2024 წელს ქართულმა რაგბმა განვითარების გზაზე კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. სასიხარულოა, რომ გასული წელი წარმატებული და ისტორიული აღმოჩნდა ყველა ასაკობრივი და ფორმაციის ნაკრებისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წელი ქართულ რაგბს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს, მანამდე კი თვალი გადავავლოთ ჩვენი გუნდების სპორტულ მიღწევებს, რომელსაც 4 ნაწილად შემოგთავაზებთ - ბორჯღალოსნები, ‘შავი ლომი’, უმცროსი ბორჯღალოსნები (18 და 20-წლამდელები) და რაგბი7 (7-კაცა და 7-ქალა).

მეორე ნაწილი - შავი ლომი

‘შავმა ლომმა’ 2024 წელი მისთვის პირველი, ისტორიული ჩელენჯ თასის ორი შეხვედრით დაიწყო. იანვარში გუნდმა ტოპ 14-ის ორ გუნდთან ითამაშა. ლევან მაისაშვილის თავკაცობით ის ჯერ ‘კასტრს’ ეწვია საფრანგეთში და პირველ ტაიმში მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 28:6.

ეს დღე განსაკუთრებული იყო ქართული რაგბისთვის, რადგან ‘შავ ლომს’ საქომაგოდ საქართველოდან ასეულობით გულშემატკივარი გაყვა, რომელთაც ემიგრანტები შეუერთდნენ და ფრანგ ქომაგებთან ერთად, სტადიონზე თუ მის გარშემო განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნეს.

ერთი კვირის თავზე თბილისში ტოპ 14-ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ‘კლერმონი’ გვეწვია. ამჯერად ფრანგულ კლუბს ჩამოყვა ასეულობით გულშემატკივარი და ევროპული სარაგბო ზეიმი “მიხეილ მესხზე” გაიმართა. მატჩის დღეს განსაკუთრებული გარემო შეიქმნა. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის აქტივობები თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. სტუმრებმა მატჩი 36:3 მოიგეს და ‘შავ ლომს’ ფლეი ოფში გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

ამის შემდეგ ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელი რიჩარდ ქოქრილი გახდა, რომელმაც გაზაფხულზე გუნდი ინგლისში წაიყვანა და ‘ლესთერ თაიგერსთან’ ამხანაგური მატჩი გამართა.

ზაფხულში შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა და სექტემბერ-ოქტომბერში გუნდმა რაგბი ევროპის სუპერ თასზე ითამაშა, რომელიც მეოთხედ გაიმართა და მეოთხედაც ‘შავი ლომის’ ტრიუმფით დასრულდა. ქოქრილის შეგირდებმა შინ და გარეთ ორ-ორჯერ სარეკორდო სხვაობებით სძლიეს ესპანურ ‘იბერიანსს’ (54:3 სტუმრად, 47:21 შინ) და პორტუგალიურ ‘ლუზიტანუშს’ (38:14 სტუმრად, 36:0 შინ), რითაც ქულათა მაქსიმუმი მოაგროვეს და თასი მორიგ ჯერზე შემართეს.

სანაკრებო პაუზის შემდეგ ‘შავი ლომი’ მისთვის მეორე ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაერთო და პირველად ისტორიაში ტოპ 14-ის გუნდი დაამარცხა. “მიხეილ მესხზე” ‘ვანთან’ თამაში 7 დეკემბერს გაიმართა და ის უაღრესად დაძაბული გამოდგა. მატჩი ქულა-ქულაში წარიმართა და გადამწყვეტი ლუკა მატკავას ფეხჩუბინობა გახდა. მას კარში დარტყმების 100%-იანი მაჩვენებელი ქონდა, გუნდს 17 ქულა შესძინა და გამარჯვების მომტანი ჯარიმა 75-ე წუთზე გაიტანა.

ერთი კვირის თავზე უელსურ ფრენჩაიზ ‘სქარლეთს’ ჰლანეჰლიში ეწვია და მიუხედავად იმისა, რომ რიგ ეპიზოდებში უპირატესობას ფლობდა, გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 36:18. შეგახსენებთ, შარშან ‘შავმა ლომმა’ ჩელენჯ თასზე პირველი გამარჯვება სწორედ ‘სქარლეთსთან’ მოიპოვა (23:7), რისი გათვალისწინებითაც მეტოქემ წელს უძლიერესი გუნდი დაგვახვედრა.

‘შავი ლომი’ ორი ტურის შემდეგ 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და ფლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს. მესამე ჯგუფში სამ გუნდს (ედინბურგი, ვანი, სქარლეთსი) 6-6 ქულა აქვს, სამს (შავი ლომი, გლოსთერი, ბაიონა) კი 4-4 და ჯგუფიდან გასვლის შანსს ყველა ინარჩუნებს.

2025 წელს მოედანს პირველი სწორედ ‘შავი ლომი’ დაუბრუნდება და 11 იანვარს “მიხეილ მესხზე” ტოპ 14-ის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ ‘ბაიონას’ უმასპინძლებს, 19-ში კი ‘ედინბურგთან’ შოტლანდიაში ჩავა.

ჩელენჯ თასის ინდივიდუალურ სტატისტიკაში, ორი ტურის ჯამში ყველაზე მეტი -7-ჯარიმა ლუკა მატკავას აქვს გატანილი. ის საუკეთესო მექულეთა სიაში მეორე ადგილზეა (23 ქულა). 5 თერნოვერი გაახერხა და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ლუკა ივანიშვილი.

მთლიანობაში, 4 წლის განმავლობაში ‘შავმა ლომმა’ 42 თამაში გამართა (17 შინ, 21 სტუმრად, 4 ნეიტრალურზე) და მათგან 30 მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა. ყველაზე მეტი - 41 მატჩი ლუკა ივანიშვილის ანგარიშზეა. გუნდის საუკეთესო მელელოვე აკაკი ტაბუცაძეა, რომელმაც მეტოქეები 23-ჯერ დაამწუხრა, ხოლო საუკეთესო მექულე ლუკა მატკავაა - 311 ქულა.

Rugby.ge

პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
დუდუ დადიანის მემორიალი კსუ-კავკასიამ მეორედ მოიგო
"შავი ლომი" | ორ დღეში "თბილისის თასი 2026" იწყება
U21 | შეკრების მეორე დღე და ცვლილება შემადგენლობაში
სრული შემადგენლობით - ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს
ტრავმირებული ვალვედე ორი კვირა იუქმებს
"თითქოს ის "კვარა" საერთოდ არ არის" - როტენს სანაკრებო პაუზის შემდეგ ძველი ხვიჩას ნახვის იმედი აქვს
რექსაჩი: "ბარსელონასთვის" კონკურენციის გაწევა მხოლოდ პსჟ-ს შეუძლია
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ვის უნდა მისცენ “ოქროს ბურთი”? - ფერან ტორესმა თავისი აზრი დააფიქსირა
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან
დაბრუნება სამშობლოში უკვე ზამთარში? - ჩალჰანოღლუს სტამბოლში უხმობენ
რა სასჯელი დაეკისრება "მარსელს"? - პსჟ-ისთან მატჩის შემდეგ გამოძიება დაწყებულია
"COVID 19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით ეჭვები მქონდა, სერთიფიკატი გავაყალბე" - ჯაკას 2022 წელს მომხდარი ამბის გამო, ნაკრების დატოვება მოუწია
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვი" - ნიკო უილიამსი
ქართული რაგბის მორიგი წარმატებული წელი - ნაწილი პირველი
ქართული რაგბის 2014 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები [VIDEO]
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"
ბიძინა ივანიშვილმა ქართულ რაგბის 100 მილიონი ლარი დაახარჯა [VIDEO]
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"შავი ლომი" | ორ დღეში "თბილისის თასი 2026" იწყება
სახელმწიფო რაგბის განვითარებას 33 673 968 ლარს მოახმარს!
ქართული რაგბის მორიგი წარმატებული წელი - მესამე ნაწილი