ერთა ლიგის მეხუთე ტურში, უკრაინასთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ შეცდომის დაშვების შემდეგ გაგვიჭირდა. მეორე ტაიმი ჩემი აქ მოღვაწეობის პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შეცვლაზე შესული ფეხბურთელები კარგად ჩაერთნენ, ეს იმას ადასტურებს, რომ მენტალურად ყველაფერი რიგზეა. რაც არ მომეწონა, პრობლემა მომენტების რეალიზების ნაწილში გახლდათ.

მეტოქის გოლი გუნდმა მძიმედ მიიღო და მისგან გამოსასვლელად შესვენება დაგვჭირდა, სადაც ვისაუბრეთ და კარგია, ეს მოედანზე და შედეგში რომ აისახა. ზურიკო ჩაკვეტაძისგან განსხვავებული მოთამაშეა. მას დაცვა და ფლანგი უნდა გაეწელა და ასეც მოიქცა. კვირკველია გამოცდილი ფეხბურთელია, ის ერთ შანსს კიდევ იმსახურებდა და მიიღო კიდეც... გეგმა მქონდა, გოგლიჩიძეს უნდა ეთამაშა, რაც სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

ერთა ლიგა შესარჩევი ეტაპის მოსამზადებელი ეტაპიცაა და როტაცია მისი შემადგენელი ნაწილია. სულ რაღაც 5 წლის წინ D ლიგაში ვიყავით, ახლა A-ში დაწინაურებას ვლამობთ. შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს. ოლომოუცში ამბიციურად მივემგზავრებით!.. თუ დავწინაურდებით, ეს ფანტაქტიკურ გუნდს არ ნიშნავს და არც ვერდაწინაურება იქნება ტრაგედია. მთავარი განვითარების პროცესია".

გურულო
ვილია ბიო, ამ ბოლო დროს რაცხა ცრუ ჭინთვები დეგეწყო და რაშია საქმე ძამა? თავში ხომ არ მიგაჭირა ორმა ცალმა მოგებამ?თავს შამოუძახე ძამა თავს! არ ხარ ჯერ იმ დონეზე, რომე ბაიერნი ჩეიბარო და ტყულე ნუ ოცნებობ!

სანიოლის "მაღალი დონე" და ფედერაციის არაადექვატურობა კიდევ ერთხელ დადასტურდა. ვილიმ ბილო თამაშებიდან და უკრაინაში წაგებიდან მხოლოდ ის დასკვნა გამოიტანა რომ ... ბუდუ შემოიყვანა ჟორჟის ნაცვლად და დვალის არყოფნას დაუმატა გველესიანიც, კვირკველიათი "გაძლიერდა" მერამდენედ. ის რომ დაცვის ხაზი უსუსტესია და ვერც საიმედოდ იცავენ და ვერც შეტევას იწყებენ ( არადა ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი თანამედროვე ფეხბურთის) ამ ბიჭების ბრალი კი არ არის, ისინი თავის მაქსიმუმს აკეთებენ და ეს რომ საკმარისად მიაჩნია და მუდრიკის გაჩერებას რომ კვირკველიათი ცდილობს - ეს არის მწვრთნელის სისუსტე. 4 თამაშში საშუალოზე დაბალ ევროპულ გუნდებთან 2 გოლზე მეტ რომ ვერ გაიტანს გუნდი და 4 წლიან კონტრაქტს ჩაახუტებენ ამის ფონზე მწვრთნელს, ფედერაციაში მთლად კარგად არ უნდა იყოს საქმე.
GIVI
სანიოლმა ორი შეცდომა დაუშვა არც ალბანეთან და არც ამ მატჩში გველესიანი რომ არ ათამაშა ეტყობა გველესიანმა ვერ მოიგო ამათი გული, ნუთუ ამათ ასეთ საქციელს ვერავინ ხედავს?
GIVI
სანიოლმა ორი შეცდომა დაუშვა არც ალბანეთან და არც ამ მატჩში გველესიანი რომ არ ათამაშა ეტყობა გველესიანმა ვერ მოიგო ამათი გული, ნუთუ ამათ ასეთ საქციელს ვერავინ ხედავს?
ნუგზარი
5 წლის წინ დ ლიგაში ვიყავით და ახლა ა ლიგისთვის ვიბრძვით. ევროპის ჩემპიონატზე საბერძნეთის გავლიტ გავედით, იქ პორტუგალიას მოვუგეთ და საყოველთაო აღტაცება დავიმსახურეთ! სამწვრთნელო შტაბის კომპეტენტურობა შედეგში ჩანს!!!
ვაჟა
შვიდშაბათს
მწვრთნელი
სანიოლ, როგორც კი მიხვდი რომ ფლანგები არ თამაშობდნენ, მაშინვე გამოიყვანე წიტაიშვილი და გოჩოლეიშვილი! წავიდა ჩაწოდებები და უკრაინელებიც შეცდნენ! ამას დაუმატე ვერცხლისწყალივით მოძეავი მიქაუტაძე და გავატანაბრეთ ანგარიში! რით ვერ გაიგე, რომ საქართველოს ნაკრებს სამ მცველიან ტაქტიკაში, თუ არა ჰყავს სწრაფი ფლანგის მოთამაშეები თამაში არ გამოდის და მარტო ხვიჩაზე ვართ დამოკიდებული! ათამაშე ფლანგები და თამაში შენია ჩეხეთთან!
კობახიძე
ირანს როდის ვეთამაშებით?
ოთარი
კალაძის ავტოგოლების აჩრდილი ვერმოვიშორეთ ...
ბებიკომ
გოლი კაკაბაძის ჩაწოდებას მოყვა.
ძლიერი მწვრთნელია საჭირო და არა მარადმწვანე პრაქტიკანტი
ეს ბიჭები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესოები არიან და იცით რატომ? ყველა თაობაზე პროფესიონალურები არიან და სერიოზულად უყურებენ თითოეულ თამაშს. ასეთები და ამდენი არც ქინქლაძე-არვველაძეების დროს გვყვავდა. ძლიერი და კომპეტენტური სამწვრთნელო შტაბი ამ ბიჭებს სრულიად სხვა დონეზე გაიყვანდა და ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებდა. დასანანანია კიდევ 5 წელი ამათი საცოდაობის ყურება. კიდევ ხომ არ გვეყოლება ახალგაზრდა ხვიჩა, ჟორჟი, ზურა ან თუნდაც ქოჩორა და ჩაკვე? კონტრაქტი სასწრაფოდ გასაწყვეტია!!!
ამატაკი
ნამდვილად მიკვირს რას ერჩით მოედანს. გადაუღებელი თავსხმა წვიმების შემდეგ იმდენად არ დაიტბორა, რომ თამაში შეიძლებოდა და პირობებს ხელი ნამდვილად არ შეუშლია. (შეადარეთ შოტლანდიაში იგივე ამინდისას მოედანი რა დღეში იყო). მაყურებლის კომფორტის მხრივ ნამდვილად ვერცერთი სტადიონი საქართველოში ახლოს ვერ მივა. რაც შეეხება სანიოლს: რათქმაუნდა მის გავლენას ნაკრებზე ვერ განსაზღვრავ სწორხაზოვნად. მის მუშაობას აქვს როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარეები. ერთი უდაო ობიექტური ფაქტი არის ის, რომ არასოდეს საქართველოს ნაკრებს ასეთი თაობა არ ყოლია. 178 მლნ ევრო ჩვენი ნაკრები არასოდეს ღირდა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოტენციალით საშუალო ევროპული დონის შემადგენლობა გაგვეზარდა. საქმე იმაშია, რამდენად ხარისხიანად იყენებს ვილი არსებულ პოტენციალს. დადებითიდან უნდა აღინიშნოს მისი პრინციპულობა (აკვიატებას თუ არ ჩავთვლით) და წესრიგი. ეს მხარე ჩვენს ნაკრებში მოიკოჭლებდა და არ არის უმნიშვნელო ფაქტორი. სანიოლის ფეხბურთი შეიძლება ითქვას არ არის ფრანგული. მასზე აშკარად ზეგავლენა იქონია ბაიერნში გატარებულმა წლებმა. ის ზედმიწევნით მოითხოვს მისი მითითებების შესრულებას, ვერ ეგუება თვითშემოქმედებას. წესრიგი, მყარი დაცვითი სისტემები და სწრაფი კონტრშეტევა, სათამაშო სქემის მკაცრი ჩარჩო, ფიზიკური ორთაბრძოლები - აი ვილის ძირითადი მიმართულებები. ტაქტიკური სქმებიდან მიგნებად უნდა ჩავუთვალოთ 3 ცენტ. მცველიან სისტემაზე დროული გადასვლა, რაც მისმა წინამორბედებმა თავის დროზე ვერ გაბედეს. მახსოვს ამბობდნენ ჩვენი მცველები ვერ შეძლებენ ხაზზე თამაშსო. რაც შეეხება უარყოფითს: სამწუხაროდ ის ჯეროვნად არ აფასებს კრეატიულ და ე.წ. "ლამაზად" მოთამაშე ფეხბურთელებს. მიდგომებში ზედმეტად კონსერვატიულია. ახალგაზრდა თაობა მის ხელში ძნელად ადაპტირდება ნაკრებში. თანამედროვე ტრენდია კლუბებში თუ ნაკრებებში ლამის 16-17 წლის მოთამაშეების დაყენება. ჩვენთან რატომღაც 21 წლის ფეხბურთელი "გამოუცდელად" ითვლება. ქართული ფეხბურთი ჯერ კიდევ იდენტიფიცირების პროცესშია. რამდენად არის გონივრული სანიოლისნაირი კაცისთვის, ნაკრებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ნდობის გამოცხადება, ერთობ საჩოთირო თემაა. შეძლებს ის ნაკრების სრული პოტენციალის ათვისებას? პატივისცემის მიუხედავად, მგონია რომ მისი დადებითი გავლენის ვოტუმი ამოწურულია. ვისურვებდი ამ ეტაპზე ქართულ ფეხბურთთან ხედვებით უფრო ახლოს მდგომი ადამიანის მწვრთნელობას. იმედია ვცდები და ვილი მაგარ ნაკრებს გვაჩუქებს. (სიტყვას ვიძლევი, მის ფოტოს მაისურის ჯიბით ვატარებ)
პატრიოტი
სუსტი მწვრთნელია სანიოლი, ასეთი ფეხბურთელები არასდროს გვყოლია, რაღაცეებს იგონებს, შეიძლება ფეხბურთელი ახალ პოზიციაზე დააყენო? ყოველთვის არ გაამართლებს, ასეთი მეკარე კალაძის, არველაძის და კობიაშვილის დროს რომ გვყოლოდა უფრო წარმატებულები ვიქნებოდით, რატომ არ იძახებს ბერიაშვილს, ჩავიდეს, ნახოს, შეეკითხოს ცეცაძეს, მან დააწინაურა ახალგაზრდულში და ძალიან კარგი იყო, რაც მთავარია სწრაფია
სანიოლს
და რაში გამოიხატება კონკრეტულად თქვენი შრომა? მე მაგალითად ვერაფერი სიახლე ვერ დავინახე წლებია უკვე. ამ ბიჭებს ყვარლის დურუჯის მწვრთნელიც შეკრებავს და ავარჯიშებს თამაშების წინ. 99% სულ მეორე ნომრად ვთამაშობთ, ბებერი დაცვა გვყვავს, ცენტრს ვერ ვაკონტროლებთ, პრესინგს ვერ ვთამაშობთ და შეკრებაზე დამუშავებული თუნდაც ერთი კომბინაცია ან სტანდარტულის შესრულება მე პირადად არ მინახავს. სირცხილია ინდივიდიუალურად რომელიმე ძლიერი ფეხბურთელის მიერ გადაწყვეტილი მატჩის შედეგის თავის თავზე მიწერა. ხვიჩას, ჩაკვეს ან ბუდუს მიერ გატანილ გოლებში თქვენი შრომის ფასი არის ნულის ტოლი! ეს ბიჭები ამ შედეგს რომ აღწევენ იმ გუნდის მწვრთნელების შრომის დამსახურებაა, სადაც ისინი თამაშობენ. რაზე უნდა ვილაპარაკოთ როცა მოედანზე გუნდს ამდენი წელია ჯარიმის ნორმალურად შემსრულებელიც კი არ ყავს? სასტარტოს ვერ აყენებთ, ცვლილებები უმეტესწილად არ ამართლებს და რაშია თქვენი დამსახურება მე ვერ გავიგე. რატომ არ გამოხატავთ პროტესტს ცუდ მოედანზე და უამინდობაში მატჩის გამართვაზე? ამან არ შეგაწუხათ ხომ ვილი? რა თქმა უნდა არაფერს იტყვით, ხელი ხომ ხელს ბანს?
dddd
კაკაბა კვირკველია გურამა ლევანას მაგრები არიან სირები
გიზოგ
ეს სპორტია და არა პოლიტიკა, რომ სხვის ნათქვამი შენ, როგორც გინდა ისე გადმოაღერო. სუსტი მხარეები და შეცდომებიც ყველას აქვს. იდეალური არც ერთი ადამიანია და მ. შ. არც მწვრთნელი. ჩაკვე ჩემი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელია, მაგრამ ამ თამაშში, თუ მოგეწონათ მისი თამაში რბილად რომ ვთქვათ გასაკვირია.
სოსო
არაკომპეტენტური ვარო.არაკომპეტენტური,კომპეტენტურებს რომ ასწავლი ჭკუას და ფეხბურთს,თანაც კატეგორიული ფორმით,მაგას რა ჰქვია?ბ ჯგუფში,ყველაზე დაბალ რეიტინგიან ნაკრებს,ბოლო ტურის წინ,ჯერ კიდევ აქვს ჯგუფში გამარჯვების შანსი და ასეთი რამე,ადრე ყოფილა?ჰექტორ კუპერს დაეწუნებოდა რამე თუ ტოპმიოლერს?მაშინდელი შემადგენლობაც,დღევანდელზე უკეთესი თუ არა,ნაკლები არ იყო.არ შეიძლება ყველაფერზე ხაზის გადასმა და დაუნახაობა.
სოსო
ჯონი,სხვა ვინ გვყავდა,მაგ პოზიციაზე?თანაც გოლის ეპიზოდში,მაქსიმუმი გააკეთა.ბურთს თუ არ გაატარებდა,ორი კაცი იდგა ცარიელი კარის წინ და მამარდას შანსი არ ჰქონდა.ფაქტია,რომ არ გაუმართლა,მაგრამ საყვედურის თქმა?თანაც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს და უკრაინელები რა გუნდებში არიან,შეხედე.გველესიანიო,იტყვი,ალბათ,მაგრამ წინა თამაშებმაც აჩვენა,რომ გიორგი პოზიციურ თამაშშია კარგი,სისწრაფეზე წამოსულ თავდამსხმელებს კი ვერ უმკლავდება და ადვილად უვლიან გვერდს.უკრაინასთან სწორედ ასე გავუშვით,ის გოლი,პირველ თამაშში.გველესიანი ალბათ ჩეხეთში ითამაშებს.მაღალ ბურთებზე საბრძოლველად.
Ziz
ზოგადად ჩვენი ნაკრები რო კარგ ფეხბურთს თამაშობს ეს ხომ არაა სადაო?! შემადგენლობა ამაზე უკეთესიც გვყოლია, მაგრამ შედეგები როგორი გვქონდა კი გვახსოვს-ჯგუფში მესამე ადგილი იყო ყველაზე საამაყო შედეგი ბულგარეთთან მოგება და იტალიასთან გაგორებული "ნიჩია"... ზაფხულიდან მოყოლებული 9 თამში ვითამაშეთ და ჩაგდებული არც ერთი არ იყო, ასე რო მწვრთნელზე საუბარი ამ სიუაციაში არ უნდა გვქონდეს!
ობლაკი
ამ შრომაში 4 ქულა წაგვართვეს….!
Givi
სანიოლს მაგრად გაუმართლა ასეთი თაობა რომ დახვდა, თორემ დიდი ხნის მოხსნილი იქნებოდა... ამ ნაკრების პრობლემა არის მარჯვენა ფლანგი, საიდანაც არაფერი ხდება, გოჩოლეიშვილს უნდა ენდოს მისი შემოსვლის მერე შეიქმნა მომენტები, თორემ სულ კვარა უტევდა მარცხნიდან და მთელი უკრაინის დაცვაც მანდ იდგა.
ჟორა
ჯობია წაკითხული ტექსტიდან აზრის გამოტანა სწორად ისწავლო და მერე წერო არზები.
მწარე
რამდენი თავში აგვივარდა, იმდენი წავაგეთ. თან მწარედ წავაგეთ.
აბა რაა.
მოიგე ჩეხეთში. ამაზე ადვილი რა არის. დაარტყი გაიტანე, შენ კარებში არ დაარტყმევინო, არ გაგიტანენ. გენაცვალე. მიყვარს ჭკვიანი ხალხი.
ყველგან და ყველაფერში მოყვარულები და არაკომპეტენტურები ვართ
თვითონვე აღიარებს სანიოლი, რომ ჩემს კარიერაში პირველად გამიმართლა შეცვლებშიო. აბა ამის მერე ამ კაცის რა იმედი უნდა გვქონდეს რომ როდისმე სწორ შემადგენლობას დააყენებს თავიდანვე? რას ნიშნავს შანსი მივეციო კვირკველიას? მაინცდამაინც გადამწყვეტ თამაშში? რომ არ მიეცა გაიბუტებოდა? არ ათამაშა ლობჟანიძე და რა მერე, აღარ ჩამოვა ნაკრებში სათამაშოდ? ჩაკვეს გაყვანა როგორ შეიძლებოდა, როცა ზე-სუპერ-ფორმაშია, ყველაზე უკეთესად ხედავს მოედანს და ბურთებსაც დიდებულად ანაწილებს? გრძელი პასის კულტურაც სხვებზე უკეთესი აქვს. მრჩება შთაბეჭდილება რომ ესენი უოტფორდის თამაშებს საერთოდ არ უყურებენ. ჩემი აზრით, მიუხედავად ანგარიშისა, რომელიც ჩეხეთში დაფიქსირდება, სანიოლი უნდა წავიდეს და კომპენსაცია იაშვილმა და კობიაშვილმა საკუთარი ჯიბეებიდან გადაუხადონ. ფული საკმარისად აქვთ, ათი ათასობით ხელფასებს ინიშნავენ. ასე რომ, არ გვინდა ზღაპრები და მითები მომავალ შესარჩევზე, ეს სამწვრთნელო შტაბი არაკომპეტენტურია თავის საქმეში, ისევე როგორც ფედერაციის მესვეურნი, რომლებიც არად დაგიდევენ თამაშების გამართვის ადგილს და არ ითვალისწინებენ გულშემატკივრის რაოდენობას სტადიონზე. არავითარი ახალი კონტრაქტები, არც სანიოლს და არც სვანაძეს!!!
სოსო
მერამდენედ ხდება, რომ მაინცდამაინც ზამთრის პერიოდში ნიშნავენ თამაშს ბათუმში,თან ასეთ საპასუხისმგებლოს. ვინ გეგმავს ასე "უნარიანად"??? ვინ?? დალოცვილებო, ბათუმში ზაფხულში ჩანიშნეთ. ზამთარში კიდევ თბილისში. თან მეტი გულშემატკუვარიც დაეტეოდა და მხარდაჭერის მასშტაბიც გაიზრდწბოდა.ისედაც რთული სიტუაცია კლიმატითაც რომ კიდევ უფრო არ დაუმხიმოთ ჩვენს ბიჭებს რააა!!!!
ვაჟა
შენგელიამ საერთოდ ვერ ითამაშა, უაზროდ ურტყავდა ბურთს, კვირკველია ხომ საერთოდ, თქვენთვის მომინდია კომენტარი.
ვანო
ვის მოუვიდა აზრად შემოდგომით წვიმიან ქალაქში მატჩის გამართვა, მეტოქეს უპირატესობა მივეცით! ბ-ნო ვილი, რას ერჩი ოქროს განძს- ჩაკვეტაძეს, ასევე გველესიანს. და გოჩოლეიშვილს! ამდენი შეცდომებით ამ შესანიშნავ გუნდს კატასტროფამდე მიიყვან და ქართველი გულშემატკივარს ყოველთვის ცუდად მოაგონდები!
იასონას უდარი
ბევრი საუბარი არ არის საჭირო,მეორე თამაშშიც დაუწვნენ,ყველა არა,თუმცა ერთი ფეხბურთელი,ერთიდაიგივე გუნდთან უშვებს მეორე "შეცდომას" და ამას გოლი გატანა მოჰყვა. სულ ორი გოლი გაგვიტანა უკრაინამ და ორივე იმ ერთი ფეხბურთელის შეცდომის ხარჯზე. გასაკვირი არაფერია,უკროიბერები ნაკრებშიც იქნებიან და დაუწვნენ.იმას რო თავი დავანებოთ,პოზიციური შეტევა არ იცის გუნდმა და ყველა მიხვდა უკვე,მოგვცემენ ბურთს და მომენტებს ვერ ვქმნით. და კიდევ,ვიღაცამ ბათუმში და ამ სტადიონზე დანიშნა თამაში იმის დდშვც.ეს არის უმაღლესი სტანდარტის მოედანი? ფიფას პრეზიდენტს ვუმასპინძლეთ და ეს მოედანი აჩვენეს,ამ მოედნებით უნდათ ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობა? მერედა,ნაკრების თამაშები უნდა ტარდებოდეს თბილისში და თუ მაინცადამიანს დეცენტრალიზაციას ვაწვებით,ქუთაისში რატომ არ თამაშობს ნაკრები? სირცხვილი იყო ბათუმში ამ თამაშის ჩატარება,ყანაში ვათამაშეთ გუნდი.ქალაქს არაფერს ვერჩი,შემოვევლე ბათუმლებს,თუმცა მოედანი იყო ყანა.
Joni
კვირკველია გამოცდილი ფეხბურთელია, ის ერთ შანსს კიდევ იმსახურებდა და მიიღო კიდეც...
Მამუკა-ს
რა ადვილია არა როცა ცოლი თურქებთან გყავს გაგზავნილი,არაფრის გაგებაში არა ხარ,არც ნერვიულობ არაფერზე და აწკაპუნებ კლავიატურას
მამუკა
ყველაფერი არის მარტივად, მოიგე ჩეხეთში და პირველ ადგილზე ხარ. არ არის ჩეხეთი არც გერმანია და არც ესპანეთი, ჩვენი დონის გუნდია, ასე რომ შეუძლებელი არაფერი არ არის
გიორგი
ჩაკვე ყველას სჯობდა ბურთის ამოტანაშიც და პასებშიც. შენგელია იყო ნული. კვარა, ჩაკვე და ზურიკო ერთად უნდა ათამაშოს. წიტაიშვილი შემტევ ნახევარმცველად უკეთესია.
მირო
ჩეხეთთან თუ მოვიგეთო,არაფერს ნიშნავსო,თუ წავაგეთო,არც ეს არიო ტრაგედია.ანუ მომავალზე ვიოცნებოთო,ესეც საკმარისიაო.ასე გავიგე ამ ვილის ნათქვამი.მისთვის კაია,პასუხს არაფერზე აგებს ამ დროს. ცოტა უკეთესი მწვრთნელი შედეგს დადებდა ამ ბიჭებით.
Რერო
ამ ჯგუფში პირველ ადგილზე ჩვენ გავალთ და მეორეზე უკრაინა,ეს იქნება სამართლიანი შედეგი.
Რერო
მგონია რომ ამ ჯგუფში ყველაზე ძლიერი გუნდი მაინც უკრაინაა.შემადგენლობა ჩეხეთზე და ალბანეთზე უკეთესი ყავს,უბრალოდ ახალ გუნდს აშენებენ და ცოტა შეთამაშების პრობლემა აქვთ,თორემ სახელი და გვარებით ყველას აღებატება. ხოდა მგონია რომ ჩეხეთთან მოგების შანსი გვაქვს.
Roko
მაგას აზროვნება სჭირდება. მაგარი პროფესიონალები ზიან ყველგან
ჯუდო
ჩვენებს გამარჯვებაში იმ ჭკვიანმა შეუშალა ხელი, ვინც ბათუმში დანიშნა ეს თამაში.ყველაზე წვიმიანი და ნესტიანი ქალაქი,მით უფრო ამ დროს.ვაი თქვენს პატრონს_ფეოლასი არ იყოს
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ალბანეთი
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
პლეი-ოფში გასვლისთვის უკრაინას პრემიალური გაუორმაგეს
უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ