საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, საქართველოში კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრი იწყებს ფუნქციონირებას. 18 ოქტომბერს, ქალაქ სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, უეფას ჰეთთრიკის პროგრამის უფროსი მენეჯერი დენის ბასტარი და ფიფას ევროპული ასოციაციების განყოფილების დირექტორი ელჰან მამადოვი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები, ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვადიმს ლაშენკო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. გახსნის ცერემონიის ფარგლებში სამტრედიის ბავშვთა საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელთა ვარჯიში გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, საფეხბურთო ცენტრში ორი სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო განათებითა და ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით. ამას გარდა, აშენდა ადმინისტრაციული შენობა გასახდელებითა და ადმინისტრაციული ოთახებით.

პროექტი ფიფას პროგრამა FORWARD-ის უეფას პროგრამა Hat Trick--ისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება. ინფრასტრუქტურის მოვლა პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.

აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობას ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები სრულიად უფასოდ შეძლებენ.

სამტრედიის გარდა, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განხორციელდა ფოთში და თბილისის ხუთ უბანში, მათ შორის, ვარკეთილში, გლდანში, დიდ დიღომში, ვაკეში და ნუცუბიძის პლატოზე, ამჟამად კი მიმდინარეობს ახალი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დიღმის მასივში.

GFF.GE

"სულელებო"
თქვენ უდავოდ კარგად აღზრდილი პარტიული მუშაკი ხართ ... აი, ასეთი პარტიული მუდაკების მხარდაჭერით, წინ საქართველოვ!
ბეც, თეოდორას
არ არსებობს ფახბურთელები, ვისაც საკუთარ კარში არ ქონდეს გატანილი ბურთი, ისე, რომ კახიზე ნუ ხართ ჩასაფრებულები და ჩაციკლულები! გაიგე დეგენერატო? ნინი.
თედორე
ბავშვებს საკუთარ კარში გოლების გატანა არ ასწავლოთ.
26-ში ნაცების პანაშვიდია!
კახი, შენ სძულხარ ისეთ არსებებს, ვისაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ, ასეთების საქმეა ჩასაფრება და უსარგებლო ლანძღვა-გინება, ესეთი ნაგავსექტა ასევე ემტერებიან ისეთ მამულიშვილებს, როგორებიცაა გენო და ლაშა! სულელებო! ფეხები არ მოსჭამოთ კახისაც და დანარჩენებსაც!
ზურას
კრახი, ნაცებში მოიკითხე და იქით კიდევ ნაცების მხარდამჭერ როთებში!
თემქელი!
კახი! მაგარი პიროვნება და მაგარი მერი ხარ! ჩვენთან თემქაზე ეხლა, რო გაიხსნება ძალიან მაგარი და ლამაზი პარკი, ადრე იყო ჭაობი მაგ ადგილას, ვერ გაივლიდი ისეთი მყრალი სუნი ამოდიოდა, ნუ ანტი სანიტარიაზე არაფერს ვიძახით, სრული სანაგვე. ეხლა უნდა ნახოთ რა სილამაზეა მის ადგილას, მთავარია ზოგიერთმა ბოროტებმა როგოც იციან ღამ-ღამობით მიპარვა და დამტვრევა ყველაფრის, ეს არ მოხდეს! ხო კიდევ, ბოდიში ეხლა ჯგუფი "მგზავრები" თუ არ ჩაატარებენ კონცერტს, აღარ გაიხსნება პარკი არა? ხოდა მგზავრებმა "იმგზავრონ ცოცხებით" ნაცების მარშზე და პრაიდებზე!
ეს პლეერი მოაშორეთ!
კახა - გლახა (რიფმა) ფასადის სურათი მოასწრეს 26-მდე)) არაფერი მეტი მზად არ არის? აკადემიას სამტრედიაში დიდი წარმატებები! სამტრედია მარტო "ბუცებიანი მერი" არაა ) სამტრედია საქართველოა!

გეთანხმებით.
QT
ძალიან მაგარი პროექტია, ყოჩაღ სფფ ! ვისი სახელობისაა მაგას რა მნიშვნელბა აქვს, თუმცა სამტრედიაში რომ კალაძის იყოს რა გასაკვირია, ადამიანი იქ დაიბადა გაიზარდა და მაგაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი არ ყოლია და არც ეყოლება სავარაუდოდ სამტრედიას კი არა შეიძლება საქართველოსაც კი კაი ხანი. ისე პრესკონფერენციაზე არ გვიწვევონო რომ დაიწუწუნეთ, ხომ ხვდებით რატომაც ? აა ვერა, კარგი მე გეტყვით, ეს დალოცვილი ლენტის გაჭრის და მთავრობის სურათების ნაცვლად თვითონე მოედნების ფოტეობი რომ დაგედოთ უკეთესი იქნებოდა.
ზურა
კრახი კალაძე
"ბრავო" კალაძე !
კი, დიდი ხანია დროა ...
ტოტტი
სტადიონზეც გადაგეღოთ ფოტო
Теймурази
А почему не имени Ахалкаци, Кипиани, . Дараселиа и др. Как можно имени еще живущих людей
ადამიანი
დროა მადლობა ვუთხრათ სამტრედიას და დავუბრუნოთ კალაძე ,ეხლა სამტრედია ააღორძინოს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა