სუპერლიგაში ისტორიული, პირველი გამარჯვება იზეიმა ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდმა "ვსა-Basketball"-მა, რომელმაც საკუთარ მოედანზე "ბათუმი 2010"-ს 80:72 სძლია. აკადემიელებმა დუდუ დადიანის მემორიალი მოიგეს და სუპერლიგაც გამარჯვებით დაიწყეს, რაც ამ გუნდის სერიოზულ ამბიციებზე მეტყველებს. "ვსა-Basketball"-ის სახით უმაღლეს ლიგას კიდევ ერთი კონკურენტუნარიანი გუნდი შეემატა.

ვსა-მ ბათუმელები დაიბრიყვა. ჯერ იყო და ზღვისპირელებს წინა სეზონში, საქართველოს თასის გათამაშების მატჩში მოუგო, შემდეგ, ამ სეზონის დაწყებამდე დუდუ დადიანის მემორიალზე დაამარცხა, დღეს კი სუპერლიგის მეორე ტურშიც აჯობა. პირველ ტურში ვსა ისვენებდა, რითაც მეტოქეებზე დაკვირვების საშუალება მიეცა. "ბათუმმა" წინა ტურში შინ "მარგვეთთან", ბოლო წამზე, ლუკა კალატოზიშვილის სროლით მოიგო. ცხადია, თბილისშიც მოსაგებად ჩამოვიდნენ აჭარლები, თუმცა "ვსა-Basketball"-ის სწრაფ თამაშს ფეხი ვერ აუწყვეს და დამარცხდნენ.

თამაში დაძაბული არ ყოფილა, მაგრამ ინტრიგას ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა. თავიდანვე რომ დაწინაურდნენ, აკადემიელებს ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. მხოლოდ ერთხელ, მესამე პერიოდის შუაწელში მოახერხეს ბათუმელებმა ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება (53:54), მაგრამ ვსა-მ ზღვისპირელებს მეტის საშუალება არ მისცა.

საბოლოოდ თამაში ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. გამარჯვებულთაგან ბომბარდირი დავით კაკუშაძე გახდა 19 ქულით, ყველაზე შედეგიანი კი შაქუან ჯულსი გახლდათ – 11 ქულა, 13 მოხსნა, 4 დაფარება. 14 ქულა, 8 პასი და 3 ჩაჭრა ჯერმეინ ჰედის ანგარიშზე დაგროვდა. ბათუმელთაგან საუკეთესო იყო ლუკა კალატოზიშვილი – 16 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი. 16 ქულა და 7 მოხსნა ჯექსონ ბრენჩლის ანგარიშზეა. 14 ქულით დაასრულა შეხვედრა ილია ლონდარიძემ.

მე-2 ტურის შემდეგ სუპერლიგაში მხოლოდ 3 გუნდი დარჩა დაუმარცხებელი – თსუ, "ქუთაისი" და "ვსა-Basketball". მორიგი, მესამე ტური 25, 26 და 27 ოქტომბერს – გურჯაანში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.

GBF.GE

თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
სუპერთასი | "ბათუმმა" "ვულვზს" სძლია და პლეი-ოფისკენ გაიწია
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში