თებერვალში ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონა დატოვა, ვაკანტური გახადა ამ დივიზიის ტიტული და მსუბუქ წონით კატეგორიაში გადაინაცვლა. დივიზიის ცვლილების მოტივი ნათელია - ილიას მიზნად ზედა წონის ჩემპიონობა აქვს დასახული, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს მსუბუქი წონის სატიტულო სურათზე. ქვემოთ ჩვენ განვიხილავთ დივიზიის ჩემპიონ ისლამ მახაჩევს, არსებულ პრეტენდენტებს და იმას თუ რა შეცვალა თოფურიას წონის ცვლილებამ მათ გარშემო.

დივიზიის ჩემპიონია ისლამ მახაჩევი 27 გამარჯვებითა და მხოლოდ 1 მარცხით, 4 ტიტულის დაცვით. დამარცხებული ჰყავს დივიზიის ამჟამინდელი ტოპ 10-დან 5, აქედან ტოპ 6-დან 4. მათი უმეტესობაფინიშით. ამ რეკორდით მახაჩევი თავადვე უმიზნებს ორმაგი ჩემპიონის სტატუსს. ამას ხელს უშლის ქვესაშუალო წონაში ბელალ მუჰამედის ჩემპიონობა, ვინაიდან ის და დაღესტნელი ერთმანეთთან ბრძოლაზე უარს ამბობენ.

გასათვალისწინებელი ფაქტორია ისიც, რომ ბელალი ტიტულის დაცვას პირველად 11 მაისს ჯეკ დელა მადალენასთან შეეცდება. ამ ბრძოლის შედეგი, თავის მხრივ, გადაწყვეტს ისლამ მახაჩევის ქვესაშუალო წონით კატეგორიაში ასვლა-არ ასვლის საკითხსაც. ვინაიდან მას ბრძოლა იქამდე არ აქვს ჩანიშნული, ბელალის პერფორმანსზე შეიძლება აღმოჩნდეს დამოკიდებული მისი სამომავლო მოქმედებები. შესაძლებელია, რომ მან იქამდე შეიცვალოს წონითი კატეგორია, სანამ თოფურიას 70 კილოგრამში შეხვდება. ამ ფაქტორებზე უფრო დაწვრილებით მოგვიანებით ვისაუბრებთ. მახაჩევის ამბიციების იქით გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისლამი ქართველთან ბრძოლაზე უარს ამბობს, სანამ ილია დივიზიის სხვა ტოპ კონტენდერს არ შეხვდება. დაღესტნელის მხარე არგუმენტად იშველიებს ფაქტს, რომ მსუბუქი წონის ჩემპიონმა ქვემსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონ ალექსანდრ ვოლკანოვსკის უკვე ორი შანსი მისცა, რომელთაგანაც ორივე ისლამის გამარჯვებით დასრულდა. იმდროინდელი ალექსანდრ ვოლკანოვსკისგან განსხვავებით, ილია ვერც მრავალი სატიტულო დაცვით დაიტრაბახებს და ვერც Pound For Pound რეიტინგის პირველობით (ამ პოზიციას ახლა სწორედ ისლამ მახაჩევი იკავებს), მაშასადამე ისლამის მხარე მას მსუბუქ წონაში სატიტულო ბრძოლის ღირსად არ თვლის.

დივიზიაში, ნომერ პირველი კონტენდერი არმან ცარუკიანია, რომელმაც ეს პოზიცია ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ დაიკავა. როგორც დივიზიის პირველ ნომერს შეეფერება, მას ჩანიშნული ჰქონდა სატიტულო ბრძოლა, რომელსაც ის ერთი დღით ადრე ჩაეხსნა. ბუნებრივია, რომ ამის შემდეგ არმანს მოუწევს ხელახლა დაიმსახუროს ტიტულის მოპოვების შანსი. მაშასადამე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სომეხ მებრძოლს მახაჩევთან რემატჩამდე ერთი ბრძოლა აშორებს.

დივიზიის მეორე ნომერია ჩარლზ ოლივეირა, ყოფილი ჩემპიონი, რომელიც ისლამ მახაჩევთან არმან ცარუკიანის მსგავსად წარსულში (თუმცა უფრო ახლო წარსულში) უკვე დამარცხდა. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ოლივეირას მარცხი აქვს არმან ცარუკიანთანაც. იგი ამჟამად ერთ მოგებიან სერიაზეა, რომელიც ნახსენები მარცხების შემდეგ ნამდვილად არ იქნება სატიტულო შანსის მოსაპოვებლად საკმარისი. ამის მიუხედავად ჩარლზმა არაერთხელ ცხადად გამოთქვა მახაჩევთან ხელახლა შეხვედრისა და ქამრის დაბრუნების სურვილი.

ერთ მოგებიან სერიაზეა რეიტინგის მესამე ნომერი ჯასტინ გეიჯიც, რომელმაც ბოლოს, წარსულში უკვე დამარცხებულ რაფაელ ფიზიევს განმეორებით შეხვედრაშიც აჯობა და მახაჩევთან ბრძოლა მოითხოვა. ამასთან ერთად ფაქტი, რომ ჯასტინისა და ისლამის მენეჯერი ერთი და იგივე ადამიანია, ავტომატურად გულისხმობს, რომ ის საკუთარი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე მოინდომებს, რომ მის კლიენტებს შორის შეხვედრა შედგეს და აქედან გამომდინარე მან, როგორც ორივეს მენეჯერმა ყველაზე დიდი მოგება ნახოს.

საბოლოოდ ვიღებთ სატიტულო სურათს, სადაც პრეტენდეტთაგან ყველას უნდა ქამარზე ბრძოლა, თუმცა ყველას თითქოს ერთი გამარჯვება აშორებს ისლამ მახაჩევამდე. მოვლენები შეიძლება განვითარდეს სხვადასხვაგვარად. ისლამ მახაჩევის მსუბუქ წონაში დარჩენის შემთხვევაში(რის გარანტიასაც UFC 315-ზე ბელალის გამარჯვება მოგვცემს),ის შეიძლება პირდაპირ შეხვდეს შეხვდეს ილია თოფურიას, ვინაიდან ეს ბრძოლა ორგანიზაციისთვის უთუოდ ყველაზე მომგებიანი იქნება, თუმცა ვინაიდან ისლამი ამ ეტაპზე ისევ უარს აცხადებს თოფურიასთან ბრძოლაზე, განვიხილოთ სხვა ვარიანტებიც.

იმ კომენტარების ფონზე, რაც ილია თოფურიამ და ჩარლზ ოლივეირამ ერთმანეთის შესახებ გააკეთეს, უფრო რეალურია, რომ ოქტაგონზე სწორედ ეს ორი დაუპირისპირდეს ერთმანეთს. "La Leyenda"-მ X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის ჩარლზის 10 მარცხს აღნიშნავს და ბრაზილიელს სიჩუმისკენ მოუწოდებს. თოფურიამ ჩარლზთან დაპირისპირება ერთ-ერთ პრესკონფერენციაზეც ახსენა, რაც უფრო გვაფიქრებინებს, რომ ამ ბრძოლის ჩანიშვნა არაა აზრს მოკლებული. ოლივეირას დამარცხების შემთხვევაში ილია დაამტკიცებდა იმ ყველაფერს, რაზეც ისლამს საპირისპირო აზრი აქვს, ხოლო პირიქით თოფურიას დამარცხების შემთხვევაში, ჩარლზი თავად დაიმსახურებდა ისლამთან ხელახლა შეხვედრას. თუ ეს ბრძოლა შედგა, მეტად სავარაუდოა, რომ მახაჩევმა ტიტული სწორედ გეიჯისთან დაიცვას. ამას ემატება ის მიზეზიც, რომ ამ ორს აქამდე ჯერ არ უბრძოლია და ის ფაქტიც, რომ ალი აბდელაზიზის (მახაჩევისა და გეიჯის მენეჯერი) ძალისხმევით შესაძლოა შედგეს მსუბუქი წონის ქამრის დაცვა გეიჯისთან, ხოლო ილია თოფურია შეხვდეს ჩარლზ ოლივეირას, ისლამისა და ილიას გამარჯვებების შემთხვევაში კი სავარაუდოა მათი შეხვედრა წლის მეორე ნახევარში აბუ დაბიში ჩაინიშნოს.

"პატარა ნაძირალა, იდიოტი და გამოშტერებეულია... მდიდარიც არ ხარ და..." - თოფურიამ ცარუკიანზე ისაუბრა
[VIDEO] "ძმაო, მე ქართველი ვარ!" - დვალიშვილმა სეხუდოს რუსულ მიმართვას პასუხი გასცა
[VIDEO] არმან ცარუკიანი თვითმფრინავიდან გააგდეს
სუპერლიგის პლეი ოფი დაიწყო: თსუ-მ კავკასია დაამარცხა, მარგვეთმა – ორბი
"პსჟ-ში სურთ, რომ საფონოვი თავს დაფასებულად გრძნობდეს" - ფრანგი ჟურნალისტი
პსჟ-ში შეიძლება კიდევ ერთი პორტუგალიელი გადავიდეს
20 წ. | საერთაშორისო სერიაზე სამხრეთ აფრიკაში
მსხალაძის ოქრო აკვრაში და გოგოხიას ბრინჯაო ატაცში
ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
23 მატჩი და 24-მილიონიანი კომპენსაცია - "ჩელსიმ" როსენიორი გაათავისუფლა
[VIDEO] ბითაძის 21 წუთი - "დეტროიტმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა
იამალმა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს - "ბარსელონამ" "სელტას" მოუგო
კვლავ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "პორტუს" ბარიერი გადალახა
ლუის ენრიკე: "კვარას" უეჭველი ჩემპიონთა ლიგის მატჩი ეგონა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 დინამო (ბთ). კაცნაკლულმა ზღვისპირელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ...
კიტეიშვილმა "შტურმი" ორკაცნაკლულ "ლასკთან" მარცხისგან იხსნა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნანტთან" მატჩში?
[VIDEO] რა დრიბლინგი და რა გოლი. კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
[VIDEO] უკვე დუბლი - ხვიჩამ დიდებული გოლი გაიტანა
ჟოზეს დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, "რეალი" კიდევ ერთხელ ჩაიბაროს
"პატარა სოსისო" - ილია თოფურიამ პედი პიმბლეტს მიმართა
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ პირველი სამართლებრივი დავა მოიგო
"პატარა ნაძირალა, იდიოტი და გამოშტერებეულია... მდიდარიც არ ხარ და..." - თოფურიამ ცარუკიანზე ისაუბრა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
[VIDEO] თოფურია VS პიმბლეტი არ შედგება - გეიჯი მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონია