კიევის "დინამოსა" და ლანჩხუთის "გურიას" ყოფილმა თავდამსხმელმა ვიქტორ ხლუსმა sport.ua-სთან ინტერვიუში ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების ასპარეზობა შეაფასა და საქართველოს ეროვნულ გუნდზეც ისაუბრა.

- ჩეხეთთან ჩვენს თამაშზე სათქმელიც არაფერია... მოლოდინი იმაზე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ის, რაც სინამდვილეში ვნახეთ. ჩემი აზრით, უკრაინა მეტოქეს შემსრულებლების ინდივიდუალური ოსტატობით სჯობდა. თუმცა, ნანახმა იმედგაცრუებული დამტოვა. ვერ ვიხილე აგრესია, რომელიც საქართველოსთან დაპირისპირებაში გვქონდა. შესაძლოა, გვქონდა, მაგრამ ფეხბურთელებს ძალა ნაკლებად ჰქონდათ. ჩეხებმა უბრალოდ გვაჯობეს, გადაგვირბინეს. მითხარით, როგორ შეიძლება მოიგო მომენტებისა და კარში დარტყმის გარეშე? ჩემთვის, როგორც ყოფილი ფეხბურთელისა და უკრაინის მოქალაქისათვის, ეს შედეგი შეიძლება ღირსეულად ჩაითვალოს. თუმცა, რაც მოედანზე დავინახეთ, ყველას იმედები გაგვიცრუა.

- განსაკუთრებით თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მათ ნოემბერში საქართველოში თამაში უწევთ, რომელმაც საკუთარ კედლებში ალნანეთთან დამარცხება მოახერხა.

- მოდით, დავასწროთ მოვლენებს და ვიწინასწარმეტყველოთ, რა შეიძლება მოხდეს ჩვენი ეროვნული გუნდის მომავალ ორ შეხვედრაში. ორივე გასვლა გვაქვს, საქართველოსთან და ალბანეთთან. აი, მითხარით, გთხოვთ, ქართველებს ზედიზედ ორი წაგების, მით უმეტეს სახლში ალბანეთთან დამარცხების შემდეგ, აქვთ წაგების უფლება? საქართველოსა და ალბანეთის მატჩს თავიდან ბოლომდე ვუყურე, ამიტომ შემიძლია ვთქვა, მასპინძლების წაგება დაუმსახურებელი იყო.

ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ქართველები მოწინააღმდეგეზე უკეთ გამოიყურებოდნენ, მეორე ტაიმში კი ინიციატივას სრულად დაეუფლენ. ბურთის ფლობა სადღაც 70-30-ზე მათ სასარგებლოდ იყო. ვილი სანიოლის გუნდს ხელსაყრელი მომენტები ჰქონდა, გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ სასწაული მოხდა და საკუთარ მოედანზე მარცხი განიცადეს. უკრაინის ნაკრებს მოუწევს ამ გუნდთან თამაში, რომელმაც ჩვენთან პირველი დაპირისპირება დათმო. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი გრძნობებითა და განწყობით გველოდებიან ქართველები თბილისში. იგივე შემიძლია ვთქვა ალბანეთზე. ისინი ტირანაში დასკვნით მატჩში მოგებას ნებისმიერ ფასად შეეცდებიან. ყველაზე საშინელი ისაა, რომ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შედეგად, შეიძლება ქვედა დივიზიონში დავქვეითდეთ და ვთქვათ, ფარერებთან ვითამაშოთ. ასე რომ, თუ გავვარდებით, "ბედნიერი" მომავალი წელი გვექნება, რადგან ისეთ გუნდებთან მოხვდებით, რომლებთანაც ხუთი ფეხბურთელითაც შეგვეძლება თამაში. აქედან გამომდინარე, მოლოდინი ერთა ლიგის ფინალურ მატჩებთან დაკავშირებით საკმაოდ საგანგაშოა. უარეს სცენარს ჩვენი ნაკრებისთვის ვერც მოიგონებ.

- ნუთუ კარგის იმედი არ გაქვთ?

- გასაგებია, გარემოებათა დადებითად განვითარების შემთხვევაში ჩვენს გუნდს პირველი ადგილის დაკავებაც კი ძალუძს. ამისათვის ორივე მეტოქისთვის სილის გაწვნა დაგვჭირდება. თუმცა, 10 ქულაც რომ მოვიპოვოთ, პირველ ადგილზე გასვლა რთული იქნება. კონკურენტები ერთმანეთთან შეხვედრებში ნულ ქულებს ხომ ვერ ჩაიწერენ, ასე არ არის? ამიტომ ჩვენთვის ყველაფერი სამწუხაროდაა. არადა, შემსრულებელთა შერჩევით უკრაინის ნაკრებმა ყველაზე მაღალი მოლოდინი გაგვიჩინა, მაგრამ, ვთქვათ, იმავე საქართველოსთან, დიახ, 1:0 მოვიგეთ, თუმცა თამაშით ქართველებმა გვაჯობეს.

- მთლიანობაში ერთა ლიგამ თქვენზე როგორი შთაბეჭდილება მოახდინა?

- ამ ტურნირზე ამჟამინდელი მოვლენებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ერთა ლიგა იმდენად საინტერესოა, რომ ჯგუფებში ძალთა თანაფარდობის პროგნოზირება ძალიან ძნელია. დღეს სატურნირო ცხრილში შეიძლება პირველი იყო, ხვალ - უკანასკნელი. უკვე არაერთხელ ვიყავით არაპროგნოზირებადი შედეგების მომსწრენი, როდესაც აშკარად სუსტმა გუნდმა ფავორიტს ქულები დააკარგვინა.

ზურა
არამარტო კონტრშეტევებზე, არამედ პირდაპირ შემტევი სტილი და შეტევაში მაღალ დონეზე დახაზული კომბინაციური თამაში ნებისმიერ გუნდთან ცხადაძის მცირეხნიანი მწვრთნელობის დროს რომ იყო, ისეთი საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში არ გვქონია, ვისაც არ ახსოვს, ნახოს, სულ რაღაც 3 თამაშიდან 2 - გერმანიასთან (გასვლაზე) და შოტლანდიასთან (სახლში) თამაშები.
მალხაზ ჯობავა
ჩემი ბავშვობის მეგობრები იყვნენ ავთანდილ ქანთარია და ენუქი თევზაძე. ორივე ხობელები, ორივემ ხობის კოლხეთში აიდგეს ფეხი, შემდეგ სოხუმის დინამო, ქუთაისის ტორპედო და ბოლოს ორივე თბილისის დინამოში. ავთანდილ ქანთარია დღესაც განაგრობს მოღვაწეობას, მომავალ მამარდაშვილებს და ქანთარიებს ზრდის, წარმატებები ავთოს. ენუქი თევზაძე კი ნაადრევად წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ დარჩა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ნათელი და სანთელი მის სულს.
რატი
ეგ რა გამახსენე ,ცრემლი მომადგა
ABARA
განწყობისა რა მოგახსენოთ და მზაობა აშკარად არ ჩანს. სექტემბრის თამაშების შემდეგ გუნდი თითქოს საკუთარ თავს არ ჰგავს. ვფიქრობ დროზე ადრე დაიწყო სანიოლმა ზეიმი, ვერც ფსიქოლოგიურად განაწყო სათანადოდ ნაკრები და ვერც სწორი ტაქტიკა დაუპირისპირა მოშლილ უკრაინის ნაკრებს და ალბანეთთან არჩეული სქემა ხომ რბილად რომ ვთქვათ კატასტროფა იყო. ერთი კი ცხადია, ნაკრებს კიდევ ბევრი რამ აკლია დიდ ასპარეზზე წარმატების მისაღწევად. პირველ რიგში კი ტაქტიკურ ნაწილში, რის დახვეწაც მწვრთნელის პირდაპირი მოვალეობაა და რაც სამწუხაროდ აქამდე არ ჩანს. ერთ ყრუ დაცვასა და კონტრშეტევებზე აგებული სქემის ამარა ვართ 3 წელი და თუ ამ სქემიდან თუნდაც ერთი წამყვანი ფეხბურთელი ამოვარდა, უმალ 10 წლის წინანდელ თამაშის ხარისხს ვუბრუნდებით.
aburjga
მართალი ხარ, კიდევ დავამატებდი გუნდიდ მოტორი და სული და გული იყო ცხონებული ვახტანგ კოპალეიშვილი. კიევი; “რესპუბლიკური სტადიონი; 1987 წლის 16 ნოემბერი; გურია -ქანთარია, მიქაბერიძე, ე. თევზაძე, ხლუსი, კოპალეიშვილი, ტყებუჩავა, ცაავა, ჯიშკარიანი, ბონდარუკი, აკოფიანი, მ. თევზაძე, ჩხაიძე, მეგრელაძე, კონდრატიევი; მთავარი მწვრთნელი მიხეილ ფომენკო; კიევის დინამო - ვიაჩ. ჩანოვი, მიხაილოვი, ბესონოვი, ბალტაჩა, კუზნეცოვი, დემიანენკო, რაცი, იაკოვენკო, იარემჩუკი, ზავაროვი, ევტუშენკო, ბლოხინი, ბალი; მიხაილიჩენკო, ევსეევი; სტადიონის დანგრევა, არმატურის ამოძრობა და გაყიდვა მოასწრო ნაცმოძრაობამ. ახლა არის სტადიონი 1, მე-2, საფეხბურთო აკადემია, ბაზა ზღვის პირზე ... , მაგრამ გუნდი აღარაა.არა არის ამას თუ ყოფნა ქვია, სადღაც მე-4 ლიგაში...
მერაბი
ვიკტორ ხლუსი მურმანი აკოპიანი მერაბი მეგრელაძე რომანი ხაგბა გრიგოლ ცაავა და ბევრი დიდებული ფეხბურთელი რა დიდი გუნდი იყო ოცდაორი ათასი სტადიონზე და კიევის დინამოსთან ნულიტ ნული მახსოვს ის თამაში
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
ჰაშეკი
ალბანეთი
"საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ" - ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
უკრაინელთა წამყვანმა ფეხბურთელმა შეიძლება საქართველოსთან ვერ ითამაშოს
კვარაცხელია: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და B ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს [VIDEO]
უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს
"გამარჯვება დავიმსახურეთ, ახლა კი ჩვენი მთავარი მიზანი ესაა..." - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ
ფარერებთან წაგების შემდეგ ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი გადააყენეს
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
საბო: უკრაინის ნაკრებში ჩლუნგები და საშინელი ზაბარნი არიან
ალბანეთი - ჩეხეთი 0:0 - "ჯვაროსნებს" ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ [VIDEO]
ua-football: უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ხელფასი გამაოგნებელია - ბევრს არც დაესიზმრება
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ