ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართული რაგბის მორიგი წარმატებული წელი - მესამე ნაწილი

ქართული რაგბის მორიგი წარმატებული წელი - მესამე ნაწილი

2024 წელს ქართულმა რაგბმა განვითარების გზაზე კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. სასიხარულოა, რომ გასული წელი წარმატებული და ისტორიული აღმოჩნდა ყველა ასაკობრივი და ფორმაციის ნაკრებისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წელი ქართულ რაგბს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს, მანამდე კი თვალი გადავავლოთ ჩვენი გუნდების სპორტულ მიღწევებს, რომელსაც 4 ნაწილად შემოგთავაზებთ - ბორჯღალოსნები, ‘შავი ლომი’, უმცროსი ბორჯღალოსნები (18 და 20-წლამდელები) და რაგბი7 (7-კაცა და 7-ქალა).

მესამე ნაწილი - უმცროსი ბორჯღალოსნები

U20

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2016 წლიდან დღემდე მიჯრით მეექვსედ (2020-2022 წლებში ტურნირი არ ჩატარდა) ითამაშეს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე და მორიგ ჯერზე შეინარჩუნეს ადგილი 12 უძლიერესს შორის, რაც ქართული რაგბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

მოსამზადებელ ეტაპზე ლადო კილასონიას შეგირდებმა თბილისში სამი მაღალი დონის გასახურებელი თამაში გამართეს. მაისის დასაწყისში “ავჭალაზე” საფრანგეთი გვეწვია. მწვრთნელებმა თავის გამოჩენის შანსი 34 მოთამაშეს მისცეს და ფრანგებს 3 ლელო გავუტანეთ, თუმცა გამარჯვება მეტოქეს დარჩა - 17:26.

ივნისის დასაწყისში “ავჭალაზე” უკვე 20-წლამდელთა ექვსი ერის ჩემპიონთან, ინგლისთან გავმართეთ ორი თამაში და 2023 წლის მსგავსად ერთი მოვიგეთ. პირველ მატჩში სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ და 31:7 გაიმარჯვეს, 5 დღის შემდეგ კი მოედანზე უკვე უმცროსი ბორჯღალოსნები დომინირებდნენ და ინგლისთან მეორე გამარჯვება (პირველი ისტორიული გამარჯვება 2023 წელს - 40:38) ლამაზ სტილში მოიპოვეს - 45:17.

20-წლამდელთა ჩემპიონატს სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა და ჯგუფური ეტაპის პირველი თამაში ავსტრალიასთან გვქონდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტაიმი 8:6 მოიგეს, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს - 11:35.

მეორე მატჩში საქართველო ირლანდიასთან გამარჯვებას იმსახურებდა, მაგრამ მესამე გაწითლებულ დროზე ირლანდიამ კაცნაკლულ მეტოქეს 24-ფაზიანი შეტევის შემდეგ გამარჯვების ლელო გაუტანა - 16:22.

მიუხედავად ამისა, უმცროს ბორჯღალოსნებს იტალიასთან ბონუს-ქულით გამარჯვების შემთხვევაში მე-5 ადგილის ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი ქონდათ. საქართველომ დასახულ ამოცანას თავი კარგად გაართვა, თითო ტაიმში 2-2 ლელო გაიტანა და 28:17 გაიმარჯვა, მაგრამ სხვა ჯგუფის თამაშები ჩვენთვის არასასურველი შედეგით დასრულდა და მე-9 ადგილის ნახევარფინალში მოვხვდით.

იქ ფიჯიმ საოცარი თამაში შემოგვთავაზა, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ყველა ჯერზე შეძლო ჩამორჩენის შემცირება და ამოსუნთქვის საშუალება არ მოგვცა, თუმცა უცროსი ბორჯღალოსნების თავდადებამ შედეგი გამოიღო და 40:36 გამარჯვებით, ელიტაში ადგილი დავიბევეთ.

მე-9 ადგილისთვის ისევ იტალიას შევერკინეთ და ექვსი ერის წარმომადგენელი ზედიზედ მეორედ დავამარცხეთ. იტალიას ამჯერადაც 4 ლელო გავუტანეთ და 11 ქულის სხვაობით ვძლიეთ - 24:13.

ამრიგად, 20-წლამდელთა ჩემპიონატში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 3-ჯერ დაიკავეს მე-10 ადგილი, ორჯერ მე-9 და ერთხელ მე-8. 2025 წელს ის მეშვიდედ ითამაშებს ჩემპიონატს და კიდევ ერთი თაობა შეიძენს უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილებას.

U18

2024 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარაგბო მოვლენა 18-წლამდე ბორჯღალოსნებს უკავშირდება. მსოფლიო რაგბიმ და ექვსმა ერმა ქართული რაგბის პროგრესი სათანადოდ დააფასეს და შემდგომი წინსვლის უსზრუნველსაყოფად უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის კარი გახსნეს. საქართველოს რაგბის კავშირი აქტიურად მუშაობს მსოფლიო რაგბისა და ექვსი ერის ხელმძღვანელობასთან, რათა უახლოეს მომავალში ექვს ერში 20-წლამდელთა ნაკრები აღზევდეს.

2024 წლის ფესტივალს გაზაფხულზე იტალიამ უმასპინძლა. ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა პირველი თამაში შოტლანდიასთან გამართეს, მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართეს და რომ არა გამოუცდელობით დაშვებული შეცდომები, მოგების კარგ შანსსაც ინარჩუნებდნენ. საბოლოოდ შოტლანდიელებმა 22:14 მოიგეს.

მეორე თამაში 3 აპრილს საფრანგეთთან გვქონდა და ეს დღე ისტორიაში შევიდა, რადგან საქართველომ ექვსი ერის ეგიდით გამართული თამაში პირველად მოიგო. დრამატული მატჩის მიწურულს უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ლელოთი სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, არცთუ იოლი პოზიციიდან გარდასახვა ზუსტი იყო და საქართველომ საფრანგეთი 20:19 დაამარცხა!

4 დღეში კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვების მოპოვების შანსი გვქონდა. ინგლისთან მატჩში სათამაშო დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ქართველებმა მოსაგებად შეუტიეს, მაგრამ ბურთი დაკარგეს, კონტრშეტევაზე გარდასახული ლელო მიიღეს და მეტოქეს ამ 7 ქულით ჩამორჩნენ - 19:26.

ზაფხულში ჩვენი 18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში მიიწვიეს, სადაც ტიერ1-ის გუნდებთან საერთაშორისო სერიის ფარგლებში სამი შეხვედრა გავმართეთ. პირველ მატჩში აქაც გაგვიჭირდა, რითაც მასპინძელმა სამხრეთ აფრიკამ ისარგებლა და 20:3 გაიმარჯვა.

მეორე თამაში ინგლისთან გვქონდა და იტალიაში განცდილი მარცხისთვის რევანშის კარგი შანსი გვქონდა, პირველი ტაიმი 20:10 მოვიგეთ, თუმცა საბოლოოდ ბრიტანელებმა ამჯერადაც იმარჯვეს - 27:20.

ტოლ-სწორი თამაში გაიმართა ირლანდიასთანაც. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტაიმი აქაც მოიგეს (15:7), მაგრამ მეორე ნახევარში მეტოქემ შეძლო თამაშის შემოტრიალება. დასკვნით წუთებში გამარჯვების მოპოვება მაინც შეიძლებოდა, მაგრამ ჯერ მსაჯმა ვერ დააფიქსირა ლელოში ბურთის დამიწება, მერე კი 40 მეტრიდან შესრულებული ჯარიმა მიზანს ასცდა და ირლანდიამ 17:15 გაიმარჯვა.

ამ გამოცდილების ფონზე უმცროსი ბორჯღალოსნები შემოდგომაზე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრნენ და ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვეს. მათ 1/4-ფინალში გერმანია 67:0 დაამარცხეს, ნახევარფინალში ნიდერლანდებს 36:5 სძლიეს, ფინალში კი ესპანეთს 32:11 აჯობეს.

ქართული რაგბის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, 18-წლამდელებს კალენდარული წლის განმავლობაში სამი მაღალი დონის ტურნირი ეთამაშათ. სასიხარულოა, რომ 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალს უმცროსი ბორჯღალოსნები 2025 წელსაც ითამაშებენ და შესაბამისად, 20-წლამდელთა ნაკრები უფრო გამოცდილ მოთამაშეებს მიიღებს.

Rugby.ge

• ბს

მართლაც სერიოზული ტურნირები ითამაშეს ბიჭებმა, მომავალი კარგი მოსჩანს! წარმატბები ბიჭებო

"უმცროსი ბორჯღალოსნების"  ხუთი ლელო ინგლისთან

18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ

18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ

65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს

როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა

თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს

მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის

"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება

U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა

ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა

ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა

"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე

"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი

"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი

"ასეთი ფიზიკური ფორმა მის სტანდარტებს არ შეეფერება" - მოურინიომ "რეალის" ახალწვეული გააკრიტიკა

"ტოტენჰემის" კაპიტანმა "არსენალში" გადასვლის სურვილი გამოთქვა

დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "სოშოს" მოუგო

აბუაშვილმა "მეცს" "გენგამთან" გამარჯვება მოუპოვა

[VIDEO] მიქაუტაძემ გაიტანა, ოსიმენმაც - "ვილიარეალმა" სტამბოლში "გალათასარაის" მოუგო

ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა

18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა

სახელმწიფო რაგბის განვითარებას 33 673 968 ლარს მოახმარს!

ქართული რაგბის მორიგი წარმატებული წელი - ნაწილი პირველი

U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა

ქართული რაგბის 2014 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები [VIDEO]

"უმცროსი ბორჯღალოსნების"  ხუთი ლელო ინგლისთან

20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში

U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა

[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა

18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ

U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ

18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე

20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის

ქართული რაგბის მორიგი წარმატებული წელი - მეორე ნაწილი

18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ

ბიძინა ივანიშვილმა ქართულ რაგბის 100 მილიონი ლარი დაახარჯა [VIDEO]