ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში "ლივერპულმა" გასვლაზე "ლაიფციგი" 1:0 დაამარცხა, რაც "მერსისაიდელთა" სათადარიგო მეკარის კაომინ კელეჰერი დიდი დამსახურებაც გახლდათ.

მატჩის შემდეგ ეს ფაქტი შეუმჩნეველი ამჟამად საფეხბურთო ექსპერტებად მომუშავე სტივ მაკმანამანსა და რიო ფერდიდანდსაც არ დარჩენიათ. პირველმა მათგანმა TNT Sports-ის ეთერში განაცხადა, რომ "ლივერპულში" მეკარის პოზიციაზე ზაფხულიდან პრობლემები დაიწყება, რადგან გუნდს კიდევ ერთი კარგი კიპერი გიორგი მამარდაშვილი ემატება.

"უპატივცემულობა იქნებოდა გვეთქვა, რომ კელეჰერი მეორე ნომერია. რა თქმა უნდა, ის მეორე არჩევანია როცა ალისონი მწყობრშია, მაგრამ მან უკვე საკმარისზე მეტი ითამაშა, რომ მეორე ნომერი ვუწოდოთ, როდესაც მას თამაში უწევს, ის ძალიან მაგრად გამოიყურება.

ჩემი აზრით, "ლივერპული" ძალიან იღბლიანია, რადგან ის კარში ძალიან ახალგაზრდა ჩადგა. კელეჰერი, გუნდში 25 წლის, რომ მოსულიყო, ახლა 28 წლის იქნებოდა და "მერსისაიდელებს" მისი გაშვება მოუწევდათ, მაგრამ რადგან ირლანდიელი ძალიან ახალგაზრდა მოვიდა, კლუბს მისი განათხოვრების საშუალება მიეცა.

პრობლემები ზაფხულიდან დაიწყება. "ლივერპულმა" მამარდაშვილი იყიდა, რომელიც მეორე ნომრობას არ აპირებს, არც ალისონი იქნება მეორე ნომერი და არც კელეჰერი, რომელიც ზედმეტად კარგია მეორე ნომრობისთვის. "ლივერპულს" რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს", - ამბობს მაკმანამანი.

იმავე აზრზეა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი რიო ფერდინანდიც, რომელმაც მაკმანამანის ამ სიტყვების შემდეგ თქვა:

"ძალიან თავმდაბალი უნდა იყო რომ დროის უმეტესი ნაწილი სათადარიგო სკამზე გაატარო, შემდეგ კი როცა კარში ჩაგაყენებენ, ასეთი დონის თამაში აჩვენო.

ეს ნიშნავს რომ ვარჯიშზე ყოველთვის სათანადოდ უნდა დაიხარჯო, სრულად კონცენტრირებული უნდა იყო რომ შენი უნარები დახვეწო და შემდეგ მზად იყო. ამ ყოველივეს მერე, როდესაც შენი დრო მოვა, ძალიან მაგრად თამაშობ", - ამბობს ფერდინანდი.

შეხსენებისთვის, "მერსისაიდელთა" ძირითად კიპერ ალისონს ბარძაყის ტრავმა აქვს და მას მოედანზე ნოემბრის ბოლოს ელოდებიან. გიორგი მამარდაშვილი, რომელიც "ლივერპულმა" 25 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაიმატა, "ლივერპულს" 2025 წლის ზაფხულიდან შეუერთდება.

თბილისელი
ძველი სჯობდა თუ ახალი რა მნიშვნელობა აქვს? ისედაც ქოცები სულ მალე აკრძალავენ კომენტარების წერას( sportal.ge არის უკანასკნელი).
გულშრმატკივარი
კელეჰერი არის კევინი, არანაირი კაომინი.
ადამიანი
შერლოკ ჰოლმსებითაა სავსე ქვეყანა და მაინც ამ დღეში ვართ.
მირო
თუ მეორე ნომრობა არ უნდოდა რატომ დათანხმდა ალისონის გუნდში გადასვლას???გამოდის იცის მამარდამ რაღაცა,რაც არ ქვეყნდება.
eurr
რაღაც მოკლებული აქ ამ ბოლოს, მამარდას და იმედია დროზე გამოფხიზლდება.
nk
თუ ალისონიც დარჩა, იმედია პრემიერლიგის რომელიმე გუნდში გაანათხოვრებენ, რო სკამის ხეხვა არ მოუწიოს.. (ნუ შეიძლება ერთსაც აჯობოს და მეორესაც, მარა ნაკლებ სავარაუდოა). იმ ლოგიკით გაანათხოვრონ, რომ შეაჩვიონ პრემიერლიგას :) (ნაღდად არ გვინდა ჩვენი მთავარი მეკარე, სკამის ხეხვაზე რო გადავიდეს)
ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ლივერპულის დიდი სამეული კლუბის სამსახურში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
მამარდაშვილს "ლივერპულში" მინუს ერთი კონკურენტი ეყოლება
რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა
"ვინ იყო ყველაზე რთული მეტოქე, ვისთანაც მითამაშია?" - კვარას ვრცელი ინტერვიუ რიო ფერდინანდთან
შმეიხელმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლისაც ფერგიუსონს ეშინოდა
კელეჰერი წავიდა, მაგრამ პრემიერ ლიგაში დარჩა - "ლივერპულის" კარს შემდეგ სეზონში მამარდაშვილი და ალისონი დაიცავენ
"VAR-ი სანაგვე ურნაში უნდა გადავაგდოთ" - რიო ფერდინანდი
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
"ლივერპული" ამას ხშირად აკეთებს, მამარდაშვილი მაშინვე პირველი მეკარე ვერ გახდება - ცნობილი საფეხბურთო ექსპერტი ქართველ მეკარეზე
[VIDEO]"პრესა ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს" - კვარაცხელიამ დემბელეს ნეგატიური იმიჯის შესახებ ისაუბრა
მაკმანამანი: წელს ესპანეთის ჩემპიონი "რეალი" გახდება, მაგრამ მესი...
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
ძმის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა - კევინ კამპლი ფეხბურთიდან წავიდა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
"ლივერპულში" სალაჰი უნდა შეცვალოს - ინგლისურ გრანდს ამ პოზიციაზე ფავორიტი ჰყავს
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
დაბრუნდება დღეს კიტეიშვილი? - მწვრთნელი სიფრთხილეზე საუბრობს
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
"კელეჰერი მამარდაშვილზე უკეთესია" - "ლივერპულის" ყოფილი ფორვარდი "მერსისაიდელებს" აფრთხილებს
ლეგენდები მიდიან. "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება - მამარდაშვილი ძირითადი მეკარე იქნება
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
მაკმანამანი: არა მგონია სალაჰი და მანე "რეალში" ან "ბარსელონაში" გადავიდნენ
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
"მისი რეინკარნაციაა" - ფერდინანდმა კვარა ბრიტანელ ფეხბურთელს შეადარა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ