ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მზადაა საქართველოს ნაკრები ჯგუფის მოსაგებად?! - სხვა მენტალობით რთულ ისტორიასთან...

მზადაა საქართველოს ნაკრები ჯგუფის მოსაგებად?! - სხვა მენტალობით რთულ ისტორიასთან...

12 ნოემბერი ის დღეა, როცა ჩრდილომაკედონიელებთან ევროპირველობის საგზური დავთმეთ. ფაქტია, მაშინ ამისთვის მზად არ ვიყავით, ოთხი წლის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული გამოსვლა გვქონდა. ახლანდელი ნოემბერი მსოფლიო ჩემპიონატისკენ სავალ გზაზეა მნიშვნელობანი. "ერთა ლიგიდან" მანდ მოხვედრა თუ გვსურს, ჯგუფში გამარჯვება ის აუცილებელი და მინიმალური მოთხოვაა, რაც უნდა დავაკმაყოფილოთ. რამდენად ვართ ამისთვის მზად? - ეს ახლა მთავარი კითხვაა.

სანიოლი გადამწყვეტი მატჩების წინ

ამ გადასახედიდან, ჩეხეთის ნაკრებთან თბილისურმა დაპირისპირებამ შეცდომაში შეგვიყვანა. ამას ალბანეთში მოგებაც დაერთო და ჩავთვალეთ, ევროფორუმის მონაწილე ნაკრებისთბის "ბ" დივიოზინიც "იოლი ლუკმა" იქნებოდა. ამ გზაზე პირველი გადაულახავი ბარიერი მუდამ უხერხული მეტოქე, უკრაინის ნაკრები იყო. ფაქტია, ისევ ვერ შევძელით მათთვის თავს საკუთარი უპირატესობები მოგვეხვია. ამასობაში, ჩვენი მთლად ტაქტიკა თუ არა, სასტარტო შემადგენლობა მაინც გაშიფრული იქნა. ამან ცოტათი სანიოლიც დააკომპლექსა და მანაც ჩათვალა, ტაქტიკური ცვლილებების დრო დადგა. არადა, ვიცოდით, მას ეს საქმე არ უადვილდება, მითუმეტეს, სათანადო დროისა და პირობების არქონაში; ერთი ნახევარმცველის მინდორზე ყოფნით არც მთლად ჯანსაღი ვითარება მივიღეთ და ისევ წავაგეთ...

"მამარდას" "ვალენსიას" ბოლო ორ ტურში არ უთამაშია (წყალდიდობისა და მისი შედეგების გამო)

ირალნდიის ნაკრებისთვის დღემდე არ მოგვიგია, ვაისის პერიოდში მიღწეული ფრე კი კარგ შედეგად ჩაითვალა. ეს სხვა თაობა და სხვა მენტალიტეტის ბიჭები არიან, თუმცა ისტორია ისტორიაა და ის თუ ყველაფერს არ ამბობს, ძირითად კონტურებს მაინც ხაზავს. აბა, ჰაერზე არაფერი ხდება. ასე ვაპირებთ, უკრაინასთან ეს "უნაყოფო" სერია დავასრულოთ. ბათუმი ზამთრისპირისთვის საუკეთესო ქალაქი არაა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, აქ და ამ პერიოდში შვედებს ვაჯობეთ. წარმატებას უნდა მივაღწიოთ ისე, როგორც ეს ბულგარელებთან შევძლით, მანამდე რომ ასე გვიჭირდა...

სატურნირო ცხრილი

რაც შეეხება ჩეხეთის ნაკრებს, თბილისში წაგებული მატჩის შემდეგ მათი მთავარი მწვრთნელი მომდევნო შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობდა. აღსანიშნავი იყო, ანგარიშის (1:4) მიუხედავად, იქაურ მედია კრიტიკულზე მეტად, დაბნეული იყო. აშკარად ჩანდა, მათი მწვრთნელისა და გუნდის სჯეროდათ და აჰა, ბოლო თვეს ლიდერის რანგშიც ხვდებიან. ჩეხებთან სექტემბრის მატჩი იმითაც იყო გამორჩეული, სანიოლმა გუნდი მათთან ევროს მატჩისგან (1:1) მკვეთრად განსხვავებული სტილით ათამაშა, თითქოს იდეალურად შეისწავლაო ჰამბურგული დაპირისპირების სცენარი. ახლაც ოპტიმალური გადაწყვეტილებების იმედი გვაქვს!..

ჩვენი კალენდარი

ჩვენი ბიჭები, სხვადასხვა რგოლში სხვადასხვანაირად, მაგრამ ფორმაში არიან. მათ სურთ დამტკიცება, რომ "ა" დივიზიონში დაწინაურება შეუძლიათ. ამის მიუხედავად, მათი ზედმეტად დაძაბვა კარგი არ იქნება. ჩრდილომაკედონიასთან ფინალი რომ ვახსენეთ, იმის შემდეგ პროგრესს თვალსაჩინოდ ვხედავთ. ყოველთვის შეიძლება მეტი, ამისთვისაა საჭირო კრიტიკაც, წინაა მუნდიალის შესარჩევი ეტაპიც... მოახლოებულ შეხვედრებს მაქსიმლურად მსუბუქად, ჰაეროვნადა და ამავდროულად, სრული კონცენტრაციით უნდა მივუდგეთ. მთავარია, ვთქვათ, რომ ჩვენი მხრიდან არაფერი დაგვიკლია. ისე კი, ამ თაობისთვის ჯერ რამე სრულდება კი არა, მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის ფიქრი, მხოლოდ ახლა იწყება!..

• გიორგი

ამხელა პოსტის მოკლე აზრი ის გამოდის რომ ერადივიზიონის, ავსტრიის, ჩეპიონშოპის, სლოვენიის და ა.შ. მოთამაშეებით დაკომპლექტებული ნაკრები არის მაქსიმუმ საშუალო დონის, ანუ ესტონეთს და ეგეთებს რომ 99% უნდა უგებდეს და რუმინეთ/ალბანეთ/საბერძნეთს/ჩეზეთს და ა.შ. 50/50-ზე, რისი დამტკიცებაც გვინდოდა.ხოდა რა ტაქტიკაუ და დადოს მწვრთნელმა ეხლა ისეთი რომ ამ რუმინეთ/უკრაინებს ბურთი თავზე გადააღუნოს ამ ნაკრებმა სახლში თუ გასვლაზე და საფრანგეთ/გერმანიებს რომ ტოლსწორად ეთამაშოს?

• კახა

მცველები უნდა გადაახალისოს სანიოლს ჭკუა თუ აქვს ენდის ახალგაზრდებს დროა უკვე.

• გიორგი

უნდა მოვიგოთ უკრაინასთან

• სოსო

წინსვლა,გამარჯვებებს მოსდევს,ან კიდევ შენზე ძლიერთან დამარცხებას და გამოცდილების მიღებას.თუ მოხერხდა და ა ჯგუფში გადავედით,შესაძლოა წავაგოთ კიდეც,მაგრამ უკვე გვეცოდინება,რომ ბ ჯგუფის გუნდებს ვაჯობეთ და ეს სულ სხვა რწმენას მოგვიტანს.ეგეც არ იყოს,შესარჩევ ჯგუფებში,უფრო ზედა კალათაშიც აღმოვჩნდებით და მომავალი მეტოქეებიც,უფრო სუსტი გვეყოლება.კი,გრანდებთან ალბათ გარანტირებულად წავაგებთ,მაგრამ იმდენს ვისწავლით,რამდენსაც სხვებთან გამარჯვებებით ვერ მივაღწევთ.ფეხბურთელებსაც ზემოტივაცია ექნებათ და მათ წინსვლას ესეც შეუწყობს ხელს,მათზე ყურადღება და მოთხოვნა კი,კიდევ უფრო გაუზრდება.ეს მათ შემოსავლებსაც წაადგება და ახალგაზრდა ტალანტებზეც აიწევს ფასები.ეს კი,იმ ქართულ გუნდებზეც აისახება,ამ ფეხბურთელებს რომ ზრდიან.მამარდაშვილი 800 000 ევროდ გაიყიდა,კვარა,ვითომ 10 მილიონად,მაგრამ მანდ ეტყობა რაღაცა სხვა ვარიანტი იყო ჩადებული და ბათუმს მაგ ფულის ალბათ მცირე ნაწილი ერგო.არც ზურიკო გაყიდულა ძალიან ძვირად და არც რომელიმე სხვა ტალანტი.თუ ნაკრები ა ლიგაში გადავიდა,ასეთი ბიჭების ფასი რამდენჯერმე აიწევს და ჩვენი კლუბებიც ამოისუნთქავენ.სამი ქართული კლუბიც კი რომ გაიმართოს ფინანსურად,ეს უკვე მათი გაძლიერების საშუალებას მისცემს და ჯგუფურ ეტაპებზე თუ გააღწიეს,მათი შემოსავლები,კიდევ რამდენჯერმე გაიზრდება.ჩაკეტილი წრის გარღვევაა აუცილებელი და ერთი თუ გავარღვიეთ,მერე ჩვენი ლიგაც გაძლიერდება.ფინანსური სტაბილურობა,შედეგების სტაბილურობასაც მოგვიტანს და ეს სტაბილურობა,უკვე პირველივე წრეში გამოთიშვა აღარ იქნება.

• სოსო

გიორგის.გადავხედე ჩვენი ნაკრების შემადგენლობას და რა?კვარა და მამარდა,მათი ფასითაც კი,მსოფლიოს ელიტაში არიან,ზურიკო,ტოპ ლიგის წინა თვის საუკეთესო ფეხბურთელია,კიტეიშვილი,ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელი,მიქაუტაძე,ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთაგანი და ძირითადის რკინის წევრი თუ არ არის,იმის ბრალია,რომ გუნდის კაპიტანი და აღიარებული ლიდერი,ლაგაზეტი,გუნდიდან არ წავიდა,თამაში კი,სწორედ მასზეა აწყობილი და როცა მიქაუტაძეს უშვებენ,იმ სქემაში უწევს ჩაჯდომა,რასაც წლებია ლაგაზეტთან ერთად თამაშობს ლიონი.ბოლო ხანებში გოლებიც გაიტანა და მომენტებსაც ქმნის,ამის მიუხედავად.ასე რომ მისი იმედი შეიძლება კვლავაც გვქონდეს.ბუდუ ზიზივაძე,მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირია და ყველა თამაში,ძრითად შემადგენლობაშიჩაატარა.ბოლოს თუ ცვლიან,ყველა გუნდში თავდამსხმელებს ცვლიან ხოლმე და უფრო დასვენებული ბიჭები შემოჰყავთ,დაღლილების ნაცვლად.დღეს ხომ ყველა პრესინგს თამაშობს და დიდ ენერგიას ხარჯავს.ჩაკვეზე თვითონაც თქვი და გუშინ ტელევიზიაში რომ ითქვა,იმასაც გავიმეორებ.პრემიერჩიპმა რეიტინგით,ერედივიზიონს გაუსწროვო.ერედივიზიონი,ჰოლანდიის(ნიდერლანდების)ჩემპიონატია!კაშია სლოვანის ლიდერია და ჩემპიონთა ლიგაზე დღესაც აგრძელებს გამოსვლას.ასეთი მიღწევა,სლოვანს არასოდეს ჰქონია.ასაკის მიუხედავად,კაშია ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება და ნაკრებშიც ძალიან კარგად გამოდის.ქოჩორაშვილი თავის გუნდში და ნაკრებში შეუცვლელია.ეს არ არის ლა ლიგა,მაგრამ თვითონ შეუცვლელია ნაკრებში და როცა ის მოედანზეა,დაცვაც შეუდარებლად საიმედოდ გამოიყურება.ამას დავუმატოთ,სტაბილურად მოთამაშე დვალი,კაკაბაძე,საბა ლობჟანიძე,ლოჩოშვილი,დღეს ტრავმირებული გოგლიჩიძე და საკმაოდ გამოცდილი ნაკრები შეგვრჩება ხელში,რომელიც შესაძლოა ყველა რგოლში უმაღლესი დონის ფეხბურთელებით არ არის დაკომპლექტებული,მაგრამ ნამდვილად ბრძოლისუნარიანი ორგანიზმი კი არის,თავისი სათამაშო სახით და დონით.მათ უკვე დაამტკიცეს,რომ ჯგუფში ნებისმიერი ნაკრების წინააღმდეგ გამარჯვება შეუძლიათ,თუმცა არც მათგან დამარცხებაა გამორიცხული.ესე იგი,ერთერთია,თანასწორთა შორის და ყველაფერი უშუალოდ მოედანზე გაირკვევა.ჩვენი მთავარი პრობლემა მოკლე სათადარიგო სკამია,როცა რომელიმე ლიდერის სრულფასოვან ჩანაცვლებას,ნორმალურად ვერ ვახერხებთ და სქემაში პრობლემები გვიჩნდება.უკრაინასთან ჩვენი მთავარი პრობლემა,დვალის დისკვალიფიკაცია იქნება,რომლის აღმოფხვრას,ალბათ საბა გოგლიჩიძეთი აპირებდა,სანიოლი,მაგრამ ისიც ტრავმირებულია და სანიოლს,ალბათ ლოჩოშვილის ცენტრში შემოწევა დასჭირდება,მის ადგილზე კი,გოჩოლეიშვილს,ან შენგელიას ენდობა,როგორც ადრე იყო.წიტაიშვილის დასაწყისიდანვე დაყენება,არა მგონია გარისკოს,რადგან უკრაინელებს ძალიან დიდი უპირატესობა ექნებათ მასასა და სიმაღლეში.მისი შეშვება,უფრო აუცილებლობის შემთხვევაში,შეტევის გასაძლიერებლადაა შესაძლო.დაცვის ცენტრში,კალანდაძის დაყენებაც შესაძლებელია,მაგრამ გიორგი ვეღარც საუკეთესო ფორმაშია და დიდი ხანია,ნაკრებში აღარც უთამაშია.კვირკველია მარცხენა ცენტრალური მცველია და მას გველესიანის შეცვლა უფრო შეუძლია საჭიროების შემთხვევაში.კვეკვესკირი და მექვაბიშვილი გამოჯანმრთელდნენ და საყრდენის ზონაში ხვრელი აღარ გვექნება,მაგრამ მთელ დაცვას და ნახევარდაცვას ყვითლები აქვთ და ყოველი მათგანი, ამ თამაშში ყვითელის მიღებით,ჩეხეთში თამაშის უფლებას დაკარგავს.უკრაინა ისეთი ფიზიკური გუნდია,აუცილებლად ავიკიდებთ,ყვითლებს და ესე იგი,ჩეხებთან ცვლილებები გვექნება.თუ უკრაინასთან გამარჯვება გამოგვივიდა,მაშინ თითქმის გარანტირებული გვექნება ბ ლიგაში დარჩენა და უკვე ესეც კარგი იქნება,ბოლო თამაში კი,ამ შემთხვევაში ფინალის ტოლფასი იქნება და ფინალს სულ სხვა ემოციები აქვს.ასე რომ პირველი და მთავარი ამოცანა,უკრაინის დამარცხებაა.უკრაინის დამარცხება,რომელიც არასოდეს დაგვიმარცხებია.არა მგონია ჩვენ ბიჭებს მათი ეშინოდეთ,მაგრამ უკვე იგემეს,რომ მათთან ბრძოლა ძალიან ძნელია და სრული თავდადებაა აუცილებელი.ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი გამარჯვების იმედი გვაქვს,თუმცა უკრაინელებიც ასევე ფიქრობენ და უკან დასახევი გზაც არ აქვთ.სტადიონზე უკვე თვენახევარია არავის უთამაშია და იდეალურ მდგომარეობაში იქნება.იდეალურ მოედანზე კი,უამინდობა თამაშს ხელს ვერ უშლის.ყოველ შემთხვევაში ევროპის სტადიონების გაზონზე ასეა ხოლმე.ასე რომ ცაში ნუ ვიფრენთ,ოცნებებით,მაგრამ არც შენსავით თავზე ნაცარის წაყრა გამოვა.ჩვენც ისეთივე შანსი გვაქვს,როგორც ჯგუფის ნებისმიერ სხვა წევრს და შესაძლოა ცოტა მეტიც.ყველაფერს ბურთი და მოედანი გვიჩვენებს.

• მწარე

რა ნიშნავს ჯობია? შენ თუ მაგ გუნდების თამაშის ნახვა გინდა, ეგრე თქვი. არავინ არ იცის რა ჯობია. მაგ გუნდებთან წაგებების შემდეგ, შეიძლება განვითარების მაგივრად, უკუსვლა მიიღო. შეიძლება ჯობდეს შენნაირ გუნდებთან სტაბილუროობა, შემაადგენლობის გადახალისებით. ევროზე სტაბილურად გასვლა, უკვე ჯგუფიდან. არავინ არ იცის რა ჯობია.

• Master

რეალურად თუ შევხედავთ სიტუაციას,აქ მეორე ადგილი კარგი შედეგი იქნება.ლოგიკურად ალბათ მესამე ადგილზე გავალთ...პირველი ადგილი უდიდესი მიღწევა იქნება,თუმცა ურთულესი.მეოთხე ადგილზე კი ფიქრიც არმინდა... p.s.არ ჩამქოლოთ საკუთარი აზრის დაფიქსირებისთვის გეთაყვა...

• ტიტე

ასე მგონია სახლში ალბანეთთან წაგებით გავანიავეთ შანსი ,ღმერთმა ქნას ვცდებოდე.

• ტაააააკს ტაააააკს

ახლა უნდა ისწავლონ? გადამწვეტ თამაში? სხვა დროსწავლისთვის ვერ მონახეს? მდააა

• გიორგი

გადახედე აბა შემადგენლობას? ამ ფეხბურთელებით რა შედეგიც გვაქვს მაქსიმალურთან მიახლოებულია. ამაზე მეტი უკვე მეტწილად გამართლების შედეგი იქნება. კვარაცხელია-მამარდაშვილით გარდა სხვა რომელი ფეხბურთელზე შეიძლება ითქვას რომ ტოპ დონეზეა? თუ უმაღლესი ლიგის გუნდია და აუტსაიდერია. იმ აუტსაიდერშიც ან აქვს გარანტირებული ადგილი ან არა. პირველი ლიგის გუნდში ერთი ჩაკვეტაძია გუნდის ლიდერი, ბუდუ შეცვლების მოთამაშე. ანუ რეალობას რომ გავუსწოროთ თვალი: უმაღლესი ლიგის აუტსაიდერი გუნდის სათადარიგო სკამის მოთამაშედ მოიაზრება პირველი ლიგის გუნდის ასევე სათადარიგო მოთამაშე, და ამით გინდა მაქსიმალური შედეგი დადება და ვითომ ალმაცერად ვუყურებთ უკრაინა/ჩეხეთს 1-2 თამაშიდან გამომდინარე?

• ტაააააკს

ამ კომენტებით არ ჩანს რო ვინმე ვინმეს ხელს აფარებდეს, მაგრამ ერთი ნაღდია, რომ ისეთი კლიმატური ცვლილებები მოდის, ყველამ უნდა ისწავლოს წვიმაში თამაში და მე მგონი, ჩვენებმა ჯობია რო ეს ბათუმში ისწავლონ, ვიდრე სხვაგან.

• ნოდო

მაგ ჯგუფის მოგებით გადავლენ ა ლიგაში სადაც იქნება არა ჩეხეთი ალბანეთი ან უელსი არამედ იტალია საფრანგეთი გერმანია ჰოლანდია რომელი ჯობია?

• TAAAAAK

სტანდარტთან კი არ ცრიდა, მინდორი იყო ძალიან სველი და გუცაევმა მაგის გამო ამიტრიალა ფეხი. თამაგარეს. მოევლებოდა ინდივიდუალური თამაში რომ შეძლებოდათ. იდიოტობა იყო ბატუმში შემოდგომაზე თამაში დანიშვნა და ახლა ამას ხელის დაფარება არ უნდა.

• გოგა

ყველფრის მიუხედავად, ამ ჯგუფში ყველაზე ძლიერი გუნდი უკრაინის ნაკრებია, აქ თუ მოვუგეთ უკრაინას, ჩეხებთან შანსები 50/50 ზეა, უძლეველი გუნდი არა ჩეხეთი და გოლებსაც ბევრს უშვებს, მე მგონია, რო გავალთ ჯუფიდან

• sss

მართალი ხართ უსაქმურები სხედან ფედერაციაში თორემ არც ოლომოოცში თამაშზე არ უნდა დათანხმებულიყვნენ ეგ ქალაქი ყველაზე ცივია ჩეხეთში უნდა მოეთხოვათ სადმე რივიერაზე თამაში. ანაც ყატარსა თუ ბაჰრეინში იქ ეხლა თბილა.

• ვოოტ

სტანდარტთან წვიმა არ ყოფილა, ცრიდა ღამით და დილით, თამაშის წინ გადაიღო. სტანდარტმა მოგვიგო ხელოვნური თამაშგარეებით, რომელიც იმ დროისთვის, არათუ ჩვენთვის, დანარჩენი მსოფლიოსთვის სრულიად ახალი ხილი იყო და ორიოდ თვეში იმავე ხელოვნური თამაშგარეებით ბელგიელებმა უკვე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხეს მუნდიალის გახსნით მატჩში თავის 21 წლის მარადონათი და იმავე ანგარიშით, როგორც ჩვენ..

• გენა

მოეშვით ილუზიებს. პირველზე გადის ჩეხეთი, მეორე უკრაინა. რა შეეხება დარჩენილ ორ თამაშს: უკრიანასთან ფრე, ჩეხეთში წაგება. ასე რომ დაეშვით დედამიწაზე. კაშიათი და ანრი მექვაბიშვილით მეტს ვერ გაქაჩავთ. კვარა და ჟორჟია თუ ჯორჯი ვერ გიშველიან. რატო არ გამოიძახა სულხინო ასანიშვილი?

• TAAAAAK

გასულ საუკუნეს, რომ იხსენებთ, გუშინდელი და გუშინწინდელე გაიხსენეთ წაგებული მატჩები სველ და ტალახიან ბალახზე. გვიან შემოდგომაზე, რომ ასეთი ამინდი თამაში იქნებოდა აჭარში ამის ცოდნას უეფა ნებართვა სჭირდება? წინასწარ ვერ ივარაუდებდით, რომ ხშირი წვიმებია ბათუმში? ლივერპული რომ გაიხსენეთ წყვიმაში, ლიეჟის "სტანდარტი: თუ გაგახსენდათ ასევე წვიმაში წაგებული?

• მირო

გამოცდილი,მაღალი კლასის მწვრთნელი რომ მოგვცა,ამ ნიჭიერ ბიჭებს ისე განალაგებდა მოედანზე და ტაქტიკურადაც ისე სწორად გამოიყენებდა ამათ შესაძლებლობებს,რომ ნებისმიერ თამაშს უმაღლეს დონეზე ათამაშებდა.ტაქტიკა არის მთავარი მწვრთნელისგან,რაშიც მოიკოჭლებს სანიოლი და შემადგენლობასაც ვერ არტყამს ხშირად.იმედია უკრაინასთან წინა თამაშს გაანალიზებს და ეხლა სხვა ფეხბურთს ვითამაშებთ.დიდი იმედი მაქვს კვარა,ჩაკვე,ზურიკოს.ქოჩორას და კიტეს თამაშის,ბუდუც ფორმაშია.ვფიქრობ ამათმა ინდივიდუალურმა თამაშმა უნდა გადაწყვიტოს მატჩის ბედი.

• ქართლოსი

სინოპტიკოსმა გოგიამ თქვა, რომა ხვალ ხოშკაკალა იქნება. თუ ხოშკაკალა მოვიდა, თქვენ ვენახ ეტირება ყოფა. თუ არა და, სინოპტიკოს გოგიასა. :)

• ვოოტ

რამდენადაც ვიცი, უეფას მოთხოვნით სტადიონის არჩევა იმაზე ბევრად ადრე ხდება, ვინემ ამინდის პროგნოზი ქვეყნდება... ისე, ვისაც ახსოვს, ლივერპულს, სწორედ "მათ" ამინდში მოვუგეთ 3:0 და თანაც ისე, რომ თქეში კი არა, ალბათ, ცუნამიც ვერ შეგვიშლიდა ხელს...

• დდდ

კარგი ნათქვამია - ყველა რგოლში სხვადასხვანაირ ფორმაში ვართ... ძლიერ რგოლში ანუ ნახევარდაცვაში ყველა მწყობრშია, ფორმაშია და არც დანაკლისი გვაქვს... სამაგიეროდ, ყველა დროის აქილევსის ქუსლად აღიარებულ დაცვის ხაზში ქვა აღმართში მოგვეწია, დვალი და გოგლიჩიძე არ გეყოლება, შესაბამისად, არჩევანიც უკიდურესად შეზღუდული გვექნება და ვრჩებით კაშიას, კვირკველიას, გველესიანის, ლოჩოშვილის და მათ დასახმარებლად სახელდახელოდ გამოძახებული დებიუტანტი კალანდაძის იმედად... ჰოდა, თუ ამ ჩვენმა მოღონიერებულმა ნახევარდაცვამ ისევ უკან უგორა პასები უამისოდაც გაჭირვებულ დამცველებს, რომლებიც უკეთეს შემთხვევაში იმასღა მოახერხებენ, რომ ბურთი ბოლო დროს უთამაშებელ მამარდას შეაჩეჩონ, რომლის ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა ფეხით თამაში და არც იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ მოსაგერიებლად დარტყმულ ბურთს ან წინ დარჩენილ მიქაუტაძეს დაასვამს ფეხზე და ან კიდევ უფრო წინ ჩასაფრებულ ზივზივაძეს - თავზე, აი მანდ გამოჩნდება, რისთვის ვართ მზად - ა ლიგაში აღსაზევებლად თუ ც-ში დასაქვეითებლად... სხვათაშორის, ერთიც და მეორეც მეორე და მესამე ადგილებიდანაც შეიძლება და სავარაუდოდ, ბოლო წუთებამდე ორივეს შანსი გვექნება... მთავარია, ის თამაში ვითამაშოთ, რაც უკეთ გამოგვდის და გვეხერხება, მთავარია, ბიჭებმა ირწმუნონ, რომ საუკეთესო თავდაცვა ნამდვილად თავდასხმაა და ის ჟინი და შემართება გამოავლინონ, რომელსაც მათგან მთელი საქართველო მოუთმენლად ელის უკრაინელებთან შეხვედრაში ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე თუ მისი თანხლებით... მაგას, პირადად მე, აღარ დავეძებ...

• სინოპტიკოსი

ვინ "გენიოსმა" მოიფიქრა გვიან შემოდგომაზე ბათუმში მატჩი? ხომ კაგად გვხერხება წვიმაში თამაში, ხომ დავრწმუნდით ბოლო წაგებებით, ახლა ბათუში თქეში, რომ იქნება 16 ნოემბერს - თან ვისთან უკრაინელებთან - ამაზე ვინმე აგებს პასუხს?

• ქომაგი

მთავარია პრაგმატული სურვილით რა უფრო უნდათ ფედერაციაში: ა დივიზიონში ასვლა და იქ ბობოლებთან აუტსაიდერობა თუ ც დივიზიონში ჩასვლით შემდგომ ერთა ლიგიდან ევროპაზე მოხვედრის გაიშლება?

• მწარე

არ არის სავალდებულო ჯგუფის მოგება. სავალდებულოა წინსვლა, ახალი ფეხბურთელების შერჩევა/შეგუება ნაკრებთან, კოლექტივიზმის/გუნდურობის გაძლიერება, თავდადება....

• გიო

იმედია ფრეს არ დავჯერდებით და მოვიგებთ

• mogalateebs

2მოგება,ორი წაგება,ორი ფრე...

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ