"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა რუმინეთთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა, რომელშიც საქართველო რუმინეთს ერკინება, 2 მარტს "ავჭალაზე", 15 საათზე დაიწყება. გარდა ფინალის საგზურისა, ამ თამაშში გუნდებს შორის საზიარო "ანთიმოზ ივერიელის" თასიც გათამაშდება, რომელსაც "ბორჯღალოსნები" 18-ჯერ, რუმინელები კი 6-ჯერ ფლობდნენ.

ესპანეთთან მადრიდში 62:32 გამარჯვების შემდეგ, გუნდის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ტრავმა მოიშუშა და მოედანს უბრუნდება მგეზავი ლუკა მატკავა, დავით ნინიაშვილმა კი მისთვის ჩვეულ, ფულბეკის პოზიციაზე გადაინაცვლა. 9 ნომრად ამჯერად თამაშს გელა აფრასიძე იწყებს. ცენტრში თორნიკე კახოიძეს გიორგი შველიძე შეუწყვილდება, რომელიც მეორე კეპს მოიხვეჭს, ხოლო ფრთებზე აკაკი ტაბუცაძეს და სანდრო თოდუას ვიხილავთ.

დისკვალიფიკაცია მოიხადა და სასტარტო შემადგენლობაშია ბექა გორგაძე. მესამე ხაზში ბრუნდება გუნდის კაპიტანი ბექა საღინაძე, ლუკა ივანიშვილმა კი სასტარტო 15-ში ადგილი შეინარჩუნა. ორი ცვლილებაა პირველ ხაზში. როტაციის პრინციპით თამაშს იწყებენ კვაჭი ირაკლი ქვათაძე და ბურჯი ირაკლი აფციაური. კვლავ დამწყებთა შორის არიან მეორე ბურჯი ნიკა აბულაძე და მეორე ხაზის წყვილი - მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე.

პირველი ხაზის მარქაფაში არიან ვანო კარკაძე, გიორგი მამაიაშვილი და ლუკა ჯაფარიძე, მეორე და მესამე ხაზში კი გურამ ღანიაშვილსა და ბექა შვანგირაძეს ვიხილავთ. ხაზის მარქაფაში არიან ვასილ ლობჟანიძე, გიორგი კვესელაძე და დაჩი პაპუნაშვილი.

რუმინეთთან თავის 50-ე კეპს მოიხვეჭს "ბორჯღალოსნების" საუკეთესო მელელოვე აკა ტაბუცაძე, რომლის ანგარიშზე 46 ლელოა, ამ მაჩვენებლით მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეთა ათეულშია და ერთი ლელოს გატანის შემთხვევაში ლეგენდარულ ირლანდიელს, ბრაიან ო,დრისკოლს გაუტოლდება, რომელიც მე-9 პოზიციაზეა.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

(2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი)

თასის ნახევარფინალი. 2 მარტი (კვირა)

თბილისი. ავჭალა. 15:00

საქართველო - რუმინეთი

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (მონპელიე), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 19. გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი), 20. ბექა შვანგირაძე (ლიონი); 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 22. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 23. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი).

Rugby.ge

111
ნინიაშვილმა 10 ნომრად გაამართლა, განსხვავებულად, სწრაფ ტემპში აათამაშა გუნდი. იმის ფონზე რომ 10 ნომრები უსუსტესები არიან ალბათ 10 ნომერზე ნინიაშვილის დაყენება ჯობდა
სოსო
ნახევარფინალსა და ფინალში,ტაბუცასგან სულ ცოტა სამ ლელოს ველოდები და კიდევ უფრო დაწინაურდება,ათეულში.
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"