საქართველოს 7-კაცა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის მესამე ეტაპისთვის ბრძოლას განაგრძობს. პირველი ეტაპის მე-11 ადგილზე დასრულების შემდეგ, ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები, მეორე ეტაპზე მე-5 ადგილის ნახევარფინალში გავიდნენ და 8 საუკეთესოს შორის მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ.

მეორე ეტაპს პირველის მსგავსად სამხრეთ აფრიკა, კეიპტაუნი მასპინძლობს. ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საქართველო მადაგასკარს შეხვდა, რომელმაც ერთი კვირის წინ მე-6 ადგილი დაიკავა და ის 27:19 დაამარცხა.

პირველ ტაიმში ფრთებზე ლელოები ვაჟა მიქაძემ და ირაკლი სიმსივემ გაიტანეს, მაგრამ ბოლო და გაწითლებულ წუთებზე ჩვენი შეცდომებით ორი საპასუხო ლელო მივიღეთ და ორივე გარდასახვა ზუსტი იყო - 10:14. მეორე ტაიმში მესამე ლელო მივიღეთ და 9 ქულით ჩამოვრჩით, რასაც ქართველების გააქტიურება და გიორგი ჯობავას ლელო მოყვა. დასკვნით წუთებში საქართველო კიდევ უფრო გააქტიურდა, მეტოქე წნეხში მოაქცია და სერგი ჩხაიძემ ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 27:19 და მეტოქემ ბონუს-ქულაც ვერ აიღო.

მეორე თამაში აქილევსის ქუსლად ქცეულ გერმანიასთან გვქონდა. მატჩის დებიუტში გერმანია გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, რაზეც სოსო მათიაშვილმა კარგი კონტრშეტევით და ასევე 7 ქულით უპასუხა. მეტოქემ ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში კიდევ ორი გარდასახული ლელო მიითვალა, თუმცა საბა არჩვაძემ ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი და გარდასახვით თამაშში დაგვაბრუნა. მაგრამ ბოლო შეტევისას ბურთი ვერ დავიმორჩილეთ, 14:21 ჩამოვრჩით და მხოლოდ ნუგეშ-ქულას დავჯერდით.

ჯგუფის ბოლო მატჩში მადაგასკარს გერმანია რომ დაემარცხებინა, თასის ნახევარფინალში თამაშის შანსი გვექნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, საბოლოოდ ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავეთ და მე-5-მე-8 ადგილების ნახევარფინალში ტონგას შევხვდებით. მეორე ნახევარფინალში ჩილე სამოას შეხვდება.

შეგახსენებთ, მესამე ეტაპზე პირველი ორი ეტაპის ჯამში 8 საუკეთესო გუნდი გადის და მათ შორის მოსახვედრად საქართველოს ტონგას დამარცხება და მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავება მართებს.

სამხრეთ აფრიკის ჩელენჯერის მეორე ეტაპზე თამაშობენ

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ბექა გელხვიძე, ირაკლი სიმსივე, ლევან ნარიმანიძე, თემურ კოხოძე, სოსო მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, ვაჟა მიქაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, გიორგი გამყრელიძე, გიორგი ჯობავა.

Rugby.ge

ირაკლი
წავაგეთ ტონგასთან 12-26. მეშვიდე ადგილისთვის ვხვდებით ჩილეს. რომც მოვიგოთ, მგონი, 8 საუკეთეოსში ვერ ხვდებით, რომ მესამე ეტაპზე დაგვიშვან. ანუ მსოფლიოს თასის სერიაზე მოსახვედრათ ჩასატარებელ შესარჩევ ტურნირზეც კი ვერ ვხდებით. მოკლედ შვიდკაცაში მაგრად ჩამოვრჩებით და არც არავინ ამბობს, თუ რა არის ამის მიზეზი და როგორ გამოვასწოროთ. აქ, მეორე კი არა, მესამე დონის ქვეყნებშიც კი არ ვართ მოწინავე
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს