ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფრე უკრაინასთან - საქართველოს ნაკრები პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]

ფრე უკრაინასთან - საქართველოს ნაკრები პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]

ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

მატჩი მასპინძლების შეტევებით დაიწყო, ზივზივაძის დარტყმული ბურთი მიკოლენკომ დაბლოკა, კვარაცხელიას გატანა მეკარე ტრუბინმა არ დაანება, სწრაფი კონტრშეტევისას კი მუდრიკის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში კვირკველიამ ჩაჭრა. წვიმის გამო გაზონი მძიმე იყო, „ჯვაროსნები“ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდათ. სტუმრებს მეორე გოლის გატანა შეეძლოთ, როდესაც პირისპირ გასულ მუდრიკს მამარდაშვილმა არ გაატანინა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენებაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ჩაკვეტაძე დავითაშვილით შეცვალა და ზურიკოს ხვიჩას გარღვევის შემდეგ მაშინვე მიეცა შანსი, მაგრამ მიზანს ვერ უწია. საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომას უშვებდა, ფეხბურთელები ბურთის დაჭერას და ზუსტი გადაცემების გაკეთებას ვერ ახერხებდნენ, ხოლო უკრაინელებს ზონები გადაკეტილი ჰქონდათ და თავს უნარაინად იცავდნენ. კვარაცხელია გასცდა მეურვეებს, დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა. მერე ბრაჟკოსთან ბრძოლაში საჯარიმოში ქოჩორაშვილი წაიქცა, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - კვირკველიას, შენგელიას და ზივზივაძის ნაცვლად მოედანზე გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი და მიქაუტაძე შეუშვა. ცვლილებებმა გაამართლა და „ჟორჟმა“ ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო, კონტრშეტევისას მამარდაშვილმა ორჯერ გადაგვარჩინა - 1:1, საქართველო 7 ქულით ამ მომენტისთვის ლიდერია და დაველოდოთ ალბანეთისა და ჩეხეთის შეხვედრას.

19 ნოემბერს, ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ოლომოუცში ჩეხეთს, უკრაინა კი ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - უკრაინა 1:1

გოლები: 0:1 კვირკველია (7, საკ. კარში), 1:1 მიქაუტაძე (76)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია (გოჩოლეიშვილი 67), ლოჩოშვილი, შენგელია (წიტაიშვილი 67), ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (მექვაბიშვილი 86), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, ზივზივაძე (მიქაუტაძე 67)

• დავით 67

შენ რომ მაგარი უზრდელი ხარ, ეგ არაერთხელ დაამტკიცე. ყველგან ნაცები, როგორ გელანდება? რა ცოცხი გაგიკეთეს ასეთი, რომ ვეღარ გამოიღე? მერე და ამ ქოცნებაში იგივე ძველი ხელისუფლების ხალხი არაა? პროკურატურაში იგივე ხალხია 90%. პარლამენტარებიდან გვარებით მე ჩამოგითვალო თუ შენ თვითონ ჩამოთვლი გაქოცებულ ნაცებს? მე ის უფრო მიკვირს სოსოს რა მოეწონა შენს კომენტარში,რადგან ფეხბურთზე ბევრჯერ სწორ ანალიზს აკეთებს. წვიმის თავიდან აცილება ყველამ ვიცით რომ არ შეიძლება ამ დღეს, მაგრამ ბათუმში რომ წვიმები იცის ნოემბერში, ამას სინოპტიკოსის რჩევაც არ უნდა. მერე და ნაკრების თამაშზე ყველას აქვს უფლება თავის აზრი გამოთქვას, თუნდაც კრიტიკული, შენ რას ეტენები?

• gel-100

აუ საღოლ შენ ისე დაიწყე მე მეგონა მართლა ნაკრები ტკივა და აწუხებს ნაკრების შედეგები მეთქი და თურმე სად ბანაობ,,ამხელა ტექსტი რათ უნდოდა იმის დაწერას რისი დაწერაც გდომებია თურმე?? ჯერ იყო ბუდუზე იყავით ატეხილები გინდა თუარა სასტარტოში ათამაშეთო, ათამაშეს რამოდენიმე თამაში და კარგად გამოჩნდა დონეებში სხვაობა მასსა და მიქაუტაძეს შორის, ახლა კიდე არაბიძეს ახსენებ კაცს რომელიც ჭ-ლიგის ჩემიონატში ზის სკამზე მუდმივად და არ უნდა იყოს ნამდვილი სპორტსმენი,,ლიჟბი რამეზე აკრიტიკოთ ვინმე თუ რა ლოგიკით აზროვნებთ ეს ნაციკები და მათი ბაბლი??ჯერ მილიონიან მეორე ლიგელ ფეხბურთელზე წაგვიღეთ ტვინი 20-მილიონიანს ჯობიაო და სანამ საკუთარი თვალით არ ნახეთ და ნაკრებმა წაგება არ დაიწყო იქამდე ვერ მიხვდით რო ვერაფრით აჯობებს კლასით მეორე ლიგელი უმაღლეს ლიგელს,ახლა არაბიძე ჯობია ზურიკოსო მაშინ როცა ზურიკო ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია ქართველ ფეხბურთელებში მისი ფასი 10-მილიონზე მეტია და ტოპ-5-ის გუნდის ლიდერია, არაბიძე სკამზე ზის იაპონიის ჩემპიონატშიც კი და როგორ ჯობია??

• Beso

კარგად ითამაშეს მეორე ტაიმი, პირველი არვარგოდა, კონტრშეტევები კიარა შეტევა უნდა ვითამაშოთ.

• პასუხი

მე ჩემს კომენტარში არსად მიწერია, რომ არაბიძე მაინცდამაინც ძირითადში უნდა იყოს. პირიქით, დავწერე რომ 1 ტაიმს მაინც ითამაშებდა და მაგალითად დავითაშვილი მოვიყვანე, რომელიც მეტწილად (ისევე როგორც გუშინდელ თამაშში) შეცვლებზე შემოდის. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ისედაც ნათელია, რომ ჯობია გყავდეს ფეხბურთელი, რომელიც ორივე ტაიმს ითამაშებს. სამწუხაროდ ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს. არაბიძესთან მიმართებაში კი ვფიქრობ ნამდვილად შეიძლებოდა მისი ძიირითადში დაყენება თუნდაც გუშინდელ თამაშში. აპრიორი არავინ იცის გახდებოდა თუ არა ის შესაცვლელი მე-2 ტაიმში. თუმცა 1 ტაიმის კარგად თამაში ჩემი აზრით გაცილებით უკეთესია, ვიდრე მთელი მატჩის ჩაგდება.

• სოსო

გრამატიკა არ იცი?-გავიგეთ,მაგრამ სულ ნოლოში წერტილი მაინც რომ დაუსვა,მაგდენიც აღარ იცი?სანამ ვკითხულობდი,კინაღამ გავიგუდე.

• სოსო

გულემატკივარ 703-ს.დაიწვას შენი გულშემატკივრობა.საიდან ჩანს,რომ გულშემატკივარი ხარ?ჩასაფრებული რომ დაგეწერა,ხმაზ არ ამოვიღებდი.კვირკველიას უკან,ორი სრულიად თავისუფალი უკრაინელი ელოდა ბურთს,ცარიელი კარის წინ და მარტოდ მყოფმა,იმდენი მაინც მოახერხა,ბურთი მათკენ არ გაეტარებინა.სველზე და სრულ სისწრაფეზე,კარში ჩაჭრა ბურთი.ასეთი რამე,მასზე გაცილებით დიდ მცველებსაც მოსვლიათ.

• სოსო

გელ 100-ს.ძალიან სწორი და კარგი პოსტია,იმის მიხედვით რასაც ამბობ,მაგრამ როგორც ამბობ,მაგის გამო,ადმინისტრაცია ვალდებულიც კი იყო,დაებლოკა.უხამსობის და შეურაცხყოფის შემცველი პოსტები,წაიშლებაო.გარკვევით წერია.ალბათ იმიტომ გაუშვეს,რომ დანარჩენი სათქმელი,მართლაც კარგად თქვი.მომწონს,შენი პოსტი,მაგრამ მაგ ბილწსიტყვაობის გამო,ლაიქს ვერ მოგცემ,თუმცა არც დისლაიქისათვის მემეტები.სხვა დროსაც კარგი პოსტები გაქვს ხოლმე,თუმცა აგრესია ხშირად გძლევს და ამით,კარგად ნათქვამს ფასი ეკარგება.

• მწვრთნელი

სანიოლი როგორც კი მიხვდა რომ ფლანგები არ თამაშობდნენ, მაშინვე გამოიყვანე წიტაიშვილი და გოჩოლეიშვილი! წავიდა ჩაწოდებები და უკრაინელებიც შეცდნენ! ამას დაუმატე ვერცხლისწყალივით მოძეავი მიქაუტაძე და გავათანაბრეთ ანგარიში! რით ვერ გაიგო ვილიმ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ მცველიან ტაქტიკაში, თუ არა ჰყავს სწრაფი ფლანგის მოთამაშეები თამაში არ გამოდის და მარტო ხვიჩაზე ვართ დამოკიდებული! ათამაშოს ფლანგები და თამაში ჩვენია ჩეხეთთან!

• dd-ს

ანუ, სწორი გათვლა გგონიათ, თუ ძირითადში გამოგყავს ფებურთელი, რომელსაც შესვენებაზე აპრიორი შეცვლი?

• dd

ბევრჯერ დავწერე ამ საკითხზე, მაგრამ კიდევ ვიტყვი, იმიტომ რომ საშველი არ ჩანს. 1. ოდესმე, ვინმეს გინახავთ ან გსმენიათ, რომ საქართველოს ნაკრებს კუთხურებზე სახიფათო მომენტი შეექმნას? გოლის გატანას არ ვამბობ, იმიტომ რომ მითოსში გადავალ. როგორ შეიძლება თანამედროვე გუნდში არ იყოს ფერხბურთელი, რომელსაც კუთხურის ჩაწოდება ეცოდინება? 2. ოდესმე, ვინმეს გინახავთ ან გსმენიათ, რომ საქართველოს ნაკრებს სჯარიმიდან კარში მოერტყას? გოლის გატანას ისევ არ ვამბობ, იმიტომ რომ კვლავ მითოსში გადავალ. ახლა ნუ იტყვის ვინმე ფეხბურთელებმა არ იციან და რა ვქნათო. ნებისმიერ, ჭ კლასის გუნდშიც შეიძლება გამოძებნო ფეხბურთელი რომელიც კუთხურს ჩააწვდის ან ჯარიმას კარში მაინც მოარტამს. ეს ერთმნიშვნელოვნად არის მწვრთნელების ბრალი. ამაზე არავინ მუშაობს და არც თავში მოსდის ვინმეს ამ უდიდესი პრობლემის გადაჭრა. და ბოლოს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დავუშვათ ფეხბურთელები არ გვივარგა, დავუშვათ მწვრთნელები კიდევ უარესი არაკომპეტენტურები არიან, მაგრამ ის მაინც ხომ შეგიძლია გააკეთო, რომ ისეთი ფეხბურთელი მოიყვანო ნაკრებში, ვისაც სტანდარტები ეხერხება. მადლობა ღმერთს ასეთი ფხებურთელი გვყავს. დავიჯერო არაბიძე 1 ტამის მაინც ვერ გაქაჩავდა? ან მაგალითად დავითაშვილზე უკეთესად ვერ ითამაშებდა? საჯარიმოს მაინც დაარტყამდა. მე დარწმუნებული ვარ იმ უამრავი კუთხურიდან და ჯარიმებიდან, რაც ჩვენმა ნაკრებმა გაანიავა, 5-10 პროცენტს მაინც შედეგიანად დაასრულებდა. თუნდაც 1 გოლი მაინც რომ გაგვეტანა სტანდარტებიდან, ახლა შესაძლოა სრულიად სხვა სიუტაციუაში ვყოფილიყავით. რატომ ვკარგავთ ასეთ რესურს?

• gel-100

არალოგიკურ აზროვნებაში და წაკითხულიდან შინაარსის ვერ გამოტანაში რო მოწინავე ერი გავხდით ეგ გასაგებია თუმცა ნუთუ ისეთი ბრმა და დაუნახავებიც ვართ რო ეროვნული ნაკრებისგან რომელიც სულ რაღაც 3-4 წლის წინ რეიტინგში 120 ადგილზე იყო ახლა წაუგებლად და უშეცდომოდ თამაშს ვითხოვთ მათ შორის იმ ნაკრებებთანაც ვისთანაც ისტორიაში არ მოგვიგიაა?? სასაცილოა უკვე თქვენი არასწორი ამბიციები, გასაგებია შეცდომები არის და იქნება კიდეც სხვანაირად არ ხდება გუნდის შენება თუმცა ყველაფერში მხოლოდ შეცდომა ეძებო ესეიგი ინტერესი გაქ რაღაცა ხოდა ვინც საკუთარი ინტერესის გამო ნაკრებზე ცუდ რაღაცებს წერთ მოგიტყანთ ცოლის ფუჩუ, ჯერ ესერთი სტადიონებსაც რო იჩევთ დაჟე და პრეტენზიები გაქვთ სეზონების მიხედვით ჩაატაროს ნაკრებმა თამაშები ამა თუ იმ რეგიონში დაგვიტოვა სტადიონი ქვეყანაში თქვენმა სათაყვანებელმა ბელადმაა?? მთავარია წეროთ ცუდი თუ რა ლოგიკას მიყვებით არ მესმის როცა ნაკრებისგან წაუგებლად თამაშს ითხოვთ ყველასთან თან, რა ლოგიკას მიყვებით როცა ბათუმში თამაშს აპროტესტებთ მაშინ როცა ქვეყანაში სულ ორი სტადიონია და ერთზე წინა საღამოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ითამაშა ხოლო მეორე ნაცი ფიფიას ხელშია და საკუთარ ქვეყანას ათმაგ გადასახადს სთხოვს ლარად ნაჩუქარი სტადიონის იჯარაში და თან ისე განაგლდა გარემონტებასაც ფედერაციას სთხოვს,,ყველაფერს საზღვარი აქვს მართლა გადაავლეთ უახლოეს წარსულს თვალი, შედეგებს, რეიტინგებს და ისე მაინც წერეთ საწინააღმდეგო, ვთქვათ გაუშვით სანიოლი რომელმაც ისტორია დაგვიწერა ვინ მოგყავთ?? სანიოლზე უფრო მაღალი დონის მწვრთნელების ხელფასებში გადაყრილი მილიონები დაგვავიწყდა ეერს?? დაგვავიწყდა რამის ყველა უისტორიო ნაკრებს ჩვენ რო ვაწერინებდით ისტორიაას?? იმას კიარ ვამბობ რო ყველაფერი აჟურშია თუმცა წვიმა რატო წამოვიდაო იმაზე ვაკრიტიკოთ ფედერაცია ხოარ ტეხავს?? გასაკრიტიკებელი და შენიშვნების მისაცემი იმდენი რაღაცაა, მაგალითად რატო მოხვდა ბუდუ ძირითადში როცა ყველამ ვიცით მიქაუტაძის კლასი და ჯამრთელი მიქაუტაძე გყავდეს და სკამზე მეორე ლიგის ფეხბურთელის გამო დასვა ესაა მოსაკითხი, რატო დაუშვა ქოჩორამ უკრაინასთან ორივე თამაშში ერთიდაიგივე საგოლე შეცდომა? მაშინ როცა იქამდე უშეცდომოდ თამაშობდა და ულაპარაკოდ აღმოჩენა იყო ნაკრების და რა ვქნათ ეხლა ნაცები როგორც იზავდნენ ამოვიღოთ ქოჩორა მიზანში ყველაფერი მას დავაბრალოდ და უმოწყალოდ ვაკრიტიკოთ უკრაინის სიყვარულის გამოო?? ნაკრები არის ცოცხალი ორგანიზმი სადაც შეცდომებიც იქნება და ფეხის დაცდენებიც მთავარია წინსვლა გვქონდეს და ვიზრდებოდეთ წინა წლებთან შედარებით და თუ ვინმე ხართ ისეთი რომელიც ფაქტებით დაასაბუთებს ჩვენი ნაკრების უკუსვლას კი ბატონო,თუმცა ნაკრებს წინსვლა ქონდეს ყველაფერში წინა წლებთან შედარებით და მაინც გამოდგეთ და ვილი წავიდეს ფედერაცია გადადგესო მოუჭით დედითქვენის მუტლებს რააა,,დაუნახავი ხალხი მაინც ვერაფერს ხედავთ და გვაცადეთ ჩვენ მაინც სადაც სამადლობელია მადლობა ვთქვათ და სადაც საკრიტიკებელია ვაკრიტიკოთ,

• სოსო

კარგი რა!ჯერ იყო ნახევარი წლის უთამაშებელი,ახლად ტრავმამოშუშებული და უვარჯიშებელი კალაძე დააყენეს.ახლა კი ამდენი წელია სჭამენ,ეგ რატომ გააკეთეო!სხვა გამოსავალი რომ ჰქონოდა,არც მწვრთნელი დააყენებდა და კალაძეს უარი ეთქვა?!ახლა ქოჩორაშვილს შესდგებიან,კალაძესავით....ბიჭი თავს დებს მოედანზე და აქედან ენებს იფხანენ, მავანნი.კარგად მახსოვს,რას აკეთებდნენ ნაცები და რას აკეთებენ ახლა,იმასაც ვხედავ,მეჯავრება ნაცმოძრაობა,როგორც პოლიტიკური ძალა,მაგრამ გიორგი ქოჩორაშვილი რა შუაშია?ან ის ხალხი უნდა შევიჯავრო,ნაცმოძრაობამ რომ აიყოლია?ეს ხომ სისულელეა!უარავი წესიერი და პატიოსანი ადამიანია,მათ რომ აიყოლიეს.ბევრი მიხვდა შეცდომას,ბევრიც მიხვდება და რომც ვერ მიხვდეს,ცივი წყალი დალიონ,ვისაც იმედი აქვს,რომ მათზე გულს ავიყრი.ეს არასოდეს მოხდება.რაც შეეხება ქოჩორაშვილს,თუ ვარაუდი გაუწიეთ,მისი დარტყმის შემდეგ გაათანაბრა მიქაუტაძემ ანგარიში.მისი არყოფნის გამო წავაგეთ ალბანეთთან და საერთოდაც, საქართველოს ნაკრების არც ერთ ფეხბურთელს არ ეთქმის საყვედური,თამაშს თავდადება დააკლოვო.არც ახლა და არც სხვა შეხვედრებში.შესაძლოა რაღაცა არ გამოგივიდეს,ან ცუდად გამოგივიდეს,თუმცა ეს არ ნიშნავს,რომ არ გინდოდა.უკრაინა ჩვენზე გაცილებით მაღლაა,რეიტინგში და მათი ფეხბურთელები,საშუალოდ უფრო ძლიერ კლუბებში თამაშობენ.რაკი სუსტს არავინ წაიყვანს ძლიერ კლუბში,ესე იგი სათითაოდაც ძლიერი ფეხბურთელები არიან და სწორედ ამიტომ გვიჭირს მათთან.

• ქოჩორა

გუშინ გავიხუმრე ოჯახის წევრებთან ზუსტად ეგ და რამის გამაძევეს სახლიდან. :) რა თქმა უნდა სრული აბსურდი და სისულელეა. ნაკრების თითოეულ წევრზე თავს დავდებ რომ ჩვენზე მეტად მაგათ უნდოდათ მოგება.

• დათო

რა ოქროს თაობას ვერ იყენებენ ქოცები, ფედერაცია და ვილი?! -მერე კიდევ როდის გვეღირსება ასეთი ოქროს ბიჭები?!

• ობლაკი

რა აზროვნების უნდა იყო ?! შემოდგომაზე ბათუმში ათამაშო ნაკრაბი???!!…..

• აკო

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ესპანეთის ან სხვა რომელიმე გრანდის დონის ვართ და უკრაინას და მსგავსი კალიბრის გუნდებს ცალი ფეხით უნდა ვუგებდეთ ძალიან ცდება..შეხედეთ ერთა ლიგის დაბალ დივიზიონებს, ისეთი გუნდები არიან რამდენიმე წლის წინ მათთან ფრეც რომ ძალიან კარგ შედეგად ჩაითვლებოდა. ახლა კი მთავარ დივიზიონში გადასვლის კარგი შანსი გვაქვს(თუნდაც მეორე ადგილით). მესმის ყველას გვინდა პირველი ადგილი და მუნდიალის ფლეიოფის განაღდება მაგრამ ასე ერთბაშად არ ხდება ყველაფერი. თან ისიც კარგია მხოლოდ ჩვენ თავზე ვართ დამოკიდებლი ბოლო ტურის წინ. ბოლო ორ შეხვედრაში ჩეხებს 5 გოლი გავუტანეთ. ბიჭების მაქსიმალური მონდომება(ისეთი როგორიც საბერძნეთთან იყო ფინალში) და ცოტა იღბალი გვჭირდება. რაც შეეხება კონკრეტულად გუშინდელ თამაშს, მე პირადად დადებითად შევაფასებდი. იყო შანსი მოგვეგო საერთოდა ან წაგვეგო კიდეც. საბოლოო ჯამში ფრე ლოგიკური შედეგი იყო. ერთადერთი რაც ვერ გავიგე ჩაკვეს შესვენებაზევე გაყვანა იყო თანაც 0:1_ზე. იმედია რამე ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და 19_ში გვეყოლება ჩეხებთან. წარმატებები ჩვენს ბიჭებს.

• aburjga

ეგ სახუმარო არ არის!

• გიო

გუშინ კარგად ითამაშეს ეგრე რომ გვეთამაშა ალბანეთან არ წავაგებდით

• sss

ფედერაციის ბრალია არამარტო ის რომ ბათუმში დანიშნა თამაში არამედ ისიც რომ ფეხბურთელებს ქოლგები არ დაურიგა.

• Pepelu

სანიოლმა ლოტოც შეავსო და მოიგო ჯეკპოტი:))))))) წადი რა კბილები გაიხეხე :)))))))))))))

• მწვრთნელი

ჩეხებს მაგრა დაერხათ! პირველზე გავდივართ!

ხო, ჩეხეთში ოლომუცში რომ ტარდება მატჩი, გაჭედილი ყოფილა სამინისტროებით

• TAAAAK

უკრაინას აქვს 5 ხულა და აქედან საქეღველსგან აიღო 4 ქულა. ანუ 80% ჩვენგან გაიჩალიჩა. ნაგრამ მგონი მაინც გავარდება. ბათუმზე, რომ ვთქვი აჭარაში გვიან შემოდგომაზე გარანტირებული ტროპიკული წვიმები იქნება თქო, გამოხტენ და იძახეს, წყვიმაშიც, ხომ უნდა ვისწავლოთ თამაშიო, ეჰე, ხომ ვისწავლეთ ახლა - 5 დან 3 წვიმაში ვითამაშეთ და ამ სამ წვიმიანში 1 ქულა ავიღეთ. მაგრამ ტვინი, ხომ არის საჭირო და ეს ტვინი ვისაც უნდა ჰქონდეს არა აქვს

• ვანო

წვიმიან ქალაქ ბათუმის ნაცვლად თბილისი სჯობდა, ნ-ნო ვილი, რას ერჩი ჩაკვეტაძეს, ან გველესიანს და გოჩოლეიშვილს, თუ ასე გააგრძელებ ამ შესანიშნავ გუნდს კატასტროფამდე მიიყვან და მოგხსნიან, ქართველი გულშემატკივარსაც ძალიან ცუდი მოგონებები დარჩება!

• sss

ხახოლებთან ორივე გოლი ქოჩორაშვილის კისერზეა ნეტა შემთხვევითი იყოს და არა ნაცური გაგება.

• გიორგი

გეთანხმები თავიდან ყავდა ამოჩემებული

• დავით 67

დავიწყებ იქიდან რომ ვინ უჭკუოს მოუვიდა თავში ბათუმში თამაშის დანიშვნა, ამით რას ამტკიცებენ, რომ ყველა თანაბარ პირობებშია? მაშინ სამინისტროებიც გადაიტანეთ რეგიონებში. არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს დღეს თბილისში ჩამოსვლა. რაც შეეხება ნაკრებს, ვფიქრობ რომ ბედის წყალობა დამთავრდა. ჩემი აზრია და არავის ვახვევ! წინა წლის თებერვლიდან სულ ფორტუნის წყალობით ვიგებდით, ვარის ჩათვლით). მატჩში ლუქსემბურგთან, რომ არა ვარი, ვინ იცის როგორ დამთავრდებოდა თამაში, ასევე ბერძნებთან ერთ მომენტში ძელით გადავრჩით, პენალტები რომ ლატარეაა, ეგეც ყველამ ვიცით. ევროზე ჩეხებთან სასწაულად გადავრჩით, ვიყავით გამომწყვდეული საჯარიმოში და მამარდას სასწაული თამაშით ძლივს მოვახერხეთ ქულის აღება. რომ არა პორტუგალიის მეორე შემადგენლობა და აქაც ისევ ვარი, როგორ დამთავრდებოდა შეხვედრა, არავინ იცის. რაც შეიძლება დანამდვილებით ვთქვა ფორტუნის ხარჯზე არ მოგვიგია ჩეხებთან თბილისში. ეს მართლა მოგება იყო, ყოველგვარი წყალობის გარეშე. მოკლედ ეს ჩემი აზრია და ნურავინ გადაიტყავებთ თითებს დისლაიქებით. მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ნაკრები რადიკალურად განსხვავდება წინა წლების ნაკრებისგან, მაინც საშუალო დონეს ვერ მივაღწიეთ. მომავლის იმედი მაქვს რა თქმა უნდა. თუ ხვიჩას დონემდე ავა ვინმე ან რომელიმე ახალი ფეხბურთელი გამოჩნდება.

• დავით 67

სიმართლე-ს! კაზინოებში რომ ფული შედის ჩვენი ჩლუნგი მოსახლეობის ბრალია. არ ითამაშო.არ ითამაშო. არ ითამაშო. ვისაც დაიჭერ კაზინოში თუ ტოტალიზატორში მომუშავეს, დამლაგებლის ჩათვლით,შეაფურთხე.

• ამატაკი

ეხლა დაიწყება ქება-დიდება შეცვლებმა გაამართლაო. თითქოს თავიდან არ შეიძლებოდა ჩვენ ნელ დაცვასთან ცოტა უფრო სწრაფი და ახალგაზრდა ფრთების, გოჩოსა და წიტაიშვილის სასტარტოში დაყენება. ეს რაც შეეხება მეორე და სწორ ზამენებს, თორემ პირველი პირადად ჩემთვის არის ის ცვლილება, რისთვისაც არ მიმაჩნია სანიოლი დონის ტრენერად. იმ მომენტში ჩაკვეტაძის გაყვანას თუ რაიმე ახსნა შეეფერება, ყველაზე ბოლოა მათ შორის სანიოლის თავისმართლება. არანაირი გაჭიმვა და სივრცეების გახსნა მაგ ცვლილებას არ მოჰყოლია. შეიძლება ვილის სურდა , მაგრამ რეალობა არის ის, რომ ცენტრში ლამის ერთადერთი ნაღდად კრეატიული კაცის გარეშე დავრჩით და კატასტროფისკენ მივექანებოდით, ფრთაზე ეს ახალგაზრდა ბიჭების შემოყვანაც რომ ოდნავ დაეგვიანებინა. თუ გაიხსენებთ ჩაკვე რატომღაც თავიდანვე აითვალწუნა, ყველა მხრიდან ზეწოლის შემდეგ დააყენა. მაგრამ პირველივე შემთხვევისას ცვლის. დარწმუნებული ვარ აქ რაიმე სხვა მიზეზი არაა, უბრალოდ ვილის შეხედულება ფეხბურთზე ასეთია. კრეატივი მისთვის გადამწყვეტ ღირებულებას არ წარმოადგენს. რამდენად ერგება ასეთი ხედვა ქართულ ფეხბურთს? ამ კაცს ხომ ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე ჩაბარდა ნაკრები კიდე კაი ხნით.

• გია

უკრაინამ 4 ქულა აიღო ჩვენთან. ბოლო 3 თამაშში ერთი ქულა ავიღეთ მხოლოდ. და ერთი გოლი გავიტანეთ. ყველაზე სუსტი რგოლი დაცვაა. თუმცა დღეს არც ნახევარდაცვაც არ ვარგოდა. ნაკრებში ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი მდგომარეობის გამოსასწორებლად.

• სასვენი ნიშნები !

ცოტა და ალაგ-ალაგ მაინც ! )))

• "დაემთხვა წვიმა"-ს

ბათუმში "წვიმის დამთხვევის" ალბათობა რომ ძაა.ლიან მაღალია, საკამათოა და რთული სავარაუდო იყო ?! :(

• შენი ლოგიკა ...

ნოემბერში ბათუმი ნამდვილად არ იყო სწორად შერჩეული !

• ლევან მაღლაკელიძე.

ერთი შეცდომა დაუსვა ქოჩორამ, მაგრამ, სად იყვნენ მცველები? მამარდამ რომ 2 ბურთი გამოაძრო, სად იყვნენ მცველები? ვერ დარბიან და ვერ ეწევიან თამაშს, დაბერდნეენ. კვერკველია როცა ტამაშობს, ვიცი, რომ მაგარ სისულელეს იზამს. ან პენალტს აიკიდებს, ან ავტოგოლი, ან კიდევ რაღაც. ჩაკვეს კაცი გაიყვანდა? კაკაბაძეც დაბერდა. ხომ ვნახეთ გოჩოლეისვილს რაც სეუძლია და დროა კაკაბა ჩაანაცვლოს. დავიტაშვილიდან მეტს ველი. სანიოლი მაგრა ბნელობს ხოლმე.

• ტევესი

ფედერაციაში ცოტა იაზროვნეთ სად დანიშნოთ თამაში , რა უბედურება ბათუმში წვიმების სეზონში

• ჰალო

კვერკველია ვისი ჩანერგილია ნაკრებში, ვინმე ხვდებით? სარგებელი მაგას არაფერი მოაქვს და ვის ან რაში სჭირდება მაგისი თამაში…

• ნაპოლეონი

პუტინ ხუილისტების ზეწოლას ვერ გაუძლეს და ზივზივაძე დააყენეს. .ბუდუ არის იმენა საჯარიმოს კაცი.მის გარეთ ნულია. . .ჟორჟი კი გაცილებით ფართო დიაპაზონია. . ხოდა ე.წ ქომაგის ზეწოლას ვერ გაუძლო ვერც ფედერაციამ ვერ ე.წ მწვრთნელმა

• zaza

ისე გოლიც ქოჩორას დარტყმის მერე გავიტანეთ თუ შეამჩნიე..

• ნუგზარი

რა თქმა უნდა ველოდოთ რომ უკრაინის ნაკრები კონტრშეტევვაზე ალაგებდა თამაშს ერთი. ორი ლოჩო ვაფშე ბურთების აზრზე არ არის.სამი სოლომონმა რა პონტშია ნაკრებში.ოთხი თუ წინ მივდივართ სანიოლი 4 წლით რა პონტია ტო?

• Devkalion

ასეთი ძლიერი საქართველოს ნაკრები არასდროს მინახავს, მთელი ცხოვრება ამ გუნდს ვგულშემატკივრობ და წვიმაში ისიც უკრაინის წინააღმდეგ ასეთი თამაში? ეს უძლიერესი სანახაობა იყო ,მადლობა უღრმესი .

• gulshematkivari0703

მეგობარო, კვირკველიას კაი ხანია არ უმართლებს. მისმა მატარებელმა კაი 5 წლის წინათ (თუ მეტი არა) ჩაიარა სამტრედიაში ))

• Vvvvv-ს

შენ კი გყოფნის, მაგრამ ნაკრებს არ ჰყოფნის.

• Რაგბის ფანი

კვარა-ჩაკვე-ჟორჟის საოცარი ტრიო გყავდეს და არ ათამაშებდე?! სიტყვები არ მყოფნის!

• ნახეთ 2 დღეში რა ამინდები გამოდის ბათუმში))) +19 +21 გრადუსია. დაემთხვა წვიმა, რა ქნან ეხლა

• დათო

სილქზე გადის

• ალექს

ალბანეთი-ჩეხეთი შეგიძლიათ უყუროთ vipleague.im-ზე. ძალიან კარგი ამბავია- სუჩეკმა ყვითელი მიიღო და არ იქნება ჩვენთან, ძალიან დიდი ძალა აკლდებათ,ფაქტიურად გუნდის ხერხემალი!

• gulshematkivari0703

სანიოლმა რა ქნა?! ჩაკვე როგორ უნდა გაეყვანა! ან როგორ ათამაშებს ჩაკვეს,ბურთს მიიტანს საჯარიმომდე და ნებისმიერ ვარიანტში სხვას უნდა გადააწოდოს ბურთი. დაარტყას თვითონ,რა! ორი ისეთი მომენტი ქონდა და არ აიღო თავის თავზე (ბუდუს რომ გადააწოდა დასაწყისშივე). ეს სანიოლის დავალება იყო.. ჩაკვესნაირი ბურთის ამტანი არცერთი ჩვენი ფეხბურთელი არ არის და როცა აგებ,მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვლა რა იყო,მემგონი ვერავინ მივხვდით! პ.ს. ჩემი აზრით,სანიოლმა ამოწურა თავი ჩვენს ნაკრებში და კონტრაქტის გაგრძელება არ იყო საჭირო...

• ალექს

ხალხო მათემატიკასთან ძალიან ძალიან მწყრალად ხართ?? ჩეხებმა რომ მოიგონ დღეს როგორ გვყოფნიდა ფრე?? ან ალბანელებმა რომ მოიგონ ორივე დარჩენილი როგორ გვყოფნიდა ფრე??

• Levani

ფეხი დამადგითო,ბუცი კი არაო

• ვინ

ჩეხეთი ალბანეთს სადმე აჩვენებენ?

• Რაგბის ფანი

100% მართალს ამბობ

• ლონდონ

ესენი ცირკის კლოუნები უფრო არიან ვიდრე ფეხბურთელები კვარაცხელიას გარდა

• Vvvvv

თუ მოვიგებთ ჩეხეთში გავდივართ თუ უკრაინას მოვუგებდით ფრეც გვყოფნიდა

• ზაზა

კაი რაა.. სერიოზულად ამბობ მაგას? შედი სადმე ცხრილი ნახე ვინ რომელ ადგილზე არის, ბურთების შეფარდება და ასე შემდეგ. მე 4 კლასის მათემატიკა უნდა მაგ ამბავს. რატომ არ გინდათ თქვენით ოდნაც მაინც გაანძრიოთ ტრაკი და ტვინი, როგორ ყველაფერი მორთმეული გონდათ ბოჯოოოს.

• BOSS

ბიჭებს დიდი მადლობა თავდადებისთვის!მაგრამ სამწვრთნელო შტაბს დიიიდი ორიანი-რა უნდოდა ძირითადში კვირკველია შენგელია ზივზივაძეს??ამ წვიმიან ამინდში ათამაშებ 2 მტრიან ტიპებს რომლებიც ბურთთან თქვენობით არიან,კოორდინაცია და მოქნილობა საერთოდ არ აქვთ.უფრო მაღალი დონის მწვრთნელი ორივე თამაშს მარტივად მოუგებდა ამ ფორმაციის უუნარო უკრაინის ნაკრებს!

• Lobotka

კიტე,კვარა და მამარდა top!!! დანარჩენს არაუშავდა მეტ-ნაკლებად... ქოჩორამ ორ თამაშში ორი გოლი აჩუქა უკრაინას... არაუშავს,საერთო ჯამში გუნდმა ითამაშა და უტევდა რაც მთავარია...

• გიუშა

თეირანში უნდა გვეთამაშა, ან დოჰაში))) იქ ამ დროს არასოდეს არ წვიმს))

• ზაზა

ისე რა მაგის პასუხია და ვინმენ უთხრას ტრანსლაციის რეჟოსორს, ამდენი გამეორება არ არის საჭირო. თან როცა ამეორებ შე კაი კაცო, დაელოდე პაუზას და შემდეგ გაამეორე, ერთხელ, ნუ მაქსიმუმ ორჯერ. იქეთ გაქანებული შეტევაა და ეს უბადრუკი კიდევ გვიმეორებს უაზრო მომენტს, ნერვები დამაწყვიტა. ვურჩევ უყუროს ნებისმიერი ტოპ 5 ლიგის ტრანსლიაციებს და მსგავსად გააშუქონ ეს ოხერი. რაც შეეხება ჩვენებს, წარმატებებს ვუსურვებ 19 ში ჩეხებთან დარწმუნებული ვარ თავდადების, კონცენტრაციის და ტექნიკის ხარჯზე დავჯაბნით მეტოქეს. აბა ჰე ჯიგრებო…

• გელათი

ლოკმოტივზე ხომ ალბანეთს გადავუარეთ. სანიოლს მეტი რესურსი არ აქვს და ეს ბიჭები ცოდონი არიან ამის ხელში. აი ეგ არის ჩემი აზრი გინდა გელათში ათამაშე ამის ხელში მეტი საფეხბურთო სტრატეგია არ იქნება

• თუ

შანსებზე დაწერეთ რა, რავშემთხვევებში გავდივართ პირველზე

• Temo-ს

აი ეს ყოვლის მცოდნე ხალხი არ შემიძლიხართ რაა.რა გეშველებათ ნეტავ რაა ყველას საქმეში რომ პროფესორები გამოხვალთ ხოლმე. ეჰჰ...

• საბურთალო

ამ სლავ სომხებს სამწუხაროდ ვერ მოვუგეთ დდდ

• Gia

Droa veteranebma meti dro axalgazdebs dautmon.dacvas restarti unda da qochora jer ver araa kankavas donis.budu kai kacia magram bolo 20wuti ufro sasargebloa.es chemi azria.ukraina kide jadosavit gveqca.kvara kide topia da standartulebs tu daamxecebs mere ufro daglijavs.

• ნოდო

ღმერთმა არ ქნას ცეში გავარდეთ ვინ იქნება მსურველი მარტში კი არა 28 წლამდე დარჩეს გამოდის 4 წლის კომპენსაცია უნდა მიცე მიქაუტაძეს წვერ და თმებ შეჭრილს თუ ვნახავდი აღარ მქონდა იმედი არადა საერთოდ არ უხდებოდა

• რაბუ

კვირკველია რა შუაშია?! ქოჩორაშვილმა დაკარგა უაზროდ ბურთი და მოხდა ის რაც მოხდა. კვირკველიას უბრალოდ არ გაუმართლა იმ მომენტში

• კაკო

სულ ასეთ ფეხბურთს თამაშობს უკრაინა, უფრო სწორედ არც თვითონ თამაშობს და არც შენ გაცლის. ეხლაც საქმე გაგვიფუჭეს და თვითონ მაინც ბოლო ადგილზე არიან. ომშიც ასე გვექაჩებოდნენ

• გურულო

ესპანეთთან თამაშს უყურე?

• სიმართლე

ჩვენ ვართ ნაკრები ტოტალიზატორი..ჩვენ უნდა გვერქვას კრისტალბეთი კროკო ბეთი ბეთლაივი აჭარაბეთი ლიდერბეთი ევროპა ბეთი...ქვეყნის ჩემპიონატს რომელსაც კრისტალბეთ ეროვნული ჩემპიონატი ერქმევა ჩათვალეთ მაგათ გარეშე თამაშისს შედეგი არ მოხდება რასაც ბრძანებს კრისტალი ისე იქნება ასეა ეს როიცოდეთ დინამო რო ევრო თასებზე ესეთ შედეგებს დებს თქვენ რაგგონიათ მონტენეგროს გუნდს ვერ მოუგებს მაგრამ იმხელა კუშებს ეთამაშებიან და იმხელა ფულებს ვსიო მორჩენილიაა...რასაც იტყვიან შეფები ისე ხდება დამიჯერეთ ჩვენ გვაშტერებენ და გვაომებენ თუ არა ჩვენ საქართველოს ნაკრების მაგივრად ტოტალიზატორის ნაკრები უნდა გვერქვას.... თამაშის დაწყებამდე ისე აუთამაშეს კუშები ეგრევე მივხვდი რო რაღაცაში იყო საქმე...კაზინოებში საქართვრლოში რო ფული შედის ბარეულ ქვეყანაში არ შედის ამდენი ფული დამიჯერეთ მაგათია ყველაფერიიი.

• Temo

როგორ შეიძლებოდა შემოდგომის თამაში ბათუმში დაენიშნათ?ამ დროს არის ზუსტად ბათუმში წვიმები, და ცუდი ამინდები.

• gzp

საითაც შეძლო იქეთ გაიტანა. ავტოგოლს იტანდე და ისევ გაქებდნენ?! ვერ არის ეს ხალხი კარგად. ევროპაში გაზრდილი ფეხბურთელი მაინც სხვაა!

• იბერიელი

საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდი ახლა არის საუკეთესო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეხლა ბატონი ვილი დააყენებს გოგლიჩიძეს საზონოვი კიდევ ერთი ხუთი ფეხბურთელი გამოიცვლება თაობა მადლობა ზოგ პატივცემულ ვეტერანებს და ვიამაყებტ ეროვნული ნაკრებით გაუმარჯოს საქართველოს წინ გამარჯვებისკენ მადლობა ყველას

• გიორგი

მაინც სხვა კლასი როა იმიტომ ღირს ჟორჟი 20 მილიონი ჯერჯერობით მალე სულ ცოტა გაორმაგდება.

• Vvvvv

სანიოლი ნული არ აქვს ამ კაცს ტაქტიკა ბიჭები მგლები გმადლობთ ბიჭებო კვარა და მამარდა ტოპ კლასია იმედია კვარა ნაპოლიდან წავა და მერე ნახავს ყველა მის გენიას ესპანეთში კვარას უბრალოდ ვერ გააჩერებენ

არადა , უბედური ქართველები დაინახე უკრაინის დროშებში გახვეული.

• ჯონი

რა უნდა გველესიანისგან ვერ გავიგე. ბათუმს რაც შეეხება,უმეტესი დრო წვიმს. დაენიშნათ რა თბილისში

• ლექსო

გველესიანი სკამზე დატოვო და კვირკველია ძირითადში დააყენო ბეცი უნდა იყო. ეხ სანიოლი ესეთი შეცდომები არ გეკადრება.

• ლევანი

განა რა აუვარდა თავშიესეთი, ამ ქოჩორაშვილს, რომ მიწაზე ვერ დაეშვა, თან მაინცდამაინც უკრაინასთან, ორ თამაშში, ორი გოლი აჩუქა. ან ჩაკვეს რას ერჩიან? ისე ჩანს ჩაგრავენ, ბოლო თამაშში კუთხურიდან ორჯერ კარში გაუშვა, მაგრამ კვარა ვის აწოდებინებს? ან არტყმევინებს ჯარიმას? ჩაკვეტაძე გყავდეს და ტაიმის მერე გამოიყვანო, რა ვიცი აბა, და საერთოდ, სექტემბრის თამაშების შემდეგ, თითქოს ყველას თავში აუვარდაო, მე ასე მეჩვენება.

• Რერო

ბრავო კვარა თავგანწირული ბრძოლისთვის,ასევე არ შემიძლია არ შევაქო ჟორჟი,ძალიან აქტიური იყო და აშკარად ეტყობა მაღალი კლასი. ბოდიში ბუდუსთან მაგრამ ის სამართლიანად იმსახურებს სკამს.

გაშვებული გოლიც კონტრშეტევაზე კვირკველიას კია არა ქოჩარაშვილის ბრალი იყო ისევ. რა ვიცი სხვა არავინ გვყავსო, თორენ არაა ეგ ნაკრების დონის ფეხბურთელი.ინტელექტიც ნული.

• ალექს

მამარდა ლოცვებში მოიხსენიეთ! არარეალური გააკეთა! მოკლედ, იმედია დღეს ალბანეთი ვერ მოიგებს(ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ჩვენს თავზე ვიქნებით დამოკიდებული) და ბოლო ტურში კიდევ ერთხელ უნდა დავდოთ ჩეხები, მჯერა შეგვიძლია!

• Luka

საშინელი მსაჯობა იყო, ჯერ ვარი რკსთვისაა თუ არც ნახა ქოჩორაზე მინიმუმ ჯარიმა იყო და სადაც ჯარიმა იქ პენალტიც , გოჩოლეიშვილს რა ყვითელი აკიდა არაფრის გამო, უკრაინელები ძაან უხეშობდნენ და ბევრი ყვითელი ბარათი არ დაარიგა, კაკაბაძე ამ ნაკრებში ყველაზე დაბალი დონეა, მერამდენე თამაშია ვუყურებ და ტიპი შეტევის ტემპებს ანელებს და არ იცის როგორ განავითაროს თამაში როცა მომენტალურად შეუძლია ან ჩააწოდოს ან ცენტრში შეწიოს ბურთი თავისუფალ ზონაში, შენგელია ცუდი არაა მაგრამ ამ თამაშში ვერ იყოჩაღა, მიქას დონე მაინც სხვაა ეტყობა კლასი

• დავით 67

ყოველთვის ვამბობ რომ ერთი ტოპ ფეხბურთელი გვყავს და მეკარე. ბოლოს მაგრად გადავრჩით,უფრო სწორად მამარდამ გადაგვარჩინა

• Რაგბის ფანი

კვარაცხელიას პასი მიეცით ბიჯო! პასი მიეცით კვარას! გესმით?!

ხვიჩამ რასაც ჰქვია , სახე გაიძრო სირბილით. ძალიან მაგარი ბიჭია. კაშიაზე ვინ რა უნდა თქვას ? ვეტერანი კაცი თავდაუზოგავად თამაშობს. მიქაუტაძე კი " გვიყვარს , გვიყვარს ბომბარდირი "

• adolf

კალაძე გამოჩნდა თუ არა ეთერში, ეგრევე ავტოგოლი მივიღეთ ზუსტად იგივენაირად

• გია

არ იყო მოსაგები თამაში. ყველა ორთაბრძოლა წავაგეთ. დაცვის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ფიზიკურად სუსტები ვართ. ვართ ხვიჩას იმედზე და გუნდურ თამაშში მოვიკოჭლებთ.

ხვიჩამ რასაც ჰქვია , სახე გაიძრო სირბილით. ძალიან მაგარი ბიჭია. კაშიაზე ვინ რა უნდა თქვას ? ვეტერანი კაცი თავდაუზოგავად თამაშობს. მიქაუტაძე კი " გვიყვარს , გვიყვარს ბომბარდირი "

• ტოტტი

კვირკველიას ნაცვლად გველე უნდა დაეყენებინა ეს ქოჩორაშვილიც კიდე რავა სულ ძირს იწვა

• ჯეჯე

კაცი ხარ ხვიჩა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

ალბანეთი

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

პლეი-ოფში გასვლისთვის უკრაინას პრემიალური გაუორმაგეს

უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს

ვიქტორ ხლუსი: ქართველებისთვის მთავარი ქვეყნის ღირსებაა - საქართველო მათთვის წმინდათაწმინდაა

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი

უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?