გერმანიის ქალაქმა ფრესინგმა ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრას უმასპინძლა, რომლებშიც, ცხადია, საქართველოს ნაკრებებიც მონაწილეობენ. მთლიანობაში ჩატარდა 16 ტურნირის წილისყრა, რომელთაგან საქართველო 5-ში მონაწილეობს: ყველაზე უმაღლესი რანგის ტურნირში 16-წლამდელები ასპარეზობენ, რომლებმაც გასულ წელს A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს და წლეულს კვლავ ელიტაში იქნებიან. B დივიზიონში იასპარეზებს 2 ნაკრები: 18 და 20 წლამდელები, ხოლო გოგონათა 16 და 18 წლამდელთა ნაკრებები ძალებს კვლავინდებურად C დივიზიონში მოსინჯავენ.

16-წლამდელთა ნაკრები – A დივიზიონი

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, იგივე A დივიზიონი თურქეთის მეგაპოლის სტამბოლში გაიმართება. ტრადიციულად, ტურნირში კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 4 ჯგუფში იქნებიან განაწილებულნი. ჩვენი ნაკრები C ჯგუფში მოხვდა სერბეთთან, გერმანიასა და ესპანეთთან.

გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფში ერთმანეთთან თითო მატჩის გამართვის შემდეგ ყველა მონაწილე მერვედფინალში გადაინაცვლებს, სადაც მეტოქე დაკავებული ადგილების მიხედვით შეხვდება. მერვედფინალში მოგებული გუნდები ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ, ხოლო წაგებულები 9-16 ადგილებს გაითამაშებენ და ბოლო 3 გუნდი ელიტარულ დივიზიონს დატოვებს.

16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარე წლის 8-16 აგვისტოს, სტამბოლში გაიმართება.

20-წლამდელთა ნაკრები – B დივიზიონი

წლეულს 20-წლამდელთა B დივიზიონში 21 გუნდი იასპარეზებს, რომელთა მიზაბიც 3 საუეკთესოში მოხვედრა იქნება, რათა A დივიზიონის საგზური მოიპოვონ. მონაწილეები 4 ჯგუფში განაწილდნენ და საქართველო ერთადერთ 6-გუნდიან ჯგუფში მოხვდა. ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან: მაკედონია, ნიდერლანდები, შვეიცარია, ავსტრია და დანია.

ტურნირი 11-დან 20 ივლისის ჩათვლით ჩვენს მეზობლად, ერევანში ჩატარდება.

18-წლამდელთა ნაკრები – B დივიზიონი

ტუნირს რუმინეთის ქალაქი პიეშტი უმასპინძლებს და მასში 22 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, რომელშიც მეტოქეებად დანია, პორტუგალია, რუმინეთი, უკრაინა და აზერბაიჯანია. ამ გუნდში ითამაშებს იმ ახალგაზრდების უმეტესობა, რომლებმაც გასულ აგვისტოში 16-წლამდელთა ნაკრებში იასპარეზეს და A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს.

18-წლამდე ქალთა ნაკრები – C დივიზიონი

ჩვენი გოგონები ისევ C დივიზიონში არიან და წლეულს ანდორაში იასპარეზებენ, სადაც 7 ნაკრები შეიკრიბება. ჩვენი გუნდი B ჯგუფში მოხვდა მალტასთან, კვიპროსთან და გიბრალტართან ერთად, ხოლო A ჯგუფში ალბანეთი, ანდორა და სომხეთი იასპარეზებენ. ტურნირი 22-27 ივლისს ჩატარდება.

16-წლამდე ქალთა ნაკრები – C დივიზიონი

8 ქვეყნის ნაკრები კოსოვოში შეიკრიბება, სადაც 8-დან 13 ივლისის ჩათვლით გამარჯვებულს გამოავლენს. საქართველო A ჯგუფში მოხვდა კვიპროსთან, სომხეთთან და გიბრალტართან ერთად. B ჯგუფი მალტამ, ალბანეთმა, კოსოვომ და მოლდოვამ შეადგინეს.

GBF.GE

გამართლებაც ეგეთი უნდა
ვახ, წარმატება ყველას, ბიჭებო, მარა ეს 16-იანები რა ჯგუფში მოხვდნენ, კაცოო: საქართველო-ესპანეთი-სერბეთი-გერმანია!კიდე კაი, აშშ არ ხვდება ევროზე, თორე ეგეც ჩვენ ჯგუფში ამოყოფდა თავს გული მიგრძნობს! :) :)
გ.გ-ს
ბოდიში, შემთხვევით დავაჭირე დიდლაიქს, ნანახი მაქვს 2007-იანების თამაშები ა ლიგაში რომ გადაიყვანეს ნაკრები და მართლა კარგი ბიჭები არიან! იმედია, ფორმაში იქნებიან წელსაც.
გულშემატკივარი
საქმე იმაშია, რომ დედიკოებს და მამიკოებს სულ ექნებათ ჩაეწყობის სურვილი - მაგათ ეგრე ესმით შვილის დახმარება, მარა მწვრთნელი და ფედერაცია უნდა იყოს თავის სიმაღლეზე და ერთ ადგილზე არ უნდა ეკიდოს რა შედეგს აჩვენებს.
გ.გ.
რატო წერთ ასე რამეს? რამდსნი 2007წელს დაბადსბული ბავშვი თამაშობს წარმატებით 22 წლამდელებში ა ლიგაში და სუპერლიგაში.ისინი 2008 იანების ნაკრებს 10 თიდა 11ს მოუგებენ.
ადამიანი
ახლავე ჩაწყვეეს საქმე მამიკოებმა და დედიკოებმა
სიმართლე
რომ წერთბდა ახლავე აანონსებთ ვინც 16 ითამაშაო და აჩვევთ ხალხს ....იქნებ ვისაც არ უთამაშია ისინი უფრო მაგრები არიან ა....ან საერთოდ ვისაც არ უთამაშია ნაკრებში იქნებ ისი ჯობიან....მაგრამ ამ ბიძაშვილობას და მამიდაშვილობას ან მეგობრობას როგორ აჯობებენ ვერანაირად....16 წლის ბავშვი რანგით მესამე დიდების დივიზიონში თამაშობს უცხოეთში და 5 7 ქულას აგდებს...იქნებ ეს ბავშვი დაფრინავს და ასე შემდეგ...არავი არ იცით იმის სახელი ...იმიტომ რომ უპატრონოა და ბავშვი ფულით კი არ წავიდა მიიწვიეს ....ზოგიერთები ფულს რომ იხდიან....წინასწარ არაფრის დაწერა არ შეიძლება...
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა