23 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ მისი მიზანი „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონობაა
23 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ მისი მიზანი „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონობაა. შეგახსენებთ, რომ მადრიდის „ატლეტიკოს“ ყოფილ ვარსკვლავს ორშაბათს, პრემიერლიგაში ზღაპრული დებიუტი ჰქონდა - ის „სუონსი სიტისთან“ შეხვედრაში მოედანზე ნახევარი საათით შევიდა და ორი გოლი ხომ გაიტანა და ერთიც საგოლე პასი გადააწოდა. ჯამში, ისტლენდელებმა უელსელებს 4:0 მოუგეს.

„მე თავის ახალ ლიგაში გამოჩენის საშუალება მომეცა, - თქვა აგუერომ, - მიხარია, რომ ძალიან მაღალი დონის კლუბში მოვხვდი. ვიცი, პრემიერლიგაში დიდი კონკურენციაა, მაგრამ ამის მიუხედავად მიზნად ჩემპიონობა გვაქვს დასახული. ხშირად მეკითხებიან, როგორი სტილი ფეხბურთის მიმდევარი ვარ. ჩემი სტილი ყოველთვის ბოლომდე ბრძოლა იყო. ბავშვობიდან ასე ვარ, თითოეული ბურთისთვის ბოლომდე ვიბრძვი, ყოველ შეხვედრაში ბოლომდე ვიხარჯები“.

აგუერომ თქვა, რომ წარმატებული დებიუტისა და ლამაზი მეორე გოლის მოსალოცად სიმამრი, დიეგო მარადონა აუცილებლად დაურეკავს.

„ეჭვი არ მეპარება, რომ მან თამაში ნახა და მოსალოცად დარეკავს. გარწმუნებთ, როდესაც მოიცლის, ჩამოვა კიდეც და „მანჩესტერ სიტის“ თამაშს დაესწრება“.

24 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა, სამირ ნასრიმ კი თქვა, რომ მისი „არსენალიდან“ ისტლენდზე გადასვლა გადაწყვეტილი საქმეა და მოუთმენლად ელის იმ დღეს, როდესაც ლონდონს დატოვებს - ნასრის „მეთოფეთა“ ქომაგებმა აწყენინეს. გუშინ მოგახსენეთ, რომ ნასრიმ „ტვიტერზე“ განაცხადა, რომ ის დამოკიდებულება, რომელიც „არსენალის“ ფანებმა მის მიმართ გამოამჟღავნეს, უპატივცემულობა იყო და მეტი არაფერი. „ტვიტერის“ შემდეგ მან „ფეისბუიქის“ მიმდევრებსაც მიმართა:

„ჩემი ტრანსფერის საქმე მოგვარებულია. „არსენალიდან“ გულნატკენი და ნაწყენი წავალ, თუმცა ის, რომ წლების განმავლობაში „მეთოფე ვიყავი“, მეამაყება. გასულ შაბათს „არსენალის“ ფანებმა მაწყენინეს“.

ნასრისა და „მანჩესტერ სიტის“ სიჩქარე იმით აიხსნება, რომ თუ ისტლენდელებმა ტრანსფერთან დაკავშირებული ყველა საბუთის მოგვარება ამ კვირის ბოლომდე მოასწრეს, ფრანგს კვირას, „ლივერპულთან“ ათამაშებენ. „არსენალი“ კი გარდა იმისა, რომ „ბარსელონაში“ გაქცეული სესკ ფაბრეგასისა და ნასრის გარეშე დარჩა, მერსისაიდელებს დისკვალიფიცირებულების, ჟერვინიოსა და ალექს სონგის გარეშე შეებრძოლება.

შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ ნასრის ახალი ხელშეკრულების გაფორმებასა და კვირაში 90 ათას ფუნტს სთავაზობდა, მაგრამ კვირაში 165 ათას ფუნტთან შედარებით - ამ თანხას ფრანგს „მანჩესტერ სიტი“ სთავაზობს - ეს ხელფასი, რასაკვირველია, ცოტაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა