„ჩელსი“ და „ტოტენჰემ ჰოთსპური“ ლუკა მოდრიჩის გამო მთელი ზაფხულის მანძილზე ვაჭრობენ
„ჩელსი“ ნახევარდაცვაში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას კვლავ „ტოტენჰემისგან“ 25 წლის ხორვატი გამთამაშებლის, ლუკა მოდრიჩის ყიდვით აპირებს.

დასავლეთლონდონელთა თავკაცი, ანდრე ვილაშ-ბოაში მოედნის შუაში გუნდის სიმკვირცხლით უკმაყოფილოა. მას მიაჩნია, რომ პრემიერლიგის პირველ ტურში, სტოკში, მისმა გუნდმა უპირველეს ყოვლისა ნახევარმცველთა მძიმე თამაშის გამო ვერ მოიგო. შეგახსენებთ, რომ მატჩი დასრულდა ფრედ, 0:0.

„ჩელსი“ „ტოტენჰემს“ მოდრიჩის სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს ან 27 მილიონ ფუნტსა და იოსი ბენაიუნს სთავაზობს. 31 წლის ბენაიუნი დასავლეთ ლონდონელთა ებრაელი ნახევარმცველია, რომელიც ადრე „ლივერპულში“ თამაშობდა. „სანმა“ დაადგინა, რომ ბენაიუნი „უაით ჰართ ლეინზე“ გადაბარგების წინააღმდეგი სულაც არ არის.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ და „ტოტენჰემ ჰოთსპური“ მოდრიჩის გამო მთელი ზაფხულის მანძილზე ვაჭრობენ. „ლურჯებმა“ „დეზებს“ თავდაპირველად 22 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, რაზეც ცივი უარი მიიღეს. მაშინ, „დეზების“ თავკაცმა ჰარი რედნაპმა თქვა, რომ ხორვატი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელია და მასში მყიდველმა მხარემ იმდენი უნდა გადაიხადოს, რამდენსაც, ჩვეულებრივ, ასეთი რანგის ფეხბურთელებში იხდიან. რედნაპმა ისიც კი თქვა, მოდრიჩი „ბარსელონაში“ ძირითადის წევრი იქნებოდაო. ამის შემდეგ „ჩელსიმ“ 27 მილიონი გაიმეტა და ჩრდილოლონდონელებს ახალი წინადადებით მიმართა.

შეგახსებთ იმასაც, რომ ორი ლონდონური კლუბის ვაჭრობის მიღმა ერთმა დიდმა პრობლემამაც იჩინა თავი: „სფურზის“ თავმჯდომარე დენიელ ლივი მოდრიჩზე გაბრაზდა და განაცხადა, რომ მას არანაირ ფასად არ გაყიდიდა. ფეხბურთელს და ბოსს შორის, ივნისში, ამ უკანასკნელის კაბინეტში ხმამაღალი ლაპარაკიც კი გაიმართა. მოდრიჩი ცდილობდა მისთვის ძველი დაპირება შეეხსენებინა, რომლის თანახმადაც როგორც კი „კარზე დიდი გუნდი დააკაკუნებდა“, ლივის ის უნდა გაეშვა.

ეს გახლდათ ზეპირი დაპირება, რომელიც ხორვატი ვარსკვლავის აზრით „დეზების“ თავმჯდომარემ დაივიწყა. თუმცა, ჩრდილოლონდონელთა კლუბში წონიანი სიტყვა მხოლოდ თავმჯდომარეს არ ეთქმის. იქ, გავლენიანი რედნაპიცაა, მას კი, როგორც ამბობენ, ძველებურად შეუვალი პოზა აღარ უჭირავს.

ხუთშაბათს მოდრიჩი ევროლიგის პლეი-ოფში შოტლანდიურ „ჰართსთან“ არ ითამაშებსო, მრავალმნიშვნელოვნად წერენ გაზეთები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა