უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება. 23 მარტს, საქართველოს ნაკრები მეტოქეს დინამო არენაზე უმასპინძლებს.

23 მარტს, თბილისში, დინამო არენაზე გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს.

საქართველო - სომხეთის თამაშის ბილეთის ფასი 20, 40, 70 და 100 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის ფანებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები.

TKT.GE-ზე გაიყიდება ერევანში, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ 20 მარტს გასამართ მატჩზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთები. ბილეთების გაყიდვა 28 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა ერევნის ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომელიც 14,000 მაყურებელს იტევს.

სომხეთი - საქართველოს მატჩის ბილეთის ფასი 10 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეულმა მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა). მომხმარებელი მატჩის ელექტრონულ ბილეთს თამაშამდე 24 საათით ადრე მიიღებს.

nakrebi.ge

საქართველოს გულშემატკივარი
სომხეთი-საქართველოს ბილეთი სად უნდა ვიყიდოთ? თუ იქაც აღარაა გასაყიდი?
დათო
როგორც მაგათმა დაგვიკიდეს და ჩუმათ არიან, ისე დავიკიდოთ ჩვენც და მხოლოდ ქოცებმა უგულშემატკივრონ
Irakli Apkhaidze
შეგეკამათები იმ ნაწილში, რომ დინამოს სტადიონზე უმეტესწილად ცუდი ხილვადობაა. პირიქით, სტადიონი ძალიან კარგად არის დაპროექტებული და თითქმის ყველა ადგილიდან მშვენიერი ხილვადობაა (თუდაც კარების უკან), იმის მიუხედავად, რომ წმინდა საფეხბურთო სტადიონი არაა და ტრიბუნები ცოტა ოშორებულია სტადიონს. ბევრ სტადიონზე ვარ ნამყოფი შინ და გარეთ, და ხილვადობის კუთხით, არც ერთს არ ჩამოუვარდება (და უმეტესობას ჯობია). გელზენკირხენში შარშან საქართველო-პორტუგალიის თმაშზე დავიტანჯე, არა და რამდენიმე მომენტი იყო ფეხზე რომ წამოგვახტუნებდა, მაგრამ ის ჩხლართი ეკრანი გეჩხირებოდა თვალში. მეორე იარუსის შუის ზემოთ ვინც იჯდა თუ ადგებოდა მოედნის შუა ნაწილს სრულად ვერ დაინახავდა :))) ალბათ სიგნალ იდუნა პარკი იქნება უკეთესი იმ კუთხით, რომ უფრო დიდი დახრა აქვს.
Xishnika
Dagvcinian eseni isedac dakceul kveyanshi ramabvia amxela fasebi..amati umadurii dedaccccc.
დააT
20, 40, 70, 100 ღორობა ულიმიტოდ. 2023 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ყოველ სანაკრებო ფანჯარაზე სიურპრიზებს გვიმზადებს ფეხბურთის ფედერაცია. არც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ფინანსურ შესაძლებლობებს შეესაბამება და არც სტადიონის ხარისხს. დინამოზე მხოლოდ მეორე იარუსის დასავლეთ და აღმოსავლეთ სექტორების 4 - 4 სექტორიდან არის კარგი ხედი, უმეტეს წილად ცუდი ხილვადობაა სტადიონზე, პირველი იარუსიდან საერთოდ არ არსებობს ხედი საიდანაც ნორმალურად უყურებ ფეხბურთს. სტადიონს გაავსებენ ბიზნესმენებისთვის და თავიანთ ქოცნახირში დარიგებული ბილეთებით. კარების უკან და პირველ იარუსის ნებისმიერ წერტილში ჯდომას ტელევიზორით ყურება სჯობია. დინამო არენა ნამდვილი გულშემატკივრების დიდი ნაწილისთვის დაიხურა.

გაუკვირდა რა(ქეცბას ხმით) ნაცი და ავადმყოფი?! ჯანმრთელია სანთლით საძებარი,თორემ ავადმყოფები იცოცხლე.
G.LA
555-ს ავადმყოფი ხარ ვიღაც. ქოცების ნაკრები რას ქვია? საქართველოს ნაკრები არასოდეს არის ნაცების ან ქოცბის და არც არასოდეს იქნება რომელიმე პარტიის. ნაკრებს თავი დაანებეთ პარტიულმა ავადმყოფებმა, ეგ ნაკრები ჩვენი ხალხისა იყო და იქნება ყოველთვის. პ.ს. ფასები დასაგმობია. რატომ ღირს სომხეთში 10 ლარი და ჩვენთან რამოდენიმეჯერ მეტი, უფრო დიდ ტევადობის სტადიონზე?
დავით
ვაუ.. 100 ლარი 1.5 საათი. გულშემატკივრობა სახლიდან უფრო მომგებიანი გახდა. არცერთ თეთრს არ გადავიხდი. ას ლარად ოჯახს ვკვებავ. კალაძემ იაროს მოედანზე. მე გამეორებით ვუყურებ თბილად და კომფორტულ სავარძელში. თუ უნდათ 1000 ლარი გახადონ. მოსტ..პატრონი.
555
რუსი ქოცები ეხლა ფეხბურთით აპირებენ გამდიდრებას მაგრამ ვერ გამოუვათ მაგათი ნაკრები სომხებთანაც რომ წააგებენ მერე მიხვდებიან რომ უდა წავიდნენ და ნამდვილი პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს !
რატომ გიკვირთ?
რატომ გიკვირთ, რომ იმ ფუნქციონერმა, რომელსაც ხელფასი 10-15 ათასი აქვს, ბილეთს 100 ლარი დაადოს? მალე 500 - იც ეღირება, მაგათ სინდისი ნამდვილად არ შეაწუხებს, სანამ დასწრება იქნება. აი, იმ შემთხვევაში კი, თუ გულშემატკივარი ობსტრუქციას მოუწყობს და არ მივა, მერე დაფიქრდებიან და შეიძლება 10 ლარიც გახადონ. ყოჩაღ სომხებს, აქაც კი ჩანს როგორ გვჯობიან პატრიოტობაში. ნამდვილად პატივს სცემენ საკუთარ მოსახლეობასა და გულშემატკივარს. თორემ, ნებისმიერი ფასის შემთხვევაში მაინც გაავსებდნენ ეგეთ პატარა სტადიონს. მით უმეტეს ჩვენთან თამაშში.
Vui mtavroba
არასწორებო , დაწიეთ ფასი , ისედაც წყალი გაქვთ შემდგარი და კიდე არ ძღებით?
პატრიოტი
რა გამოდის-ჩვენ უფრო მდიდრები ვართ? იქ პატარა სტადიონზე თითოეული ბილეთის ფასი ზოგიერთი ჩვენი ბილეთის ფასზე 10-ჯერ იაფია
მოგება ბიჭებს!
ნეტა, ამინდმა დაგვზოგოს რა? იანვარი რა თბილი გვქონდა?
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ