“ა” ლიგის ფინალისტები ცნობილნი არიან. ჩემპიონის ტიტულისთვის, მეტადრე სუპერლიგის საგზურისთვის “რუსთავი” და კასპის “გრიფინი” იბრძოლებენ. ორივემ მათგანმა დღეს ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოიგო და ფინალში გავიდა. რუსთაველებმა თელავში “ბურჯი” დაამარცხეს, ხოლო მოგვიანებით ქვემოქართლელებს ფინალში შიდაქართლელებიც შეუერთდნენ. “ბურჯმა” თბილისში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა და სერია 2:0 მოიგო.

ორივე ფინალისტი “ა” ლიგაში პირველად თამაშობს. რუსთავი იმის გამო, რომ აქამდე მხოლოდ სუპერლიგაში ასპარეზობდა და გასულ სეზონში წარუმატებლობის გამო დაქვეითდა, ბურჯი კი აქამდე არ არსებობდა. კასპში გუნდი სექტემბერში შეიქმნა, “ა” ლიგის საგზური მოიპოვა და ფინალსაც უწია. ახლა ორივე მათგანს სუპერლიგაში გადასვლის შანსი აქვს – საჭიროა ფინალის მოგება და წაგებულსაც რჩება შანსი – სუპერლიგის ბოლოსწინა ადგილზე გასულ გუნდს გადათამაშებით საკვალიფიკაციოს ეთამაშება.

წინ ფინალური სერიაა, რომელიც 3 მოგებამდე იქნება, ნახევარფინალები კი ორამდე იყო. როგორც გითხარით, ორივე ფინალისტმა ნახევარფინალური სერია მშრალად მოიგო. რუსთაველებმა თელავში 103:74 იმარჯვეს. გოგა ცეკვავას გაწვრთნილ ქვემოქართლელებს პირველ მატჩში ტრავმირებული ქემდინ კარფმანი აკლდა, თუმცა გაცილებით იოლად იმარჯვა. თელაველებმა საკუთარ არენაზე წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს რუსთაველებს და უშანსოდ წააგეს.

ყველაზე შედეგიანად დომინიკ კეისმა ითამაშა, რომელმაც 8 ქულა და 13 მოხსნა ისე მიითვალა, რომ ბურთი არ აუცდენია – 7-დან 7 ორიანი და 3-დან 3 საჯარიმო. 20 ქულა ჰქონდა მალიკ ტიდველს. ვახტანგ ქადარიას ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა. გუგა პატაშურმა რუსთაველებს 15 ქულა და 8 მოხსნა შესძინა. თელავის ბურჯში 19 ქულით აიზეა ვილკენსი გამოირჩა. 18 ქულა დააგროვა რიჩარდ ტიდველმა.

რაც შეეხება თავისუფალი უნივერსიტეტისა და კასპის გრიფინის მატჩს, გამარჯვებული ბოლო წუთებზე გაირკვა. ბესო ლეჟავას გაწვრთნილი თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი ტოლს არ უდებდა ფავორიტად შერაცხილ მეტოქეს. აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველსავე წუთზე დაშავდა და თამაში ვეღარ გააგრძელა კასპელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ელაია ბიუქენენმა, რომლის არყოფნაშიც თავი ისახელა გიორგი რუხაძემ. რუხაძემ სეზონის საუკეთესო მატჩი ითამაშა და თავისუფალ უნივერსიტეტს 25 ქულა ჩააგდო.

კასპელებმა მეტოქე ბოლო 5 წუთში გატეხეს, მანამდე ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხანაც მეორე. გამარჯვებაში დიდი წილი დაიდო მერაბ მირზიაშვილმა, რომლის მოხსნები და ქულებიც გამარჯვების განმსაზღვრელი იყო. მირზიაშვილმა შეხვედრა 13 ქულით და 14 მოხსნით დაასრულა. საუკეთესო ზებ გრეჰემი იყო – 26 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი. მონტეს მატისმა 19 ქულა, 5 პასი და 5 მოხსნა მიითვალა.

ნახევარფინალში დამარცხებული თავისუფალი უნივერსიტეტისა და თელავის გუნდებისთვის სეზონი დასრულდა. ფინალისტები კი სერიას 6 აპრილს დაიწყებენ.

GBF

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა