ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბევრი ქართველი პოზნანში და დადებითი შედეგის მოლოდინი - ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

ბევრი ქართველი პოზნანში და დადებითი შედეგის მოლოდინი - ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან მატჩისთვის მზადებას პოზნანში განაგრძობს. შეკრების მესამე დღეს, ჩვენმა გუნდმა ლეხის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

მოახლოებული მატჩებისთვის მზადების თაობაზე კომენტარი ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა. ნაკრების ნახევარმცველმა გუნდში არსებულ კარგ განწყობას გაუსვა ხაზი და გასვლით შეხვედრაში გულშემატკივართა განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

ოთარ კიტეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "განწყობა, როგორც ყოველთვის, იდეალურია. ვემზადებით მნიშვნელოვანი და ძალიან რთული თამაშებისთვის. სექტემბერში წარმატებული მატჩები ჩავატარეთ, რაც დიდი შრომის და კარგი მომზადების დამსახურებაა.

აუცილებელია, რომ ეს წარმატებული სერია გავაგრძელოთ. განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ მოახლოებული თამაშებისთვის და იმედი მაქვს, შედეგი იქნება ისეთი, როგორიც სექტემბერში გვქონდა.

ევროპის ჩემპიონატს თუ არ ჩავთვლით, გასვლით მატჩზე ამდენი გულშემატკივარი არასდროს ყოფილა, რამდენიც უკრაინასთან თამაშს დაესწრება. ეს ახალი გამოცდილებაა ჩვენთვის. ქართველ გულშემატკივარს უკვე აქვს იმის სურვილი, რომ გასვლით მატჩებზე იყვნენ ჩვენთან ერთად. გაკვირვებულები და ძალიან გახარებულები ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ ამდენი ქართველი გულშემატკივარი გვეყოლება სტადიონზე".

10 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ ენეა სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გაიმართება ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენცია.

10 ოქტომბრის განრიგი (პოლონეთის დროით)

14:15 უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (ენეა სტადიონი)

16:15 უკრაინის ნაკრების ვარჯიში (უკრაინის ნაკრების საწვრთნელი ბაზა, პოზნანი, ოპალენიცა, პარკოვა 48 / 15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)

17:30 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (ენეა სტადიონი)

18:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (ენეა სტადიონი სათადარიგო მოედანი / 15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)

ოქტომბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ორ შეხვედრას ჩაატარებს. უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს. მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)

nakrebi.ge

• დავით 69-ს-ს

მაშინ მზეზე გაგიშვებ,რადგან გემი არ გინდა

• დავით 69-ს

რუსულ გემზე საკუთარი ოჯახი გაუშვი და ქართული გრამატიკის წიგნი გადაშალე.

• დავით 67

ვერ მოკეტავ? რამდენჯერ გაგიშვა რუსულ გემზე?

• ისევ გენას

და რა დავწერე სომხებისთვის შეურაცხყმყოფელი? აქ გაიყიდე, სხვათაშორის. ერთადერთი ხალხი ხართ, თავისი ეროვნების ხსსენება რომ ესირცხვილება.

• დავით 69-ს

მოწონების ემოციებს კი არა, სწორედ 69-ს მსგავს ახუტულ-ჩახუტულ კომენტარებს წერ, თავს და ბოლოს რომ ვერ გაუგებ სადაა. :) შენ სხვა რამე იგულისხმე შე კაცო? ცუდა(თ) ნუ გაიგებ, გეპატიება შენს ასაკში. :)

• თენგო

ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელებს მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ მოვუგებთ უკრაინელებს და ისე მოვექცევით დამარცხებულებს, როგორც ექცეოდნენ ჩვენი ვაჟკაცი წინაპრები დაჯაბნიებულ მოწინააღმდეგეს

• დამკვირვებელი

მორჩით ტრაბახს ხალხო, ჯერ მოვიგოთ და მერე რაც გინდათ ის ქენით, თორემ საკუთარი თავების შეგრცხვებათ, სტატისტიკა სულ სხვას ამბობს, დინამო თბილისს ყოველთვის უჭირდა დინამო კიევის წინააღმდეგ თამაში, არა და ერთი საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდა, მეორე უკრაინისას.

• ჟორა

იმედია ყოველგვარი სამხედრო და პოლიტიკური სოლიდარული ფსიქოლოგია გადავგდოთ და უნდა მოვუგოთ

• რა არ მოგეწონათ ?!-es

16 დღე დარჩათ მაგ უბადრუკებს და მერე შეძვრებიან სოროში აცალე 2 კვრია იბოდიალონ :) მაგათ არც საქართველოს ნაკრები ადარდებთ და არც საქართველო ლენინი და ფულია მაგათი კერპი :)

• გიორგი

ბიჭებო ხუთზე მეტი არ გაუტანოთ მაიმც უკრაინაა

• დავით 67

ჩემს მოპასუხეს!!შენ ჯერ ციფრების გარჩევა ისწავლე და მერე იზრუნე ჩემს განათლებაზე. 69 ეს ციფრი ეტყობა რაღაც დადებით ემოციებს იწვევს შენში. უკვე მესამედ წერ ასე . და კიდევ შენი მოწონებისთვის არ ვაკეთებ კომენტარებს

• კევინი

ჩამოგეწერათ ბარემ თქვენი ყველა სურვილი.

• გენა

სომეხი არ გახლავართ. ქართველი ვარ. მაგრამ აქ ვინც სომხებზე ასეთებს წერს და მერე ადმინიც უპრობლემოდ უშვებს, მასეთ ქართველებს ყველაზე ბოლო სომეხიც მიღჩევნია.

• ავთო 1964

ვუსურვებდი ჩვენს ბიჭებს მოედანზე ყოველი გატანილი გოლი თავშეკავებით აღენიშნოთ,თამაშის დასრულების შემდეგ მორაგბეების სტილის დერეფანში უკრაინელები ტაშით გაგვეცილებინოს!

• სტალინი

მეზღვაურს - მსოფლიოს შესარჩევი 5 გუნდა ჯგუფი იქნება 6, ისევე როგორც 4 გუნდა. ე.ი. პირველ და მეორე კალათებში იქნება ჯამში 12 ნაკრები. იმის გათვალისწინებით, რომ 5 გუნდა ჯგუფებში ერთა А ლიგის ჯგუფებიდან იქნებიან მხოლოდ ბოლოადგილოსნები, ხოლო B და C ლიგის ჯგუფებიდან პირველ და ბოლოადგილოსნები, ფიფას რეიტინგის გათვალისწინებით, პირველ კალათაში ობიექტურად ხვდებიან: ინგლისი, თურქეთი, შვედეთი, ავსტრია, რუმინეთი, სერბეთი, ხოლო მეორე კალათაში: შოტლანდია,ფინეთი,საქართველო, ისრაელი, ბოსნია - ეს იმ შემთხვევაში თუ ამ ჯგუფში პირველ ადგილზე გავალთ. სწორედ ასე დაეწყობა მსოფლიო შესარჩევის წინ კალათები

• ვახო

2006 წელს კიევში დავესწარი უკრაინა -საქართველოს თამაშს. დასანანი მატჩი წავაგეთ 3-2 , მაზსოვს არველაძის და დემეტრაძის ულამაზესი გოლები .

• T.q

მეზღვაური-ს თეორიულად 14 ადგილით დაწინაურება შესაძლებელია თუ მაგრა დაბომბავ დანარჩენ თამაშებსაც და 4-0 ებს და 5-0 ებს მოიგებ რადგან მოპოვებული ქულები გატანილ გოლებზე მრავლდება რაღაც ნსგავსი სისტემით იწერება ქულები და მართალია რეალობასთან შორს არის მაგრამ მაინც რეალურია რადგან თეორიული შანსი არსებობს ჯერ!

• გენას

წადი, რა, შენ სომხურ საიტებზე წერე. ზურა 222-იც წაიყვანე.

• რა არ მოგეწონათ ?!

ანტილაიქის ავტორებს არა ავტორისაგან : რა არ მოგეწონათ ამ კომენტარში : საქართველოს გამარჯვების სურვილი, თუ ... ომში რუსეთს გულშემატკივრობთ ?! ჰოდა, თუ და ვინც ომში რუსეთის გულშემატკივრები ხართ, მაშინ ... აი, ეგრე ! ----------- ავტორს და რედაქციას "ლაიქი" წერილისთვის და თხოვნა , არ დაბლოკოთ ! მადლობა !

• ჟორა გაბრიჭიძე

მართალია უკრაინას ბევრი ძირითადის მოთამაშე აკლია, მაგრამ ის მაინც საშიში მოწინააღმდეგეა. ეს იმიტომ, რომ მათ დასაკარგი აღაფერი აქვს, ჩვენთან წაგება ყველანაირ შანსს უკარგავს, ამიტომ ბოლომდე იბრძოლებენ და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად.

• მეზღვაური

ოთხივე თამაშიც რომ მოვიგოთ,მაინც შეუძლებელი იქნება მეორე კალათაში მოხვედრა,რადგან ამჟამინდელი მეორე კალათის გუნდებიდან რეიტინგში ყველაზე დაბალი ადგილი შოტლანდიას აქვს 52-ე ადგილი,ანუ ჩვენ 14 საფეხურით გვისწრებს.ფაქტიურად შეუძლებელია ოთხი თამაშით დაწინაურდე 14 საფეხურით. ჩემი აზრით სულაც არაა საშიში ეგ მეორე კალათა,არცერთი მაქ მყოფი გუნდი არაა გრანდი,ბრძოლა ყველასთან შეიძლება ჯგუფში მეორე ადგილისთვის!

• დავით 69-ს

შენი კომენტარი როცა მხვდება, უკვე წაუკითხავად ვიცი, რომ არმოწონების დასმა მომიწევს. შენ ხომ გირჩიეს, ჯერ განათლების დონე აიმაღლე და მერე წერე კომენტარებიო.

• ალბერტიკა

ვა, გენა, ჰაი ეს?

• გიორგი

ამხელა სტატიას წერთ და ხან მატჩის დღე არ გიწერიათ ამ შემთხვევაში საათი. დაწერეთ რა ბარემ ხომ შეიძლება.

• Walkabout

უკვე შევთანხმდით, თამაშს ჩვენ ვიგებთ, ომს უკრაინა!

8 ათასამდე ქართველი თუა პოლონეთში, უკრაინელები გაცილებით მეტნი არიან, თუმცა ჩემი ახლობლები ვინც არიან სამნი, სამივე მიდიან თამაშზე, მაგრამ მაგათ გარშემო ათი მაგდენი უკრაინელია და არცერთი

• გენა

უკრაინის შემადგენლობა: ზელენსკი, ზალუჟნი, სირსკი და დანარჩენები.

• გენა

შემადგენლობა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, შიბზიკაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია და ჯორდანო ბრუნო

• მანფრედ კალცი

ხვალ მოვიგებთ და ეს სამართლიანი იქნება. ომში კი უკრაინა გაიმარჯვებს და ღორებს თავის ადგილს მიუჩენს.

• სტალინი

ყველაფერი ახლა გამოჩნდება. უკრაინა ყველაზე მაღლაა ფიფას რეიტინგში ამ ჯგუფიდან და მასთან არასოდეს გაგვიმარჯვია, ამიტომ სწორედ უკრაინელებთან შეხვედრებში უნდა დავამტკიცოთ ჩვენი სამუნდიალო ამბიციები. ჯგუფის მოგება ერთი-ორად მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ამ შემთხვევაში, მსოფლიოს შესარჩევში 5 გუნდა ჯგუფში მოვხვდებით დიდი ალბათობით მეორე კალათიდან. ვინაიდან, როგორც ეწყობა, 5 გუნდა ჯგუფები უფრო სუსტები იქნება 4 გუნდიანებზე, საქართველოს ნაკრების სამუნდიალო შანსები ამ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში ერთი-ორად იზრდება

• დავით 67

წარმატებები ჩვენს ბიჭებს. ძალიან კარგი რომ უამრავი გულშემატკივარი ეყოლება ჩვენს ნაკრებს. სამწუხაროდ საქართველოში ბევრი ტვინგამორიცხული იმასაც კი უშვებს საკუთარ ცარიელ თავში, რომ ის ქართველები ვინც ომში უკრაინას ქომაგობენ (რომლებიც უამრავია ჩემი ჩათვლით), ასევე უკრაინას უქომაგებენ ხვალინდელ მატჩში. ეს ძალიან კარგად იციან რომ ეს ასე არ მოხდება, მაგრამ ასეთი დავალება აქვთ, ესეთი სიძულვილის ენა ვინ დაამკვიდრა საქართველოში ვიცით ბატონო. იმ ეგრეთწოდებულმა "60%"იანებმა. ვფიქრობ ასეთ ხალხს ყურადღებაც არ უნდა მიაქციო, მაგრამ რას იზამ ყველას არ შეუძლია ასეთ სიბოროტეზე თვალის დახუჭვა, მითუმეტეს როცა იცი რომ ეს ვირთხების დავალებულია. ისე ერთი ფაქტი დამამახსოვდა ცუდათ. სომხები როდესაც უკრაინას ეთამაშებოდნენ, იმის მაგივრად რომ თავიანთი ეროვნული ნაკრებისთვის ექომაგათ როსიას გაჰყვიროდნენ, როდესაც უკრაინელები უტევდნენ. იმედია ხვალ ასეთი სირცხვილი არ მოხდება,ორი მომავალი ევროპული სრულუფლებიანი წევრი ქვეყნების მიმართ დაპირისპირებაში. ასევე მინდა ვისურვო რომ რუსული გემის მგავრები არ მოხვდებიან სტადიონზე.

• G.LA

ძალიან კარგი და გასახარი გულშემატკივრები თუ მრავლად გვეყოლება. უნდა მოვიგოთ ეს თამაშიც ბევრი მიზეზია საჩვენოთ.

• დდდ

პოლონეთში დაახლ. 8 ათასამდე ქართველი ემიგრანტია, ნახევარი რომ მივიდეს სტადიონზე, გასვლითი თამაში აღარ დაერქმევა... ხვიჩაზე, ალბათ, ხვალ და ზეგ უფრო მეტს გავიგებთ, თუმცა დვალიშვილმა (სტალინის ფანმა არა, ლაშამ) დღესაც გვახარა პოზნანიდან, რომ სრული დატვირთვით ივარჯიშა... ალბათ, ოდესმე ხვიჩას გარეშეც მოგვიწევს ფონს გასვლა, ოღონდ არა ახლა... კარგი იქნება, უკრაინელებს როგორმე ხმა მივაწვდინოთ, რომ ვინც ჩვენი ბიჭის ჩეხვას "იტვირთავს", ფეხსაც მოვტეხთ, ხელსაც, ცხვირსაც და ნუ, კისერზე დავფიქრდებით...

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

ალბანეთი

საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

პლეი-ოფში გასვლისთვის უკრაინას პრემიალური გაუორმაგეს

უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი

უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..