ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების 1:0 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ისაუბრა:

"პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მძიმე გაზონი იყო. ბიჭებმა თქვეს, რომ ყველაზე ცუდი მოედანი იყო, რომელიც უნახავთ. გვესმის რატომ - წვიმები იყო. ჩემმა ფეხბურთელებმა ხასიათი გამოავლინეს და სამი ქულა მოიპოვეს.

სადღაც 2-3 კვირის წინ საკითხავი იყო, ეს შეხვედრა პოზნანში ჩატარდებოდა თუ არა. მაშინ მოედანი სულ სხვა მდგომარეობაში იყო, ვიდრე ამჟამად. სტადიონი კარგია, მაგრამ ახლა ასეთი ამინდია.

კალიუჟნი? არაფერია სალაპარაკო, ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბურთს ართმევდა, გუნდზე ბევრს მუშაობდა. მარტო ის არა, ყველა, ვინც გამოვიძახე, რომლებიც მოედანზე გავიდნენ, ბოლომდე იბრძოლეს.

სურვილი ყოველთვის გვქონდა, მაგრამ ხასიათის სიმტკიცე გვჭირდებოდა. დღეს ეს ვაჩვენეთ. მნიშვნელოვანია, რომ პირველებმა გავიტანეთ, შემდეგ კი უფრო კონტრშეტევებზე ვითამაშეთ.

მუდამ, როდესაც პრესინგის ქვეშ ვიმყოფებით, თავდამსხმელი უნდა ვეძებოთ. ვერ ვიტყვი, რომ დოვბიკი არავის არ აძლევდა ბურთს. უბრალოდ ხანდახან ჩვენი საყრდენები ვერ ასწრებდნენ. ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ყველა ბოლომდე დაიხარჯა. მატჩს გავაანალიზებთ.

რატომ ვიკამათე მეორე ტაიმში ქართველებთან? ერთმანეთს დავუყვირეთ. მართლაც ყველანი ძალიან ვნერვიულობდით შედეგის გამო. ცოტა ვიყვირეთ, ეს პრობლემა არაა.

კვრაცხელიას წინააღმდეგ სპეციალური მეურვეობა? საქართველოს ნაკრებს შეტევაში ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. ვცდილობდით ჩვენი საჯარიმოსკენ სახით რაც შეიძლება ნაკლებად მიეღოთ ბურთი, ამიტომ ახლოს ვეთამაშებოდით. როგორც დაინახეთ, მეორე ტაიმში ხვიჩა სიღრმეში იხევდა. ეს ჩვენთვის უკეთესი გახლდათ, რადგან ის მაღალი ინდივიდუალური უნარების მქონეა".

ჟორა გაბრიჭიძე
ხედავთ? მოწინააღმდეგემაც კი გაგვაკრიტიკა კვარას დაცვაში სირბილისათვის. სულ ვწერ ამის შესახებ, რომ კვარა არც ნაპოლიში და არც ნაკრებში მოედნის ცენტრის ახლოს უნდა ტრიალებდეს და იქ დააკავოს მოწინააღმდეგის ორი მცველი, რომლებიც შეტევას ვეღარ დაეხმარებიან. კვარა დაცვაში გარბის, მისი მცველები კი გადმოგდებულ ბუთებზე არიან დამიზნებულები. რა ემართებათ ამ მწვრთნელებს, ასე ძნელია ამის გაგება?
ნიკოლოზი
რა საერთო მტერზე და პოლიტიკაზე ლაპარაკობ,ეხლა არ მითხრა ჩვენ ბრძოლას ბრძოლობენო
სოსო
ორო,სამი კვირის წინ,რებროვმა სტადიონი რომ ნახა და კარგ მდგომარეობაში იყოვო,ამბობს,ალბათ იმას გულისხმობს,მიწა მშრალი იყოვო,თორემ მინდორზე ბალახის ღერები,ტელევიზორის ეკრანიდანაც კი ითვლებოდა და რა,ბოლო ორ სამ კვირაში დაგლიჯეს?!წაგებით კი,წავაგეთ,მაგით რა?უკრაინასთან ყოველთვის გვიჭირდა თამაში,ფიზიკურ ძალასა,გაბარიტებსა და გამძლეობაში მათი დიდი უპირატესობის გამო.დიდ დინამოსაც ამის გამო უჭირდა ხოლმე და ახლაც ასეა.რეიტინგშიც გვჯობნიან და თურმე მუდრიკსაც სცოდნია ფეხბურთის თამაში,აქ ბევრი რომ დასცინოდა.აღმოჩნდა,რომ ძირითადი ფეხბურთელების შემცვლელებსაც შესძლებიათ იმდენივე სამუშაოს შესრულება,რამდენსაც ძირთადის ფეხბურთლები ასრულებდნენ,მათმა შემსრულებელმა კი,თავისი მომენტი გამოიყენა.კალათებს,რეიტინგის გამო ტყუილად კი არ აკომპლექტებენ,მათი ფეხბურთის საერთო დონე,ჩვენზე მაღალია და რეიტინგშიც ამიტომ არიან ჩვენზე ამდენით წინ.აღმავლობის გზაზე ვართ,მაგრამ სულ აღმა ვერ ვივლით,ყველაფერი ნაბიჯ,ნაბიჯ უნდა გავიაროთ და ჩვენზე რეიტინგით მაღლა მდგომ გუნდებთან წარუმატებლობა,ტრაგედიად არ უნდა მივიღოთ.ამ პოსტს,ალბანეთთან მარცხის შემდეგ ვწერ და აქაც გამოჩნდა,რომ ჩვენთვის ერთი წამყვანი ფეხბურთელის დაკლება,აუნაზღაურებელი დანაკლისი გამოდგა.ამას,იმათ გასაგონადაც ვწერ,ვინც ასეთ კადრების ნაკლებობაში,კიდევ გამოცდილი ფეხბურთელების გუნდიდან გაშვებას მოითხოვენ და ამას კეთილი სურვილებით ხსნიან.არ ვართ იმდენად მდიდრები,რომ თუნდაც ერთი ნაკრებისათვის გამოსადეგი ფეხბურთელი,უაზროდ ჩამოვაშოროთ ნაკრებს.
ქ-ნ მზიას!
იმიტომ უსრიალდებოდათ, რომ არაშესაბამისი ბუცები ეცვათ (ზოგი მიხვდა და გამოიცვალა) და უფრო მნიშვნელოვანი - სველ გაზონზე სპეციალური შიპებიანი ბეცების გარდა სირბილის განსხვავებული ტექნიკა არის საჭირო, რომელსაც ქართველ ფეხბურთელიბს რატომღაც აღარ ასწავლიან. პატივისცემით, ფეხბურთელების მენტალური მომზადების მწვრთნელი: გუჯა კახაძე
ზურა
რამ დაგბოღმათ ასე თქვენი....წავაგეთ ბრძოლაში უკრაინასთან, რომელიც ლამის 50 საფეხურით წინაა ფიფას რეიტინგით, აბა რა გინდათ! ყველა თამაში მოვიგოთ!! ეგრე არ ხდება, ხან წააგებ-ხან მოიგებ...ამ უკრაინის მაინც რა ზუბი გაქვთ ასეთი-ისინი შეძლებისდაგვარად ჩვენს საერთო მტერსაც ებრძვიან და ფეხბურთის თამაშსაც ახერხებენ, რაღაც დონეზე,რაღაც არ მახსოვს აქ ასეთი აგრესია,როდესაც ესპანეთის ნაკრებმა გაგვანადგურა 7-1 და 4-1. თამაშის დროს რაღაც წაკინკლავება მოხდა და წევიდა უკრაინელების გინება....კიდევ, სტადიონი ორივე გუნდისთვის მძიმე იყო ხომ ფაქტია,ე.წ.დაჭერობას რაც შეეხება-ეტყობა თვალები მიხატული გაქვთვ ვინც ამაზე აპერირებთ-ჩვენებმაც 4 გაფრთხილება უხეშობისთვის მიიღეს,საერთო ჯამში სულ 23 ჯარიმა იყო და აქედან 11 ჩვენი და 12 უკრაინის, ასევე ნათლად გამოჩნდა რა სუსტი დაცვაც გვყავს,მუდრიკმა როგორ ქორივით ჩაუქროლა ჩვენს ცენტრალურ მცველებს...კი ბატონო ქოჩორამ ბევრი მოინდომა- საჯარიმოს წინ მატაობა, მაგრამ მცველებს და მეკარეს ხომ უნდა დაეზღვიათ და რაც მთავარია ტაქტიკურად პირწმინდათ წააგო სანიოლმა, ასეთი მრისხანე შემტევებით უნდა მოახერხო,რომ ერთხელაც ვერ დაარტყა კარში სახიფათოდ და შეცვლები მე-80 წუთზე დაიწყო. უკრაინამ კი გაიტანა თუ არა გოლი ეგრევე გადაეწცო დაცვიდან თამაშზე, დათმო ბურთი და ფაქტიურად მეორე შემადგენლობისა კლასის ხარჯზე მოგვიგო...ახლა უკრაინის და უკრაინელების გინება კი არა აუცილებელია, როგორმე ალბანეთის დამარცხება, ტორემ ისევ იქ აღმოვჩნდებით, სადაც ა.წ. მარტში ერთა ლიგის ფინალამდე ვიყავით.

მე ხუმრობა მეგონა. ე.ი.მართალია. ფეხბურთსაც რომ თავიანთ სიმახინჯეს ახვევენ .ფუი.
მზია
მთელი თამაშის მანძილზე ვკითხულობდი რატომ მხოლოდ ჩვენებს უსრიალდებოდათ ფეხი?
k
ლომჯარიას ნაკრებით ვერაფერს გავხდებით. მორჩა კინო.

რაზე უყვირა ჩვენებს ? ეკამათოს რუსებს ომში. თუ ეშმაკობის გარეშე არ შეუძლიათ / მინდორი მაგათთვის სიურპრიზი არ იყო. შესაბამისი ბუცები ეცვათ. მარტო ჩვენებს უსრიალებდათ ფეხი.
უცხო
შენც თუ მასე მოიქცევი უარესი იქნები, ყველამ თავის საქციელზე აგოს პასუხი და ნუ განსი სხვას
პატრიოტი
ნინო ლომჯარია: უკრაინას ვულოცავ გამარჯვებას! მათ ეს სჭირდებოდათ, ჩვენ მაინც პირველ ადგილზე ვართ
მწარე
თურქეთთან გადმოვარდნილი ბურთი ქართველმა აიღო (გვარს არ ვწერ), იმის ნაცვლად რომ უკან ჩაებრუნებია ან ფლანგზე გადაეტანა ჩასაბრუნებლად, უაზრო გადაწყვეტილება მიიღო და ბურთის დამუშავება მოინდომა, წინ გაექცა, თურქმა აიღო და იქ უკვე ვერავინ გააჩერებდა. პატივს გცემთ ბატონო ჟორა მაგრამ გთხოვთ უდანაშაულო მეკარეს ნუღარ დააბრალებთ. გადმოვარდნლი ბურთი ან კარში უნდა დაარტყა, ან ჩააბრუნო, ან ფლანგზე გადაიტანო. დაუწერელი კანონია. მამარდა სწორად ჩავიდა.
მაშ რა გეგონათ?
ამონარიდი: "ყოფილი სახალხო დამცველი ნინომ ლომჯარია საქართველო-უკრაინის გუშინ გამართულ საფეხბურთო შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება, უკრაინის ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ უკრაინას გამარჯვება სჭირდებოდა, დამარცხება კი, "ხანდახან შეიძლება უფრო სასარგებლოც იყოს" "უკრაინას ვულოცავ გამარჯვებას! მათ ეს სჭირდებოდათ, ჩვენ მაინც პირველ ადგილზე ვართ. დამარცხება ხანდახან შეიძლება უფრო სასარგებლოც იყოს, რომ უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვებებისთვის მოვემზადოთ"
გია
მეტის ღირსები ვართ ქართველები,მარტო კი არ უნდა გეყვირა პანღურიც უნდა მიგეყოლებინა მაინც ავიტანდით მარტო პოზნანში კი არა ბათუმიდანაც გაგატანდით 3ქულას ჩვენ ხომ თქვენი ძმები ვართ გულში წყენას არ ვინახავთ,ეეეჰ ჩვენზე უთავმოყვარეო ერი არ არსებობს მსოფლიოში გვაგინებენ გვლანძღავენ დაგვცინიან მარა მაინც ჩვენ მოვიკლებთ და ოღონდ თქვენ არ გეწყინოთ რამე,ოეეეე სპორტსმენებიდან დაწყებული უბრალო ხალხით დამთავრებული თვალები გაახილეთ და ყველაფერს დაარქვით სახელი,როცა მათზე უარეს სიტუაციაში ვიყავით რაღაც არ მახსენდება მათგან რაიმეს დათმობა ერთეულებს არ ვგულისხმობ აი დაცინვა შაყირი და ირონია ნარევი განცხადებები კი რამდენიც გინდა
მალხაზ ჯობავა
ერთხელ დავით ყიფიანი დამცველების დასახმარებლად თითქმის ჩვენს საჯარიმოში ჩამოვიდა, მაშინ თავდასხმაში თამაშობდა, ახალკაცმა დაუძახა, რას შობი დათო კიდე ორი დამცველი ჩამოგყავს ჩვენს საჯარიმოშიო. მართალიც იყო, ბიჭო ორი კაცი გდარაჯობს და მესმეც მზად არის დაზღვევისთვის, რა გინდა საჯარიმოში? სადღაც ცენტრის რკალი როა ე, იმის იქით არ უნდა დაიხიო. რავიცი მე ასე მგონია.
ლაზი აზნაური არზმევ მუსკია
არაუშავს სერეგა, ბათუმში კარგი საფარი გვაქვს დს მერე, რას შვრები?))
გიგო
რუსები დედას მო......ენ უკრაინასაც, ამერიკასაც და მთელ ევროპასაც. მაგენი მსოფლიო მშვიდობის გარანტები არიან. თუ გინდა მშვიდობა, უნდა იომო და ომობენ კიდეც. წარმატებები მათ ამერიკელი მასონების წინააღმდეგ ბრძოლაში, ცუდია, რომ ვერ ვეხმარები.
ჟორა გაბრიჭიძე
ამაზე ყოველთვის ვწერ, კრიტიკას რომ არც ნაპოლიში და არც ჩვენ ნაკრებში არ ესმით თავდამსხმელის უკან დახევის ნორმა. რა უნდა კვარაცხელიას და მიქაუტაძეს საკუთარ საჯარიმო მოედანში? ამ დროს ხომ მაგათი მეურვეები თავისუფლები არიან და გვიტევენ? კვარა,რომ მოედნის ცენტრში დარჩეს ვინ დატოვებს მას იქ ორი მცველის გარეშე? ეს კი შეტევაში ორი კაცის დანაკლისია მეტოქისთვის, ამ დროს მას ხომ მოგერიებულ ბურთზედაც შეუძლია პრეტენზია განაცხადოს? უკრაინასთან ბევრჯერ იყო შემთხვევა მცველებმა მოიგერიეს მოედნის ცენტრისკენ ბურთი, მაგრამ ისევ უკრაინელები დაეუფლნენ. გთხოვთ ყველას მეტი ვწეროთ ამაზე იქნებ ვინმემ მწვრთნელებამდე მიიტანოს, რომ გაიგონ, რა არის კომპლექსური დაცვა და შეტევა, ანი ვუტევთ მეტოქეს სამი ფრონტით: წინ არიან თავდამსხმელები მათ უკან ნახევარდაცვა და ცენტრიდან 20-25 მეტრის არეალში მეტოქის ნახევარზე კი ჩვენი დაცვა მუშაობს. ასევე ვიცავთ სამი ფრონტით. მაშინ გადმოგდებული ბურთი აღარ ჩაუვარდება ხელში მეტოქეს და მთელი გუნდითაც ვეღარ შემოგიტევს. გახსოფთ ალბათ ევროპაზე თურქეთთან მესამე ბურთი, როგორ მივიღეთ, გიორგი ჩადის თურქების საჯარიმოში და ვეღარ ასწრებს უკან დაბრუნებას. მეკარის კარის დატოვება არ ნიშნავს, რომ მან თავით ბურთი უნდა გაიტანოს, ამას თავდასხმა უკეთ აკეთებს და მათ უნდა მიანდოს ეს საქმე, მეკარე კი გადმოგდებულ ბურთს უნდა ჩაუსაფრდეს და ასე დაეხმაროს გუნდს. ცალი თვალი კი საკუთარ კარისკენ უნდა ჰქონდეს. ესაა გეგმაზომიერი და დაგეგმილი ფეხბურთი დანარჩენი ქაოტური შეტევა-დაცვაა.
გრიგოლი
გუშინ უკრაინამ ფეხბურთი კი არ გვეთამაშა, დაჭერობანას გვეთამაშებოდა, არც მინდორა ექნს ღმერთს, ნუთუ ამაზე კარგი სტადიონი ვეღარ მოიძებნა, დასანანია და საწყენი, ასეთ გუნდთან რომ წააგებ
ტასი
თქვე ყანის მთოხნელებო,მოგახნევინებთ აქ მოედანს,თქვენი ხახოლი დედა ვატირე.
Gela-ს
შენი რუსეთი მალე დაიქცევა ჯიგარსონ და მერე იბლატავე
გიო
ეს სოფლის ფეხბურთს მიჩვეულები ჩამოხვალთ თბილისში სპეციალურად ცუდ მოედანზე გვათამაშეს იმ შოტლანდიელების მსგავსად....და ვის ევალება ჩვენი მხრიდან მოედნის შემოწმება???
gela
ამატი უკრაინელი აფერისტი ...ამათან რომ აგებდე არ უნდა წააგო
სოსო
ვინ აარჩია? უეფამ?
G.LA
Gელა-ს სტადიონი კი არ აარჩიეს მინდორი დატბორეს. ასეთი ვირეშმაკობა მოურინიომ გაუკეთა რომელიღაც გუნდთან, რომელიც ტექნიკით დაჯაბნიდა ჩელსის. მახსოვს კარგად და იმ მე2 გუნდს ვეღარ ვიგონებ. ეს არაეთიკურია რბილად რომ ვთქვათ. მათ თავიაანთ მოთამაშეებს ბუცებიც სპეციალური შიპებით ათამაშეს. სირცხვილი თქვენ რეიტინგით 24-ეებო უკრაინელებო რომ ასეთი ვირეშმაკობა დაგჭირდათ 66-ე რეიტინგის საქართველოსთან. ჩამოხვალთ ბათუმში.
gela
itkueba es axvari, poznanshi vcxovrob, ramdeni xania normaluri cvima ar mosula. specialurad aarchirs es stadioni, icodnrn rom chvenebs gauchirdebodat.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
უკრაინა საქართველოსთან მატჩს ახალი მწვრთნელით შეხვდება? - შევჩენკომ რებროვის მომავალზე ისაუბრა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საბო: უკრაინის ნაკრებში ჩლუნგები და საშინელი ზაბარნი არიან
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ua-football: უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ხელფასი გამაოგნებელია - ბევრს არც დაესიზმრება
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ