კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. "დინამო თბილისმა" "თელავს" ოთხბურთიანი სხვაობით მოუგო, ხოლო ფოთელთა და სამტრედიელთა დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.

დინამო თბ 5:1 თელავი

"დინამო თბილისმა" აუტსაიდერ "თელავს" დამაჯერებლად მოუგო. დინამოელებმა ზედიზედ მერვე წაუგებელი მატჩი ჩაატარეს, "თელავს" კი ცუდი სერია აქვს: ზედიზედ ოთხჯერ წააგო და ზოგადად ბოლო 14 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა.

პირველ ტაიმში ნიკა ნინუას ორ კუთხურს მოჰყვა თავურით გოლები: ჯერ საბა ხვადაგიანმა გაიტანა, მერე კი ვახტანგ სალიამ - 2:0.

მე-60 წუთზე სალიამ დუბლი შეასრულა, კერძოდ, მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს ახლოდან დაამატა. რამდენიმე წუთში 4:0 გახდა: დომინიკ რაიტერის საგოლე პასი და ვასილიოს გორდეზიანის გატანილი.

მერე თელაველთა სერბმა ფორვარდმა დეიან გეორგიევიჩმა შორიდან ძლიერი დარტყმით შეამცირა სხვაობა, თუმცა მალევე მათე ვაწაძემ გაიტანა ბენსონ ანანგის მშვენიერი პასის შემდეგ - 5:1. ვაწაძის პირველი მატჩი მშობლიური კლუბის დაბრუნების შემდეგ და პირველი გოლიც.

და კიდევ, მატჩის წინ დინამოელებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საფეხბურთო კლუბი ვორიორსი დაასაჩუქრეს. პატარა გულშემატკივრებს უმასპინძლეს და სიმბოლურად სავარჯიშო ინვენტარი გადასცეს.

კოლხეთი 1913 0:0 სამტრედია

უგოლო მატჩი. მომენტები ორივე მხარეს იყო, პენალტიც გაფუჭდა: სამტრედიელთა მცველი ლაშა კვარაცხელია წააქციეს და პენალტი რატო არდაზიშვილმა დაარტყა, თუმცა კარს ააცილა ბურთი.

სამტრედიელებს ამ ტურამდე ზედიზედ სამი თამაში ჰქონდათ მოგებული. აი, "კოლხეთი 1913"-ისთვის კი ეს ზედიზედ მერვე მოუგებელი მატჩი იყო. ფოთელები მეშვიდე ადგილზე არიან, "სამტრედია" კი მეცხრეზეა.

erovnuliliga.ge

gel-100
იმედია ნიკა ნინუამ ისწავლა ჭკუა იმ შეცდომაზე რაც თავად დაუშვა რამოდენიმე ათას ევროს აღარ დახარბდება და აღარ მოუწევს დუბლებში ყურყუტი ნებისმიერი გუნდის თუნდაც რეალის იყოს,,ნინუასავით სტანდარტულებს ქართველ ფეხბურთელებში ვერავინ ასრულებს და იმედია მოახერხებს იმ დონემდე ასვლას რო ეროვნულ ნაკრებს გამოადგეს,,კუთხური იქნება, ჯარიმა, თავისუფალი დარტყმა თუ აუტი ყველა სახიფათო იქნება როცა გუნდში ნინუა გყავს, თან ქოჩორას დისკვალიფიკაციამ და უფრო ადრე კიტეს ტრამვამ გამოაჩინა რო საყრდენ ზონაში კიტეს და ქოჩორას ჭირდებათ ვინმე ვინც ამათ არყოფნას არ დაატყობს ნაკრებს და იმედია ნინუა შევა იმ ფორმაში რომლითაც ნაკრებს სარგებელს მოუტანს და აღარ დაუშვებს მსგავს შეცდომას რის გამოც 4-5 წელი დაკარგა,,აქედან მინდა ვუთხრა შვილო ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატიდანაც იძახებენ,მით უმეტეს დინამოდან და აუცილებელი არაა აქედან გაქცევა იმ მიზეზით რო ნაკრებში ლეგიონერებს უფრო იძახებენ,,რომ არა ეგ შეცდომა და ეგ დაკარგული პერიოდი დღეს უკეთეს გუნდშიც იქნებოდი უკეთესი ხელფასიც გექნებოდა ნაკრების წევრიც იქნებოდი და უფრო ცნობადი სახეც დღეს კიდე ახლიდან გიწევს იმ დაკარგული დროის აღმოფხვრა რაც აეკის დუბლებში გაატარე,,არაბიძის ჯარიმებზე ლაპარაკობდა აქ ხალხი და მის ნაკრებში მიწვევას ითხოვდა სხვა თუ არაფერი სტანდარტულების დროს მაინც გამოადგება ნაკრებსო და შენი პენალტებივით შესრულებული ჯარიმები კუთხურები და ნებისმიერი სტანდარტული რო ნახონ რაღას იტყვიან წარმომიდგენია და ნუღარ გაფლანგავ მაგ ნიჭს და შესაძლებლობას რაც გაქვს,,ხალხი ნატრობს იმ ნიჭს რასაც თქვენ ფლანგავთ უაზროდ
Porto
ფიფიამ უთხრა ეგრე დაწერეთ ხოლმეო :)))))))))) კლაკსვიკი, პაიდე, და სამწუხაროდ კიდევ ბევრი სხვა უთავმოყვარეო თამაში გაგვახსენდება დინამოს და ფიფიას ხსენებაზე :)))))))))
თბილისის "დინამო"
"დინამო თბილისმა" კი არა, თბილისის "დინამომ". გუნდის და კლუბის სახელი არის "დინამო" (თბილისი), და არა "დინამო თბილისი".
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] უხვგოლიანი და დრამატული კახური დერბი ჩხუბით დასრულდა!
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა - რა შანსი გაუშვეს ხელიდან
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს