საქართველოს 7-კაცა მარტსა და აპრილში მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიაზე (7-კაცას მსოფლიო სერიების შესარჩევი) ითამაშებს და ოთხ საუკეთესოს შორის მოსახვედრად იბრძოლებს.

მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, ჩელენჯერის სერიის პირველ ორ ეტაპს სამხრეთ აფრიკა, ქეიფთაუნი უმასპინძლებს. პირველი ეტაპი 1-2 მარტს, ხოლო მეორე 7-8 მარტს გაიმართება და მასში როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის 12-12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ჩელენჯერის სერიის ფორმატი წელს განსხვავებული იქნება და მესამე ეტაპზე 12-12-ის ნაცვლად 8-8 საუკეთესო (პირველი ორი ეტაპის შედეგების ჯამით) გუნდი ითამაშებს. მესამე ეტაპს პოლონეთი, კრაკოვი 11-12 აპრილს უმასპინძლებს და 4-4 საუკეთესო გუნდი მსოფლიო რაგბის 7-კაცა სერიის ფლეი ოფში გავა, რომელიც 3-4 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში გაიმართება.

ლოს-ანჯელესშიც ქალთა და კაცთა თანრიგში 8-8 გუნდი ითამაშებს. ჩელენჯერის სერიის 4 მოწინავეს, 2025 წლის შედეგების მიხედვით 7-კაცა სერიის ბოლო 4 გუნდი დაემატება და ჯამში 8 ნაკრები, 2025/2026 წლების მსოფლიო რაგბის სერიის 4 საგზურისთვის იბრძოლებს.

კაცთა ჩელენჯერის სერიის პირველი ორი ეტაპის საგზური, საქართველოსთან ერთად ბრაზილიამ, კანადამ, ჩილემ, გერმანიამ, ჰონკონგმა, იაპონიამ, მადაგასკარმა, პორტუგალიამ, სამოამ, ტონგამ და უგანდამ მოიპოვეს.

საქართველო ჩელენჯერის სერიაზე 7-კაცა გუნდის გარდა მსაჯითაც იქნება წარმოდგენილი. სულხან ჩიხლაძემ შარშან სერიის ორ ეტაპზე იმსაჯა, წელს კი კრაკოვში, დასკვნით ეტაპზეა მიწვეული.

შეგახსენებთ, საქართველოს 7-კაცამ შარშან მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიაზე მე-8 ადგილი დაიკავა.

Rugby.ge

15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა