კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 27-ე ტური და შესაბამისად, მესამე წრე დასრულდა. დღს სამი მატჩი გაიმართა. აუტსაიდერმა "სამტრედიამ" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და ცხრილის ქვედა ნაწილშიც სიტუაცია დაიძაბა. იმერულმა გუნდმა "დინამო ბათუმს" სტუმრად სძლია. დანარჩენი ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

კოლხეთი 1913 2:2 დილა

გორის "დილა" სტუმრად 78-ე წუთამდე ორი ბურთის სხვაობით უგებდა ფოთის "კოლხეთი 1913"-ს, საბოლოოდ კი მატჩი ფრედ დასრულდა - 2:2.

"დილა" უკვე 5 ქულით ჩამორჩა ლიდერ ქუთაისის "ტორპედოს", ფოთელები კი მეშვიდე ადგილზე არიან.

ოთხოვე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 49-ე წუთზე ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა დაასრულა კარგი კომბინაცია და სეზონში მე-14 გოლი გაიტანა. მერე კი შოთა შეყილაძემ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა კარში - 0:2. შეყილაძემ წლეულს მეშვიდე გოლი მიითვალა.

"კოლხეთი 1913" მაინც არ გატყდა და კირილ კლიმოვმა მოკლე მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა: მან ჯერ გიორგი მელქაძის პასი მიიღო და მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი, 88-ე წუთზე კი ფოთელთა მეკარემ იაროსლავ კოტლიაროვმა გაუკეთა საგოლე გადაცემა. კლიმოვმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და 2:2.

გაგრა 0:0 დინამო თბ

უგოლო ფრე დავით პეტრიაშვილზე. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში იყო შეცდომები.

"დინამო თბილისი" მეხუთე ადგილზე გადავიდა, "გაგრა" კი მერვეზეა. ბოლო დროს ორივე გუნდი მეტწილად ფრედ თამაშობს, დინამოელებისთვის ეს მეოთხე ფრეა ბოლო ხუთ შეხვედრაში. და მეხუთე 0:0 სეზონში.

დინამო ბთ 1:2 სამტრედია

აუტსაიდერმა "სამტრედიამ" სტუმრად სძლია მოქმედ ჩემპიონ "დინამო ბათუმს". სამტრედიელები ახლა მხოლოდ ორი ქულითღა ჩამორჩებიან მეცხრე ადგილზე მყოფ "თელავს". "დინამო ბათუმი" კი მეოთხეზეა, გუნდს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს...

არადა, ბათუმელები იგებდნენ: მე-6 წუთზე ონორე გომისმა დაარტყა, მეკარე ავთანდილ ლაბაძემ მოიგერია ბურთი და ანგოლელმა მარიო ბალბურდიამ დაამატა - 1:0.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა სამტრედიელთა ესპანელმა თავდამსხმელმა ინიგო მარტინმა ახლოდან დარტყმით გაათანაბრა, ხოლო 77-ე წუთზე სტუმრებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, ბოლო პასი გიორგი ქველაძისა იყო და კამერუნელმა ფრანსია ეკონგოლომ ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში - 1:2.

შეგახსენებთ, "სამტრედიამ" წინა ტურში "თელავს" ამავე ანგარიშით მოუგო.

erovnuliliga.ge

gel-100-ს
აბსოლიტურად მართალი ხარ ოღონდ ასეთი ლოგიკით მხოლოდ დინამო თბილისი უნდა დატოვო უმაღლეს ლიგაში და საბურთალო. რო ჰკითხო ქუთაისელებს ქუთაისი მსოფლიო ფეხბურთის აკვანია და ერთი ფეხბურთელი ვერ გაუზრდიათ ნაკრებისთვის.ნაკრებისთვის ვინ ჩივის თავად ტორპედოსთვის ვერ გაუზრდიათ ერთი ფეხბურთელი და თალიბები ჩამოჰყავთ გუნდში და მოჯახედები. იმდღეს იბრუხა ცრუ იქადნებოდა ჩვენ ვართ ვინ ვართ ეგ არი სსსრ-ს დაშლის მერე მთელი ინფრასტრუქტურა განადგურდაო-გეგონება თბილისიდან ჩავიდა ვინმე და იმან დაშალა.რაც თავი მახსივს ყოველ მეორე წელს აპარტახებენ გუნდს და მერე დარბაიძესავით იხვეწებიან ჩაგვირიცხეთ ფულიო. იმდხეს იბრუხა ცრუს შევეხვეწე საქართველოს ნაკრების შეადგინე თბილისის დინამოს და საბურთალოს მიერ გაზრდილი ფეხბურთელების გარდა მეთქი და დღემდე ვერ შემიდგინა...
კოკო
რატო წავა მშვენიერ ფულს ჭრის ტაიმბოლებით. თვითონ ჭამს და კრიშასაც აჭმევს. მარტო ბათუმის დინამოში არაა ასე. ერთი დიდი საერთო წმენდაა საჭირო ჩემპიონატში მაგრამ პატრონი არაა და მიმხედავი ამათი.
gel-100
დემჩენკო და ბათუმის დინამო კი ყველაფრის ღირსები არიან იმ პოლიტიკის გამო რაც ამ გუნდს აქვს არჩეული და რაც გულისხმობს ეროვნული ლიგის სხვა გუნდების დასუსტების ხარჯზე ბათუმის გაძლიერებას და რასაც წლებია აკეთებენ ჯერ საბურთალოს წაართვეს ფეხბურთელები, მერე თბილისის დინამოს და ბოლოს გორის დილას მოერივნენ ეს საცოდავები მეტი არ შეუძლიათ და რა ქნან?? ბერიძეს ბოლო წლებში ვინც ნორმალური ედგა გვერდში ყველა მოიშორა და შერჩა დემჩენკო ხელში,,გორის დილას ხელმძღვანელობა რო წავა და სადღაც გადაკარგული აფრიკის სოფლიდან ფეხბურთელს ჩამოიყვანს და შენც იგივეს კიარ აკეთებ რო კონკურენცია იმით გაუწიო ვინ უფრო უკეთეს ლეგიონერს მოძებნის არამედ ცდილობ ის ჩამოყვანილი ფეხბურთელი თუ მწვრთნელი წაართვა მაგით დაასუსტო და კონკურენცია ძლიერს კიარა სუსტს მოუგო რავიცი ეგ რისი ნიშანია ჩმორობის და უტრაკობის გარდა არ ვიცი,,ხოდა მანდედან გამომდინარე ბათუმის დინამოც და ყველა ის გუნდიც რომელიც თავად კიარ ზრდის ან ჩამოყავს ფეხბურთელი არამედ სხვის გაზრდილს და ჩამოყვანილს ართმევს საერთოდ უმაღლესიდან გავარდნის ღირსია,,ბოლო 11-თამაშიდან ერთი მოიგეს მარტო დანარჩენი წააგეს ან ნიჩია ითამაშეს და რაღას უცდის ეს ბერიძე??ონორე გომისზე და რომარიკ ეტუზე უკეთეს ფეხბურთელს რო ვერ მოძებნი გინდა ქართველს და გინდა უცხოელს რომელი გუნდის პრეზიდენტობაზე გაქ პრეტენზია?? ამ საფეხბურთო ნიჭით სავსე ქვეყანაში რო ფეხბურთელს ვერ იპოვი და ვერ გამოზრდი და გორის დილას დაუწყებ ფეხბურთელების წართმევას (თან რა ფეხბურთელების რამედ მაინც ღირდნენ,წლები გამოწურა დილამ ეს ფეხბურთელები და მერე მიცა ბათუმს) იქ უნდა დაიხურო ქუდი ბოდიში მოიხადო და გააჯვა ბერიძე,
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ზურაბ მუსელიანი "დილას" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] სტატუსის შესაფერისი ვერ გამოვიდა - "იბერიამ" გამარჯვებით დაიწყო
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
ნიკოლოზ მალი "დილას" ფეხბურთელია
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "გაგრა" გადარჩა, "გარეჯი" პლეი-აუტში... მაღალი ალბათობით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
"დილას" ამბები - გორელებმა 21 წლის მცველი 100 000 დოლარად გამოისყიდეს
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა