ვეტერანმა "მერსისაიდელებს" კვლავ უკბინა - ინგლისის ჩემპიონის ტიტული 21 წელიწადია თვალით არ გინახავთ, მაგრამ ჯერ სადა ხართო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი მცველი გარი ნევილი, რომელმაც ფეხბურთის თამაშს თავი წლეულს დაანება, ყოველთვის "ლივერპულის" სიძულვილით გამოირჩეოდა და თავისას მოედნიდან ტრიბუნაზე ასვლის მერეც არ იშლის.

ნევილმა "მერსისაიდელებს" კვლავ უკბინა - ინგლისის ჩემპიონის ტიტული 21 წელიწადია თვალით არ გინახავთ, მაგრამ ჯერ სადა ხართო. არადა, "წითლების" ლეგენდარულმა მწვრთნელმა კენი დალგლიშმა ახალი ფეხბურთელების შეძენაში 100 მილიონი ფუნტი დახარჯა და ფანებს იმედი ჩაუსახა, რომ ბოლოს და ბოლოს მათაც ეღირსებათ პირველობა.

გარი ნევილმა კარგად იცის, რა შედეგი მოსდევს წლობით დაგუბებულ წადილსა და წარუმატებლობათა სერიას. ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ მანამდე, მისი ფანი იყო - ბავშვობიდან "იუნაიტედი" უდუღს ძარღვებში. ნევილს კარგად ახსოვს როგორ დასრულდა მისი საყვარელი გუნდის 26 წლიანი ხელმოცარულობის პერიოდი, როდესაც 1992-93 წლებში ბოლოს და ბოლოს "ოლდ ტრეფორდზეც" იზეიმეს. 36 წლის ვეტერანი ამბობს:

"ვხედავ, რომ "ლივერპული" უკვე მივიდა იმ წერტილამდე, როდესაც გამარჯვება აუცილებელია. იქ, ყველა და ყველაფერი შედეგს ითხოვს. მახსოვს, 1992-93 წლების სეზონში ჩვენთანაც იგივე ხდებოდა. გამარჯვება ჰაერში ტრიალებდა და ეს იგრძნობოდა. ასეთ დროს იცი, რომ შენს წინაშე დგას მიზანი, რომელისაც აუცილებლად უნდა მიაღწიო.

აშკარაა რას აკეთებს კენი დალგლიში - ის ცდილობს "ლივერპულს" ძველებური იერსახე აღუდგინოს, მაგრამ, თუ შემეკითხებით, როდის შეძლებენ მერსისაიდელები ტიტულის მოგებას, გიპასუხებთ, რომ ამ სეზონში ეს არ მოხდება".

ნევისია ვარაუდით მისი "იუნაიტედის" მთავარი მოწინააღმდეგე კვლავ "ჩელსი" იქნება. რაც შეეხება "ლივერპულს", ის, ალბათ, იქნება ერთ-ერთი იმ სამეულიდან, რომელიც შეეცდება ორი მთავარი კონკურენტის ბრძოლაში ჩაერიოს.

ნევილმა დასძინა: "მოსწონს ეს ამბავი ვინმეს თუ არა, ფაქტი ფაქტად რჩება: ბოლო ხუთი წელიწადია ინგლისსი ყველას ორი გუნდი სჯობს, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი". "მანჩესტერ სიტი"? რასაკვირველია იბრძოლებს, ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ "ჩელსის" რომ ვუყურებ, ვხედავ, რომ ისევე, როგორც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, წლეულსაც "იუნაიტედის" მთავარი კონკურენტი ის იქნება. არ მესმის, რამ შეიძლება ძალთა ასეთი თანაფარდობა შეცვალოს, "ჩელსისი" ხომ ისევ ის ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ! რაც შეეხება "ლივერპულს", პირადად მე მას "ტოტენჰემზე" წინ ვხედავ".

და "არსენალი"? მიაქცევდით ყურადღებას, რომ "სქაი სპორტის" ახალ ექსპერტს ჩრდილოლონდონელთა კლუბზე არაფერი უთქვამს. საქმე ის გახლავთ, რომ მსაზე, ისევე, როგორც სხვებზე "მეთოფეთა" სატრანსფერო პასიურობამ იმოქმედა, რასაც სესკ ფაბრეგასისა და სამირ ნასრის ამბავიც ემატება.

"წარმოუდგენელია, როგორ უნდა შევიდეს "არსენალი" ოთხეულში ძალიან შესუსტებული შემადგენლობით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა