ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

TBR Football: სლოტს ეჭვი ეპარება - მამარდაშვილის "ლივერპულში" გადასვლა გადაწყვეტილი არ არის

TBR Football: სლოტს ეჭვი ეპარება - მამარდაშვილის "ლივერპულში" გადასვლა გადაწყვეტილი არ არის

ბრიტანული TBR Football-ი წერს, რომ "ვალენსიას" მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის ბოლო 5 მატჩში 12 გოლი გაუშვა და "ლივერპულის" მწვრთნელს, არნე სლოტს ეჭვი ეპარება, სჭირდება თუ არა ქართველი მომავალ სეზონში:

"ლივერპული" ალისონის შენარჩუნებას არ გამორიცხავს, რაც შესაძლოა, იმას ნიშნავს, რომ "ენფილდზე" გიორგი მამარდაშვილის მისვლა გადაიდება. ზაფხულში ის დაახლოებით 30 მილიონ ფუნტად შეიძინეს, იყო საუბრები "ბორნმუთში" იჯარით გაშვების თაობაზე, მაგრამ სეზონის ბოლომდე "ვალენსიაში" დარჩა. მეკარე "ენფილდზე" გადასვლას აპირებს, თუმცა ალისონის მერსისაიდულ კლუბში დარჩენის შემთხვევაში, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. 32 წლის ბრაზილიელი "წითლებთან" კონტრაქტით კიდევ ორი წლითაა დაკავშირებული და მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთის კლუბები მისი სამსახურით არიან დაინტერესებული, გადაჭრით ვერავინ იტყვის, წავა თუ დარჩება.

არნე სლოტი დარწმუნებული არ არის მამარდაშვილის მიწვევის საკითხში. წყაროებმა TBR Football-ის კორესპონდენტს, გრემ ბეილის აცნობეს, რომ გიორგი "ლივერპულს" ზაფხულში უნდა შეუერთდეს, მაგრამ კლუბს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ზაფხულში საუდის არაბეთის კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ბეკერის გაშვება არ ისურვეს. საუდის არაბეთის კლუბების ალისონისადმი ინტერესი შენარჩუნებულია და თუ მან დარჩენა მოინდომა, მაშინ მამარდაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.

24 წლის ქართველი თეორიულად შეიძლება ალისონის შემდეგ მეორე ნომერი გახდეს, რომელსაც ბევრი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მიიჩნევს, მისი დუბლიორი კევინ კელეჰერი კი სხვაგან გადაბარგებას გეგმავს. ჯერ უცნობია, დათანხმდება თუ არა მამარდაშვილი ასეთ პირობებზე "ლივერპულში" გადმოსვლაზე, თუ კიდევ ერთი სეზონით იჯარით სხვა გუნდში თამაშს აირჩევს. ის საუკეთესო ფორმაში არაა, რამაც არაა გამორიცხული, სლოტის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს".

• ამბაკო

ჩასაფრებულები არ ვართ.პირიქით,მის თამაშებს ველოდებით და გულით და სულით ვგულშემატკივრობთ,მაგრამ ვთქვათ სიმართლე და ფაქტი დავაფიქსიროთ .უცნაური გუნდია ვალენსია.სტატისტიკას თუ გადავხედავთ,ვნახავთ,რომ მოწინააღმდეგეებს საკუთარ კარში ცოტას არტყმევინებენ,მაგრამ ამ ცოტადან ბევრ გოლს უშვებენ.ისეთი გოლები გადის ,ვერ იტყვი იოლი ასაღებიაო,მაგრამ ბევრი არც აუღებელთა კატეგორიას მიეკუთვნება.მამარდაშვილი .რომ სეივებს აკეთებს და ბურთებს იგერიებს,რომ გაუშვას კურიოზულთა კატეგორიაში ჩაჯდება.კარგმა მეკარემ კი ისეთები უნდა აიღოს ,რომელზედაც იტყვი,რომ გუნდი გადაარჩინაო.მამარდა დღეს ამას ვეღარ აკეთებს,ადრინდელისგან განსხვავებით.ჩემი დაკვირებით,ბოლო გოლებში,თითქოს პოზიციები ჰქონდა დაკარგული და ამიტომ ვერ მიწვდა ბურთებს.ნიჭი და მონაცემები უდავოდ აქვს.იმედი ვიქონიოთ,რომ ამ პერიოდს გადალახავს და წარმატების გზას დაადგება.

• ნუ ირთვება ვიდეოები თავისით,თუ გვინდა თვითონ ჩავრთავთ!!!!!!!!!

კიდევ ერთი საკითხია,რომ მამარდამ იჩქარა ლივერპულში ტრანსფერი,რომ არ ეჩქარა ახლა შეიძლება ბარსელონას კარში მდგარიყო - ეს ერთი!მომავალ ზაფხულს თუ არა,გაისად ზაფხულს უეჭველი,ინტერი და ბაიერნიც სანთლით მოძებნიან ტოპ მეკარეს,მანჩესტერ იუნაიტედს კარში ონანა უდგას,იუვენტუსს დი გრეგორიო,ჩელსის ხუთი ერთი დონის მეკარე ყავს და კიდევ მეკარეს ეძებს!უამრავი გრანდი გუნდი მოძებნის ტოპ-მეკარეს და მამარდას შანსი ექნებოდა სადმე პირდაპირ პირველ მეკარედ წასულიყო,თუ ვერ ივარგებდა თავის თავს დააბრალებდა!ახლა,ლივერპულში შეიძლება ისე წაუვიდეს საქმე რომ მარტო თავის თავს ვერ დააბრალებს!!!

• ნუ ირთვება ვიდეოები თავისით,თუ გვინდა თვითონ ჩავრთავთ!!!!!!!!!

ახლა,რაც შეეხება ლივერპულის მიერ მამარდას ყიდვას,ლივერპულმა გასულ ზაფხულს ორი განათხოვრებული ფეხბურთელი გაყიდა ბრენტფორდში,ერთი ახალგაზრდა ბიჭი ზალცბურგში და კიდევ,სოლანკეს ტოტენჰემში ტრანსფერიდან მიიღო 20%,საერთოდ არაფრიდან შემოუვიდა 70 მილიონ ფუნტზე მეტი,კიეზა იყიდეს კაპიკებად და 30 მილიონი დააბანდეს მამარდაში,მომავლის პერსპექტივით,გამოვა მისგან ტოპ-მეკარე - ძალიან კარგი,არა და სკამზეც დასვამენ,განათხოვრებითაც გაანათხოვრებენ და შეიძლება საერთოდ შოტლანდიის მოზერველში გაყიდონ!

• ნუ ირთვება ვიდეოები თავისით,თუ გვინდა თვითონ ჩავრთავთ!!!!!!!!!

ქვემოთ ერთი პატივცემული ამტკიცებს სლოტს არავინ ეკითხება ვის მოუყვანენ და ვის არა,ვისაც მოუყვანენ იმასთან უნდა იმუშაოსო,ნუთუ არ გაგიგიათ რომ ინგლისურ ფეხბურთში მწვრთნელებს მენეჯერები ქვიათ და მარტო მოედნის საქმეებით არ არიან დაკავებული?სწორედაც რომ ეკითხებიან!!!

• ნუ ირთვება ვიდეოები თავისით,თუ გვინდა თვითონ ჩავრთავთ!!!!!!!!!

კელეჰერი რომ წავიდეს,ალისონთან კონკურენციაში მამარდას რა თქმა უნდა შანსი არ ექნება,ორი წელი როტაციის მეკარე იქნება,ორი წლის მერე ალისონი მაინც წავა და მამარდას სახით რა მეკარე შერჩება ლივერპულს ღმერთმა იცის!ამიტომ განიხილავს ლივერპული ალისონის გაყიდვას და ორი ახალგაზრდა მეკარის ჯანსაღ კონკურენციას,მაგ შემთხვევაშიც დიდი ალბათობით კელეჰერი დაიწყებს სეზონს პირველ მეკარედ და მხოლოდ მისი შეცდომის შემთხვევაში მიეცემა მამარდას შანსი!ის ნარატივი,რომ 30 მილიონი გადაიხადეს და სკამზე არ დასვამენო სრული სისულელეა!

სლოტის ეჭვები ... აი თვითონ სლოტი რამდენ ხანს შეინარჩუნებს კლოპის აწყობილი ლივერპულის ინერციას, მალე გამოჩნდება.

• იასონას უდარი

ჯერ ერთი,სლოტს არავინ ეკითხება ვინ წავა და ვინ დარჩება ლივერპულში,რამეთუ სატრანსფერო პოლიტიკას სპორტული დირექტორი ჰიუზი განაგებს და მისი უფროსი არის მაიკლ ედვარდსი. ამ უკანასკნელის დაბრუნების მთავარი მიზეზი არის სრული კონტროლი ფეხბურთელების მოყვანა/გაშვებაზე ანუ მის გადაწყვეტილებებში ვერავინ ჩაერევა,ვერც სლოტი. სლოტი იმით იმუშავებს რაც ექნება და ვინც ეყოლება. ლივერპულის ბოლოდროის გადაწყვეტილებები მაფიქრებინებს რო დიდი ცვილელებები იქნება,ეს შეეხება სალაჰსაც და შესაძლოა ვანდაიკსაც,ალისონსაც. რომელია ცუდი ფორმაში მყოფი ფეხბურთელი,სასწაული სეზონი აქვთ სამივეს და ეს ცვლილებები რაც იგეგმება არის ცივი გონებით გადაწყვეტილი.ლივერპული მომავალზე ფიქრობს,ალისონი საუკეთესო მეკარეა,თუმცა რა იქნება 2 წლის მერე? ლივერპულს არ აქვს იმის ფუფუნება რო 250 000 გადაუხადოს მეკარეს და ნახევარი თამაშები ათამაშონს ან მეორე ნომრად აქციოს. ამიტომაც რისკავს,პრემიერლიგაში გამოუცდელი კადრი მოყავს,რომელსაც საკმაოდ კარგი კვალიფიკაცია და მენტალიტეტი აქვს.ჰიუზი არ ვიცი,მარა ედვარდსი ის კაცი არ არის რო ვიღაც ტყუილად იყიდოს. ეს ჩემი მოსაზრება მხოლოდ და ზღაპრებიდან მოტანილი არ არის,20 წლიანი ლივერპულის ქომაგობის სტაჟი მაქვს და ყოველდღიურად ვადევნებ თვალს ამ ყველაფერს.პოლ ჯოისს არაფერი მსგავსი არ დაუწერია,არც ჯეიმს პირსს,არც მელისა რედსს და არც ატლეტიკს,ხოდა ეს ხალხი განიხილებიან ლივერპულის მიმართებაში ყველაზე სანდო წყაროდ. 100% გარანტირებული არაფერია ამ ცხოვრებაში,არც მამარდას ექნება სასტარტო გარანტირებული,თუმცა ბრძოლა მოუწევს და ეს ყველაფერი დაფასდება. ლივერპული არის გუნდი,რომელიც სამუშაო ეთიკას ყველაზე მაღლა აყენებს და აფასებს. ამიტომაც,გიოს არ გაუჭირდება ლივერპულში თავის დამკვიდრება,ერთი კარგი სეივი და მთელი ენფილდი გააფანატებს მასზე. სანამ ლივერპულის მაისური ეცმევა,არ მოაკლდება მხარდაჭერა და ქომაგობა,არც მერე. ამიტომაც,გიო ჩავა ლივერპულში,ალისონი წავა თუ დარჩება მნიშვნელი არ აქვს,მამარდა ლივერპულის პირველი ნომერი გახდება. აგერ კელეჰერმა 16 სასტარტო გააკეთა ამ სეზონში,თასის ფინალშიც ის დადგება დიდი ალბათობით. პ.ს. აფსუსია,გადასულიყო წელსვე და პრემიერლიგის ჩემპიონი გვეყოლებოდა ქვეყანაში

• ნიკა

ალისონი ჩააყენე ვალენსიაში და ვნახოთ რამდენს გაუშვებს

• სვანსკი

ლივერპულს კვარა გადასხიპავს და ალისონსაც გაათხოვებს

• ამაშია საქმე

საქართველოს ნაკრების ყველა წარმატება განსაკუთრებით ევროპაზე პირველ რიგში მამარდაშვილის დამსახურებაა.რომ მიადექით და ლანძღავთ ნამუსი საერთოდ დაკარგეთ? რისი დამტკიცება გინდათ რომ მაგრად გესმით ფეხბურთი? პირიქით ამტკიცებთ რომ მაგარი სირები ხართ.

• Irakli Apkhaidze

წამოვა ვალენსიადან და სადაც დადგება ნახავთ თუ არაა გრანდის დონე. ვინც გულწრფელად აკრიტიკებთ გეტყვით, რომ მის ჩავარდნებს, რომელიც ნამდვილად აქვს (და ყველაზე კარგად თვითონ იცის ამ გამოწვევებს როგორ უნდა გაუმკლავდეს), განაპირობებს გუნდის სუსტი თამაში და ის გარემოება, რომ კლუბში უკვე დროებიტაა. თუმცა ამ გაზაფხულზევე აკრიფავს ხელახლა ფორმას და გუნდს პრიმერაში დატოვებს. ვინც ჩასაფრებული პოზიციიდან ხართ, კვარას მსგავსად მალე გაგიცრუებტ იმედს და გაზაფხულზევე დაგადუმებთ. ვინც ცოლს და მის ოჯახის წევრებს ეხებით, არაკაცები და შეუმდგარი ჭორიკინები ხართ, უფრო მეტი სიტყვები მემეტება ტქვენთვის, მაგრამ არ მინდა ამის გამო ეს კომენტარი დაიბლოკოს! ცოოტაც მოითმინეთ, სუუულ ცოტა.

• გიორგი

მეკარემ რატომ არ მოიგო თამაშიო, არავინ ითხოვს. არც შარშან წყვეტდა ვალენსია ციდან ვარსკვლავებს, მაგრამ მამარდას მაღალი შეფასება და სტატისტიკა ჰქონდა. დღეს იგივე მკვდარი ვალენსიაა და მამარდას შეფასებამ დაიწია. ამაზეა საუბარი

• გივი

რაც არ უნდა მოვიტყუოთ თავი და ასე შემდეგ არა სტაბილური გახდა ამ ბოლო დროს და შეცდომებსაც უშვებს

• უცხო

მარტო მეკარეზე არაა დამოკიდებული შარშან ასე თუ ისე თამაშობდა გუნდი წელს ფსკერზეა დაცვა არ ყავთ და მარტო მეკარემ რა უნდა ქნას ნორმალურ გუნდში სადაც დაცვაც დაეხმარება ნახავთ როგორ ითამაშებს.

• გიორგის

გიორგი ხარ თუ გევორგი ჭკუას მოუხმე და წაკითხულის გააზრება ისწავლე... ბრაზილიერი არ გამიგია ჯერ აქედან დავიწყოთ და ალისონს რომ ადრი მამარდაშვილს ჯერ ალისონის კარიერას გადახედე და მერე მამარდაშვილის. გოლებს კურტუაც უშვებს ალისონიც უშვებს და ვალენსიაშიც გაუშვებდა მაგრამ ასაღები უნდა აიღოს და გასაშვები გაუშვას... ბევრი გოლი ყლაპა და მაგაზე მაქვს საუბარი ტოპ მეკარეები იშვიათად ყლაპავენ გოლებს გაიგე გევორქ რაშია საქმე????

• ადამიანი

რატო ვეღარ თამაშობდა ძველებურად ბოლოს ხვიჩა ნაპოლში?! რატო აღარ მოგვწონს მამარდა ვალენსიაში?! ჩვეულებრივი მომენტია. ელემენტარულად როცა ადამიანი სამსახურის შეცვლას აპირებს, იქ სადაც არის უკვე იგივე მონდომებით ვერ მუშაობს. იგივენაირად სულს და გულს ვერ დებს. გინდოდეს შეიძლება მარა არ გამოგდის.

• გიორგი

ჩვენი რა შუაშია? ბრაზილიერი რომ იყოს იტყოდი ღირსიაო?? ალისონზე ნაკლები არაფრითა თუ არა მეტი. ალისონი დაყენე ვალენსის კარებში და ნახავ ვინ რა დონა. პროფესორი ხაცატურიანები ხართ რა იმენა

• g_datia

შანსი არა აქვს ლივერპულში და ნაკრებშიც ბევრი ჭამა, გუგეშაშვილი გაცილებით უკეთესია

• გიორგი

სტატისტიკა თავისას ამბობს: წინა სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო იყო სეივებში, წელს სიის ბოლოშია. თორემ იყო კარიუსიც ლივერპულში და რამდენიმე ბავშვური შეცდომის გამო ისე ჩამოალაბორანტეს, ყველა შემდეგი კლუბიდან ვადაზე ადრე უშვებდნენ და ლამის ყველგან დუბლიორად მოიაზრებოდა, ეხლა მეორე ბუნდესლიგის გუნდში ამოყო თავი

• ჯუჯი

ამ თამაშით ლივერპული არავითარ შემთხვევაში არ იყიდდა.

• ჟორა გაბრიჭიძე

კარის უსაფრთხოების 90% მინდვრის მოთამაშეებზე მოდის, 10% კი მეკარეზე, ამიტომ პირველი პრეტენზია დაცვას უნდა წაეყენოს და არა მეკარეს. მეკარე დაცვის შეცდომებს ასწორებს, ამიტომ მისი კარგი თამაში დაცვის შეცდომის ხარისხზეა დამოკიდებული. ვალენსიას, რომ კატასტროფული დაცვა ყავს, ეს საქვეყნოდაა ცნობილი.

• რონი

მამარდა ჩვენია და გვიყვარს მაგრამ სიმართლე ისაა რომ რეალურად არაა მამარდა ის დონე რომ იდგეს ლივერპულის კარში... იმიტომ რომ მაგ კალიბრის კლუბში რომ ხარ 5აუღებელს რომ აიღებ და 1-2 გოლს რომ ყლაპავ ის აუღებელი ბურთები ფასს კარგავს.. არაა სტაბილური მამარდა აქვს ჩავარდნები.. როდის ვნახეთ ბოლოს კურტუას დოყლაპიობა? საუკუნეში ერთხელ ყველას მოზდის მაგრამ ჩვენს ბიჭს ხშირად ემართება და ეგ არაა მოსაწონი

• Porto

მამარდაშვილს ნახევარი წელია ბურთი არ აუღია!! თუ აიღო და გამომრჩა იქნებ თამაში მითხრათ სიამოვნებით შევხედავ!!

• ტტტ

კრიტიკა ცუდი არაა მოუხდება კიდეც, თავს დაანებებს ეგ და მისი ცოლი, ასევე მის და ფეისბუკ პოზიორობას, შრომას მოუმატებს, კონცენტრაციაზე იმუშავებს და მალე ძველი მამარდა დაბრუნდება.

• ვასკა

ბორნმუთში უნდა გადასულიყო.. პრემიერ ლიგასთანაც ადაპტირდებოდა და წარმატებული გამოსვლის შედეგად წნეხი მეტი იქნებოდა სლოტზე. დარჩა ცუდ გუნდში, რომელიც დაიშალა გიორგის ვალენსიაში თამაშის პერიოდში, ყველა ხაზში თუ ვინმემ ბურთი იცოდა ყველა დაიტაცეს. შეცდომებსაც უმატა, თუმცა ზაფხულში როცა ლივერს შეუერთდება ექნება შანსი რომ იბრძოლოს პირველ ნომერზე.. ნებისმიერ შემთხვევაში, ალისონის დარჩენის შემთხვევაშიც, მეორე მეკარედ უნდა ითამაშოს.

სუსტ გუნდში ყოფნა არ ნიშნავს რომ მეკარე განთავისუფლებულია პასუხისმგებლობისგან. სუსტად გუნდი მაშინ გამოიყურება როცა მისი ფეხბურთელები თამაშობენ სუსტად. მეკარე ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე მაგრამ პასუხისმგებლობა მასზეც არის. ისეთი ბურთები გაუშვა რომელიც არ უნდა გაეშვა. უნდა დაიბრუნოს ის ფორმა როგორიც ჰქონდა, აუცილებლად. იმიტომ რომ ძალიან კარგად თამაშობდა.

სუსტ გუნდში ყოფნა არ ნიშნავს რომ მეკარე განთავისუფლებულია პასუხისმგებლობისგან. საუბარია იმაზე რომ მოსაგიერებელი ბურთები გაუშვა. ამას ამბობენ ესპანეთში და აგერ სლოტის აზრიც გაუგიათ. მოკლედ ნუ პროფესორობ

• Achi

Zustadacrom uyureben yvela mismier gashvebul gols aba mase kiararis mamardashvilma ro mouklo amaze ori azriararsebobs exla mouklo pirikit unda moematebina da unda moumatos ravi bormutshi rato wavida arvici bormuti dzan mshveniari gundia da gamocdilebas premierligisa kide miixebda alisoni tu darcha mamardas shansi araqvs mand tan meore mekarec magaria isev tavidan mouwevs yvelapris damtkiceba liverpulshi

• ვახო

ხალხო არ გინდათ ეს კაპასი, გულშემატკივრობა ეგ არაა, რომ თვალზე ბინდი გადავიკრათ, მხოლოდ კარგს ვხედავდეთ, შეცდომებს ვერა და სხვა აზრის მქონე ადამიანები მტრად მოვიკიდოთ. არ არის ეგრე მთლად, კი გუნდი სუსტია, მაგრამ არც მამარდას აქვს საუკეთესო პერიოდი და ფაქტია ეს...

• მანფრედ კალცი

მალე ხვიჩა უჩვენებს ყველას, თუ როგორი მეკარეა ალისონი.

• ლაშა

ვინც ამბობს, რომ ფორმაში არაა, ფეხბურთი თქვენი საქმე არ არის. შეხედეთ გუნდს, დაცვის ხაზზს, ნახევარ დაცვას და მერე თქვით ფორმაში არააო. კაცი თავის გუნდს და მოწინააღმდეგეს ერთად იგერიებს.

• GIO

მარტო სტატისტიკას რომ უყურებენ, ვალენსიას თამაშს შეხედონ აჯობებს და ეგრევე მიხვდებიან მიზეზს. ვალენსიას ჰყავს ლა-ლიგაში უსუსტესი დაცვის ხაზი და ბევრი გაშვებული ბურთი დიდწილად ამის ბრალია, და არა მამარდაშვილის. გამართულ გუნდში სულ სხვანაირად იქნება. გრძელვადიან პერსპექტივაში მამარდასნაირი მაგარი მეკარე მე არ მეგულება. 10-12 წელი უმაღლეს დონეზე კიდევ ითამაშებს

• giabar

უნდა მობილიზდეს გიორგი ძველებურად და ყველაფერი კარგად იქნება.

• Givi

რა სისულელეა რომელ ფორმაზეა ლაპარაკი გეგონება ერთ კვირაში უნდა ჩადგეს ლივერპულის კარში... იმედია მამარდა კარგად ჩაატარებს გაზაფხულის მატჩებს და ზაფხულში უეჭველი წავა ლივერპულში.

• გოგა

არა ძველებურ ფორმაში კარგა ხანია, ეტყობა ფიქრებით უკვე ლივერპულშია, უნდა მოუმატოს დაუბრუნდეს ძველებურ ფორმას, თორემ გაუჭირდება ლივერპულის ძირითადი კი არა მეორე მეკარეობაც

• ლაშა

პრემიერლიგას სხვა ლიგა და შესაბამისად, კლუბი ერჩივნა!…

• Degraf

bornmutshi unda gadasuliko

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

სლოტი: პსჟ-ს დონის გუნდს ამ სეზონში არ შევხვედრივართ

TEAMtalk: მამარდაშვილის გამო "ლივერპული" ალისონს დაემშვიდობება

"ბაიერნში" შოკში არიან - ვირცი კარიერას "ლივერპულში "განაგრძობს

მამარდაშვილმა გოლი ისევ არ გაუშვა - ალისონი "ლივერპულს" შეუერთდა

ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს

როდის დაბრუნდება ალისონი და იქნება თუ არა მზად უახლოესი შეხვედრებისთვის - "ლივერპულის" მწვრთნელის პასუხი

"პირველი ნომერი ალისონი იქნება, მაგრამ... მამარდაშვილს ამ რჩევას მივცემდი!" - "ლივერპულის" ყოფილმა კიპერმა გუნდში მეკარეთა კონკურენციაზე ისაუბრა

მამარდაშვილი ხვალ ძირითადში იქნება - რატომ დატოვა ალისონმა "ლივერპულის" საწვრთნელი ბანაკი

დი მარციო: "ნაპოლიმ" "კვარა" "ლივერპულს" 100 მილიონად არ მიჰყიდა და დღეს "წითლების" წინააღმდეგ ითამაშებს

მარკ გეჰი მამარდაშვილის თანაგუნდელი გახდება - "ენფილდზე" ჯოვანი ლეონისაც ელოდებიან

"მიმდინარე სეზონში ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო" - არნე სლოტი პსჟ-სთან მარცხის შემდეგ

ალისონი "ლივერპულში" რჩება და კონტრაქტის გახანგლძრივების იმედი აქვს

"მამარდაშვილი ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა" - განაცხადა "ლივერპულის" მწვრთნელმა

"ფრეს შემთხვევაშიც გაგვიმართლებდა" - არნე სლოტი პსჟ-სთან მატჩის შემდეგ

"ლივერპულის" მორიგი ტრანსფერი - მამარდაშვილის გუნდმა 18 წლის მცველი 35 მილიონ ევროდ შეიძინა

ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა

"ბორნმუთთან" მატჩში "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ალისონის მე-300, სათადარიგო მამარდაშვილი და "ლივერპულის" გამარჯვებით დაწყებული პრემიერლიგა

"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: მამარდაშვილს "ლივერპულის" მეკარის სტატუსი მიენიჭა და ცნობილია, როდის შეუერთდება ახალ გუნდს

"როდესაც "ლივერპულში" მოდიხარ, ეს უნდა იცოდე და შეეგუო" - არნე სლოტმა გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"კრისტალ პალასთან" მატჩში მამარდაშვილი სათადარიგოა

[VIDEO] მამარდაშვილი არ ათამაშეს - "ლივერპული" სუპერთასზე "კრისტალ პალასთან" დამარცხდა

"დრო არ ითმენს - "ვალენსიას" ჩაკვეტაძის სასწრაფოდ დამატება სჭირდება" - ესპანური მედია

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი