საქართველოს 7-კაცა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპზე ჯგუფში მადაგასკარისა და გერმანიის წინააღმდეგ ითამაშებს.

მეორე ეტაპს პირველის მსგავსად სამხრეთ აფრიკა, კეიპტაუნი უმასპინძლებს. ჯგუფური ეტაპის თამაშები 7 მარტს, ხოლო ნახევარფინალები და ფინალები 8 მარტს გაიმართება.

ორი ეტაპის ჯამში 8 საუკეთესო გუნდი მესამე ეტაპის საგზურს მოიპოვებს, რომელსაც 11-12 აპრილს პოლონეთი, კრაკოვი უმასპინძლებს.

პირველ ეტაპზე საქართველომ სამიდან ერთი თამაში მოიგო და მე-11 ადგილი დაიკავა. ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები 7 მარტს, 12:22 საათზე მადაგასკარს, ხოლო 15:43 საათზე გერმანიას ეთამაშებიან. პირველ ეტაპზე, ჯგუფში, მადაგასკარმა ჰონკონგს 21:19 მოუგო, კანადასთან კი 0:38 დამარცხდა. მე-5 ადგილის ნახევარფინალში აფრიკელებმა იაპონია 28:26 დაამარცხეს, ბოლოს კი პორტუგალიასთან 19:22 დამარცხდნენ და საბოლოოდ მე-6 ადგილი დაიკავეს.

გერმანიას პირველი თამაში საქართველოსთან ჰქონდა და 31:0 გაიმარჯვა, მაგრამ აქ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. მსაჯმა მე-5 წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, დაშავებული ლუკა ალიბეგაშვილი წითელი ბარათით გააძევა, დარჩენილი დრო კაცნაკლული დაგვტოვა და ფაქტობრივად მატჩის ბედი გადაწყვიტა... ტურნირის დასრულების შემდეგ ეპიზოდი განიხილეს და ალიბეგაშვილს წითელი ბარათი მოუხსნეს. მიუხედავად ამისა, ლუკა, რომელსაც ტვინის შერყევა აქვს, მეორე ეტაპს გამოტოვებს.

რაც შეეხება გერმანიას, შემდგომში მან იაპონიას 26:14 მოუგო და თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც კანადასთან 19:24 დამარცხდა, ბოლოს კი სამოას 19:14 სძლია და მესამე ადგილი დაიკავა.

სამხრეთ აფრიკის ჩელენჯერის მეორე ეტაპზე ითამაშებენ

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ბექა გელხვიძე, ირაკლი სიმსივე, ლევან ნარიმანიძე, თემურ კოხოძე, სოსო მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, ვაჟა მიქაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, გიორგი გამყრელიძე, გიორგი ჯობავა.

Rugby.ge

არმაზ მეტრეველი
გუნდს სათავეში უდგას შერკინების ყოფილი მოთამაშე გია ლაბაძე და რა იცის შვიდკაცა რაგბის ასეთმა ადამიანმა? როგორც თავის დროზე საფრანგეთიდან მოვიწვიეთ კლოდ სორელი და შემდეგ ზელანდიიდან მილტონ ჰეიგი, ასე უნდა მოხდეს შვიდკაცა რაგბშიც. ჯერ ვინმე კვალიფიციური უნდა მოივიყვანოთ, გვასწავლოს როგორ უნდა შვიდკაცა და მერე მოვა შედეგი. ჩილე, ესპანეთი, გერმანია და აღარ გავაგრძლებ ისეთმა ქვეყნებმა ისწავლეს შვიდკაცა რაგბი, ბურთი რომ მხოლოდ მრგვალი ეგონათ. მეორე საკითხი კიდევ ის არის, რომ უფრო ძლიერი მორაგბეები უნდა გამოიძახონ ნაკრებში და არა თხუთმეტკაცა ნაკრებიდან დაწუნებებულები. მაგ: **********. ასევე, მეორე და მესამე ხაზელები კი არ უნდა მიყავდეთ, სირბილი ვისაც შეუძლია მინიმუმ 100 მეტრი 11 წამში ისეთები და ბოჭვა რომ არ ეზარებათ. ფსიქოლოგიურადაც კარგი ნერვების ტიპები უნდა აარჩიონ, რომელიც მოედანზე ბოლომდე გაეკიდება მოწინააღმდეგეს და ცენტრში კი არა, კიდეზე დამიწებას აიძულებს, თვითონ კიდე ცენტრისკენ ეცდება ბურთის დადებას და არა კიდეზე. ასეთ ტიპებს კი ყველაზე ნაკლები 5000 ლარი უნდა ჰქონდეთ ხელფასი და პრესტიჟი მოემატოს მოშვიდკაცეობას. მოკლედ, მისახედია ეს საკითხი კვალიფიციურად.
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ