის მხრივ დავამატებდი ფეხბურთელებმა უნდა იფიქრონ დროული პასის გაკეთებაზე. გავკადნიერდები და ვიტყვი, იმას რასაც ესპანეთის ნაკრები დღეს აკეთებს, იმას აკეთებდა თავის დროზე ახალკაცის დინამო - ფლანგური შეტევები, დროული გახსნა და ასევე დროული პასი. უბურთო, გააზრებული მოძრაობის და დროული პასის სინთეზი ნებისმიერ დაცვას ანგრევს, ხოლო ჩვენი მცველების, განსაკუთრებით ჩივაძის დასწრებაზე თამაში, ჩაჭრები მოწინააღმდეგე გუნდის თავდასხმას ანეიტრალებდა. კარგია, რომ გუნდის ფიზიკური კონდიციები დამაკმაყოფილებელია, ხოლო როცა ფეხბურთელები მოედანზე აზროვნებენ, როდის გაიხსნან და რა მიმართულებით, როდის გააკეთონ პასი, მასზე გარე, მეტოქის მოედანზე თამაშის ფაქტორი არ მოქმედებს, სანერვიულოდ დრო აღარ რჩებათ და ფსიქოლოგიურ სიმყარესაც ინარჩუნებენ. ახლა უნდა მოვახერხოთ ყველაფერი ეს ეროვნულ ჩემპიონატში გადავიტანოთ და მისი დონეც ავამაღლოთ. ცნობილი მხედართმთავრის სუვოროვის არ იყოს - მეტი სწავლა და მეტი ოფლი ვარჯიშში, ნაკლები სისხლი ბრძოლაში. დიდება საქართველოს! გევედრები უფალო, დაიცავი და დაიფარე საქართველო!
100%
კარგი კომენტარია. )))
კახა
ჩემი კარგი ..... ასეთი თაობა ყიფიანი დარასელიას მერე არ გვყოლია, გენაცვალეთ ბიჭებო ჯიგრიანათ რო თამაშობთ და ქვეყანას რო გულს უხარებთ.
დავით 67
მჯერა რომ მსოფლიოზე მოვხვდებით და იქაც ღირსეულად გამოვალთ. ჩვენი ნაკრები ყოველ თამაშზე იზრდება (სპეცდება). ვერავინ იტყვის რომ დაცვით სტილს მიმართავს და კონტრშეტევაზეა ორიენტირებული. ბურთის დაჭერაც შეუძლიათ. ყველაფერს ზომიერად აკეთებენ. აბა ინგლისის თამაში მოგწონთ ვინმეს? ან ბრაზილიის ნაკრების?დაათრევენ ბურთს და გოლი ვერ გააქვთ. მარტო ესპანეთს შეუძლია ბურთის დაჭერაც და ლამაზი თამაში. ჩვენი ნაკრები დღეს რომ არის ასეთი არასდროს გვყოლია. ასე რომ მათ გამარჯვებებს სიურპრიზად ნურავინ ნათლავს. საქართველომ სენსაცია მოახდინა, საქართველომ 4 გოლი გაუტანა და ა.შ უნდა დაივიწყოს ყველამ, უფრო ევროპელ სპეციალისტებს ეხებათ ეს. კიდევ ბევრ თამაშებს მოიგებენ და უფრო უკეთესადაც ითამაშებენ, ამაში ეჭვის შეტანას ბიძინიზმი ჰქვია)
მირო+
გამოვჩდი 6 ქულა ვთქვი და იქნებ ვინმეს გახსოვთ მჯეროდა მართლა მჯერა ამ გუნდის,სულ ვქომაგობდი მთელი ცხოვრება მაგრამ საამაყოდ მაგარი ნაკრები თავის თავში დარწმუნებული გუნდის ქომაგიბა სხვა ბედნიერება ყოფილა!! გილოცავთ ყველას ვისაც ერთხელ მაინც ჩაგლეჩიათ ხმა ბიჭებისთვის!! წინ სა ქა რთ ვე ლო!!!
დავით 67
ყველაფერში გეთანხმები სოსო, მაგრამ წინა კომენტარებში რომ წერდი ფედერაციას დიდი წვლილი მიუძღვისო, ეს სად შენიშნე? სტადიონების მშენებლობას რომ გულისხმობ ამ ბიჭებს აქ ნათამაშევიც არა აქვთ. ყველამ ევროპის გუნდებში აიმაღლა კლასი. ფედერაციის დამსახურება ისაა, რასაც ეროვნულ ჩემპიონატზე ვხედავთ. ასევე ჩვენი გუნდების გამოსვლა ევროასპარეზზე.
G.LA
ბიჭებო მადლობა. გამარჯვებას გილოცავთ და წარმატებევს გისურვებთ. ყველას გილოცავთ.
ირაკლი
სპორტალ, თქვენც გთხოვთ დახმარებას და ამოიღეთ ხმა. ცხვრად გვთვილის ყველას და შეურაწყოფას გვაყენებს… ოცეულში რა უნდა ლაშას ან გენოს???? თქვით რამე. დაგმეთ არასწორი ქმედება. არ ვარ მხარე, მაგრამ ეს მეტისმეტია
ირაკლი
ლაშა და გენო! ეს როგორ იკადრეთ? არ გრცხვენიათ? ტატამი და შტანგა… როგორ ბედავთ? არ დამიბლოკო გთხოვ. სამშობლოს ეხება
სოსო
გილოცავთ გამარჯვებას,მეგობრებო!ფრთხილ და მძიმე ბრძოლას ველოდი,თუმცა ჩემთვის მოულოდნელად,მატჩი ამავე დროს,ძალიან კორექტულიც გამოვიდა.ყველა გაფრთხილება,უხეშობით კი არა,ტაქტიკური მოსაზრებებით იქნა მიღებული.მეტოქეს ფაქტობრივად არაფრის ნება არ მივეცით,ჩვენს კართან და რატომ დაუწერეს მამარდას ასე დაბალი შეფასება,არ მესმის.ახლო მახლო ბურთი არ გაატარა,კარის ჩარჩოში იმათ ვერ დაარტყეს და ჩვენ ბიჭებს ხომ არ სთხოვდა,თქვენ დამიტყით კარებში,მაღალი შეფასება მინდაო?!ერთადერთი,ის არ მომეწონა,რომ მატჩის ბოლოსკენ,ზედმეტი რსკის თავიდან ასაცილებლად,კიტემ და ჩაკვემ,ტაქტიკური ფოლები აიღეს,შესაბამისი ყვითელი ბარათებით.ეს კი ნიშნავს,რომ ნახევარდაცვის სამეული და კვარა,ესე იგი გუნდის ლიდერები,ყვითელ ბარათებზე სხედან და უკვე მომდევნო ტურის შემდეგ,სავარაუდოდ ერთი,ან რამდენიმე,ვინც გაფრთხილდება,მომდევნო მატჩს გამოტოვებს.ამ ოთხეულიდან რომელიმეს დანაკლისი კი,ჩვენი ნაკრებისათვის აუნაზღაურებელი დანაკლისია.ბოლომდე მკაცრად ტაქტუკური დისციპლინით რომ გვეთამაშა,ეს არ დაგვჭირდებოდა,მაგრამ ბოლოს დაღლილობასთან ერთად,თამაში ცოტა აგვერია და ბიჭებს ამაზე წასვლა დასჭირდათ.რომელიღაცა წერდა,ნუთუ 11 კაცზე მეტი არა გვყავს,რომ ესენი შევცვალოთო!მაგას ავიწყდება,რომ ეს 11 კაციც,ფაქტობრივად ამ გაზაფხულზე შეიკრიბა და ახლა არიან მატებაში.ჩაკვეს ფორმაში ჩადგომით და ასევე ქოჩორაშვილის სათამაშო კონდიციების სწრაფი გაზრდით,როგორც იქნა დაკომპლექტდა ძირითადი თერთმეტეული.აქ მხოლოდ დაცვის მარცხენა ფლანგზე გვაქვს ვარიანტები,მეტოქიდან გამომდინარე და შეტევაში,მიქაუტაძე ზივზივაძის სახით.კიდევ ზურიკოს შეუძლია სხვადასხვა პოზიციის საკმაო წარმატებით გადაფარვა და ფაქტობრივად მორჩა.სხვა პოზიციებზე,თანაბარძალოვანი რეზერვი არა გვყავს.კი,მოდიან კარგი ბიჭები,მაგრამ ჯერ მზად არ არიან და საბა ლობჟანიძეც ვერ არის კაკაბაძის სრულფასოვანი ალტერნატივა.ჯერჯერობით ასე ვართ და სადღაც ერთ წელიწადში,კიდევ რამდენიმე პოზიციაზე გვეყოლება საკმაოდ საიმედო მეორე ნომრები.აგერ კვირკველიამ ფორმა დაკარგა და გველესიანი ჩავაყენეთ,ანზორ მექვაბიშვილმაც გაჭირვებაში,საკმაოდ კარგად ითამაშა,საზონოვი და გოგლიჩიძეც,მგონი ძალიან მალე ნაკრების სრულფასოვანი ფეხბურთელები გახდებიან.გვყავს სიგუა და ახლანდელი 21 წლამდელებიდანაც კიდევ ვიღაცა ამოიწევს მაღლა.ყველაფერს თავისი დრო აქვს.გრანდად ვერ ვიქცევით,მაგრამ უკვე ისეთი ნაკრები გვყავს,რომელსაც საკუთარი თავის ღირსება გაუჩნდა და უბრძოლველად არავის დანებდება.გუნდში ერთიანობაა და სანამ ასე იქნება,არავისი უნდა გვეშინოდეს.დღეს მთავარი,გუნდში ამ მეგობრული ატმოსფეროს შენარჩუნება და გაძლიერებაა.ეგ არის წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა.
Gia
რა დრო დადგა რო უკვე კლასის ხარჯზე ვუგებთ გუნდებს ისე რომ არც ვიღლებით
სპარტაკი
298 არაგველოღა დარჩა სანახავი
მეფე-ს !
გაფიცებ პარტიას, აქ პოლიტიკური მოტივები რა შუაში იყო ? რა ცოდოები და თან ... ხართ ეს პოლიტანგაჟირებულები !
ირაკლი
გილოცავთ ქართველებო და ნაკრების მოყვრულებო! … ყველას უყვარს თავისი სამშობლო… სულ ყველას… ჩვენ არ მოგვეწონა ალბანელებმა რომ მოგვიწწყვეს ობსტრუქცია ჰიმნისას… საბერძნეთთან ჩვენც იგივე გავაკეთეთ… აქ - საქართველოში. მინდა რომ, პატივისცემა გამოვიჩინოთ… გავისუსოთ ყველა ჰიმნზე და ბრძოლაში ვიომოთ. პატივისცემით :)
წა(რ)მატებული
უკრაინასთან გამოჩნდება ამათი ვაჟკაცობა, ორ თამაშში, 2 ქულას მაინც თუ გამოადნობენ, მადლობას ვეტყვი, თუმცა გული ცუდს მიგრძნობს..
Gia
Saniolma gundi gaaketa,romelic mogebas gvitruxebs.be ligasac movigebt da a ligashi tashit migvigeben.a ligas ro movigebt mere mugams davkargavt.
ჟორა
გულისამრევი ფეხბურთი იყო! კარგია რომ მოვიგეთ
კოკო
აჰაა ხო ვთქვი ეს ახალი ერაა ბეიბითქო
!თემური
გილოცავთ ყველას საქართველოს ნაკრების გამარჯვებას/წინსვლას! ვერ ვიხსენებ რომელიმე ნაკრების გუნდს ასე "შეშინებული" ეთამაშოს თავისივე მოედანზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ! ეს უკვე ჩვენების დამსახურებაა!
დდდ
ყველაფერთან ერთად ერთიც ისეთი "ანტირეკორდი" დავამყარეთ, კარგი იქნება, ხშირ-ხშირად გავიმეოროთ - მამარდას სეივი არ ჰქონია და ჩვენ კიდევ - სანერვიულო...

ასეთი იმედით არასდროს ვყოფილვარ! და თითქოს უკვე ვიცი რომ ვისაც არ უნდა ვეთამაშოთ, უნდა მოვიგოთ!!!
უცხო
ჰა ალბანელებო იგემეთ ჯოჯოხეთი? საქართველოს ვულოცავ ამ ლამაზ გამარჯვებას.
roma bejanidze
კეთილი იყოს ალბანეთის მობრძანება ჯოჯოხეთში. ბათუმელი ვარ და თუ სტადიონზე მომიწევს ბილეთი გპირდებით ჩემებურ ჯოჯოხეთს აქაც მოვუწყობ. სუფთა ღვინოს ვკისრულობ უშაქროს. თუ მაგათ ჯოჯოხეთი სიტყვა მეორედ ახსენონ. გილოცავთ ყველას და მადლობა ბიჭებს იმისთვის რაც ჩემი სახლის წინ ხდება მათი დამსახურებაა. გახარებული ხალხი და ამაყი რომ ქართველად დაიბადა ჩემ სახლის წინ ბედნიერი დადის. მადლობა მადლობა მადლობა. ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო.
სანიოლ
სანიოლ შენ დაიმსახურე მაწყვალთაში თხმელის ძირში ზაფხულის პაპანაქება სიცხეში დასვენებს
წარმოუდგენელი სირეგვნეა!
ძალიან ვწუხვარ რომ ამდენი დისლაიქი აქვს ამ კომენტარს. ის მომენტია, გამარჯვებულებს რომ არ ასამართლებენ, მაგრამ ვინმე ახსნას უძებნის კვარას შეცვლას ან იმას მაინც, მხოლოდ 3 ცვლილება რომ გამოიყენა, როცა დროის გაყვანის მიზნით მაინც უნდა შემოეყვანა სათადარიგოები. სანიოლი ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია, მაგრამ ეს საუკეთესოობა ჩვენი გმირების თანავარსკვლავედმა მოუტანა, თვითონ ძალიან სუსტია. დღეს გაიმარჯვა კლასმა და არა მწვრთნელის სიჩაუქემ.
ემიგრანტი
გილოცავთ მშვენიერია! სანიოლიც იზრდება და სწავლობს ნაკრებთან ერთად.
გურულო
გილოცავთ!გაიხარეთ ბიჭებო ჩვენი გახარებისთვის.ასეთი დამფრთხალი ალბანეთი არ მინახია,იმის შიში ქონდათ დიდი ანგარიშით არ წავაგოთო,არადა რას ბაქი ბუქობდნენ ჯოჯოხეთს მოგიწყობთო :))
100%

გოგა
2006 წლის იტალიია ნაკრები დღევანდელი ჩვენი ნაკრები :) ბრავო ბიჭებო და ბრავო ვილი სანიოლს
გოგა
აშკარაა გუნდი გაზრდილია როგორც ფიზიკურად ისე მენტალურად და ტაქტიკურად,თუ ვინმეს ეკუთვნის ფეხბურთელების გარდა მადლობა ეს ვილია,ზოგიერთი იტყვის მეტოქე გრანდი არ იყოო მარა 2-3წლის უკან ანდორასთან მოგება გვიხაროდა ეხლა კი უპრობლემოდ როგორც ძლიერ ნაკრებებს ახასიათებს ისე მიყავთ თამაში სასურველ შედეგამდე,საღოლ ბიჭებს და მთელს სამწვრთნელო შტაბს ვილის თამადობით,ყველაზე გასახარი კი ბიჭების თავდაჯერებაა რაც კიდევ უფრო გაზრდის ნაკრებისა და ქვეყნის ავტორიტეტს მსოფლიოში
მეფე
ბიდუ შეიძლება ადრევე შემოეყვანა. მავრამ გოლმა გეგმები შეცვალა. დროის გაყვანის გამო რაც შეიძლება გვიანი შეცვლები. სანიოლი არის მეფე. შენ ნაცი ფეხბურჹის არ მცოდნე
ალექს
გილოცავთ! ახლა ნამდვილად შეიძლება იმის თქმა რომ ჰორიზონტზე A დივიზიონი გამოჩნდა და ყველაზე ახლოს ჩვენ ვართ! საქართველოს ნაკრები საშუალოზე მაღალი დონის გუნდად ყალიბდება და ნამდვილად იმსახურებს საუკეთესო თექვსმეტეულში მოხვედრას,ისევე როგორც ეს ევროპაზე მოხდა. ალბანეთი საკუთარ მოედანზე ფრეზე თამაშობდა და წააგო, ჩვენ მივდიოდით გამწვავებაზე და დამსახურებულად გავიტანეთ! ქოჩორ, გული ხარ! მთელ ნაკრებს უდიდესი სიყვარული და წარმატება დარჩენილ შეხვედრებში! წინ A დივიზიონი და მსოფლიოა!
ავჭალიდან
ორი თამაში, ორი გამარჯვება, ჯგუფში პირველი ადგილი 6 ქულით!!! ზღაპარი გრძელდება!!! მადლობა ბიჭებს!!!
ლევანი
გილოცაააააავთ! ყოჩაღ ბიჭებო, ყოჩაღ, იზრდება გუნდი ჩვენს თვალწინ, და აუცილებლად აქვს მომავალი ამ თაობას, იბრუნებს ქართული ფეხბურთი პრესტიჟს. რაო ალბანელებო? ჰაა? ჰიმნის დროს სტვენა კარგი ქცოდნიათ, კი, მაგრამ ზრდილობა? არ იცით ხომ რა არის, რას იზამ, რას იზამ, თქვენ გოლიც კი არ გქონდათ გაშვებული, არაა? დიდება დიდება დიდება საქართველოს!
ლევანი
გილოცაააააავთ! ყოჩაღ ბიჭებო, ყოჩაღ, იზრდება გუნდი ჩვენს თვალწინ, და აუცილებლად აქვს მომავალი ამ თაობას, იბრუნებს ქართული ფეხბურთი პრესტიჟს. რაო ალბანელებო? ჰაა? ჰიმნის დროს სტვენა კარგი ქცოდნიათ, კი, მაგრამ ზრდილობა? არ იცით ხომ რა არის, რას იზამ, რას იზამ, თქვენ გოლიც კი არ გქონდათ გაშვებული, არაა? დიდება დიდება დიდება საქართველოს!
M-33
ჩვენ უკვე მძლავრი გუნდი ვართ. არცერთი ნაკრებისთვის არ არის და არ იქნება იოლი ჩვენ ცენტრალურ ზონაში უპირატესობა მოიპოვოს აქ კი როცა არ "იჩაგრები" ეს ერთი ორად ზრდის შენი გამარჯ ების შანსებს ნებისმიერ მეტოქესთან რა თქმა უნდა გრანდებს თუ არ ჩავთვლით.
ქუთაისელი
პრესის ქვეშ საერთოდ ვერ აზროვნებს სანიოლი. რომელ წუთზე შემოიყვანა ბუდუ? წინა თამაშში 4-0-ზე კვარა უნდა დაესვენებინა. და ამან, როცა დღეს 1-0-ზე კონტრ-შეტევებზე უნდა გვეთამაშა, ახლა გაიყვანა. გაბრაზებული იყო კვარა. სანიოლი არის სუსტი მწვრთნელი!
რონი
გილოცავთ ყველას კლასის ხარჯზე გავიმარჯვეთ. კიტე ვერ იყო ჩვეულ ფორმაში.. ლოჩოშვილის შემცვლელი რაც მალე გამოჩნდება მით უკეთესი ჩვენთვის. შეტევაში ნოლია.. უკრაინის ჯერია ეხლა და 9ქულით უნდა ვულიდეროთ ჯგუფს
ლაშა
მადლობა ბიჭებს სანიოლი რა ყოფილა. წინასწარ კითხულობს თამაშს
მწვრთნელი
ასეც უნდა მომხდარიყო! ალბანეთს კარშიც კი არ დაურტყია! გილოცავთ ყველას და ახლა უკრაინა არის საფიქრალი!
ლევანი
გენაცვალეთ, ჩვენი სუპერ გუნდი❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
გიო
გილოცავთ!!! სხვაგან არ ვიცი და ვარკეთილში ისეთი ამბავია მგონი მსოფლიოზე გავედით უკვე
ზაზა
ზურა222 ახლა შეგიძლია გამოიღო. გილოცავთ და მადლობა ბიჭებს.
Anti
ეს კულიანები ესენი, თუ იცოდნენ ამათმა ჯოჯოხეთი რა არის...
გეგი
რაო რაოო? ჯოჯოხეთიო? კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ხალხოოო!!!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ალბანეთი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
უკრაინელთა წამყვანმა ფეხბურთელმა შეიძლება საქართველოსთან ვერ ითამაშოს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?
ალბანეთი - ჩეხეთი 0:0 - "ჯვაროსნებს" ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ [VIDEO]