"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერარ პიკემ L'Equipe-სთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის შესახებ ისაუბრა. ესპანელის აზრით, მიმდინარე სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე პსჟ-ს მთავარი კონკურენტი მადრიდის "რეალი" იქნება.

"როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში მადრიდის "რეალი" უნდა ვახსენოთ. მათ შესაძლოა, საშინელი სეზონი ქონდეთ, ლა ლიგაში ლიდერს 20 ქულით ჩამორჩებოდეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მათი ტურნირია და აქ მუდამ მოწოდების სიმაღლეზე არიან. იყო შემთხვევები, როდესაც ამ ტურნირზე ფავორიტები არ ყოფილან, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მაინც მათი გამარჯვებით სრულდებოდა.

"ბარსელონა"? ისინი სწორი მიმართულებით ვითარდებიან. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებში არაერთი წარმატება ელოდებათ. ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" მთავარი კონკურენტი პსჟ იქნება, პარიზელები შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ.

არ მეგონა, რომ ენრიკეს გუნდი "ლივერპულს" გამოაგდებდა, მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ. მქონდა პატივი, რომ ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობის ქვეშ 3 წლის განმავლობაში მეთამაშა. ესპანელი ტოპ სპეციალისტია და იცის წარმატების მისაღწევად რა არის საჭირო. მას სასურველი გუნდის ასაშენებლად დრო აუცილებლად მიეცემა. მოედანზეც ჩანს, რომ ფეხბურთელები ენრიკეს დავალებებს ზედმიწევნით კარგად ასრულებენ. გარდა ამისა, ლუისს კლუბის მფლობელიც ენდობა, ასე რომ, მისთვის ყველაფერი შესანიშნავადაა", - განაცხადა პიკემ.

შეგახსენებთ, ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით "ბარსელონამ" 2015 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სადაც პიკე ერთ-ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი იყო.

ქართველი
იასონ, ბარემ წიგნად გამოგეშვა შენი კომენტარი. "გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო", არ გაგიგონია?
ჟორა
იასონა, ვინ გითხრა, რომ ქართველები რუბინს, ნაპოლის ან პსჟ-ევს ვქომაგობთ? სხვისი არ ვიცი და მე ხვიჩას ვქომაგობ და სადაც გადავა იქ ვუქომაგებ. თუ ხვიჩას ვქომაგობ ეს იმას ნიშნავს, რომ მის გუნდსაც ვქომაგობ, რადგან ფეხბურთს 11 კაცი თამაშობს და ხვიჩა მათთან ერთად აღწევს წარმატებას და მათთან ერთად მარცხდება.
იასონას უდარი
ჩემპიონთა ლიგას ისეთი ფორმატი აქვს რო ნებისმიერ გუნდს შეუძლია ნებისმიერის გამოდგება. ეს არ ნიშნავს რო რომელიმე გუნდი ვინმეზე ძლიერია ან სუსტი.პსჟ არ არის ლივერპულზე ძლიერი გუნდი,არც 2018 წელს იყო რეალი ლივერპულზე ძლიერი გუნდი და არც სხვა დროს.რეალი იმიტო არის ფავორიტი ლიგაზე რო მსოფლიო ვარსკვალევები ყავთ და რაღაც თამაშებს კარგად თამაშობენ.რას მეუბნებით,გუნდი რომელიც ვერ უგებს ლასპალმასებს და ოსასუნებს,გადის ევროპაში და ამარცხებს ბავარიას ან ლივერპულს? პიკეს სიტყვები "შეიძლება ლიდერს ლალიგაში 20 ქულით ჩამორჩებოდეს,მარა ლიგა მაინც მოიგოს" ამას ნიშნავს.მერე და სად ლალიგა და სად ჩემპიონთა ლიგა. იმ მომენტში როცა ატლეტიკო ჩემპიონი გახდა,ასტონ ვილამ უფრო მეტი გამოიმუშავა,ვიდრე ატლეტიკომ.ასტონ ვილამ მაშინ 16 ქულა დააგროვა და გავარდა ეპლიდან.რაც შეეხება დღეის მონაცემებს,ყველაზე დიდი ფული კლუბს პრემიერლიგის მოგებით შეუძლია გამოიმუშავოს,ეს თანხა არის თითქმის 40 მილიონით მეტი ლიგის მოგების პრიზზე მეტი. ლიგაზე წარმატება დამოკიდებულია იმაზე,რა ფორმაში და ხასიათზე არიან გუნდები. ძნელია,როცა ოთხშაბათ პარიზში თამაშობ,მერე ფრენა და შაბათს ისევ თამაში გაქვს პრემიერლიგაში,მერე სამშაბათს ეთამაშები სახლში პსჟ. ეს არის აქ არასწორი ფორმატი,რაც გუნდების სიძლიერეს კი არ განსაზღვრავს,არამედ იმას თუ ვინ როგორი დასვენებულია კონკრეტულ მომენტში,რა შემადგენლობა ყავს და რამდენად ტრავმიანია გუნდში სიტუაცია.ლივერპული ახლად იქმნებოდა,სკამი არ ყავდა დიდი და ფინალამდე უწია 2018 წელს,სადაც რეალთან დამარცხდა. არადა,სანამ რამოსი მხარს ამოუგდებდა სალაჰს,ლივერპულის საჯარიმოს ვერ უახლოვდებოდა რეალი,მერე ის მომენტი იყო და თავდასხმელის ნაცვლად კლოპმა ემრე ჯანი შეუშვა,ხოდა თქვენ ამბობთ რო რეალი ლივერპულზე ძლიერი იყო? მეტი არ იქნას. მერე პსჟზე რო აბოდებთ,რა პსჟ უფრო ძლიერია,ვიდრე ლივერპული? მოდით გავიხსენოთ,რამდენი ფეხბურთელი დაიმატა პსჟ ჯერ ზაფხულში და მერე ზამთარში,მერე ლივერპულს შეხედეთ,ერთი კიეზა მოიყვანა და მორჩა.თქვენ გგონიათ ეს განსაზღვრელი არ არის? მავანნი იტყვის,დაემატებინა ლივერპულსაც ფეხბურთელები... დაემატებინა კარგია,უეფას ფეირპლეის შეზღუდვა პსჟ და სიტიზე არ მოქმედებს,თორე ლივერპულზე აუცილებლად იმოქმედებს,ამაში დარწმუნებულები იყავით. როცა ვამბობ,არაბებმა იყიდეს უეფა,ამას ვგულისხმობ და არა იმას რო პსჟ რომელიმე ფეხბურთელი მძულს. რას მეუბნებით,პრემირლიგაში მოთამაშე ლივერპულს უფრო ნაკლები შემოსავალი აქვს,ვიდრე პსჟ? რანაირად,რითი ჯობია,ბრენდით თუ მაკრეტინგის კეთებით? უეფას წესების მიხედვით,მფლობელს დასაწყისიდან 3 წლის მანძილზე შეუძლია ინვესტირება გუნდში,მერე გამომუშავებაზე არის.საინტერესოა,საიდან მოიტანა პსჟ ნეიმარის,მესის და მბაპეს ხელფასების გადასახდელი მილიონები,რანაირად შეუძლია დიდი ფული გონშალო რამოშში გადაიხადოს და 222 მილიონი ბარსას ნეიმარში შეაძლიაო? მე გეტყვით,თვითონ კლუბს არ შეუძლია,თუმცა შეუძლია მის მფლობელს,რომელსაც ინვესტირების უფლება არ აქვს. რეალი რო რეალია,იმას არ შეუძლია გადაიხადოს 222 მილიონი და ასტრონომიული ხელფასები დაუნიშნოს ფეხბურთელებს,როგორიც მესის,ნეიმარს და მბაპეს ქონდათ. ეს ფეხბურთი არ არის,ეს არის ტიტულის ყიდვის მცდელობა და კორუფცია უეფაში. ამაზე თვალებს ხუჭავთ,რადგან ქართველია იქ და რა მერე მაგით? რუსეთის არმიას რო გადახედოთ,აუცილებლად მოიძებნება ქართველი იქ და რა გინდათ მითხრათ რო რუსებს უნდა ვუქომაგოთ? რა შუაშია ეროვნებასთან,როცა არაბის გუნდია და საფრანგეთის სახელი გააქვს? თუ მანამდეც ქომაგობდით გასაგებია,მარა მანამდე არ მოგწონდა და ახლა მოგწონს იმიტო რო ქართველი თამაშობს,ეს იდიოტიზმია მარტივად. არ შეიძლება ეგრე,ეს ანომალია.როგორც ის,გუშინ ნაპოლის რო ქომაგობდით და იუვეში რო გადასულიყო,მერე იუვეს ქომაგები გახდებოდით. ეს ქომაგობა კი არ არის,ეს არის უვიცობა და ესე არ ხდება ფეხბურთში. არ შეიძლება ადამიანი იყოს დღეს სელტიკის ფანი და ხვალ რეინჯერსს ქომაგობდეს,როგორც რივერის და მერე ბოკას ქომაგი იყოს. ეს არის ანომალია და ეგ გჭირთ თქვენ. საქართველოს ნაკრებში ჩამოდის და ნაკრებს უქომაგეთ,ვინმემ გეუბნებათ რო ნაკრებში ხვიჩას არ უქომოგოთ? ე.ი. ხვიჩასთან კი არ მაქვს გართულება,არამედ მის კლუბთან და არაბების გამოჩენასთან ევროპულ ფეხბურთში.რაც თავის დროზე,არაბებმა დაპყრობითი ომებით ვერ შეძლეს,ახლა ფულის საშუალებით აკეთებენ და იპყრობენ ევროპას. თქვენ მიზიხართ და მეუბნებით,რომ მე ხვიჩა მძულს,ხოდა რა შუაშია აქ ხვიჩა ან სიძულვილი? ეს ამბავი აუცილებლად დაღუპავს ევროპას და საქართველოსაც. არაბები იმაზე კეთილები არ გამხდარან,ვიდრე ადრე იყო და ვერც გახდებიან,როგორც თურქები კი არა და ოსმალები. ფრთხილად იყავით,ისეთი ფული არ აიღო,რომელიც გაჟღენთილი იქნება ქრისტიანების სისხლით და უფრო მეტიც,ქართველების სისხლით გაჟღენთილი სისხლი არ უნდა აიღო და სწორედ ასეთია არაბული ფული. ახლა იტყვით რო სხვა დროა და მართლა? რა ომები აღარ არის თუ ადამიანები უტოპიაში ჰარმონიულად ცხოვრობენ? ეს ფეხბურთია,რითაც სახელს იწმენდნენ არაბები,მერე სხვა რამეზე გადავლენ.
მინდია
ოხ ეს პრემიერლიგის ფანები... გაპიარებული ჩემპიონატი გაქვთ უხარისხო ფეხბურთით... ევროპაში მუდამ ესპანური, იტალიური და გერმანული კლუბების ჩრდილში იქნებით
გურულო
ასტონ ვილა ისეთი გუნდია, ადვილი მოსალოდნელია რაც ლივესთან გადახდა პესეჟეს, იმაზე მძიმე ბრძოლა მოუწიოს და სულ არ გამიკვირდება თუ გამოაგდებენ...
გიო
ასტონ ვილას ვინც ალმაცერად უყურებთ არ არის ადვილი მეტოქე პსჟ სთვის
მამუკა
ჯერ ნაადრევია რეალი-პსჟ ნახევარფინალზე საუბარი, არც ასტონ ვილაა საჩუქარი და მითუმეტეს არც არსენალი, ორივე ინგლისური გუნდი კარგ ფორმაშია და ასე უბრალოდ ჩამოწერა ფეხბურთის ოდნავ მცოდნეს არ შეეფერება. პიკე დიდი ვირეშმაკაა, ბარსელონას არ ასახელებს ფავორიტებში(არა და უპირველესი ფავორიტია)თავს იზღვევს ამით, მარცხის შემთხვევაში
სოსო
ობიექტურ შემფასებელს.რატომღაც ბარსელონას-დორტმუნდის წყვილი მახსოვდა,მომავალ შესაძლო მეტოქედ,სადაც ბარსელონა გაიმარჯვებს.ლივერპულსა და ბარსელონას შორის რომ იყო პსჟ-ს მეტოქე ასარჩევი,ეტყობა ეგ ჩამრჩა,გონებაში.რა თქმა უნდა მართალს ბრძანებთ!იმ დროისათვის,რეალს ალბათ რამდენიმე ტრავმირებულიც დაუბრუნდება და პსჟს კიდევ უფრო გაურთულდება ამოცანა.გმადლობთ ინფორმაციისათვის.
"ობიექტური შემფასებელი"
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ჩემპიონთა ლიგის ბადე ისეა შედგენილი,რომ პსჟ-ს რეალი შეიძლება ნახევარფინალში შეხვდეს,ხოლო ბარსას ფინალამდე ვერ შეხვდება, ასე რომ პიკეს მოსაზრება ბარსას გამხნევებისთვის არ გამოდგება.
სოსო
ჯერ ფინალამდე მიღწევაა საჭირო!პიკე პირველ რიგში ბარსელონელია და ვფიქრობ ამ სიტყვებით ბარსელონაზე ფსიქოლოგიური წნეხის მოხსნაზეც ფიქრობს და ამ წნეხის, პსჟ-ს ფეხბურთელების მხრებზე გადატანასაც.ბარსა ხომ ძალიან ახალგაზრდული გუნდია და სწორედ ფსიქოლოგიური წონასაწორობის შენარჩუნებაა,მათი მთავარი პრობლემა.როდესაც სადღად მადრიდის რეალი მონაწილეობს,ეს ავტომატურად მის ფავორიტობასაც ნიშნავს,თანაც სამართლიანად,მაგრამ იქ ინტერიც არის და ბავარიაც,მათი ასე ხელაღებით ჩამოწერაც,არ შეიძლება და ეს პიკემაც შესანიშნავად იცის. რა თქმა უნდა მთელ საქართველოსთან და საფრანგეთთან ერთად მეც გამიხარდება,თუ პიკეს პროგნოზი გამართლდება და პსჟ ფინალში გავა,იქ მათი გამარჯვებაც ძალიან მინდა,მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჯერ გადავხტეთ და ჰოპა მერე დავიძახოთ!
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
შევალიე ტრანსფერს ითხოვს, ლუის ენრიკეს საფონოვის არ სჯერა - რას გეგმავს პსჟ?
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
[VIDEOS] "არსენალი" და "რეალი" მეოთხედფინალში გავიდნენ
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ტრავმა სერიოზულია - პსჟ მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩა
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
შევალიე ტრანსფერს ითხოვს, ლუის ენრიკეს საფონოვის არ სჯერა - რას გეგმავს პსჟ?
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
ჟერარდ პიკე პსჟ-სთან პირველი მატჩისთვის ვერ დაბრუნდება
ხვიჩა პირველად "ალიანც რივიერაზე" - მატჩებიდან პირდაპირ საქართველოში
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
პიკე: არ ვიცი, გავხდები თუ არა "ბარსელონას" პრეზიდენტი
[VIDEO] სეზონის საუკეთესო გოლი? - გიულერმა 70 მეტრიდან გაიტანა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწია - "ბარსას" 3 ფეხბურთელი მძიმედ ტრავმირებულია
ჟერარ პიკე: მსაჯები "რეალს" ეხმარებიან
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
სეტიენის ყოფილმა თანაშემწემ პიკეს გუნდი ჩაიბარა
"ბარსელონამ" 4 ფეხბურთელს გაუგრძელა კონტრაქტები