ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში, საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ხორვატია პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპირველობის საგზური მოიპოვა.

პირველი შეხვედრა ჩვენს გუნდს 1:0 ჰქონდა მოგებული. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც საყრდენ ზონაში ბურთი გაგნიძეს აართვეს და პირისპირ გასულმა ბელიომ ხარატიშვილის კარი დალაშქრა. სტუმრებს მეტოქის ნახევარზე გადასვლა უჭირდათ, თუმცა პირველივე სახიფათო შეტევისას გაგნიძემ შორიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

63-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში მეტოქის დარტყმული ბურთი ო. მამაგეიშვილს ხელზე მოხვდა და ბელიომ პენალტით ხორვატები ისევ წინ გაიყვანა. ამის შემდეგ მასპინძლებმა ჩვენს გუნდზე ზეწოლა გააძლიერეს, შეცვლაზე შესული სტოიკოვიჩის დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან უგრეხელიძემ გამოიტანა. მერე საქართველოს ნაკრები იერიშებზე გადავიდა, აზაროვმა საჯარიმოდან ლომინაძეს პასი გაუკეთა და მან თანაფარდობა აღადგინა. ცოტა ხანში კვერნაძის კარგ დრიბლინგს შედეგი არ მოჰყვა. ხორვატებმა კი კომპენსირებულ დროში გაგვიტანეს და ძირითადი დრო 3:2 დასრულდა.

ექსტრა ტაიმებში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში ხარატიშვილმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა - 7:6.

რიეკა. „სტადიონ HNK“

ხორვატია - საქართველო 3:2 (პენ 6:7)

გოლები: 1:0 ბელიო (10), 1:1 გაგნიძე (28), 2:1 ბელიო (63, პენ), 2:2 ლომინაძე (78), 3:2 სოტიჩეკი (90+2)

საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი, უგრეხელიძე, ლაცაბიძე, ხვადაგიანი, ლომინაძე, ოდიშარია (გორდეზიანი, 71, აბუაშვილი 120)), გაგნიძე (გ. მამაგეიშვილი 71), მამაცაშვილი (სიგუა 57), ო. მამაგეიშვილი (მაისურაძე 88), კვერნაძე

Kutaisski
გაუტეხელი ქართული ხასიათი!!! ... ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს,- გენიალური ლადოს სიტყვები გაამართლეს. გაგნიძე თუ კარგ გუნდში გადავა, მსოფლიო დონის ფეხბურთს ითამაშებს. რაღაცნაირად, ზიდანს მაგონებს: ბურთის დაჭერით, ტრიალებით, მოედნის ხედვით, უმაგრესია. დიდ ფეხბურთს ითამაშებს ლომინაძეც, აზაროვს თუ მეტ დროს მიცემენ შახტარში, მაგიც გაქაჩავს, ლაცაბიძეც მაგარია. ეს ბიჭები საშუალოზე მაღალი დონის ევროპულ გუნდში ნებისმიერი ივარგებს, ასე ვარ დარწმუნებული. ღმერთი თქვენსკენ.
Givi
კოდევ ერთი პარადოქსი დინამოსაგან ლომინაძეში ტალანტი ვერ დაინახეს და გორში გაუშვეს, ნეტა მერამდენე შეცდომა მოუვიდათ?
RRR
გაგნიძემ უნდა დატოვოს მოსკოვი, რომ ათამაშებდნენ ბაზარი არაა იყოს, მარა ზამენაშიც იშვიათად შეყავენ, არადა ეგეთი ბურთის დამჭერი, პასის მიმცემი, ორივე ფეხით დამრტყმელი ჰაერივით გვჭირდება და მაგის უპრაქტიკობა იქნება?
გია
უგრეხელიძეც კარგი ბიჭია
q
ლომინაძე პირველ ნაკრებში რატომ არაა?

უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრობ ჩემი ძმა?
sss
ყველაზე მეტად იმათი 7და 15 ნომრების სახე მაინტერესებს პენალტების ბოლოს.რომ გაიტანეს მაშინ როგორი დამცინავი სახეები ქონდათ.
ზურიკო
მაგრად იბრძოლეს ბიჭებდა და დაიმსახურეს ეს შედეგი.
ქობულეთიდან
ყოჩაღ ბიჭებს. ძირითად დროს ვუყურე, მერე ეროვნულის თამაშზე გადავრთე. პენალტების სერიას რა თქმა უნდა ვუყურე. ერთი რამ ცხადია, სვანაძეს მაგარი "მოქოქილი" ყავს გუნდი, იბრძვიან სულით და გულით ბოლომდე, აი ეს არის უმთავრესი დღევანდელ ფეხბურთში.უბრძოლველად არაფერი გამოვა და ამ გუნდს ეს აქვს. გილოცავთ ყველას, წარმატებები ევროპაზე!
R.M.
გილოცავთ ყველას! მადლობა მაგარ ბიჭებს! უმაგრეს კარიერას ვუსურვებ ყველას და ჩენი თავი ბევრჯერ გაგეხარებინოთ!
gionat
ვინ ყველა აგინებდა?! არცერთი გინება მე პრადად არ გმიგია!!!
WTF
მადლობა ამ და მათ სამრწვთნელო შტაბს ესეთი სიხარულისთვის. აი სად გამოჩნდა ხასიათი და მოგების ჟინი. სულ გამარჯვებული გვევლოს ყველას.
George_Sampaio
გუშინდელი 3 მატჩიდან სამწუხაროდ 2 წაგება და ერთი ფრე.....
იასონას უდარი
გილოცავთ,კარგი გუნდი და კარგი მწვრთნელი ყავს 21 წლამდელებს.განსაკუთრებით ყველა მომწონს,რაღაც სხვანაირი ჟილკით თამაშობენ ბიჭები. ხარატიშვილს მალადეც,მთელი სერია პირდებოდა და მაინც გამოუძრო. ხორვატია ძლიერი გუნდია,ტექნიკური გინდა თუ ფიზიკური თვასაზრისით,120 წუთი ამ ხალხს დაუდგე არ არის პატარა ამბავი. მით უფრო ჩვენი ელიგის დონეს თუ გავითვალისწინებთ. მთავარია,პროგრესი არ შეწყვიტონ და ეგ პროგრესი ეროვნულ ნაკრებში უნდა გაგრძელდეს.
არა და
ერთი მოვიგეთ ...
არა და
"ყველა ფედერაციას აგინებდა"- ? საიდან მოიტანე ?! ვინ "ყველა აგინებდა" ?! ----- პ ს. ანუ, მთელი არსი შენი გზავნილის იმაშია, რომ ყველა შეცდა და (მხოლოდ ერთი!) ფედერაცია იყო/არის შეუმცდარი ?! :))) ძალიან სამწუხაროდ, გულისტკივილით და არა ნიშნისმოგებით: ასეთი ლოგიკით, დიდი ნაკრების შემთხვევაში რაღაც ვერ გამოდის ...
გოგა
კარგი ამბავია პირდაპირ შესარჩევიდან, რო გავედით, ევროპაზე თამაშიც ყველა გუნდის წარმომადგენელი იქნება და იქნებ ჩვენი რამოდენიმე ფეხბურთელი კარგ ევროპულ გუნდში აღმოჩნდეს, მაგალითად ლომინაძე ოდიშარია და არიან კიდევ რამოდენიმე საინტერესო ახალფაზრდები
sss
როცა სვანაძეს კონტრაქტი გაუგრძელეს ყველა ფედერაციას აგინებდით ეხლა კარგია? არ შეიძლება ყოველთვის უარყოფითის ძებნა და სულ ჩასაფრებულის პოზიციაზე ყოფნა.
დავით
ვერსად ვუყურე 21 წლიანების თამაშს და თქვენ მაინც დადეთ გოლები თუ გძინავთ
დიმა
იყო ხარვეზები, იყო შეცდომები, მაგრამ მოედანზე იყო გუნდი. ყოჩაღ ბიჭებს და ბრავო სვანაძეს.
ჟორა
ამ საღამოს სამი ფინალიდან ორი მოვიგეთ, ერთში კი დავმარცხით. მადლობა ბიჭებს, დამავიწყეს პირველი გუნდის წაგება.
ჯონი
თქვენ მაინც გაგვახარეთ. გაგიმარჯოთ ბიჭებო!
მდაა
მაისურაძე ვინაა …?! ვილიკოს 2038 უნდა გაუფომონ კონრაქტი რომ კაშიასთან ერთად გავიდნენნ პენსიაზე ….!!!
გიორგი
ეხლა მოგწონთ სვანაძე? როგორო ქართველს აეკრძალოს მწვრთნელობაო
gionat
ყველამ მაგრად ითამაშა, მაგრამ პენალტების სერიაში ლომინაძის პანენკა იყო გადამწყვეტი!
არდილეს 78
დიდი მადლობა და ყოჩაღ,ჩვენო საამაყო ბიჭებო!
ზაზა
გმირები, საამაყო ბიჭები
მანფრედ კალცი
გენაცვალეთ!
ქართველი
მოიყვანეთ მაისურაძე ეროვნულში, რა სანიოლი, გაუვარდა სანიოლს ერთი და ვსიო
კახა
დამაწყდა ნერვები პენლები არ გვაყურებინეს მაგრამ რას დავეძებ ყოჩაღ გილოცავთ.
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
U21. საქართველოს ნაკრებმა ხორვატიას 1:0 მოუგო - ყველაფერი რიეკაში გადაწყდება [VIDEO]
U21. ხორვატიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
U21. შესანიშნავი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 4:2 მოუგო [VIDEO]
U21 | ხორვატია V საქართველო - 18 ნოემბრის განრიგი
U21 | მალტა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში "სენტენარიზე"
მზადება ანტალიაში - ახალგაზრდული ფინეთს და სერბეთს დაუპირისპირდება
21-წლამდე ნაკრებმა ხორვატიასთან გასამართი პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
U21. საქართველოს ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო [VIDEO]
U21. ხორვატიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21 | საქართველო V ხორვატია - 14 ნოემბრის განრიგი