საქართველოს 7-კაცამ მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპზე პირველზე უკეთესი შედეგი აჩვენა და მე-8 ადგილი დაიკავა (პირველ ეტაპზე მე-11), მაგრამ ჯამში 8 საუკეთესოს შორის ვერ მოხვდა და შესაბამისად, აპრილში კრაკოვში (პოლონეთი) ვერ ითამაშებს.

კეიპტაუნის მეორე ეტაპზე ჯგუფში მადაგასკარის დამარცხების შემდეგ, ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებს გადამწყვეტი ჯახი მე-5 ადგილის ნახევარფინალში, ტონგასთან ჰქონდა. გამარჯვებული კრაკოვის საგზურს იღებდა, დამარცხებული კი წლევანდელ ჩელენჯერის სერიას ემშვიდობებოდა.

ასეთი წნეხის ფონზე ტონგასთან მატჩის პირველ ტაიმში სამი შეცდომა დავუშვით და კუნძულელებისგან სამი ლელო მივიღეთ, მეორე ტაიმის დასაწყისში კი სულაც 0:26 ჩამოვრჩით. საქართველომ ბოლომდე იბრძოლა და ლევან ნარიმანიძემ და თემურ კოხოძემ ორი ლელო გაქვითეს, რომელთაგან ერთი სერგი ჩხაიძემ გარდასახა, თუმცა მოსაგებად ეს საკმარისი არ იყო - 12:26.

მე-7 ადგილისთვის პირველი ეტაპის გამარჯვებულ ჩილეს შევხვდით და კოხოძემ ლელოთი ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ არცთუ ცუდი პოზიციიდან გარდასახვა არაზუსტი იყო, მატჩის მიწურულს კიდევ ორი ლელო მივიღეთ და საბოლოოდ მეტოქემ 15:5 გაიმარჯვა.

ამრიგად, ორი ეტაპის ჯამში დავიკავეთ მე-10 ადგილი და ახლა გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება, რომელიც ივნისში გაიმართება.

სამხრეთ აფრიკის ჩელენჯერის მეორე ეტაპზე ითამაშეს

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ბექა გელხვიძე, ირაკლი სიმსივე, ლევან ნარიმანიძე, თემურ კოხოძე, სოსო მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, ვაჟა მიქაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, გიორგი გამყრელიძე, გიორგი ჯობავა.

Rugby.ge

სოსო
დღეს, გაზეთ კვირის პალიტრიდან გავიგე,რომ ლუკა მატკავას,28 წლის უფროსი ძმა დაეღუპა.მთელი გულით ვიზიარებ ლუკას მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებ,ნიკა მატკავას ყველა ახლობელს.ღმერთმა გაანათლოს,ამ კარგი ბიჭის სული.
Shota
ცუდი მწვრთვნელები გვყავს, ჩამორჩენილი სტილით ამზადებენ გუნდს. გუნდის შემადგენლობაც უმეტესობა არ ვარგა. კაპიტანი ნევროზა და უაზროდ ხელების ქნევით ტიპია. ბიჭოლა და ჯეჯგვით თამაშის სტილი აქვთ, რაც 90-იანი წლების გადმონაშთია. სწრაფი პასაობაა აქ მთავარი. ახლებური მიდგომა და პატრონობა სჭირდება ამ სპორტს.
სოსო
მოთმინება უნდა მოვიკრიბოთ და ბავშვთა ასაკიდან დავიწყოთ,შვიდკაცელთა მომზადება.შვიდკაცა,15 კაციან რაგბშიც ძალიან დაეხმარება,მომავალ სპორტსმენებს.
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
"ეს ჯილდო გულშემატკივრებს ეკუთვნის"! - რონალდო "ყველა დროის ოქროს ბურთის" მფლობელის პრიზის მოპოვებაზე
"ქართველები დღემდე ამას აკეთებენ... ფეხბურთელს უცხოელი სკაუტის გამო ნაკრებში იძახებენ, შემდეგ კი ეს ხდება..." - უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი საქართველოს ნაკრებზე
"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება