ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში პსჟ-მ "ლივერპულს" პენალტების სერიაში 4:1 აჯობა და ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს.

შეხვედრის პირველი 45 წუთი ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა და არაერთი მომენტი ვიხილეთ. პსჟ-მ თამაში აქტიურად დაიწყო და არნე სლოტის გუნდის ნახევარზე პრესინგს მიმართა.

მე-12 წუთზე უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა, გაშვებული გოლის შემდეგ "მერსისაიდელები" გააქტიურდნენ, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს.

პირველ ტაიმში საგოლე შანსი ხვიჩა კვარაცხელიასაც შეექმნა, დემბელეს პასით ქართველმა ბურთი კარში გადაგზავნა, მაგრამ მის დარტყმულს გრავენბერხი გადაეფარა და ბურთი კარს ასცდა. "კვარამ" ალისონთან პირისპირ ბარკოლა და დემბელე გაიყვანა, მაგრამ მათ შანსები ვერ გამოიყენეს.

მეორე ტაიმი მერსისაიდელების სრული დომინაციით წარიმართა, თუმცა ჯანლუიჯი დონარუმა მოწოდების სიმაღლეზე იყო. 61-ე წუთზე "ლივერპულმა" კუთხურიდან მომენტი შექმნა, მოჰამედ სალაჰმა ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა, თუმცა ხვიჩამ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. ძირითად დროში არაფერი შეცვლილა, შესაბამისად მეოთხედფინალში გამსვლელი გუნდის ვინაობის გამოსავლენად, დამატებითი დროის ჩატარება გახდა საჭირო.

ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია 101-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე კანგ ინ ლი შეიყვანა. დამატებით ტაიმებში არაფერი შეცვლილა და გუნდებმა გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოავლინეს. დარვინ ნუნიესის დარტყმული პენალტი დონარუმამ მოიგერია, ისევე როგორც კერტის ჯოუნსის და პსჟ-მ პენალტების სერიაში 4:1 იმარჯვა.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პსჟ ითამაშებს, ლუის ენრიკეს გაწვრთნილი გუნდი მომდევნო ეტაპზე "ასტონ ვილასა" და "ბრიუგეს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

Video

12.03.2005. პსჟ-ლივერპული პენალტები

ლივერპული. „ენფილდი“

ლივერპული - პსჟ 0:1

გოლი: დემბელე (12).

ქორ-პარიკმახერი
კარგად კი დაუგორ, მარა მაინც დაუგვიანა დაგორება და ეგ დრო იყო ზუსტად ის რამაც მცველს საშუალება მისცა მოესწრო ამოსვლა ხვიჩაზე. რა მაგარი გოლი გაჰქონდა არადა! და მანამდე რა მაგარი პასები გაუკეთა მაგ დემბელეს და ბარკოლას, პირისპირ გაიყვანა ორივე, ამათმა კიდე გასატანი ბურთები გააფუჭეს!
რატი
ადრეც დავწერე ლივერი ისე რომ ჩაკეტილიყო როგორც პირველ თამაშში წასულოყი პსჟს საქმე თუმცა საკუთარ გულშემატკივარს ვერ აკადრეს.
ფედი
კვარას და მენდეშის ბენეფისი
ჩვენი "კვარა" დაფრინავს, ჩვენი "კვარა" არ დადის!
ჯერ მენდეშმა გადაარჩინა აშკარა გოლისგან, შემდეგ კვარამ და დემბელეს სისწრაფემ თავისი საქმე გააკეთა. გილოცავთ ვისაც ხვჩას წარმატება გიხარით!
სოსო
სტატისტიკა ვნახე და ყველა მაჩვენებლით,პსჟ ს ჰქონია უპირატესობა.ასე რომ ეს გამარჯვება,სრულიად სამართლიანია!ძალიან მეშინოდა,რომ ფიზიკურად ვერ გაუძლებდნენ,დამატებით დროში თუ მოუწევდათ თამაში და გაუძლეს.მხოლოდ 4 შეცვლა განახორციელეს(მეხუთე,უკვე პენალტის დასარტყმელად,ბოლო წუთზე) მაშინ როცა ლივერპულმა, 6 შეცვლა გამოიყენა და მაინც გაუძლეს!პსჟმ უკვე დაამტკიცა,რომ ლივერპულის დონის მონსტრი,მათთვის უძლეველი არ აღმოჩნდა,თუმცა მოკლე სკამი,რა თქმა უნდა მათ შანსებს ამცირებს.აქამდე ვფიქრობდი,რომ პსჟ,მომავალი წლისთვის იქნებოდა მზად,ლიგის მოგებისათვის საბრძოლველად,როცა შემადგენლობას დააკომპლექტებდნენ,თუმცა აღმოჩნდა,რომ ლივერპულის გადალახვა,ამ რესურსითაც შესაძლებელი ყოფილა და რატომაც არა,ყველას გადალახვა?ლიგა 1-ში,პრაქტიკულად ჩემპიონები არიან და მთელ რესუსრსს,ლიგის მოგებას თუ მოახმარენ,წელსაც შესაძლებელია,გამარჯვებაზე ოცნება.მთავარი საფრთხე,ტრავმები და შესაძლებელი დისკვალიფიკაციაა,რადგან სრულფასოვნად არ არის დაკომპლექტებული და მეტოქეების,ამის გამოყენებას შეეცდებიან.თუ ვერ შესძლებენ გამარჯვებას,არც ეგ არის დიდი პრობლემა,რადგან ეს პროექტი,მომავალ 2-3 სეზონში პიკზე გასვლაზეა გათვლილი,როცა გუნდის სრული დაკომპლექტება დასრულდება,ეს სეზონი კი,მაინც გუნდის შესაკვრელად და გამოცდილების დასაგროვებლად სჭირდებათ,თუმცა კი ვხედავთ,რომ თუ რაღაც ფაქტორები წარმატებით დაემთხვა,წელსვე შეუძლიათ,ოცნების ასრულება.გუნდში ბრწყინვალე ატმოსფეროა. კვარა დაცვის უკანასკნელ ზღურბლზე იდგეს და საგოლე დარტყმისაგან იცავდეს საკუთარ კარს,ბოლო ტურებში უკვე რამდენჯერმე ვნახეთ და წუხელ კი,სწორედაც პირადად იხსნა გუნდი,ანგარიშის გათანაბრებისაგან.წინა წლებში,ასეთი კვარა,მხოლოდ ნაკრებში გვახსოვს.სხვებიც ასევე არიან და ეს ნიშნავს,რომ პსჟს უკვე ამ სეზონში შეუძლია, სანუკვარი მიზნის მიღწევა.რატომაც არა?!
რაბუ
მაგარი წყვილი იყო, ორი გიჟური თამაში. დროა ლიგა მოიგოს პარიზმა. რეალი თუ დაუჯდა ნახევარფინალში რისი ალბათობაც დიდია მერე ნახეთ თამაშები
las
ეს ბარკოლა მაინც არ მომწონს :)
გიორგი
დროა ხვიჩამ სანუკვარი ნატვრა აუსრულოს პარიზელებს და ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. ის რაც ვერ შეძლეს: მესიმ, ნეიმარმა, მბაპემ და სხვებმა, უნდა შეძლოს ხვიჩამ. ღმერთი შენსკენ ჩვენო იმედო.
რეალისტი
პსჟ-მ სერიოზული განაცხადიო გააკეთა ლიგის თასზე და თუ ეს სასწაული მოხდა, ჩვენი კვარა ახალ გუნდში პირველ სეზონში წარმატების თილისმა გახდება. უკვე დამტკიცდა, რომ ხვიჩას ტრანსფერი ყოველმხრივ სწორი გადწყვეტილება იყო.
rigiti
ომი, შეიძლება ომი ეწოდოს ამ თამაშს, თავდაუზოგავი, უკანასკნელ წვეთამდე!!! კიდევ ბევრი ომები მოგეგოს ხვიჩა, შინ და გარეთ!!!!!!!!
მწვრთნელი
არ იმეცადინეს პენალტებში! ეგონათ ფრეს გამორჩებოდნენ, მაგრამ ენრიკემ ყველაფერი გათვალა და გაიყვანა გუნდი მეოთხედფინალში! 87 წუთზე შეეძლო ხვიჩას მატჩის გმირი გამხდარიყო! დემბელემ კარგად დაუგორა ბურთი! ალისონი მაგის ამღები არ იყო!
კიეზა
ვულოცავ კვარას ..პირველი შემთხვევაა როცა პსჟ ვგულშემატივრობდი..და მჟეროდა რომ გასცდებოდნენ ლივერპულს..პირველ თამაშშიც უნდა გაეგუდა ლივერპული..თუმცა სამართალმა პური ჭამა..გუშინ დავწერე რომ 3 გუნდია ლიგაზე ვისაც შეუძლია ლივერპულის გაგდება ..ბარსა და რეალი დარჩა კვარას და პსჟ..და ისეთი მუხტი მიიღო გუნდმა ამ თამაშით..მთელი გულით მინდა კვარა ჩემპიონთა თასით ვიხილო..მერე იქეთ დაუწყებენ ხვეწნას რეალიც და სხვებიც..
დავით 67
zura222-ს! იქა გაქვს?
ჟორა
რაც პარიზმა მომენტები აფუჭა ეგრე ასტონ ვილას კი არა ჭორვილას ვერ მოუგებს
გია პაპა
გენაცვალე ჯიგარში ძმაო, ჩემი გულის ნადები დაწერე! ეს ხვიჩას ჰეიტერები კი გავარვარებულ კუპრის ქვაბში უნდა ჩაყარო!
zura222
ისე შენი და სხვა დანარჩენი ნაც საქონლებისაც რაც არ გიხარიათ და დაბოღმილები ხართ უბრალოდ ჯერჯერობით ვერ ბედავთ უარყოფითის დაწერას !
მირო
4 ტაიმიდან 3 ტაიმი და დამატებითი ტაიმები პსჟ -სი იყო,აშკარად ჯობდა.ღირსები იყვნენ და გავიდნენ.ხვიჩას ვულოცავ!!!ვისაც გაგიხარდათ ყველას გილოცავთ!!!
ამატაკი
აბა დაეწყვეთ ახლა და სანამ ბუჩქებისკენ გაქუსლავთ, იქნებ გადაგთვალოთ!ასე ყველაფერში რომ ერკვევით, იქნებ ამჯერად არ მოხიოთ და ცოტა სხვისი აზრიც მოისმინოთ: იქნებ პრემიერლიგის გარდა სხვაგანაც თამაშობენ ფეხბურთს, იქნებ არც მასე ერთგვაროვანი ფეხბურთი როგორც აქამდე გვმოძღრავდით. აგერ, ერთმა გულადმა ქართველმა განახათ სად იზამთრებენ კიბორჩხალები.
zura222
ჩავთვალოთ ნახევარფინალშია პსჟ ! ასტონ ვილა და მითუმეტეს ბტიუგე ასეთ გუნდთან განადგურდებიან !
G.LA
დიდი სიამოვნება მივიღე ორივე თამაშისგან. მაღალი დონის თამშები იყო ორივე. ძალიან ძლიერ ლივერზე ძლიერი აღმოჩდა პსჟ. არ მეგონა თუ ენფილდზე ასე ითამაშებდა პსჟ-ს დაცვა. ბრავო ენრიკე, ბრავო პსჟს. კვარამ ბურთი გამოაძრო და დამატებითში გადავიდა თამაში. ბურთის გატანა არ დაანებეს მაგრამ არ უშავს, ბევრი იშრომა უკანაც და რომ გავიფიქრე შეცვლაზე 2 წუთში შეცვალა. მიხარი კვარას წარმატება და იმედია უფრო მეტს გაგვახარებს. პ.ს. ვინც აქ იმ საძაგელ კომენტარებს წერდით ახლა გამოიღეთ შიგ გლანდებიდან. ვისაც კვარას, მამარდას, ჩაკვეს, ქოჩორას, ოთოს, ბუდუს და ყველა ჩვენი ბიჭების არ გიხარიათ იმათ ყველამ გამოიღეთ თქვე დაბოღმილო არაკაცებო. დიახ მე ვარ სექტა ამ ბიჭების წარმატება მიხატია. ეს ბიჭებია ჩემთვის საქართველო და ყველა წარმატებული ადამია თუ წარუმატებელიც ვისაც საქართველო სამშობლოდ მიაჩნია.
TanoLife
პსჟ-მ უდიდესი გამარჯვება მოიპოვა “ენფილდ როუდზე”. მათ აჩვენეს ორივე თამაშში, რომ ძალუძთ ნებისმიერ ტოპ კლასის გუნდის დამარცხება. ამ ცხოვრებაში მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც საკუთარ თავი დაამარცხა. რომელმაც დაამარცხა მისი შიში, სიზარმაცე და თავდაუჯერებლობა. გილოცავთ ყველა ქართველს, კვარას გამარჯვებას. წინ უფრო დიადი გამარჯვებები გველოდება. დიდი მადლობა მთელ გუნდს და უკეთილშობილეს ლუის ენრიკეს.
ხვიჩა ჩლ მოიგებს!!!
წესით ამდენიც არ უნდა გვენერვიულა, პირველ ნახევარ საათშივე უნდა მიელალიმაროშკინებინათ, ხვიჩას დახატული პასები რომ შეერგოთ ორ შავ კაცს, მაგრამ ესეც კარგი იყო, დონარუმას უპირატესობა გამოჩნდა ალისიაზე. მამარდას დროც მალე მოვა ძირითადში. ეჰ, დემბელეს(120 წუთი არ გაჩერებულა) დიხანია მიცა ჩვენს ხვიჩას, მერე გენახათ მაგის მხატვრობა.
gia
დაწერეთ შეფასებები
კიპერა
ბრავო ხვიჩასაც და პსჟ-საც
ენძო
ხვიჩას ორი მაგარი პასიდან,ერთ-ერთი რომ გამოეყენებინათ 2-0 ხდებოდა და შეიძლება "ლივერპული"მაგრა შერცხვენილიყო.ფრანგული გუნდი გაცილებით მაგარია და შედეგიც ლოგიკურია."რეალს" ან "ატლეტიკოს" ველით ნახევარფინალში."ასტონ ვილა"ვისაც "პსჟ"-ს გამჩერებელი ჰგონია,დანარჩენები გაგვატაროს!გილოცავ ხვიჩა!შენ დღეს გუნდი გადაარჩინე!
Kiperi
იმედია მამარდაც უყურებდა ამ თამაშს. პირველ ტაიმში საშინლად თამაშობდა დონარუმა ფეხით და, ისედაც, არაა კარგი მაგ საკითხში, მაგრამ აჰა - კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართველი ექსპერტების აზრების მიუხედავად, მეკარის ფეხით თამაში მეორე ხარისხოვანი კომპონენტია. ან გეგონება იგივე კურტუას იოზილის ხედვა და პასი ქონდეს. კაროჩე, ექსპერტობო, მიი***ით.
მალხაზ ჯობავა
ხო ვამბობდი კვარას ფეხი აქვს ყისმათიანი მეთქი! ნაპოლიში ხო ჩემპიონი გახდა, პსჟ-ში ხო ჩემპიონი ხდება, ჰოდა ლიგასაც მოაგებინებს თავისი ვარსკლავური თამაშით. წიინ ხვიჩა შენი ბავშვობის მთავარი მიზნისკენ. ზურგის ქარს გისურვებ ოქროს საწმისის თავი ადგლზე დასაბრუნებლად. დიდება საქართველოს, ქართულ ფეხბურთს და ქართველ ერს!
მამუკა
მართლა ვერ წარმოვიდგენდი თუ პსჟ-ს ვუგულშემატკივრებდი, ხვიჩა არის მაგია, რა პასები დაუხატა. ერთზე მწყდება გული რომ პსჟ და რეალი ერთ მხარეს მოხვდნენ.
Levani
რუისი მუშაა პრინციპში.ერთი მუშა საჭიროა შუაში
ასეა!
საფონოვის წარმატება მიხარია.
დავით 67
ზოგი იტყვის ალბათ პენალტები ლატარია არისო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში პსჟ უკეთესი რომ იყო ეს ყველამ დავინახეთ. ეხლა სავარაუდოდ შემდეგი ინგლისური გუნდის ასტონ ვილას გაფარჩაკების დროა!
გიორგი
აბა სკამი უნდა ხეხოსო? აბა ბარკოლა ყავს და კვარა რატომ იყიდესო?რაც ხვიჩამ და ვიტინიამ სამუშაო გასწიეს არ ვიცი ალბათ თავსზემოთ ძალა არ არისო თქმულებას მნიშვნელობა დაუკარგეს.
აეეე
ვერასდროს ვიფიქრებდი რომ პსჟს მოგებაზე ამდენს ვინერვიულებდი, გული აღარ მივარგა, გილოცავთ ყველას, ხვიჩა კვარაცხელია- შენ ხარ მხატვარიიი!
Achi
Ager naxet liverpuli rac iyo eg pirvel tamashzec chanda magram aravin daijera ise etamashao sloti((( Kvara win finalisken!!! Finali psj-barselona((( magari iqneba
დაუდარებული *ლიასონა
დედაააააააააააააა!!!!
თემური
იასონას უდარს გაუმარჯოს ;
მეგრელი
გაჩუმებულები არიან, ღორი იმას რო შეჭამს მაგასავით))
ქართველი
რამხელა სამუშაო გაწია კვარაცხელიამ, დღევანდელი PSG არის საოცარი ძალის გუნდი და არ გამოვრიცხავ რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, ამ გუნდს ჰყავდა უფრო დიდი ფეხბურთელები თითქოს, მაგრამ დღევანდელი PSG არის აბსოლიტურად იდეალური გუნდი, ერთადერთი , რაც აკლია არის შეცვლაზე ხალხი, დანარჩენი ამნაირი სრულფასოვანი და სრულყოფილი გუნდი ალბათ შეიძლება იყოს მხოლოდ რეალი ამ ტურნირზე! კვარაცხელია მართლა აბლოდისმენტები, მსოფლიო დონე ხარ!!!
Porto
ყველა ბოროტ კრეტინ და ტვინგაყინულ ნაც-ტროლს მოკითხვა!! მართლა ყველა ერთი იმით რანაირად ხართ ნაკეთები?!:))))))))!!)))
G
დემბელე არის რაკეტა … სამივე პორტუგალიელი ძალიან მაგარია ასევე ერთადერთი პრობლემა გუნდის არის ფაბიან რუისი გილოცავთ
L.J .
Psg damsaxurebulad gavida,jobda orimatchis jamshi,xvicha ki britiantia..iasona gamagrdi :))))
იასონას, ოცნების გუბერნიას და ბატ ბოტებს
ხელი მაისვით
მანფრედ კალცი
გილოცავთ, ძმებო!
გეგი
ვულოცავ ჩვენს ოქროს ბიჭს ამ უდიდეს წარმატებას და გილოცავთ ყველაას!!!
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
[VIDEO] მამარდაშვილი ისევ არ ათამაშეს - სობოსლაის ბრწყინვალე ჯარიმით "ლივერპულმა" "არსენალს" სძლია
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
ლუის ენრიკე სასწრაფოდ საოპერაციოა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
დონარუმამ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი დაასახელა
"ეს სიმართლეა, ზაბარნიმ პსჟ-ს ხელმძღვანელებს საფონოვზე პირობა წაუყენა" - უკრაინელის ყოფილმა თანაგუნდელმა ინფორმაცია დაადასტურა
"ნიუკასლმა" ვოლტემადე 90 მილიონად შეიძინა - ისაკს გზა გაეხსნა?
გადაწყდა - ისაკი 130 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ლივერპულში" ითამაშებს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
ცნობილი გამოცემების პროგნოზები - მამარდაშვილი სანაკრებო პაუზას შესაძლოა, 1 თვის უთამაშებელი შეხვდეს
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება