საქართველოს 7-კაცამ 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის პირველი ეტაპი მე-11 ადგილზე დაასრულა. ახალი ფორმატის პირობებში, ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში ოთხიდან ერთი თამაში მოიგეს.

ჯგუფურ ეტაპზე იაპონიასთან 19:21 და გერმანიასთან 0:31 მარცხის შემდეგ, ბრძოლა მე-9 ადგილის ნახევარფინალში გავაგრძელეთ, მაგრამ ჰონკონგთან ვერაფერს გავხდით - 0:29. მე-11 ადგილს ბრაზილია გვეცილებოდა, თუმცა 6 უპასუხო ლელო გავუტანეთ და 36:0 დავამარცხეთ.

ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკაში რჩება, სადაც 7-8 მარტს ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპი გაიმართება.

სამხრეთ აფრიკის ჩელენჯერის სერიის პირველ ეტაპზე ითამაშეს

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ბექა გელხვიძე, ირაკლი სიმსივე, ლუკა ალიბეგაშვილი, ლევან ნარიმანიძე, თემურ კოხოძე, სოსო მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, ვაჟა მიქაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, გიორგი გამყრელიძე, გიორგი ჯობავა.

Rugby.ge

Rugby supporters
რა გამკვირებია იცით, ჩილემ მოიგო ეს ტურნირი და ამათ რა ჭირთ ვერ გავიგეთ? ენები კი აქვთ ალესილი, ნუ გვაკრიტიკებთ, ყველა კომენტარს ვკითხულობთო! ხოდა, წაიკითხეთ ახლა! თუ ვერ დარბიხართ და ბოჭვა არ შეგიძლიათ გლოვოში გადადით ან სხვა სამსახურში. მერე კიდევ, ეს ძველი ყაიდის მწვრთვნელები რომ ვერაფერს ახალს ვერ აკეთებენ, ვერ ხვდებიან რომ უნდა დაიხურონ ქუდი? მთელი წელი ბაქიაობენ და მერე კუდამოძუებელები რომ ჩადიან, ეგრე არ შეიძლება. მთელი სისტემა არის შვიდკაცა რაგბში შესაცვლელეი და სხვებისგან მაგალითი ასაღები. გერმანიაში და ესპანეთში მაინც გაიარეთ სწავლება, რამხელა პროგრესი აქვთ. თვრამეტწლამდელების გუნდი აღადგინეთ და ათამაშეთ ევრპის ჩემპიონატზე, ოცდაათი წლის წლის ხალხით რომ იწყებთ შვიდკაცას. ჰონგ-კონგმა ყველა თამაში წააგო სხვა ჯგუფში და ამათ კი გადაუარეს. იაპონიასთან უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. შვიდი წუთი რომ ვერ ირბენ, რა ვიცი. აგერ, არგენტინელი გონსალესი და მონეტა რა ტემპშიც იწყებენ, ისე ამთავრებენ. ამათ კიდე ძუნძულით უნდათ ბურთაობა.
ქომაგები
რაგბის მამებო, მეტი რესურსია აქეთ ჩასადები. ცოტა მწვრთვენელმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და თუ საჭიროა ახალი და ამ მიმართულების უცხოელი ჯპბია მოიყვანონ, ზელანდიიდან ან აფრიკიდან. მოჯაჯგურე და ძალოსანი მორაგბეებით ვერ გავალთ ფონს, უფრო მეტი სწრაფი ბიჭები და გოგოები გვჭირდებიან. ბევრჯერ ვერც ჩვენებმა გაასწრეს და ბევრჯერ ვერც დაეწივნენ მოწინააღმდეგეს. შტაბი არის გადასახილესებელი და სულ მცირე ოცი საკონტრაქტო მორაგბე გვჭირდება ბიჭებშიც და გოგოებშიც. მეორე ტურში მგონი აქვთ მაინც შანსი უკეთესი შედეგი დადონ და შევიდნენ რვა საუკეთესოში.
რეზო-ს
მაღალი დონის მწვრთნელი კი არა, როდის უნდა მიხვდეს რაგბის ფედერაცია რომ უნნდა შეეშვან მაგ 7-კაცას და ამაში დახარჯული რესურსი სხვა საქმეში გამოიყენონ?! თუნდაც ფრანჩიზას/შავი ლომის კიდევ უფრო განვითარებაში - არაა ეს შვიდკაცა (თუნდაც შვიდქალა) საჩვენო საქმე!
რეზო
როდის უნდა მიხვდეს ფედერაცია, რომ მაღალკვალიფიციური სამწვრთნელო შტაბი გვჭირდება და არა ნახევრადპროფესიონალური
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს